Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 06.01.2023

აშშ უკრაინას დამატებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

News.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ვაშინგტონი კიევს ამჯერად დამატებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პაკეტში შედის Bradley-ის ჯავშანტექნიკა, თვითმავალი „ჰაუბიცები“, ჯავშანტექნიკა, ნაღმები, საბრძოლო მასალა და სხვა იარაღი პენტაგონის მარაგებიდან. იარაღის დეტალურ სიას პენტაგონი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ალეს ბიალიაცკი - რატომ ასამართლებს ბელარუსი ნობელიანტ უფლებადამცველს

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: ლუკა პერტაია ბელარუსის ხელისუფლება უკვე მეორედ ასამართლებს ნობელიანტ უფლებადამცველს, „ნიუ იორკ ტაიმსის“ შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საყრდენს, ალეს ბიალიაცკის. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ ბიალიაცკისათვის წაყენებული ბრალდება და მისი სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ ამხელს რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც „ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა“, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დაამყარა ბელარუსში.   სასამართლო პროცესი 5-6 იანვარი. მინსკი. Читать дальше...

ლაშა მარგიანი: სულ მგონია, რომ ღმერთი პირველს მათ სულს მიიღებს, ვინც ადამიანებმა არ მიიღეს

News.ge 

პოეტი, ლაშა მარგიანი ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება. “არ მესმის, როგორ შეიძლება არ შეგეცოდოს ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი დაუშავებია არც შენთვის, არც სხვისთვის და ვიღაცამ სასტიკად მოკლა. ლიზა ქისტაურზე მაქვს საუბარი. თუ ვინმე სიცოცხლით სავსე იყო, ამ მომაკვდავ ქვეყანაში, ერთ-ერთი პირველი ისიც იყო, თუ ვინმე რამეს ბედავს ამ მონური ფსიქოლოგიის მქონე ...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პუტინმა უკრაინიდან ჯარები სრულად უნდა გაიყვანოს

News.ge 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ საშობაო ზავს ეხმაურება. ფრანგული მხარის განცხადებით, დროებითი ზავის ნაცვლად, პუტინმა უკრაინიდან ჯარები სრულად უნდა გაიყვანოს. „საფრანგეთს ღრმად სწამს, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრული გაყვანის გარეშე ვერ მიიღწევა. ეს არის ერთადერთი გზა, რათა ბოლო მოეღოს იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც უკრაინელი ხალხი ...

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისთვის ჩვენს ზრუნვას, გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია - პატრიარქის ეპისტოლე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:  "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა! იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი... Читать дальше...

პატრიარქი: ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი – თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით

News.ge 

ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. ილია მეორე ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. “იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“. როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება ...

ირაკლი ღარიბაშვილი: ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

News.ge 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი საშობალო მილოცვა: “ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ...



ვოლოდიმირ ზელენსკი: შობა არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული, ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ, ჩვენი ოჯახი ერთიანია, როგორც არასდროს

News.ge 

უკრაინული ოჯახი ერთიანია როგორც არასდროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მართლმადიდებლური შობის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად. იგი ქრისტეს შობას მოასწავებს. ეს არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული. ჩვენ ყველანი ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ ...

ილია II: ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი – ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე

News.ge 

ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. ეპისტოლის თანახმად, შობის დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს. “ყველას და, პირველ რიგში, ...

 პუტინის 36-საათიანი "საშობაო ზავის" მიღმა

Radiotavisupleba.ge 

„ფარისევლობა“, „ცინიზმი“, „პროპაგანდა“, „სიყალბე“ -  უკრაინაში თუ დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის პრეზიდენტს არავინ დაუჯერა, რომ 36-საათიანი „საშობაო ზავი“ უკრაინელ მორწმუნეებზე ზრუნვით, სულიერებით შთაგონებულმა გამოაცხადა.

ილია II: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ

News.ge 

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. ილია მეორე ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს ქრისტიანულად, სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი... Читать дальше...

სბუ: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებში ნაპოვნია რუსეთის სამხედრო საწყობები

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) პარასკევს გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) შენობებში ჩატარებულ ჩხრეკაზე ხერსონის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკისა და როვნოს ოლქებში. სბუ კერძოდ აცხადებს, რომ წმ. იოანე კრონშტადტელის ეკლესიაში, ხერსონის ოლქში, აღმოჩენილია ყოფილი საწყობები „რუსეთის საოკუპაციო დაჯგუფების“ ქონებით და რომ ეს საწყობები მოწყობილი იყო ეკლესიის დეკანოზ ანატოლი კორნევის ხელშეწყობით. მღვდელმა კონტაქტები გააბა საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან... Читать дальше...

ქისტაურის გარდაცვალების საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა - ბელგიის პროკურატურა

Radiotavisupleba.ge 

ფორმულა ავრცელებს ბელგიის პროკურატურის ხელთ არსებულ ინფორმაციას ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ორშაბათს, ანუ 2 იანვარს იპოვეს, რის შემდეგაც ცხედარს აუტოფსია [გვამის გაკვეთა დიაგნოსტიკური ან სამეცნიერო მიზნით - რ.თ.] ჩაუტარეს, რამაც დანაშაულის ნიშნები გამორიცხა.  "გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა აუტოფსია... Читать дальше...

ვაჟა-ფშაველა იაპონურად: მანგად მოთხრობილი „სტუმარ-მასპინძელი“

Radiotavisupleba.ge 

„ეს წიგნი არის მანგას, გრაფიკული რომანის და წიგნის ილუსტრაციის თავისებური ნაზავი“ - ასე აღწერს „სტუმარ-მასპინძლის“ ილუსტრაციების ავტორი, მხატვარი თინა ცხადაძე-რატიანი, ვაჟა ფშაველას მანგას სახით გამოცემულ პოემას, რომელიც იაპონურად ენათმეცნიერმა იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა. ვაჟა ფშაველას გმირებთან და ზოგადად, მის სამყაროსთან მიახლოება, შემდეგ კი ამ სამყაროს მანგაში დახატვა მარტივი ამოცანა რომ არ იქნებოდა, ეს თინა ცხადაძემ თავიდანვე იცოდა. როცა საქმეს შეუდგა და „სტუმარ-მასპინძელიც“ ხელახლა გადაიკითხა... Читать дальше...

ბელგიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მიიღო

News.ge 

ბელგიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მიიღო. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. „ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება... Читать дальше...

ყინვების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ელექტროქსელების ოპერატორმა „უკრენერჰომ“ შეზღუდვები დააწესა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე. მან მიზეზად დაასახელა უახლოეს დღეებში მკვეთრი აცივება. „უკრენერჰოს“ 6 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები იმოქმედებს ყოველდღე 8:00-დან 23:00-მდე. კომპანიის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტების გადაჭარბება საავარიო გათიშვას გამოიწვევს. განცხადება გაკეთდა იმ პერიოდში, როცა უკრაინაში გრძელდება ელექტრომომარაგების დაგეგმილი და საავარიო გათიშვა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის დაბომბვის ფონზე. Читать дальше...

დაკავებულია დაცვის პოლიციის 2 თანამშრომელი

News.ge 

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ქუ­თა­ის­სა და კა­ხეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვა. სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის იმე­რე­თი-გუ­რი­ის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი ვ.ფ.... Читать дальше...

ბელგიის პოლიციამ დაადასტურა ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალება

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგარეო უწყებაში, ბელგიაში საქართველოს საელჩოში დღეს შევიდა ოფიციალური შეტყობინება მისი გარდაცვალების შესახებ. საგარეო სამინისტრო აღნიშნავს, რომ "საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან." ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. ლიზა ქისტაური პოპულარული დაახლოებით ათი წლის წინ გახდა... Читать дальше...

რომის პაპმა ფრანცისკე: განსაკუთრებულ მოკითხვას ვუგზავნი მრავალტანჯულ უკრაინელ ხალხს, ჩვენს დებსა და ძმებს

News.ge 

რომის პაპმა ფრანცისკემ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა და უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. „განსაკუთრებულ მოკითხვას ვუგზავნი მრავალტანჯულ უკრაინელ ხალხს, ჩვენს დებსა და ძმებს. დაე, მაცხოვრის დაბადებამ გააჩინოს ნუგეში, გააჩინოს იმედი, გააჩინოს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება საბოლოოდ დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში. ბევრი ვილოცოთ უკრაინისა და მშვიდობისთვის,“ – აცხადებს რომის პაპი. მანამდე კი, რომის ...

ვახო სანაია: ახია მიშაზე. ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები …

News.ge 

“ახია მიშაზე. ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები – ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო. სხვებმა მაინც ისწავლეთ ჭკუა, სანამ მუხლებს გადაიტყავებთ საპატრიარქოს ზღურბლთან. ვერაფერმა გასწავლათ ჭკუა – სულ ბოლოს ვერც 5 ივლისმა, როცა პირდაპირ სისხლისღვრა მოაწყვეს თბილისის ცენტრში. გაგიკვირდებათ და ერთადერთი, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწია და დაასუსტა, ივანიშვილია. ოღონდ ...

Guardian-ი: აბრამოვიჩმა ომის დაწყების წინ 4 მილიარდი დოლარი გაარიდა სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

ვარაუდობენ, რომ რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში ომის დაწყებამდე ოფშორში გადაიტანა თავისი აქტივების უდიდესი ნაწილი, რაც მისი შვილების სახელზეა გაფორმებული. ამის შესახებ ლაპარაკია ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში. ჟურნალისტების მტკიცებით, 2022 წლის თებერვლის დამდეგს აბრამოვიჩმა სასწრაფოდ ჩაატარა 10 ოფშორული კომპანიის რეორგანიზაცია და საკუთარი შვილების სახელზე გადაიყვანა ისინი. კომპანიების საერთო ნომინალური ღირებულებაა ოთხი მილიარდი დოლარი, თუმცა მათი რეალური ღირებულება შეიძლება მეტიც იყოს. Читать дальше...

რას წერს ნინი შერმადინი ლიზა ქისტაურთან დაკავშირებით?!

News.ge 

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური მოკლეს, ამ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ მისი ოჯახისწევრები და მათ შორის არც დედამისი. მომღერალმა ნინი შერმადინმა კი მის ნათესავთან მიმოწერის სქრინი გაასაჯაროვა, სადაც ის ამბობს, რომ ლიზა ქისტაურის მკვლელობა არ შეეესაბამება სიმართლეს. “ოჯახის ახლობელი მწერს, დედამისს ვესაუბრე და ცხედრის ამოსაცნობად იყოო, გარდაცვლილია  ლიზის დაქალიო, ლიზა იმალება იქდე ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *