Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 04.01.2023

ქალთა უფლებები 2022 წელს: როგორ არღვევდნენ მათ და როგორ იბრძოდნენ მათთვის

Radiotavisupleba.ge 

2022 წელს ქალთა უფლებები და მათთვის ბრძოლა არაერთხელ მოქცეულა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტში: დაწყებული აშშ-იდან, სადაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციის დონეზე იძლეოდა აბორტის უფლების გარანტიას და დამთავრებული ირანით, სადაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა სტუდენტი ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის გამო. რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი ტელეპროექტი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ მიმოიხილავს, 2022 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რა მოვლენებმა... Читать дальше...

რატომ აქრობენ ადამიანები სანთლებს თავიანთ დაბადების დღეზე

News.ge 

სადღესასწაულო ნამცხვრის ტრადიცია ჯერ კიდევ ძველი რომაელებიდან იღებს სათავეს. ლოგიკურია, რომ დაბადების დღეს ადამიანები გემრიელ ტკბილეულთან ერთად აღნიშნავდნენ, თუმცა იცით, თუ არა, ვინ იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ტორტის სანთლებით გაფორმება და მათი ჩაქრობა გადაწყვიტა? მართალია, ზუსტი ინფორმაცია მის შესახებ არ გვაქვს, თუმცა დაბადების დღის სანთლების წარმოშობის შესახებ ბევრი თეორია არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ტრადიცია ...

როგორ დავამარცხოთ არდადეგების შემდგომი სიზარმაცე

News.ge 

არდადეგების პერიოდში, საზეიმო განწყობის გამო, რთულია პროდუქტიულობის შენარჩუნება და სამსახურში ან სასწავლებელში დაბრუნება. ერთ-ერთი გზა, სიზარმაცის დასაძლევლად, არის ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა. ყოველდღიურად 15-20 წუთის განმავლობაში ვარჯიში დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და უკეთ აზროვნებაში, რაც შეგმატებთ ენერგიას. ეცადეთ დაისახოთ ახალი მიზნები. თუ საკუთარ თავში გარკვეული არ ხართ, მაშინ შეადგინეთ პატარა გეგმები. შეგიძლიათ მიმართოთ აფირმაციებს, ჩამოწერეთ ...

შთამაგონებელი ფაქტები სტივ ჯობსის შესახებ

News.ge 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომგონებელი, ინოვატორი, ქველმოქმედი სტივ ჯობსი თითქმის არასოდეს საუბრობდა თავის პირად ცხოვრებაზე. სტატიაში გაგაცნობთ ფაქტებს სტივის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, არ იცოდეთ. სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა. მამა მუსლიმი იყო, ხოლო დედა კათოლიკე. ისინი დაქორწინებულები არ იყვნენ, როცა ბავშვი შეეძინათ, ამიტომ გადაწყვიტეს იგი გაეშვილებინათ. 1974 წელს სტივი ინდოეთში გაემგზავრა და სულიერი ...

ირანში აქტივისტს აქციაში მონაწილეობისთვის მიესაჯა პატიმრობა, გაშოლტვა

Radiotavisupleba.ge 

თეირანში ისლამურმა რევოლუციურმა სასამართლომ სამოქალაქო და შრომის აქტივისტს, ნედა ნაჯის მიუსაჯა პატიმრობა და გაშოლტვა, იმისთვის, რომ აქტივისტმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც მოჰყვა სექტემბერში მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს.  ნაჯის დედა, მეჰრანე ღასემი 3 იანვარს ინსტაგრამით წერდა, რომ მის ქალიშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა რვა თვის ვადით, 60 შოლტი და ჯარიმა 150 მილიონი რიალის, ანუ 385 ამერიკული დოლარის ოდენობით... Читать дальше...

ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს

News.ge 

ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს. “მრავალი წელია დაუღალავად მსახურობთ ქრისტიანული ძველი და ბრძნული იდეების გამტკიცების ველზე, თქვენს სახელს უკავშირდება საქართველოში მართლმადიდებლობის ფართომასშტაბური აღორძინება და შენარჩუნება. ჩვენს რთულ დროებაში, როცა დამახინჯება ემუქრება მრავალ ღირებულებას, რომელიც ქრისტეს მცნებებს ეფუძნება, თქვენ ამაყად ატარებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას მრევლის გულში, რომელთაგანაც ათიათასობით ...

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

News.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ტელეკომპანიის თანახმად, ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.



მედია: საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს ქართველი, რომელიც ქვეყანაში 6 სხვადასხვა გვარით არალეგალურად ცხოვრობდა

News.ge 

საფრანგეთში დააკავეს ქართველი კაცი, რომელიც ქვეყანაში 6 სხვადასხვა გვარით არალეგალურად ცხოვრობდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მას ქურდობასაც ედავებიან. კაცი  თანამზრახველებთან ერთად, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, კაცმა მამის, დედის და მეუღლის გვარები გამოიყენა. საფრანგეთის პოლიციამ ქართველი ქურდობის ბრალდებით 2-ჯერ დააკავა. პირველად მან მამის გვარი გამოიყენა, მეორედ კი მეუღლის. მესამე შემთხვევაში ...

პუტინის დაგმობა ან მოსკოვთან კავშირის აღიარება - უკრაინის ეკლესიის (УПЦ) არჩევანი

Radiotavisupleba.ge 

გარკვეული შეზღუდვები უკვე დაუწესდა და სავარაუდოდ, აკრძალვაც ემუქრება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ), რომელსაც კიევი კვლავ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულად მოიხსენიებს. ბოლო კვლევების თანახმად კი, უკრაინელთა ნახევარზე მეტი УПЦ-ს აკრძალვას ემხრობა, რადგან მას რუსეთის მოკავშირედ თვლის.

შსს-მ გამოძიება დაიწყო ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე აღიძრა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. მეორე დღეა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანს, ვანო მერაბიშვილს თავს დაესხნენ. დღეს "რუსთავი 2"-მა ჩაწერა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მომღერლისა და ტელეწამყვანის, გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" სიძე - არხის ინფორმაციით... Читать дальше...

საფრანგეთი საბრძოლო მანქანებს გაუგზავნის უკრაინას

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ საფრანგეთი უკრაინას რუსეთთან ომში დასახმარებლად მიაწვდის AMX-10 RC-ის მსუბუქ დაჯავშნილ მანქანებს - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ორ ლიდერს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ.  სააგენტო როიტერსის ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას ამ ოფიციალურ პირს არ დაუკონკრეტებია მანქანების რაოდენობა, ან უკრაინისთვის მათი გადაცემის თარიღი, თუმცა თქვა, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება... Читать дальше...

კირილ ბუდანოვი: ვფიქრობ, პუტინი ძალიან მალე მოკვდება

News.ge 

პუტინს კიბო აქვს, იმედი მაქვს ძალიან მალე მოკვდება. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “ის [პუტინი] უკვე ძალიან დიდხანს არის ავად, დარწმუნებული ვარ რომ კიბო აქვს. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად მოკვდება. იმედი მაქვს, ძალიან მალე”, – თქვა ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ პუტინს კიბო აქვს: “ჩვენ უბრალოდ ...

იერმოლენკო: პუტინი - მაკბეტია

Radiotavisupleba.ge 

”არასწორია მტკიცება, რომ დიახ, პუტინი ბოროტია, მაგრამ გაიხედეთ მის მიღმა, თვალი შეავლეთ დიად რუსულ კულტურას!” ამბობს უკრაინელი ფილოსოფოსი, ესეისტი და ჟურნალისტი ვოლოდიმირ იერმოლენკო. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის რუსულ კულტურას იმ ინდულგენციას ადარებს, რომელსაც “თითქოსდა რუსეთის ყველა ცოდვის გამოსყიდვა შეუძლია”-ეს ასე არ არის, უთხრა მან ვაჟა თავბერიძეს, რუსეთის იმპერიალიზმის უწყვეტობაში რუსული კულტურის როლსა და უკრაინაში რუსი მწერლების ძეგლების ჩამოგდებაზე საუბრისას. “პუშკინს არაფერი გაუკეთებია კიევისათვის. Читать дальше...

ლევან იოსელიანი: მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიზანი მისი გათავისუფლებაა და სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ

News.ge 

მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიზანი მისი გათავისუფლებაა და სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არავის ჰქონდეს. „რა თქმა უნდა, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ მიაღწიოს მის გათავისუფლებას და გადაყვანასაც. მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვის... Читать дальше...

როგორ დაიწყო ინციდენტი აფთიაქში, სადაც ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

News.ge 

მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის, გიგიშა შარაშიძის მეგობარი აკა ჯიჯიხია, სოციალურ ქსელში  ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით წერს და დეტალებზე საუბრობს. “ორი დღეა ფეისბუკში და ტელევიზიებში მთავარი კითხვაა, მართლა ცემეს თუ არა სისხლისმსმელი რეჟიმის მთავარი საყრდენი, უძლეველი და უშიშარი მერაბიშვილი. მესამე დღეა არის მოლოდინი, რომ გამოვა და ან დაადასტურებს, ან უარყოფს, ან რა ვიცი, რამეს იზამს, თუმცა როგორც ჩანს თავისიანებსაც უმალავს ამიტომ გადაწყვიტა გიგიშამ ისევ ...

ბელარუსში 17 იანვარს დაუსწრებლად დაინიშნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ციხანოუსკაიას სასამართლო

Radiotavisupleba.ge 

მინსკის საქალაქო სასამართლომ 17 იანვარს დაუსწრებლად დანიშნა ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას და მისი რამდენიმე მოკავშირის სასამართლო პროცესი - განაცხადა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ 3 იანვარს.  განსასჯელებს ბრალად ედებათ სამშობლოს ღალატი, მასობრივი არეულობები, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნა, ძალაუფლების მოსაპოვებლად შეთქმულებაში მონაწილეობა, და ბელარუსისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით გამოსვლა.  ციხანოუსკაია, რომელიც აცხადებს, რომ გაიმარჯვა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამჟამად ლიეტუვაში ცხოვრობს. Читать дальше...

პატრიარქის 90 წელი

Radiotavisupleba.ge 

4 იანვარს საქართველოს პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა. ილია მეორე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი საჯარო პირი და ამავდროულად, საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის ხშირი სამიზნეა. რადიო თავისუფლებამ 90 წლის პატრიარქის ბიოგრაფიის საკვანძო ეტაპებს გადახედა. „რაცა ვარ, ვარ ჩემი მშობლების ლოცვით“ 1933 წლის 4 იანვარს კავკასიის ქედს მიღმა, ვლადიკავკაზში, მაშინდელ ორჯონიკიძეში, გიორგი შიოლაშვილსა და ნატალია კობაიძეს ვაჟი შეეძინათ. ერეკლე მეორის პატივსაცემად ახალშობილს ირაკლი დაარქვეს. Читать дальше...

"რონდელის მსოფლიო რადარი": რუსეთში ფსიქოლოგიურად შეეგუენ იმას, რომ არ არსებობს წერტილი რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა ვერ მიწვდება

Radiotavisupleba.ge 

"დაშვებაა, რომ რუსეთის ტერიტორია, რუსეთის მოქალაქეები არიან დაუცველები. ასე, ნელ-ნელა რუსული ქალაქები, კონკრეტული სამხედრო ობიექტები ხდება სამიზნე უკრაინის შეიარაღებული ძალების" - რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი საუბრობს უკრაინაში ომის დინამიკასა და თანმდევ საერთაშორისო პროცესებზე.

სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით აქციები გაიმართა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გადარჩენის მოთხოვნით დღეს, 4 იანვარს, აქციები გაიმართა საქართველოს დიდ ქალაქებში. თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში ჩატარებული აქციები არის გაგრძელება საპროტესტო გამოსვლებისა, რომლებიც დღეს რუსი ადვოკატის, ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ორგანიზებით შედგა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში. თბილისში საპროტესტო აქცია ორ ადგილას გაიმართა: მშვიდობის ხიდთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით შეკრებილმა მოქალაქეებმა გადმოკიდეს... Читать дальше...

პუტინმა ატლანტის ოკეანეში გაგზავნა ახალი ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 იანვარს ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში საბრძოლო ხომალდით გაგზავნა Zircon-ის ტიპის ახალი ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტები, რომლებიც, მისი თქმით, უნიკალურია მსოფლიოში. თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან და ხომალდის ხელმძღვანელთან, იგორ კროხმალთან ვიდეოჩართვით საუბარში, პუტინმა თქვა, რომ ხომალდი აღჭურვილია Zircon-ის ტიპის ჰიპერბგერითი იარაღით. "ამჯერად ხომალდი აღჭურვილია უახლესი ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემით, Zircon-ით, რომელსაც ანალოგი არ აქვს", - თქვა პუტინმა... Читать дальше...

ირანში გირაოთი გაათავისუფლეს აქციების გამო დაპატიმრებული მსახიობი ქალი

Radiotavisupleba.ge 

ირანმა 4 იანვარს გაათავისუფლა ანტისამთავრობო გამოსვლებზე ხელისუფლების ზეწოლის გაკრიტიკების გამო დაახლოებით სამი კვირის წინ დაპატიმრებული მსახიობი ქალი, რომელსაც "ოსკარის" მფლობელ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ირანის ნახევრადოფიციალური სააგენტო ISNA იუწყება, რომ 38 წლის თარანე ალიდოსტი გირაოთი გათავისუფლდა. ალიდოსტი თამაშობს რეჟისორ ასღარ ფარჰადის ფილმში "გამყიდველი", რომელიც პრემია "ოსკარით" დაჯილდოვდა. მანამდე მსახიობის დედა ინსტაგრამით წერდა, რომ მის ქალიშვილს მოგვიანებით გაათავისუფლებდნენ. Читать дальше...

აფეთქებებია ყირიმში, რუსეთის საჰაერო ბაზასთან, რუსეთი კვლავ ბომბავს უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებს

Radiotavisupleba.ge 

4 იანვარს ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ უკრაინის ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, სოფელ ბელბეკში მდებარე რუსეთის საჰაერო ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან. პარალელურად, მოსკოვი აგრძელებს დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, კიევის მიერ რუსეთის დრონების წარმატებით ჩამოგდების მიუხედავად. ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამით წერს, რომ რუსეთის ძალებმა ორი დრონი ჩამოაგდეს, ამ ცნობის დადასტურებას რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს. ბელბეკის... Читать дальше...

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა 20-ზე მეტ ქალაქში - ფოტოგალერეა

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სოლიდარობის აქციები რუსი ბლოგერის და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. აქციები, ძირითადად, საქართველოს საელჩოებთან ჩატარდა. აქციებზე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს. ფეიგინმა სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციებზე გამოსვლისკენ თავის მაყურებლებს მას შემდეგ მოუწოდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა მას წერილი მისწერა კლინიკა "ვივამედიდან". ფეიგინის იუთუბ-გადაცემის ეთერის საშუალებით... Читать дальше...

რუსი "პარტიზანები" კრემლთან ბრძოლაში: "ეს ქვეყანა არ არის პუტინის, ის ჩვენია"

Radiotavisupleba.ge 

3 იანვარს, დამოუკიდებელმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა ჯეიკ ჰანრაჰანმა თავისივე მედიაპლატფორმაზე „Popular Front“ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი ანტიპუტინისტური, რუსული პარტიზანული მოძრაობის შესახებ, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბით აფეთქებს სხვადასხვა სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებს, აზიანებს რკინიგზის ლიანდაგებს და აცხადებს, რომ მათი მიზანი, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერება, ვლადიმირ პუტინის რეჟიმის დამხობა, რუსული ჯარის დასუსტება და ქვეყანაში არსებული ვითარების შეცვლაა. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *