ნიდერლანდი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ის გადაცემას აპირებს
ნიდერლანდს უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ების გადაცემა აქვს გადაწყვეტილი. ამის შესახებ 17 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ. „გადაწყვეტილი გვაქვს, მივუერთდეთ გერმანიისა და აშშ-ის ინიციატივას და უკრაინას Patriot-ები გავუგზავნოთ,“ მოჰყავს რიუტეს სიტყვები გამოცემა De Telegraaf-ს. დეტალების შესახებ - რამდენ დანადგარს და როდის მიიღებს უკრაინა - რიუტეს არ ულაპარაკია. ნიდერლანდის პრემიერმა ასევე გაიმეორა... Читать дальше...