Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 25.01.2023

ზურაბ ჯაფარიძე: არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ 24 თებერვალს რაღაც მორჩება, მაგრამ იმედი მაქვს, დაიწყება – საბოლოო ჯამში ქუჩაში უნდა იყოს პროცესები, მათ შორის მწვავე პროტესტი, ხელის შეშლა, პარალიზება

News.ge 

როგორ უნდა დალაგდნენ? – მთელი სანტა-ბარბარაა, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილსა და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთ პროცესებში არიან შესული, რომ რთული წარმოსადგენია „როგორ უნდა დალაგდნენ“. „მე რომ მივედი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვანო მერაბიშვილი იყო გენერალური მდივანი და მასთან ...

როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთ ნეგატიურ გარემოში

News.ge 

სტრესი, შფოთვა, დეპრესია თანამედროვე სამყაროს ნაწილად იქცა. მსოფლიოში იმდენი ნეგატიური მოვლენა ხდება, რომ რთულია, მხოლოდ კარგზე მოახერხო ფოკუსირება. რთულია, მაგრამ შესაძლებელი. როგორც ამბობენ, ბედნიერება და კარგი განწყობა ჩვენი არჩევანია. მართალია, როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, ეს სიტყვები ძალიან გამაღიზიანებლად გვეჩვენება, თუმცა, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სიმართლეა. საკუთარი გონების მართვა ყველა ადამიანს შეუძლია. ფიქრებს უდიდესი ძალა აქვს, ...

თავისუფლებისთვის ბრძოლა კინოხელოვნებაში

News.ge 

თავისუფლება სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. თავისუფლება პიროვნების, ერის, ქვეყნის. მის გარეშე არაფერს აქვს აზრი. საინტერესო კი ისაა, რომ ამ სიტყვის არსი ყველას სხვადასხვანაირად გვესმის. ზოგი ამბობს, რომ თავისუფლება იმის კეთებაა, რაც გიყვარს. ზოგისთვის თავისუფლება საკუთარი თავის ფლობის უნარია. ხოლო ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ მას განმარტება საერთოდ არ აქვს, ეს ინსტინქტია, მოთხოვნილება, რომელიც გვაიძულებს ვიბრძოლოთ ...

დღე ისტორიაში – 26 იანვარი

News.ge 

ფაქტები 2020 წელს კობი ბრაიანტი თავის ქალიშვილთან ერთად უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედია კალიფორნიაში მოხდა, ვერტმფრენმა, რომელშიც კალათბურთელი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. 2015 წელს თეთრი სახლის ეზოში დრონი ჩამოვარდა. 1980 წელს ფრენკ სინატრამ რიო დე ჟანეიროში კონცერტი გამართა, რომელსაც 175 000 ადამიანი ესწრებოდა. 1926 წელს შოტლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ბერდიმ ისტორია შეცვალა და კაცობრიობას პირველი ...

"სატანკო გარღვევა " - უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს

Radiotavisupleba.ge 

25 იანვარს, დილით გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას Leopard 2-ებს გადასცემს; ხოლო საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ.

სალომე სამადაშვილი: კასიანოვის ახსნა-განმარტებებისთვის დაბარება არის თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა

News.ge 

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, ნიშნავს „თავდასხმის რეჟიმზე“ გადასვლას. როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუისის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, უკრაინელი დიპლომატის რეაგირება, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების, შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, იყო სიგნალის გაგზავნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული ჟესტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. „ელჩის დაბარება ახსნა-განმარტებებისთვის... Читать дальше...

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე: 28 საპროტესტო აქცია გაიმართა… ის, რომ არაფერი არ გავაკეთეთ, არ მივიღებ ამ შენიშვნას

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ არ მიიღებს შენიშვნას, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად არაფერი გააკეთა. მელიას თქმით, სააკაშვილის მხარდასაჭერად 28 საპროტესტო აქცია გაიმართა. „28 საპროტესტო აქცია გაიმართა და სამწუხაროდ, უშედეგო. უშედეგო იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პატიმარი, სამწუხაროდ. ის, რომ არ ვეცადეთ, ის, რომ არაფერი არ გავაკეთეთ, არ მივიღებ ...

ცოტა რამ უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეებზე

Radiotavisupleba.ge 

ბახმუტის გარდა, უკრაინაში გააფთრებული ბრძოლები გრძელდება ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაში, რომელიც ჯერჯერობით კვლავ რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ.



ზურაბიშვილი ზელენსკის: ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს! თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს. პრეზიდენტი ზელენსკის „დაუღალავ ბრძოლაში“ სიძლიერეს უსურვებს. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება. “ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! Читать дальше...

ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მზადაა, Abrams-ები მიაწოდოს უკრაინას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა მანამდე მედიაში გაჩენილი ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა გადაწყვიტა, უკრაინას საბრძოლო ტანკები, Abrams-ები მიაწოდოს. ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას გაუგზავნის 31 Abrams-ს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ და უკრაინის სხვა დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობდნენ კიევისთვის ტანკების მიცემაზე. თავიდან ამის მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ არ სურდათ მოსკოვის პროვოცირება და კონფლიქტის ესკალაცია, რასაც ნატოს წევრებთან რუსეთის კონფრონტაცია შეიძლება მოჰყოლოდა. მოგვიანებით... Читать дальше...

უკრაინის საგარეო უწყება: საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს პოზიციას და შეუერთდება პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან

News.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქ კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების მიწოდების გამო, ასევე საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის... Читать дальше...

ბორის ჯონსონი: ვოლოდიმირ ზელენსკი, დაბადების დღეს გილოცავ!

News.ge 

“ვოლოდიმირ ზელენსკი, დაბადების დღეს გილოცავ! შენი გმირული ლიდერობა მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ დღეს და ყოველთვის! დიდება უკრაინას!” წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.

“ჩვენი 17 წლის მარიამი საოცარი გოგონა იყო, რომელიც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზეხელაღებულ დრიფტაობას შეეწირა”

News.ge 

22 იანვარს თბილისში, ლილოში მომხდარ შემზარავ ავარიას 17 წლის მარიამ ბადალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე მძიმეა მარიამის სამი მეგობრის მდგომარეობა, რომლებიც, ასევე, ამ ავარიის დროს დაშავდნენ. ისინი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში შეიყვანეს. როგორც გვითხრეს, ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ცნობილია, რომ გოგონები გზაზე გადადიოდნენ, როცა დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა მათ შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის საჭესთან 19 წლის ...

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩთან შეხვედრა გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 25 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იევჰენ პერებიინისი შეხვდა საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოხატა მადლიერება ქართული მხარის მიმართ კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების გაგზავნისთვის, აგრეთვე, საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანდაცვის პროგრამებით უზრუნველყოფისთვის, რაც 2023 წელსაც გაგრძელდება. პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ელჩს უკრაინის იმ მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის... Читать дальше...

Bloomberg-ი: აშშ მზად არის, უკრაინას გადასცეს 31 ტანკი Abrams-ი

Radiotavisupleba.ge 

Bloomberg-ი იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, უკრაინას გადასცეს 400 მილიონი დოლარის ღირებულების 31 ტანკი Abrams-ი. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან. მანამდე აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჯერჯერობით არ არიან მზად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Abrams-ების გადასაცემად. მაგრამ სამშაბათს დასავლეთის ერთდროულად რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, რომ თეთრი სახლი მზად არის, შეცვალოს ასეთი პოლიტიკა და დაიწყოს უკრაინისთვის ამერიკული ტანკების მიწოდება. Читать дальше...

ნავალნი ნახევარი წლის მანძილზე მეთერთმეტედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებით იხდის სასჯელს ვლადიმირის ოლქის კოლონიაში, ადმინისტრაციამ ნახევარი წლის განმავლობაში მე-11-ედ გაგზავნა სადამსჯელო იზოლატორში. ამის საბაბი გახდა ის, რომ მან კოლონიის თანამშრომელს არასწორად წარუდგინა თავი. როგორც ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში იტყობინება, ამის შესახებ ნავალნიმ განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიდეოკავშირის მეშვეობით მონაწილეობდა. სადამსჯელო იზოლატორი გამოირჩევა განსაკუთრებით მკაცრი პირობებით. Читать дальше...

"რონდელის მსოფლიო რადარი": მივედით იქამდე, რომ რუსეთის წინააღმდეგ გერმანული ტანკები იქნება გამოყენებული

Radiotavisupleba.ge 

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის მიწოდებაზე დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილებების დინამიკას აღწერს და აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის "ლეოპარდების" მიწოდების პარალელურად ეს ქვეყნები ზრუნავენ თავიანთი მარაგების შევსებაზე.

მოსკოვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ლიკვიდირებულ იქნეს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ლიკვიდირებულ იქნეს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი (მჰჯ), რუსეთის უძველესი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია. თავის სარჩელში იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მჰჯ თითქოს არღვევდა კანონს საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ, ვინაიდან თავის საქმიანობას მოსკოვის გარეთ ავრცელებდა. უწყება ასევე მიუთითებს, რომ ორგანიზაციის წესდება არ შეესაბამება კანონმდებლობის აქტუალურ მოთხოვნებს. იუსტიციის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ესაა უხეში დარღვევები და მათი გამოსწორება შეუძლებელია კანონიერი სახით. Читать дальше...

რატომ „ეპარებიან“ სკრინინგის პროგრამას ჩვილები ფენილკეტონურიის დიაგნოზით?

Radiotavisupleba.ge 

„მხოლოდ სტატიისთვის არა, ვიდეო-ინტერვიუსაც მოგცემთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ამიტომ ყველგან მოვალ და ყველგან ვილაპარაკებ, სადაც კი ამის საშუალება მომეცემა. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რატომ უღებენ მათ შვილებს სამშობიაროებში სისხლს ქუსლიდან და უნდა იცოდნენ, როგორი ხარისხის სკრინინგი ტარდება ამ გენეტიკურ დაავადებაზე, რომ შემდეგ, ჩემი და დემეს ისტორია ან განმეორდეს“, - ია მგალობლიშვილი, ხუთი წლის დემეტრეს დედა, ახლა ბევრს იბრძვის იმისთვის, რომ არა მხოლოდ საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოასწოროს... Читать дальше...

„თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება!" - ზურაბიშვილმა ზელენსკის დაბადების დღე მიულოცა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, დაბადების დღე „ტვიტერის" ანგარიშზე მიულოცა. „ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!" - მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 25 იანვარს, 45 წლის გახდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ანდრი კასიანოვის ლაშა დარსალიასთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციაზე ესაუბრა და განმარტებები მოისმინა. "მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას... როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. Читать дальше...

7 ნაკლებად ცნობილი პერსონაჟი ქართული ზღაპრებიდან

Radiotavisupleba.ge 

ნაცარქექია ან კომბლე ყველამ კარგად იცის, არადა, ქართულ ზღაპრებში კიდევ ბევრი პერსონაჟია, განსაკუთრებული ისტორიებით და სიმბოლიზმით. მწერალი ნატო დავითაშვილი, რომელიც ქართულ მითოსსა და ფოლკლორზე მუშაობს, რადიო თავისუფლებას რამდენიმე მათგანზე უყვება.   კახანი ეს პერსონაჟი წმინდა გიორგის ჰგავს. კახანი ახალგაზრდა ბიჭია, რომლის სოფელსაც გველეშაპი დაეპატრონება. გველეშაპს ვერავინ უახლოვდება. ის იმდენად დიდია, რომ მასზე ასასვლელად სამი კიბე სჭირდებათ. კახანი გველეშაპს კუდიდან მოუვლის, ზურგზე მოექცევა და ასე მოკლავს. Читать дальше...

ბილ ბრაუდერი: თუ სააკაშვილი მოკვდება პატიმრობაში არაადეკვატური წამების ქვეშ, საქართველო უნდა დაემშვიდობოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს

News.ge 

„თუ სააკაშვილი მოკვდება პატიმრობაში არაადეკვატური წამების ქვეშ, საქართველო უნდა დაემშვიდობოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს“, – ამის შესახებ მაგნიტსკის სიის ავტორმა ბილ ბრაუდერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საპატიმროში სააკაშვილი კვდება და მას აწამებენ. ამასთან,  მაგნიტსკის სიის ავტორი ამბობს, რომ სიაზე მუშაობა მალე დასრულდება. „მიხეილ სააკაშვილის ბიძამ და მისმა ადვოკატმა მომაწოდეს ინფორმაციას სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან ...

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

News.ge 

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. კასიანოვს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა. როგორც სამინისტროში მანამდე განმარტეს, კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *