Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 18.01.2023

კობახიძე: თუ [რუსეთთან] ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ  ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.  „ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. Читать дальше...

კასიანოვის თქმით,  გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი, საქართველომ უკრაინას გადასცეს  ჰუმანიტარულ კატეგორიის საგნები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი, საქართველომ უკრაინას ისეთი პრაქტიკული საგნები გადასცეს, რომლებიც ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში შედის. „მივმართეთ თხოვნით და ჩემთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ, სამედიცინო აფთიაქები, გადმოსცეთ ასევე თავის დამცავი საშუალებები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ასევე საველე ჰოსპიტლები, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. Читать дальше...

გია ხუხაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად დაშლილია

News.ge 

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და თქვა, „პარტიაში ბრალდებებმა ისეთი ხასიათი შეიძინა, რომ ფაქტობრივად ხიდები ჩატეხილია“. ხუხაშვილის თქმით, პარტია ელექტორალურადაც დაშლილია. „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი შეიძლება იმდენად საინტერესო არ იყოს, როგორც ერთი პარტიის, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი პოლიტიკური პროცესი ორპოლუსიანია და ერთ-ერთი პოლუსი „ნაციონალური მოძრაობაა“, ბუნებრივია ამ ...

ზელენსკიმ დავოსის ფორუმზე მოკავშირეებს მიმართა: მაშინ, როცა თავისუფალი სამყარო ფიქრობს, სახელმწიფო-ტერორისტი კვლას განაგრძობს

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე გამოვიდა და მოკავშირეებს მოუწოდა, ნუ აჭიანურებენ მისი ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებას. მისი მიმართვა ვიდეოკავშირით გადაიცემოდა. „ტირანია უსწრებს დემოკრატიას,“ მიმართა ზელენსკიმ ფორუმის მონაწილეებს. „მაშინ, როცა თავისუფალი სამყარო ფიქრობს, სახელმწიფო-ტერორისტი კვლას განაგრძობს.“ „2014 წელს მსოფლიო ორჭოფობდა, როცა რუსეთმა დაუფიქრებლად მოახდინა ყირიმის ოკუპაცია. მსოფლიო ორჭოფობდა 2022 წელს, როცა რუსეთმა დაეჭვების გარეშე ...

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ „გაცხოველებული“ ვაჭრობა რუსეთთან

News.ge 

ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ „გაცხოველებული“ ვაჭრობა რუსეთთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის მხოლოდ 7 ქვეყანაშია რუსეთთან საგარეო ვაჭრობა შემცირებული. „ევროკავშირის ქვეყნები რომ ავიღოთ, მხოლოდ 7 ქვეყანაშია შემცირებული რუსეთთან საგარეო ვაჭრობა. იმპორტის მონაცემებს გეტყვით, რუსეთიდან იმპორტირება 7 ქვეყნის გარდა ყველგან გაზრდილია. მაგალითად, გერმანიაში 33%-ით არის გაზრდილი ...

კობახიძე: საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავისით შეავსო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი, უკრაინასა და მოლდოვას სხვებმა შეუვსეს

News.ge 

საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავისით შეავსო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი. უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, მათ სხვებმა შეუვსეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „თვითონ კითხვარის პასუხების შინაარსიდან ძალიან მარტივად ჩანს, რომ საქართველო არის ერთი თავით მაღლა როგორც უკრაინაზე, ასევე მოლდოვაზე. მაშინ ეს დეტალური კითხვარი არც შეფასებულა, ეს შეფასდება ...

ირაკლი კობახიძე: ეს ხომ CNN-ია და არა „ტვ პირველი“ ან „მთავარი არხი“ – „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები

News.ge 

არიან ადამიანები, არა ადამიანები, არამედ სერიოზული ძალები, რასაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ. არ ვხსნით კარტებს ბოლომდე. ვიცით ზუსტად რა იგულისხმება ამის უკან, მაგრამ ამას არ ვამბობთ. არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ცდილობენ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი ...



"მაგრამ მე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ შემთხვევით არ დავნიშნულვარ" - ინტერვიუ კობა ნაყოფიასთან

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ, რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა, რომ პოსტიდან მის გაშვებას დავით კეზერაშვილი ითხოვდა. ნაყოფია იზიარებს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრალდებებს ყოფილი მაღალჩინოსნების - კეზერაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ.

გიგა ბოკერია: ლავროვი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, ის კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაშიც ახლა საქართველო არის

News.ge 

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს და ამას რუსეთი პატივს სცემს. ბოკერიას თქმით, ლავროვი თავის განცხადებაში აბსოლუტურად გულწრფელი იყო, რადგან ის კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაშიც ახლა საქართველო იმყოფება. მისივე თქმით, რუსეთის ინტერესია, რომ საქართველო და ყველა ...

ანდრეი კასიანოვი: გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსებისა და თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ უფასოდ გადაცემა – ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა

News.ge 

უკრაინა ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით , – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ უკრაინის მხარის მიერ საქართველოსთვის „ბუკების“ გადაცემის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა. ანდრეი კასიანოვის განცხადებით, გაუგებარია პარლამენტის ვიცე სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო... Читать дальше...

ზელენსკიმ დავოსის ფორუმზე მიმართა მოკავშირეებს, ნუ აჭიანურებენ კიევისთვის იარაღის მიწოდებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე გამოვიდა და მოკავშირეებს მოუწოდა, ნუ აჭიანურებენ მისი ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებას. მისი მიმართვა ვიდეოკავშირით გადაიცემოდა. „ტირანია უსწრებს დემოკრატიას,“ მიმართა ზელენსკიმ ფორუმის მონაწილეებს. „მაშინ, როცა თავისუფალი სამყარო ფიქრობს, სახელმწიფო-ტერორისტი კვლას განაგრძობს.“ „2014 წელს მსოფლიო ორჭოფობდა, როცა რუსეთმა დაუფიქრებლად მოახდინა ყირიმის ოკუპაცია. მსოფლიო ორჭოფობდა 2022 წელს, როცა რუსეთმა დაეჭვების გარეშე დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. Читать дальше...

თუ ბინა გაქვს, გაგიმართლა  - უძრავი ქონება ისევ ძვირდება

Radiotavisupleba.ge 

უძრავი ქონების ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია დარჩება და შესაძლებელია იგი არც მაშინ შეიცვალოს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოს დატოვებენ. „30 ათას დოლარად ბინები ჩამიყარეთ!“ - ასეთი განცხადებები ბინების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფში იშვიათი არ არის. თუ შარშან ასეთ განცხადებას რამდენიმე კარგი შეთავაზება მოსდევდა, ახლა მხოლოდ ძალიან ძველ და დასანგრევ ბინას თუ სთავაზობენ, ან შედარებით მისაღებს, მაგრამ 10 ათასი დოლარით ძვირს. ყიდვა-გაყიდვის საიტების მიხედვით... Читать дальше...

ბუბა სულ სხვა იყო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ცნობილი ადამიანის გარდაცვალებაზე ქრონიკულად ორადგახლეჩილ ქართულ საზოგადოებას პავლოვის ძაღლივით იოლად პროგნოზირებადი რეაქცია აქვს. ერთი ნაწილი გაიძახის - მკვდრებზე ან კარგი, ან არაფერიო (De mortuis seu bene, seu nihil), მეორე კი მკვდრებზე სიმართლეს (De mortuis - veritas!) მოითხოვს. რა გასაკვირია, რომ ბუბა კაკაბიძეზეც ასე მოხდა. გაიხსენეს ყველაფერი, რაც კი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში გადახდენია 84 წლის მსახიობსა და მომღერალს: სად და როდის იმღერა, რა როლები შეასრულა, ვის უჭერდა... Читать дальше...

ევროკავშირის 12 პირობა: სად ვართ ახლა GRASS-ის შეფასებით?

Radiotavisupleba.ge 

“...12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით”, - თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის მიწურულს, წლიური ანგარიშის წარდგენისას. საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს სხვანაირად ხედავს სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი. “რა გააკეთა საქართველომ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად და სად ვართ ახლა?“ - ორგანიზაცია GRASS-მა ეს საკითხი პუნქტებად შეაჯამა. მათი შეფასებით, 12-დან მხოლოდ ერთი პუნქტია შესრულებული... Читать дальше...

Die Welt-ი: ბულგარეთი უკრაინას ფარულად აწვდიდა იარაღს და საწვავს

Radiotavisupleba.ge 

ომის პირველ თვეებში ბულგარეთი უკრაინას ფარულად აწვდიდა შეიარაღებას და საწვავს. ამის შესახებ ლაპარაკია გერმანულ გაზეთ Die Welt-ის გამოძიებაში, რომელიც 18 იანვარს გამოქვეყნდა. Welt-ის ჟურნალისტების თანახმად, 2022 წლის გაზაფხულზე უკრაინის არმიისთვის გაგზავნილი ამუნიციის 30%-მდე და დიზელის საწვავის 40%-მდე ბულგარეთიდან გაიგზავნა. ჟურნალისტების დასკვნები ეყრდნობა ინტერვიუებს, რომლებიც აიღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრ დმიტრო კულებასგან, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვისგან, და ასენ ვასილევისგან... Читать дальше...

“აზრი აღარ აქვს” - ნატოს გაფართოების ცნობილმა მოწინააღმდეგემ, კისინჯერმა გადაიფიქრა

Radiotavisupleba.ge 

შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე, ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა, ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტმა აზრი დაკარგა. წლების მანძილზე, იგი საპირისპიროს ამტკიცებდა.

მდინარაძე ოპონენტებს ლავროვის განცხადების ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენებაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით გამოწვეულ შეფასებებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. დეპუტატი პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს, ლავროვის განცხადების „ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოყენებაში.  „რა კითხვას დასვამს „ალტ-ინფო" და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც: რუსეთს - გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია! Читать дальше...

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა არიე დერის გამინისტრება, ამან შესაძლოა ახალი არჩევნები გამოიწიოს

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია „შასის“ ხელმძღვანელის, არიე დერის დანიშვნა მინისტრის პოსტზე. მიზეზი გახდა პოლიტიკოსის მიმართ 2021 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ გაზეთი „ჰაარეცი“ იტყობინება. სასამართლო გარიგების ფარგლებში დერიმ პირობა დადო, რომ პოლიტიკას ჩამოშორდებოდა. პარტია „შასი“ მმართველ კოალიციაში შედის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისი დაშლა და ახალი, ოთხი წლის განმავლობაში მეექვსე, არჩევნების დანიშვნა. Читать дальше...

როგორ გავხდი დედაჩემის დედა - ჩერდება ჩვენი ცხოვრება, როცა ასაკიანი მშობლები ავად ხდებიან?

Radiotavisupleba.ge 

ინტერნეტში ნაპოვნი პირველივე ნომერი ავკრიფე და ვიკითხე: სამედიცინო საწოლებს თქვენ აქირავებთ? კი, მიპასუხა კაცის ხმამ, მექანიკური საწოლის ფასი თვეში 70 ლარია, ავტომატურის - 90, მოტანაც თუ გინდათ, 40 ლარი დაემატება... რამდენი ხნით გინდათ? პასუხი სწრაფად ვერ მოვიფიქრე და ცოტა ხნით გავჩერდი. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ასე? კიდევ ერთ თვეს გავუძლებ? - გამიელვა თავში და ჩემივე ფიქრის შემრცხვა. საავადმყოფოდან დედაჩემის გამოყვანის და ჩემთან, სახლში მოყვანის დღიდან ჯერ სულ რამდენიმე უძილო ღამე იყო გასული. Читать дальше...

პრიგოჟინის ჯილდოები უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი მკვლელებისა და ქურდებისთვის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში სულ უფრო ხშირად რაცხენ გმირად კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერის“ შემადგენლობაში მებრძოლ დაქირავებულებს.

ელენე ხოშტარია: ლავროვის განცხადებების საფუძველი “ქართული ოცნების” პოლიტიკაა

News.ge 

ელენე ხოშტარია: ლავროვის განცხადებების საფუძველი “ქართული ოცნების” პოლიტიკაა, რომელიც ძირითადად დაკავებულია დასავლეთის, უკრაინის ლანძღვით – ამის შესახებ „დროას“ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. “ჩვენ არავის გვიკვირს ლავროვის მხრიდან გაკეთებული არც არაადამიანური განცხადებები, არც ტერორისტული განცხადებები, არც ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ის სახელმწიფოა, ეს ის ხალხია, ვინც ცოცხლად წვავს ადამიანებს, ამიტომ გასაკვირი არა ლავროვის ...

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით – “გლობალური თანამშრომლობის ახალი მუხტი” დაესწრო

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით – “გლობალური თანამშრომლობის ახალი მუხტი”დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე.

სასამართლომ შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის ბრალდებით დააჯარიმა "ნოვაია გაზეტა"

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ დამოუკიდებელ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ 500 ათასი რუბლი (7300 დოლარი) ჯარიმა დააკისრა დეკემბერში აღებული ინტერვიუსთვის, რომელშიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა, ანდრეი კორდოჩკინმა, დაგმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია. კორდოჩკინი ერთ-ერთი ავტორია წერილისა სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს ეწინააღმდეგებიან. სასამართლომ 18 იანვარს გამოაცხადა, რომ გაზეთი რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში არის დამნაშავე. სექტემბერში... Читать дальше...

საქმე 2-0004/2023 – „ჯაშუში“ ქრისტინე თაკალანძე „განაჩენის“ მოლოდინში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ქრისტინე თაკალანძის საქმეზე აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს პირველი სხდომა 19 იანვარს დახურულ კარს მიღმა გაიმართება.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *