Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2023

Новости за 14.04.2023

სამშობლოში ჩამოასვენეს ბახმუტთან დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ჩამოასვენეს. 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდან იყო. უკრაინაში ომის დაწყებიდან 42 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დაუწესოს უნგრელ პოლიტიკოსებს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელების ორპარტიული ჯგუფი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასა და მმართველ პარტია „ფიდეს“-თან კავშირის მქონე უნგრელი პოლიტიკოსებისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც გასული წლიდან მზადდება, კონგრესს სავარაუდოდ, მაისში წარედგინება. უნგრელი პოლიტიკოსების შესაძლო სანქცირების ფონია შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის გაუარესებული ურთიერთობა... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 19 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 39-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *