Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2023

Новости за 20.04.2023

ლატვიის სეიმმა ქვეყანაში 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნა აკრძალა

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის სეიმმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი "9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა ნათქვამი. 79 პარლამენტარმა ხმა მისცა ახალ კანონს. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ფრაქცია „სტაბილურობის“ დეპუტატები. სეიმის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან ერთ დღეში. როგორც სეიმის საიტი იუწყება... Читать дальше...

უკვე მესამედ "ოცნება" "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად არ დარეგისტრირდა სხდომაზე

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად დღეს, 20 აპრილის სხდომაზეც არ გაიარა რეგისტრაცია კენჭისყრის დაწყებამდე. ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მესამედ მიიღო. ამ მიზეზით პროცედურულად ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში, არ დადგა მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს)... Читать дальше...

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დღეს, 20 აპრილს, ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია და მოსამართლეებს შეხვდა. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეხვედრაზე  მოსამართლეებსა და აპარატის თანამშრომლებს ელჩთან კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე. "საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა ელჩს ვიზიტისთვის და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული... Читать дальше...

საქართველო „შუა დერეფანში“ - ჩინეთსა და ევროპას შორის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დასავლური სანქციების დაწესებამ ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა, „შუა დერეფანი“ გამოაცოცხლა. „რადიო თავისუფლება“ აგიხსნით, რა არის და რამდენად მნიშვნელოვანია იგი და როგორია ამ დერეფანში საქართველოს როლი.



"უკრაინის მომავალი ნატოშია" - იენს სტოლტენბერგი

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ამ მოსაზრებას ალიანსის წევრი სახელმწიფოებიც ეთანხმებიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა 20 აპრილს განაცხადა, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ. სტოლტენბერგს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, მიიღებს თუ არა კიევი უახლოეს ხანში ალიანსში გაწევრიანების მოსაწვევს, მაგრამ დაადასტურა, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ეს საკითხი განხილული იქნება. Читать дальше...

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე დაიბარა

Radiotavisupleba.ge 

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც მეორე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან მართავენ აქციას, ამბობენ, რომ დღეს  ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს შეხვდებიან. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, რომ მინისტრმა დღეს, 8 საათისთვის, შეხვედრაზე 4-5 მშობელი დაიბარა. "ჩვენ, რა თქმა უნდა, მივალთ შეხვედრაზე, მაგრამ შეხვედრის ძირითადი დასასრული უნდა იყოს ასეთი: ან შემოაქვთ ეს მედიკამენტი ("ვოზორიდიტი") ჩვენი შვილებისთვის მაქსიმუმ ერთ ან ორ თვეში, ან გვეუბნებიან უარს და გვისაბუთებენ... Читать дальше...

ცხოვრობენ საქართველოში ბავშვები კეთილდღეობაში? - გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი გამოკვლევა

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს", - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით "საქსტატის" მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევა საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ.

მარტინი, ვერსაჩე და სხვა ბრენდები - რა იყიდება აფხაზურ Duty Free-ში

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე თვის წინ, ენგურის ხიდის აფხაზეთის მხარეს დაბეგვრისგან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი Duty Free გაიხსნა. მაღაზიაში მოხვედრა მხოლოდ აფხაზეთიდან გამსვლელებს შეუძლიათ საპასპორტო შემოწმების გავლის შემდეგ.

აგვისტოში საქართველოში The Killers-ისა და Imagine Dragons-ის კონცერტები გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

აგვისტოში საქართველოში რამდენიმე ცნობილი ჯგუფი და მომღერალი გამართავს კონცერტს. ღონისძიებების ორგანიზებაში, საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია "ბლექ სი არენაა" ჩართული. "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა", - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკვე ცნობილია რამდენიმე ღონისძიების გამართვის თარიღი და ადგილი: Nile Rodgers & Chic / 5 აგვისტო / "ბლექ სი არენა"; FKJ / 6 აგვისტო... Читать дальше...

რუსეთი კარგავს ტექნიკას, მაგრამ შეუძლია ხანგრძლივი ომის წარმოება - CSIS-ის ანგარიში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი უკრაინაში, ბრძოლის ველზე, სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის იმ დროს, როდესაც სანქციების შედეგად იარაღის წარმოების შესაძლებლობები კრემლისთვის უკიდურესად შეზღუდულია, მაგრამ მას აქვს საკმარისი რეზერვები ომის გასაგრძელებლად. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანგარიშში. რუსული სამხედრო მრეწველობა ახალი ტანკების მიწოდების არსებული დონით ვერ ახერხებს დანაკარგების ანაზღაურებას - რუსეთში ტანკების წამყვანი მწარმოებელი „ურალვაგონზავოდი“ თვეში 20 ტანკს აწარმოებს... Читать дальше...

გერმანიის მთავრობა მარიხუანის ლეგალიზებასთან ერთად პროფილაქტიკური კამპანიის ჩატარებას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ კანაფის ნარკოტიკული პროდუქტის დაგეგმილ ლეგალიზებას თან უნდა ახლდეს პროფილაქტიკური კამპანია. ამ კამპანიის მიზანია, განუმარტოს მომხმარებელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ნარკოტიკის გამოყენების უარყოფითი შედეგები. "გერმანიის მმართველ კოალიციაში (სოციალ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატიული პარტია და მწვანეები) სრულიად ერთსულოვანი ვართ, რომ განსაკუთრებით ბავშვების და ახალგაზრდების სფეროში საჭიროა საგანმანათლებლო ზომების „განსაკუთრებული გაძლიერება“, - უთხრა მინისტრმა „შპიგელს". Читать дальше...

მაია ბაქრაძე - "ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და პირდაპირ ძალადობა კონსტიტუციურ წესრიგზე"

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი მოსამართლე, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი მაია ბაქრაძე ამბობს: "თუკი ხელისუფლება უმრავლესობის სახით პროცედურულად ბლოკავს საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და პირდაპირ ძალადობა კონსტიტუციურ წესრიგზე, ვინაიდან, როგორი ოპოზიციაც უნდა გვყავდეს, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის მხრივ. არ შეიძლება უმრავლესობამ იმიტომ, რომ ჯოხი აქვს და ძალა აქვს, იძალადოს კონსტიტუციაზე". ამასთან, ყოფილი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ "მათ, ვინც კომისიის... Читать дальше...

კახა ბენდუქიძე დღეს 67 წლის გახდებოდა

News.ge 

კახა ბენდუქიძე დღეს 67 წლის გახდებოდა. “კახა ბენდუქიძე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ქართული თანამედროვე სახელმწიფოსა და განათლებისა ისტორიაში. მისმა რეფორმებმა საქართველოს ეკონომიკა უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე გახადა. დააარსა საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი – თავისუფალი უნივერსიტეტი. აგრარულ უნივერსიტეტს კი ახალი, ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქა. მისი მიზანი იყო, რომ საუკეთესო განათლების მიღების საშუალება ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას ჰქონოდა – განურჩევლად ...

“25-ში ერთნი გავხდებით” – დათო ევგენიძეს გიორგი მახარაშვილი ღვიძლს გადაუნერგავს

News.ge 

ცოტა ხნის წინ მუ­სი­კო­სი დათო ევ­გე­ნი­ძე თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ას გა­ი­კე­თებს. ოპე­რა­ცია სტამ­ბოლ­ში, BAU Medical Park Goztepe-ში ჩა­ტარ­დე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლია.­ დავ­წყვი­ტეთ, თითო ჭიქა ჩაგ­ვერ­ტყა… მე სულ მალე დავ­ბრუნ­დე­ბი – ავის­რუ­ლებ მე ჩემს ნატ­ვრას, მე გვერ­დით მყავს მა­ხა­რა, მზის ამოს­ვლა მა­ხა­რა” – წერ­და დათო ევ­გე­ნი­ძე. ამ­ჯე­რად პოსტს და ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *