Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

პატრიარქის 90 წელი

0
პატრიარქის 90 წელი

4 იანვარს საქართველოს პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა. ილია მეორე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი საჯარო პირი და ამავდროულად, საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის ხშირი სამიზნეა. რადიო თავისუფლებამ 90 წლის პატრიარქის ბიოგრაფიის საკვანძო ეტაპებს გადახედა.

„რაცა ვარ, ვარ ჩემი მშობლების ლოცვით“

1933 წლის 4 იანვარს კავკასიის ქედს მიღმა, ვლადიკავკაზში, მაშინდელ ორჯონიკიძეში, გიორგი შიოლაშვილსა და ნატალია კობაიძეს ვაჟი შეეძინათ. ერეკლე მეორის პატივსაცემად ახალშობილს ირაკლი დაარქვეს. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იზრდებოდა: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი და ნინო.

შიოლაშვილების გვარი ყაზბეგიდან, სოფელ სნოდან მოდის - ისინი შიოლა ღუდუშაურის შთამომავლები არიან. მომავალი პატრიარქის მშობლები მორწმუნეები იყვნენ. მათ ვლადიკავკაზში ღვთისმშობლის საფარველის ტაძარიც ააშენეს. მათ ოჯახს ხშირად დევნილი სასულიერო პირებიც აფარებდნენ თავს. მოგვიანებით, პატრიარქი იხსენებდა, რომ როდესაც მათთან მოსული სტუმრები საკიდზე ანაფორებს ჩამოკიდებდნენ, ჩუმად შეიპარებოდა და ჩაიცმევდა ხოლმე.

„მე რაცა ვარ, ვარ ჩემი მშობლების ლოცვით... ახლობლები მეუბნებოდნენ, ძალიან გიყვარს ცხოველები და ზოოტექნიკოსობა ისწავლეო. შევიტანე განცხადება ტექნიკუმში... უფროსი ძმა მყავდა, რომელიც გარდაიცვალა. სპეციალურად ჩამოვიდა ყაზბეგიდან და დამტუქსა. ახლავე წადი და გამოიტანე ის განცხადება, შენ ჯერ საშუალო სკოლა უნდა დაამთავრო და მერე სადაც გინდა იქ წადიო, - გაიხსენა ილია მეორემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას და შემდეგ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის თბილი ურთიერთობის აუცილებლობაზე ისაუბრა, - „ისე დავამთავრე საშუალო სკოლა მასწავლებელს ერთი ტკბილი სიტყვა არ უთქვამს. დიდი მანძილი იყო ჩემსა და მასწავლებლებს შორის. არც მე ვუყვარდი მასწავლებლებს, არც მე მიყვარდა მასწავლებლები“.

სახელის ძალა

სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, თავიდანვე რთული გზა - შავი სამღვდელოება აირჩია. 1957 წელს 24 წლისა ბერად აღკვეცეს.

„ჩემი აღკვეცა წმიდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არცერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იყო საქართველოს ეკლესია...

აღკვეცის დროს, როცა მონოზვნებმა თავიანთი მანტიები გადამაფარეს, რატომღაც მეგონა, რომ „ერეკლეს“ მიწოდებდნენ... მეუფე ზინობმა კი უეცრად წარმოთქვა: „ილია“. ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო. სიტყვას და მით უფრო სახელს აქვს საოცრად დიდი ძალა. როცა ბავშვს სახელს ვარქმევთ, აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ კალენდარში და გავიგოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სახელს, როგორ ითარგმნება იგი. „ერეკლე“ ნიშნავს ფიზიკურ ძალას, „ილია“ კი – ღვთის ძალას. საოცარი დამთხვევა მოხდა – ფიზიკური ძალა ღვთის ძალით შეიცვალა. ეს იყო განგება ღვთისა!“ - თქვა პატრიარქმა 2004 წელს, ილიაობის დღესასწაულზე.

ბერი ილია 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად აკურთხეს, სადაც ის 1977 წლამდე დარჩა. 1977 წლის ნოემბერში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით მეხუთე (დევდარიანი). ამავე წლის 23 დეკემბერს სიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 კრება შეიკრიბა. ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი ილია აირჩიეს. მან მიიღო წოდება უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია მეორე.

46 წლის წინ ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი, 80 სასულიერო პირი. 2007 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის თავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ. 

კონსტანტინოპოლის აღიარება

1979 წლის მაისში ილია მეორე დელეგაციით ეწვია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს და მოითხოვა განეხილათ სამი საკითხი: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტული; საქართველოს ეკლესიის ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესიათა დიპტრიხში.

საპასუხოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ ისტორიული დოკუმენტები მოითხოვა. ეს დოკუმენტები საპატრიარქომ ქართველი მეცნიერების დახმარებით შეაგროვა და 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქო ცენტრმა მიიღო დადგენილება: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობის შესახებ.​

9 აპრილი

საბჭოთა რეჟიმის პერიოდში ეკლესიაში მხოლოდ ერთეულები შედიოდნენ, მაგრამ ეროვნული მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად, სარწმუნოება, ერის ფუძემდებლური - „მამული, ენა, სარწმუნოების“ - ტრიადიდან, ეროვნულობის ნაწილი გახდა.

პატრიარქი ხალხმა გაიცნო, განსაკუთრებით 1998 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ილია მეორე, სისხლიანი დარბევის დაწყებამდე, რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებთან მივიდა და მოუწოდა ქაშვეთში შესულიყვნენ.

 

„გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს".

9 აპრილს გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პატრიარქის ამ სიტყვებს ჩოჩქოლი და შეძახილები მოჰყვა: „არა“, „ფიცი გვაქვს ნათქვამი“, „არც ერთი ნაბიჯი უკან“...

ისმის ილია მეორისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას საუბარიც.

- ეს საშიშროება რეალურია.

- რა ვქნათ, უწმინდესო, აბა, რა ვქნათ?! ერთხელ დავიბადეთ, ერთხელ მოვკვდებით. აბა, რა ვქნათ?! ისედაც გვსპობენ და...

„მოგწონს-არ მოგწონს კეთილგანწყობილი უნდა იყო“

პატრიარქის აღსაყდრებიდან ანუ 1977 წლიდან დღემდე საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა სახელმწიფოს მეთაური, მმართველი პარტია. ილია მეორე მარჯვედ აბალანსებდა ურთიერთობებს ხელისუფლებებთან - მოესწრო საქართველოს სსრკ კომპარტიის სამ პირველ მდივანს: ედუარდ შევარდნაძეს, ჯუმბერ პატიაშვილს და გივი გუმბარიძეს, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და „მრგვალ მაგიდას“, მალევე სამხედრო გადატრიალებას, ისევ ედუარდ შევარდნაძეს და „მოქალაქეთა კავშირს“, რომელიც „ვარდების რევოლუციით“ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაანაცვლა, სულ ბოლოს - „ქართულ ოცნებას“ და ორ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს.

სახელმწიფოს პირველი პირები ყოველთვის ცდილობ(დ)ენ ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ ეკლესიის მეთაურთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარი რჩებოდა, რატომ არ გამოხატავდა პატრიარქი მკაფიო პოზიციას ხელისუფლებების შეცვლისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ძალადობით ხდებოდა:

„ეს პატრიარქის ჯვარია. [ხელისუფალი] შენი ერის მეთაურია. სათავეში დგას და მოგწონს-არ მოგწონს კეთილგანწყობილი უნდა იყო, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს. ის ამას ახერხებდა. მღვდელს შეუძლია ბევრად უფრო თავისუფლად გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, პატრიარქი შეზღუდულია. აბა, რთული რატომ არის პატრიარქობა? იმიტომ რომ ბევრი ტაბუირებული თემაა და ბევრ რამეზე უნდა იფიქრო“, - ეუბნება მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) რადიო თავისუფლებას.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეების ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ პატრიარქმა არათუ არაფერი იღონა სამოქალაქო ომის შესაჩერებლად, არამედ გვერდით დაუდგა ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც დამხობილი პრეზიდენტის ადგილი დაიკავა.

ზვიად გამსახურდიამ საქართველო 1992 წლის 6 იანვარს, ქრისტესშობის ღამეს დატოვა. მაშინდელ საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი წერს, რომ ეკლესიამ არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეების შერიგება, მაგრამ საპატრიარქოში გამართულმა შეხვედრებმა შედეგი არ გამოიღო.

„საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს: დაუპირისპირდნენ თაობები, ოჯახის წევრები... მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს... განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?“ - წერდა პატრიარქი.

ის, რომ ილია მეორე ხშირად ერიდება ღია ტექსტით საუბარს შემდეგაც არაერთხელ გახდა განსჯის საგანი, მაშინ როცა ეკლესიის გარშემო ატეხილ მრავალ და ხშირად სკანდალურ ხმაურზე, პატრიარქმა მკვეთრი და ცხადი პოზიცია არ გამოხატა. ასეთი იყო მაგალითად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმე, სატელეფონო მოსმენების საქმე, სასულიერო პირების მხრიდან ძეგლის სტატუსის მქონე ტაძრების დაზიანების მაგალითები, ეკლესიაში მომხდარი განხეთქილება, ტომოსის საკითხი და სხვა.​

ცხოვრება ურდოს მერე

1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქის ავტორიტეტი თანდათან ძლიერდება. აიგო სამების საკათედრო ტაძარი. გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები, თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, სასულიერო სემინარიები, ახალი ეპარქიები.

დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა ისევ დაიწყო წმინდანად შერაცხვა - გარდა იმისა, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ტაძრები არ შენდებოდა და ხატები არ იქმნებოდა, საქართველოს ეკლესიას წმინდანადაც არავინ შეურაცხავს.

„პატრიარქმა დაიწყო ახალი წმინდანების შერაცხვა, მათგან ძალიან ბევრი საერო პირია, მაგალითად ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი... აღდგა ხუროთმოძღვრება, ხატწერა, ტრადიციული გალობა, მანამდე გამარტივებული წესით გალობდნენ. უამრავი ახალი საღვთისმეტყველო ლიტერატურა ითარგმნა. ღვთისმეტყველების დოქტორები გვყავს, სულ რაღაც 10 წლის წინ ესენიც არ გვყავდნენ. რასაკვირველია, გვინდა, ხარისხი უკეთესი იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხელები და ფეხები გვქონდა დამტვრეული, მსოფლიო ჩემპიონობას ვერავის მოსთხოვ, 200 წელი რუსეთის ურდოში ვიყავით“, - ამბობს დეკანოზი.​

კონკორდატი და ადამიანის უფლებები

2002 წლის 14 ოქტომბერს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება დაიდო. სახელმწიფომ ცნო, რომ 1) ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს; 2) ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინი არის განლაგებული და სხვა, მათ შორის სახელმწიფო მუზეუმებში, საცავებში დაცული საეკლესიო საგანძური, რომლის დაცვასა და მოვლა-პატრონობას სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად კისრულობენ.

ეს შეთანხმება დღემდე სადავოა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის დისკრიმინაციულია, რადგან საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობები იგივე უფლებებით არ სარგებლობენ.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევა ან მისი წახალისება არის ის პრობლემა, რომლის გამოც საზოგადოების ნაწილი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ სკეპტიკურად განეწყო. რადგან თუ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას გეზი არა დასავლეთისკენ, არამედ ისევ რუსეთისკენ აქვს აღებული.

„ჩემი აზრით, პატრიარქი საბჭოთა ეპოქაში ნაკურთხი სასულიერო პირების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც საგანგებოდ იყვნენ შერჩეული იმისთვის, რომ ემსახურათ ეკლესიაში და პარალელურად მომსახურებოდნენ სახელმწიფოსაც. იმ პერიოდის სასულიერო პირები, როგორც წესი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის „მზრუნველობის“ ქვეშ იყვნენ... დღეს საპატრიარქოსთან არის დაკავშირებული ყველა ის ძალა, რომელიც იბრძვის დასავლეთის და დემოკრატიული ღირებულების წინააღმდეგ“ - ამბობს ბექა მინდიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.​

2008 წელი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პატრიარქი კონფლიქტის ზონაში შევიდა, ჩაიტანა ჰუმანიტარული დახმარება, იქიდან კი დაჭრილები წამოიყვანა. გადმოასვენა გარდაცვლილი სამხედროებიც.

2008 წელსვე, ერის გამრავლების წასახალისებლად, ილია მეორემ დანერგა საყოველთაო ნათლობის ტრადიციაც. თუ წყვილი მესამე და შემდეგ ბავშვს გააჩენს, მისი ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, თავად პატრიარქი ხდება.

ციანიდის საქმე

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე. მას, პროკურატურის გამოძიების თანახმად, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა ედება ბრალად. ეს საქმე შემდეგ „ციანიდის საქმის“ სახელით გახდა ცნობილი. მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. დროთა განმავლობაში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, მაგრამ ის დღემდე ციხეში რჩება. დეკანოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა და თხოვნისა, პატრიარქი არ თანხმდება უშუამდგომლოს დეკანოზ მამალაძის შეწყალებით გათავისუფლებას.​

რუსეთ-უკრაინის ომი

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. იმავე დღეს ილია მეორემ ტვიტერზე დაწერა: „საომარი მოქმედებები უკრაინაში, რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გადაიქცევა მსოფლიო ტრაგედიად!“.

პატრიარქმა აკურთხა საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი „დავითიანი“ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეეგროვებინათ და გაეგზავნათ.

მეორე მხრივ, საზოგადოების ნაწილი გაღიზიანდა იმის გამო, რომ ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს კირილს ძველებურად მიულოცა დაბადების და აღსაყდრების დღეები.

„რუსეთს საქართველოს ორი ეპარქია აქვს ოკუპირებული. ასე ადვილად ვერ დაუწყებ ლანძღვა-გინებას. მას ბევრი ბერკეტი აქვს, რომ ეს ეპარქიები ეკლესიურად ჩამოგაჭრას. ჯერ არ აკეთებს ამას. ულტიმატუმებით დიდი ქვეყნები ლაპარაკობენ. როცა პატარა ქვეყანა ხარ ულტიმატუმებით ვერავის დაელაპარაკები. ხალხი ამის გამო ხანდახან განიკითხავს პატრიარქს - ამას რატომ არ აკეთებს, იმას რატომ არ აკეთებს. იმიტომ არ აკეთებს, რომ ვერ აკეთებს“, - ასე ხსნის რუსეთთან ფრთხილ დამოკიდებულებას დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.​

ყველაზე დიდი მიღწევა

სასულიერო პირები ხშირად აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ასაკისა და ავადმყოფობისა ილია მეორეს არ უყვარს წირვის გაცდენა. თუმცა, ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ვეღარ ახერხებს ძველებურად ხშირად გამოჩნდეს მრევლთან.

„მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ღვთის ლოცვა- კურთხევით და წმინდა სინოდის და სამღვდელოების დახმარებით... მაგრამ ყველაზე დიდი, რაც გაკეთდა ჩემი მოღვაწეობის დროს, ეს არის შვიდი ლოცვა, რომელსაც დაუბრუნდა ქართველი ხალხი“, - ამბობს ილია მეორე საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერით. შვიდგზის ლოცვა დღეში შვიდჯერ, კონკრეტულ საათებში ლოცვას გულისხმობს. ამ წესის არსი ისაა, რომ ხალხი სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ერთდროულად ლოცულობს, - „ამ დროს ერთიანდება საქართველო, ერთიანდება მთელი ერი, ასობით და ათასობით და მილიონობით ადამიანი ერთიანდება და უფალი ბრძანებს, სადაც ერთი და ორი ადამიანი არის ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის“.







Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!

В Дубне сотрудники Росгвардии помогли утиному семейству перейти оживленную трассу

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России

Автопробег в честь Дня России прошел в Ленинском округе


Новые портативные ирригаторы Revyline RL 630 Green скоро поступят в представительство марки в Махачкале

Совместное заявление участников круглого стола, приуроченного ко «Дню защиты прав безвинно осужденных»

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России

Dior Resort 2025


McDonald's Grimace showed Mets fans what happens when something goes right this season

Creepy King Charles Painting Is Vandalized by Radical Animal Rights Activists, Gets a Cartoon Face and Speech Balloon!

Max free trial returns just in time for House of the Dragon season 2 this week

Kai Havertz’s fiancee Sophia stuns in see-through outfit on hen weekend as fans say Arsenal star is ‘so lucky’


Новая технология моделирования ДНК ускорит биомедицинские исследования

Завершается устройство земляного полотна на дороге с мостом через Обь в районе Сургута

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России

Летний Петербург. Старо - Калинкин мост


Age of Sail: Navy & Pirates 1.0.1.13

Real Commando Shooting 3D 6.0

Состоялся релиз The Case of the Golden Idol на iOS и Android

MMORPG Tarisland выпустили в Китае раньше времени



Совместное заявление участников круглого стола, приуроченного ко «Дню защиты прав безвинно осужденных»

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»

Рубена Варданяна в бакинской тюрьме заставляли долго стоять, его лишали воды, ему не разрешали мыться и менять белье и одежду

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»


В Дубне сотрудники Росгвардии помогли утиному семейству перейти оживленную трассу

Память Жанны Фриске почтили посмертной наградой и ее песней на музыкальной премии

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России


МО Финляндии: страна направит РФ ноту о подозрении в нарушении воздушных границ

Переменная облачность и до 27 градусов тепла ожидают москвичей 15 июня

Яд в бульоне. Врач объяснила, из каких съедобных грибов не стоит варить суп

Брянск принимает Атлантиду


Испанский теннисист Надаль не сыграет на Уимблдоне

Рафаэль Надаль пропустит Уимблдон ради подготовки к Олимпиаде

Соболенко в купальнике зажигательно станцевала перед женатым бойфрендом. Видео

Александрова вышла во второй круг турнира WTA в Хертогенбосе


Камчатский театр драмы и комедии стал лауреатом Международного фестиваля

Зеленоградский маньяк Юрий Гриценко выходит на свободу

Брянск принимает Атлантиду

News24: президента ЮАР Рамафосу переизбрали на новый срок


Музыкальные новости

Николай Цискаридзе представит в Кремле выпускные концерты Академии Русского балета

Певица Лолита выступила в столичном ресторане в мини-платье

«Культурная столица мира!»: Бутман раскрыл подробности Moscow Jazz Festival

Певицу Анну Седокову экстренно прооперировали в Москве


Совместное заявление участников круглого стола, приуроченного ко «Дню защиты прав безвинно осужденных»

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»

Рубена Варданяна в бакинской тюрьме заставляли долго стоять, его лишали воды, ему не разрешали мыться и менять белье и одежду


Площадь пожара в здании у метро «Динамо» в Москве составляет 400 квадратов

LG HVAC ACADEMY: ГОТОВИМ ПРОФЕССИОНАЛОВ ДЛЯ РАСТУЩЕЙ ОТРАСЛИ

Уссурийский ЛРЗ подтвердил соответствие международным стандартам, применяемым на производстве железнодорожной промышленности

LG ДЕМОНСТРИРУЕТ ПРОФЕССИОНАЛЬНЫЕ ДИСПЛЕИ С УЛУЧШЕННЫМИ ВОЗМОЖНОСТЯМИ ИСКУССТВЕННОГО ИНТЕЛЛЕКТА НА ВЫСТАВКЕ INFOCOMM 2024


В Московской области сотрудники Росгвардии задержали граждан, подозреваемых в совершении грабежа

Виновник сделал вид, что ни при чем: что известно о смертельном ДТП в Благовещенске

Расписание движения пригородных поездов СЗППК изменится с 11 по 12 июня 2024 года

Автоинспекторы нашли пистолет с патронами у пассажира такси в центре Москвы


LIVE: Путин проводит совещание с руководящим составом МИД России

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: признание Нато надо применить!

Путин приехал на Смоленскую площадь для встречи с руководством МИД РФ

Путин: Москва поддерживает идею о разработке хартии многообразия в XXI веке




Около 100 сотрудников подмосковного главка Росгвардии приняли участие в донорской акции «От сердца к сердцу»

«Солисты Москвы» выступили в московской больнице в преддверии Дня медицинского работника

Завершилась первая цикловая встреча региональных руководителей компании AlfaBiom

В Москве при побеге от родителей невесты молодой человек сломал позвоночник


Зеленский: США передадут Киеву новые ЗРК Patriot и «эскадрильи истребителей»

США обязаны передать Киеву "эскадрильи истребителей", заявил Зеленский


«Этот спорт воспитывает силу и упорство»: Вице-спикер Народного Хурала Бурятии приняла участие в открытии чемпионата России по гиревому спорту

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов 12 июня установил мировой рекорд по чеканке мяча в «Лахта Центре»

Баскетболисты пойдут кругами // Единая лига ВТБ пересмотрела формат проведения чемпионата

В Москве вручили премию МУЗ-ТВ — 2024


За что Лукашенко должен извиняться перед Арменией?

Пашинян видит Армению в ОДКБ лишь при выходе Белоруссии или извинениях Лукашенко

Пашинян предложил Лукашенко извиниться перед армянами из-за слов про Карабах. Что на это ответили в Белоруссии?

Видео: Истерика в Ереване: Пашинян против Лукашенко


Собянин: Москвичи взяли четыре медали на международной олимпиаде по биологии

Созданный нейросетью Собянин выманил у заслуженного врача РФ 4 млн рублей

Собянин: Более пяти тысяч семей в СВАО получили новые квартиры по реновации

Собянин сообщил об открытии «Домиков добра» для сбора гуманитарной помощи


Мособлдума организовала выставку «Экологическое воспитание.Раздельный сбор мусора»

Составлен ТОП-3 регионов-лидеров по числу пунктов приема вторсырья

Синоптик Ильин предупредил, что в Москве этим летом возможно образование смерчей

Призыв лидера движения «Всеармянский фронт» оказать помощь пострадавшим после наводнения


Храм Преображения Господня в Коммунарке

News24: президента ЮАР Рамафосу переизбрали на новый срок

Яд в бульоне. Врач объяснила, из каких съедобных грибов не стоит варить суп

Синоптики пообещали москвичам кратковременный дождь и до +27 градусов 15 июня


АО «Транснефть - Север» оказало благотворительную помощь детскому саду в Архангельской области

Архангелогородцев и гостей города приглашают посетить мероприятия фестиваля «Гармоничная Россия»

Стало известны победили в шоу "Сокровища императора"

30 лет назад в Архангельске открылась первая на Северо-Западе школа «Диабет»


Выступлением самарских артистов в Крыму открылся масштабный Фестиваль, посвященный 225-летию со дня рождения А.С. Пушкина

Севастополь появился на вышитой карте Крыма

В Нижнегорском районе Крыма проведен рейд по бывшим мигрантам

В Крыму хотят создать профессиональную хоккейную команду


МО Финляндии: страна направит РФ ноту о подозрении в нарушении воздушных границ

Синоптик Ильин предупредил, что в Москве этим летом возможно образование смерчей

Камчатский театр драмы и комедии стал лауреатом Международного фестиваля

News24: президента ЮАР Рамафосу переизбрали на новый срок














СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *