როგორ დავამარცხოთ არდადეგების შემდგომი სიზარმაცე
არდადეგების პერიოდში, საზეიმო განწყობის გამო, რთულია პროდუქტიულობის შენარჩუნება და სამსახურში ან სასწავლებელში დაბრუნება. ერთ-ერთი გზა, სიზარმაცის დასაძლევლად, არის ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა. ყოველდღიურად 15-20 წუთის განმავლობაში ვარჯიში დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და უკეთ აზროვნებაში, რაც შეგმატებთ ენერგიას.
ეცადეთ დაისახოთ ახალი მიზნები. თუ საკუთარ თავში გარკვეული არ ხართ, მაშინ შეადგინეთ პატარა გეგმები. შეგიძლიათ მიმართოთ აფირმაციებს, ჩამოწერეთ რისი გაკეთება გსურთ ხვალ ან ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ისე, თითქოს ეს უკვე მომხდარია. საკუთარი სურვილების ვიზუალიზაცია დაგეხმარებათ მათ ასრულებაში.
თუ სწავლა ან მუშაობა ასეთ დროს ზედმეტად დამღლელად გეჩვენებათ, მაშინ ენერგიის დახარჯვა ისეთი საქმიანობაზე დაიწყეთ, რისი კეთებაც თქვენთვის სასიამოვნოა. მაგალითად, წამოიწყეთ ჰობი. ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე, თქვენს ოთხფეხა მეგობართან, საყვარელ ადამიანთან ან მარტო. დაიწყეთ ცეკვა, ცურვა, სირბილი ან თუნდაც ისეთი რამ, რაც ფიზიკურ ძალისხმევას არ მოითხოვს. შეგიძლიათ დახატოთ, ამისათვის აუცილებელი არ არის, ხატვის ნიჭი გქონდეთ. უბრალოდ ეცადეთ საკუთარი ფიქრები და ემოციები ფურცლებზე გამოსახოთ.
თუ ვინმესთან საუბარი მოგინდებათ, ეცადეთ კონტაქტი ვერბალურად დაამყაროთ და არა ვირტუალურად. მოინახულეთ თქვენი ძველი ნაცნობები. უამბეთ ერთმანეთს როგორ გაატარეთ არდადეგები, რის გაკეთებას გეგმავთ მომავალში. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ სახლის გარეთ, ღია სივრცეში.
წყარო/ფოტო: Psychology Today