ყველაზე კომპლექსური ზოდიაქოს ნიშანი
ყველა ადამიანი ინდივიდია, შესაბამისად, ყოველი ჩვენგანი კომპლექსური, ამოუცნობი, ღრმა და განსხვავებულია. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს ეს თვისებები უფრო მკვეთრად აქვს გამოხატული. მეტად რთულია მისი ფიქრების, ემოციების, გრძნობების ამოცნობა და გაგება, რადგან საკუთარ თავში ბევრ ერთმანეთის საპირისპირო ასპექტს აერთიანებს.
ასეთად ასტროლოგებმა მორიელი მიიჩნიეს და სიაში პირველი ადგილი მიაკუთვნეს. მორიელი მისტიკური და იდუმალია. არასოდეს იცი მომდევნო ნაბიჯს საით გადადგამს. სახიფათო ბუნება აქვს, არ ერიდება ადამიანებით მანიპულირებას, სასურველი მიზნის მისაღწევად. წყლის სტიქიის წარმომადგენელია, შესაბამისად, ძალიან მძლავრ და გამანადგურებელ ემოციებს აერთიანებს საკუთარ თავში.
მორიელი ფენიქსია, მას შეუძლია დაიფერფლოს და თავიდან აღდგეს. არასოდეს ნებდება, ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს, თუმცა მისი გადასაწყვეტია ამ ენერგიას როგორი მიზნებისთვის გამოიყენებს. იგი ბუნებით იმდენად დაუკებელია, რომ შეუძლია როგორც გაანადგუროს ძველი, ისე ააშენოს ახალი სამყარო. ამიტომ ხშირად არაპროგნოზირებადია. ზოგჯერ თავადაც კი არ ესმის საკუთარი თავის. თუმცა მორიელმა იცის, რომ გარკვეული მიზნით მოევლინა კაცობრიობას და მისი ცხოვრების ფუჭად გაფლანგვა დანაშაულია.
მოკლედ რომ ვთქვათ, მის სირთულესა და იდუმალებას საზღვრები არ აქვს. პირველ რიგში, მან უნდა ისწავლოს როგორ გახდეს მეტად ტოლერანტული საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ და საკუთარი ძალა კეთილი მიზნებისთვის გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მორიელის ძლიერი ენერგეტიკა უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
წყარო/ფოტო: Best Life