რით არის იანვარი განსაკუთრებული და გამორჩეული თვე
ზოგიერთი ადამიანისთვის იანვარი ახლის დასაწყისთან, ახალ შესაძლებლობასთან და მომავლის მოლოდინთან ასოცირდება. ზოგისთვის კი ეს წელიწადის ჩვეულებრივი დროა. სტატიაში ისტორიულ ფაქტებს შემოგთავაზებთ იმის შესახებ, თუ რით არის ეს პერიოდი განსაკუთრებული და გამორჩეული.
სახელწოდება იანვარი რომაული ღმერთის იაუნის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც დროის, კარიბჭეების, დასაწყისისა და დასასრულის ღვთაებად ითვლებოდა. მას ორი თავით გამოსახავდნენ, რაც ნიშნავდა იმას, რომ ერთი თავით მზერა წარსულისკენ ჰქონდა მიპყრობილი, ხოლო მეორით მომავლისკენ.
სტატისტიკურად, იანვრის თვეში განქორწინების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ვიდრე წელიწადის დანარჩენ თვეებში.
თავდაპირველად, რომაულ კალენდარში მხოლოდ ათი თვე მოიაზრებოდა, ხოლო შემდეგ მას იანვარი და თებერვალი დაემატა, რაც ნუმა პომპილიუსის სახელს უკავშირდება. იგი რომის მეორე მეფე გახლდათ, სწორედ მან შეიტანა კალენდარში ცვლილება.
1959 წლის 3 იანვარს ალასკა ოფიციალურად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 49-ე შტატი. ამიტომ ეს თვე მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად მიიჩნევა.
ჩრდილოეთ ნახევასფეროში იანვარი წლის ყველაზე ცივ თვედ არის მიჩნეული.
დიდ ბრიტანეთში არსებობს წამოწყება, რომელსაც “მშრალი იანვარი” ეწოდება. ადამიანები მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ თავი დაანებონ ალკოჰოლური სასმელების მიღებას და ამით დაიცვან ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
გარდა ისტორიული მოვლენებისა და ფაქტებისა, იანვარი ჩვენს გულში მუდამ ახალ ოცნებებს აღვივებს და გვმატებს შთაგონებას, რათა სამომავლო გეგმები, თუ მიზნები დავისახოთ. ნუ შეგეშინდებათ ოცნების, ეს წელი საკუთარი თავის პოვნისა და შექმნის საუკეთესო შესაძლებლობლებს გვპირდება.
წყარო/ფოტო: The Fact Site