გერმანიის პროკურატურა: დააკავეს პირი, რომელიც „ისლამისტურ თავდასხმას" გეგმავდა
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის გენერალური პროკურატურის თანახმად, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, კასტროპ-რაუქსელში, დააკავეს 32 წლის პირი, რომელიც, პოლიციის მონაცემებით, გეგმავდა „ისლამისტურად მოტივირებულ თავდასხმას“.
ცნობით, რომელსაც გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით Deutschlandfunk-ი ავრცელებს, პირი, რომელსაც ირანის მოქალაქეობა აქვს, ეჭვმიტანილია, რომ ამისთვის შეიძინა მომწამვლელი ნივთიერებები, ციანიდი და რიცინი.
დაკავებული ეჭვმიტანილია, რომ სახელმწიფოსთვის საზიანო მძიმე დანაშაულის ჩადენას გეგმავდა. ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, როილმა განაცხადა, რომ პოლიციის მიიღო სერიოზული საფუძვლის მქონე ინფორმაცია, რის შედეგადაც პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც.
პოლიციამ ამოიღო სამხილი, მიმდინარეობს მასალის დამატებითი ანალიზი. არ არის ცნობილი, დაგეგმილი იყო კონკრეტული თავდასხმა თუ არა.
რიცინი, ომის იარაღის კონტროლის კანონის თანახმად, მიჩნეულია ბიოლოგიურ იარაღად.