შვედეთის პრემიერ-მინისტრი ნატოში წევრობაზე: შეუძლებელია თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება
შვედეთს არ შეუძლია შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რაც თურქეთმა წაუყენა მას ნატოში გასაწევრიანებლად და არ აპირებს ამის გაკეთებას, განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა თავდაცვით ანალიტიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.
„თურქეთმა დაადასტურა, რომ შევასრულეთ, რის პირობაც მივეცით“, - თქვა კრისტერსონმა, შვედეთის დასავლეთში, სელენეში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით: Folk och Försvar (ხალხი და თავდაცვა).
მაგრამ ისინი ასევე აცხადებენ, რომ „აქვთ მოთხოვნა, რომელიც ჩვენ არ შეგვისრულებია და არ ვაპირებთ შევასრულოთ. ახლა გადაწყვეტილება თურქეთზეა,“ - განაცხადა შვედეთის პრემიერმა. კრისტერსონი დარწმუნებულია, რომ თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდება. "უბრალოდ არ ვიცით, როდის“ დასძინა მან.
შვედეთის და მისი აღმოსავლელი მეზობელი, ფინეთი, ცდილობენ ნატოში გაწევრიანებას მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მათ ნეიტრალიტეტის ტრადიციულ გზას უარი უთხრეს.
ნატოში გაწევრიანებისთვის, ნატოს ერთ-ერთმა წევრმა, თურქეთმაც უნდა გასცეს თანხმობა. სანაცვლოდ სტოკჰოლმს ანკარამ, სხვათა შორის, მოსთხოვა თურქი მოქალაქეების გადაცემა, რომლებიც მის მიერ ტერორისტებად არიან მიჩნეული.