ჰარი პოტერის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები
ალბათ, დედამიწაზე ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ჰარი პოტერის ფილმების სერიის ან წიგნების წაკითხვის შემდეგ, დადებითი ემოციები არ დაეუფლა. ეს ჯადოსნური სამყარო ჩვენი ბავშვობის, და არა მარტო ბავშვობის, საუკეთესო მოგონებებთან ასოცირდება. არასოდეს გვბეზრდება მათთან დაბრუნება. ამ საოცარი პერსონაჟების სიხარულის, ბედნიერების, ტკივილისა თუ დანაკარგის გაზიარება.
ჯოან როულინგმა გვაჩუქა სამყარო, სადაც მუდამ შეგვიძლია ვიპოვოთ თავშესაფარი. მნიშვნელობა არ აქვს როგორ ვგრძნობთ თავს, ჰარი პოტერის ყურება ყოველთვის აღფრთოვანებით შეგვიძლია. რადგან მისმა გმირებმა გვასწავლეს მეგობრობა, ბრძოლა, გამბედაობა, კეთილშობილების, თავგანწირვისა და ნამდვილი, გულწრფელი სიყვარულის ფასი. და ბიჭი, რომელიც გადარჩა თავის წარმოუდგენლად მამაც, კეთილ, ერთგულ მეგობრებთან ერთად მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.
სტატიაში კი ლეგენდარული პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები შეგიძლიათ იხილოთ.
ვერძი – ჯეიმს პოტერი
კურო – რუბეუს ჰაგრიდი
ტყუპები – დრაკო მალფოი
კირჩხიბი – ნევილ ლონგბოტომი
ლომი – ჰარი პოტერი
ქალწული – ჰერმიონ გრეინჯერი
სასწორი – მინერვა მაკგონაგელი
მორიელი – სირიუს ბლექი
მშვილდოსანი – ბილ უიზლი
თხის რქა – სევერუს სნეიპი
მერწყული – ლუნა ლავგუდი
თევზები – რონ უიზლი
წყარო/ფოტო: Fun Facts