სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსა და ქართულ კულტურას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი, მანანა დოიჯაშვილი
0
“საქართველოსა და ქართულ კულტურას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი, მანანა დოიჯაშვილი
ქალბატონი მანანა ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა თავის ქვეყანას. მან საქართველოსათვის ძალიან რთულ წლებში მოახერხა არა მარტო თავისი საყვარელი სასწავლებლის – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა, არამედ დღეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსება
ქალბატონი მანანა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ძლიერმა ადამიანმა, ქალმა, წამოიწყოს უდიდესი ეროვნული საქმე და საფუძველი ჩაუყაროს მის მომავალ წარმატებას.
ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას.
მეტად ვწუხვარ, რომ ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ ქვეყანას,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.