პაატა ზაქარეიშვილი: გავრილოვიც კი გვამცირებს, იქ სოხუმში და ცხინვალში, რომ საელჩოებია დაივიწყეთ ბიჭებო, ახლა თბილისში აღვადგინოთ
„მთელი მსოფლიო დაინტერესებულია, რომ რუსეთი არ დაიშალოს. პუტინი იტყუება, რომ რუსეთის დაშლა უნდა მსოფლიოს. ასე იტყუება ჩვენებიც, რომ თითქოს ჩვენ გვინდა ომი, ომი არავის უნდა, არც ქართველებს და არც მსოფლიოს“, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
კონფლიქტოლოგის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა მიუღებელია.
ამასთან, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს გავრილოვიც კი დასცინის თავისივე განცხადებებით და დასძენს, რომ გავრილოვი ქართველებმა აქცია გმირად.
„ფრენები ცუდი არ არის, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ეს მიუღებელია. საქართველოს ტერიტორიაზე ე.ი მოძრაობს სანქცირებული ტვირთი. „სიენენის“ ჟურნალისტის კითხვა არ არის შემთხვევითი. რაზე გვითხრა ლავროვმა მადლობა? – განცხადებებზე თუ ტვირთებზე? დარწმუნებული ვარ, ლავროვი ტყუილად არ გვეტყოდა მადლობას. ფრენები წლებია გაჩერებულია. როცა გაუჭირდა მაშინ დაიწყო ფრენებზე საუბარი.
გავრილოვს საქართველოს გარდა არსად არ იცნობენ, მისი მეზობლებიც კი არ იცნობენ მგონი სადაც ცხოვრობს, მხოლოდ ჩვენ გავხადეთ ეს ადამიანი გმირად და ბედნიერია, წამოწოლილია გმირობის ღრუბლებზე და მხოლოდ საქართველოში ხდება მისი ციტირება.
გავრილოვიც კი გვამცირებს, იქ სოხუმში და ცხინვალში, რომ საელჩოებია დაივიწყეთ ბიჭებო, ახლა თბილისში აღვადგინოთ. არავინაა მოპასუხე თბილისიდან. არგაღიზიანების პოლიტიკაში, პოლიტიკაა მნიშვნელოვანი და არა არგაღიზიანება. არგაღიზიანების პოლიტიკას ახორციელებს – თურქეთი და აზერბაიჯანი ბრწყინვალედ. ერთადერთი სახელმწიფო, ვინც გვაპატიებს ყველაფერს ეს არის რუსეთი. რუსეთს შეუძლია გაანადგუროს ხელისუფლება აქ ან შეინარჩუნოს.
რუსეთის წინაშე საქართველო არ არის. სახლი რომ ვარდება ბიჯგებს შეუყენებენ რომ არ წაიქცეს, ასევეა, მთელი მსოფლიო მონდომებული, რომ რუსეთი არ დაიშალოს. პუტინი იტყუება, რომ რუსეთის დაშლა უნდა მსოფლიოს. ასე იტყუება ჩვენებიც, რომ თითქოს ჩვენ გვინდა ომი, ომი არავის უნდა, არც ქართველებს და არც მსოფლიოს. საქართველოში პროპაგანდა მუშაობს.
ჩვენ ვართ, რუსეთის მსხვერპლი სახელმწიფო. ჩვენ არ შეგვიძლია ვუყუროთ უკრაინას, როგორც გარედან, ჩვენ უკრაინას უნდა ვუყუროთ შიგნიდან, ისეთივე დაზარალებულები ვართ, როგორც უკრაინა. უკრაინას სჭირდება წარმატება, თუ წარმატება არ იქნება მაშინ აიძულებენ დასვან მოლაპარაკების მაგდასთან“, – აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.