ქვეყანა, რომელსაც მშვიდობა თითქმის არასოდეს უნახავს
2022 წლის აპრილი
თალიბებმა ავღანელ ქალებს გარეთ დაუფარავი სახით გასვლა აუკრძალეს. ეს იყო ქალთა უფლებების ყველაზე მკაცრი შეზღუდვა, რომელიც თალიბანის მთავრობამ დააწესა გასული წლის აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
2022 წლის მაისი
თალიბანის ხელმძღვანელობამ ავღანელ ქალ ტელეწამყვანებს და სხვა ქალებს, რომლებიც ეკრანზე გამოჩნდნენ გადაცემის დროს, სახის დაფარვისკენ მოუწოდა.
2022 წლის ნოემბერი
თალიბანის ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ ავღანეთის მოსამართლეებს შარიათის კანონის შესაბამისად სასჯელის დაკისრების ბრძანება მისცა. ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ძარცვა, გატაცება და ამბოხება, დამნაშავეები კიდურების საჯარო ამპუტაციითა და ჩაქოლვით დაისჯებიან.
ამავე პერიოდში ავღანელ ქალებს პარკში სეირნობა აეკრძალათ.
2022 წლის 7 დეკემბერი
ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თალიბებმა სიკვდილით საჯაროდ პირველი ადამიანი დასაჯეს, ის მკვლელობაში იყო მსჯავრდებული. დასჯა ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთით ფარაჰის პროვინციაში, თალიბანის მაღალი რანგის ლიდერების, მათ შორის სათნოების სამინისტროს ხელმძღვანელის თანდასწრებით მოხდა.
2022 წლის დეკემბერი
თალიბანმა ავღანეთის ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა. გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებზე. უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დაევალათ დაუყონებლივ დააწესონ აკრძალვა და მოხსენება გააკეთონ ამის შესახებ. სასწავლო დაწესებულებებთან კი მუდმივად პატრულირებს სამხედრო მანქანები, რომლებიც აკონტროლებენ, შევა თუ არა შენობაში მდედრობითი სქესის ადამიანი.
2023 წლის იანვარი
ყოფილი ავღანელი ქალი დეპუტატი, მურსალ ნაბიზადა, დაცვის ერთ-ერთ წევრთან ერთად, საკუთარ სახლში მოკლეს, – ინფორმაციას მედიასაშუალებები ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.