5 საკვები პროდუქტი, რომელსაც რკინის მაღალი შემცველობა აქვს
რკინა მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას უზრუნველყოფს. ერთ-ერთი უმთავრესი ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდებაა. დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაშიც. რკინის დეფიციტი უამრავ რთულ დაავადებას იწვევს, ამიტომ აუცილებელია, მივიღოთ საკვები, რომლებიც ამ ნივთიერებას შეიცავს.
ისპანახი
კარგი ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს, რაც კიბოს განვითარების რისკსაც კი ამცირებს. ასევე იცავს თვალებს ქრონიკული დაავადებებისგან. რკინის გარდა შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს.
ღვიძლი და ორგანული პროდუქტი
საქონლის ღვიძლი, ფილტვი მდიდარია ნუტრინებით, სილიციუმით, B ჯგუფის ვიტამინებით.
ლობიო
დიდი რაოდენობით რკინის გარდა მაგნიუმსაც შეიცავს. ამცირებს სახსრების ანთების და გულის დაავადებების განვითარების რისკს. ასევე მწვანე ლობიო და სხვა პარკოსნებიც ძალიან სასარგებლოა. პომიდორთან და მწვანე ბოსტნეულთან კარგ კომბინაციას ქმნის, რადგან მდიდარია C ვიტამინით.
გოგრის მარცვლები
რკინასთან ერთად შეიცას თუთიას, კალიუმს და მაგნიუმს. ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც რკინის დეფიციტი აქვთ.
ინდაური
სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია. განსაკუთრებით მარგებელია შავი ინდაურის ხორცი. ვიტამინებთან ერთად ნივთიერებათა ცვლის პროცესშიც დადებით როლს ასრულებს.
თევზი
მდიდარია რკინით, ომეგა 3-ით, ჯანსაღი ცხიმებით. ხელს უწყობს გონებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, იმუნიტეტის გაძლიერებას, სწორ ზრდასა და განვითარებას. კარგია მხედველობისა, კანისა და თმის სიჯანსაღისთვის.
მნიშვნელოვანია, რკინის შემცველი საკვები რეგულარულად მივიღოთ, რადგან ამ მინერალის გამომუშავება ორგანიზმს დამოუკიდებლად არ შეუძლია. რკინით ასევე მდიდარია წითელი ხორცი, ბროკოლი და შავი შოკოლადი.
წყარო/ფოტო: Health Line