როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთ ნეგატიურ გარემოში
სტრესი, შფოთვა, დეპრესია თანამედროვე სამყაროს ნაწილად იქცა. მსოფლიოში იმდენი ნეგატიური მოვლენა ხდება, რომ რთულია, მხოლოდ კარგზე მოახერხო ფოკუსირება. რთულია, მაგრამ შესაძლებელი. როგორც ამბობენ, ბედნიერება და კარგი განწყობა ჩვენი არჩევანია. მართალია, როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, ეს სიტყვები ძალიან გამაღიზიანებლად გვეჩვენება, თუმცა, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სიმართლეა.
საკუთარი გონების მართვა ყველა ადამიანს შეუძლია. ფიქრებს უდიდესი ძალა აქვს, ყველაფერი, რასაც სამყაროს ვუგზავნით, უკან რაიმე ფორმით გვიბრუნდება. ამიტომ, პირველ რიგში, ფიქრის მოთოკვა უნდა ვისწავლოთ და არ მივცეთ უარყოფით აზრებს ჩვენზე ზემოქმედების საშუალება. როგორც კი მიხვდებით, რომ თქვენს თავში მძიმე ფიქრების შემოტევა იწყება, მაშინვე უკუაგდეთ ისინი და არ მისცეთ გაანალიზების საშუალება. ნუ დაიღლით თავს არაფრის მომცემი ნეგატივით.
გამოიძინეთ კარგად და ნაკლები დრო გაატარეთ ელექტრონულ მოწყობილობებთან, რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია. სოციალური ქსელები განსაკუთრებით უარყოფითად მომქედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. იწვევს დამოკიდებულებას და გვაიძულებს მუდამ ერთ, ვირტუალურ სივრცეში დავრჩეთ, რის ხარჯზეც ჩვენი რეალური ცხოვრება ფუჭად მიედინება, ხოლო დრო იფლანგება.
არ დაივიწყოთ ვარჯიში და ჯანსაღი კვება. ფიზიკური აქტივობა რომ ძალიან სასარგებლოა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ყველაფერი, რაც სხეულსა და გონებაზე დადებითად აისახება, კარგად მოქმედებს განწყობაზეც. სახლში დიდხანს დარჩენა, მოდუნება, გარემოსთან შეჩვევა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენ პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე. ამიტომ არ დარჩეთ შინ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავთან. ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენეთ და როცა გაქვთ შანსი ისაუბროთ, აიმაღლეთ თქვენი ხმა. ის, რისი თქმაც გსურთ, შესაძლოა, ბევრი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიდეს.
წყარო/ფოტო: Very Well Mind