თავისუფლებისთვის ბრძოლა კინოხელოვნებაში
თავისუფლება სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. თავისუფლება პიროვნების, ერის, ქვეყნის. მის გარეშე არაფერს აქვს აზრი. საინტერესო კი ისაა, რომ ამ სიტყვის არსი ყველას სხვადასხვანაირად გვესმის. ზოგი ამბობს, რომ თავისუფლება იმის კეთებაა, რაც გიყვარს. ზოგისთვის თავისუფლება საკუთარი თავის ფლობის უნარია. ხოლო ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ მას განმარტება საერთოდ არ აქვს, ეს ინსტინქტია, მოთხოვნილება, რომელიც გვაიძულებს ვიბრძოლოთ და დავიცვათ საკუთარი საზღვრები, იდენტობა, თვითმყოფადობა.
თავისუფლების მნიშვნელობაზე ყველა დროის ყველაზე დიდი ფილოსოფოსები, მწერლები და პოეტები საუბრობდნენ. და თავადაც განსხვავებულად ესმოდათ მისი მთავარი აზრი.
“თავისუფლება შესაძლებლობაა, უთხრა ადამიანებს ის, რისი მოსმენაც არ უნდათ”, – ჯორჯ ურუელი.
“თავისუფლება არაფრად ღირს, თუ იგი საკუთარ თავში შეცდომების დაშვების უფლებასაც არ მოიაზრებს”, – მაჰათმა განდი.
“მგონია, გმირი ისაა, ვინც იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც თავისუფლებას მოჰყვება თან”, – ბობ დილანი.
და მაინც თქვენთვის რა არის თავისუფლება? ვიდრე დაფიქრდებით, სტატიაში ფილმებს შემოგთავაზებთ, რომლებიც შეეცდებიან თქვენს შეკითხვებს გასცენ პასუხები.
- ველურ გარემოში
- მამაცი გული
- ეგვიპტის პრინცი
- თავისუფლების მწერლები
- პატრიოტი
- გლადიატორი
- სპარტაკი
- მგლებთან ცეკვა
- პრერიების სული
- გაქცევა შოუშენკიდან
- განდი
- ჰაქსოუს გმირი
- შემოდგომის ლეგენდები
წყარო/ფოტო: Time Out