Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

შენ ის გოგო ხარ, კიბო რომ გაქვს?

0

ხშირად ონკოლოგიური პაციენტების ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა არ იციან, რა უთხრან და როგორ გაამხნეონ ახლობლები, რომლებსაც მძიმე დაავადების დიაგნოზი მოულოდნელად დაუსვეს. სოფო, გვანცა და ნინო თავიანთ გამოცდილებაზე ჰყვებიან.

ონკო კლუბი სოფოსთან

6 წლის წინ ერთმა წინადადებამ "უი, შვილო, კიბო გაქვს", სოფო ფირანიშვილის ცხოვრება ამოაყირავა. დიაგნოზი - ძვლის კიბო, მესამე სტადია, ავთვისებიანი.

"ძალიან დავიბენი, შემდგომი რამდენიმე თვეც სრულიად დაბნეული დავდიოდი და უბრალოდ ვერ ვიაზრებდი რა მჭირდა. დედაჩემის რეაქცია იმდენად მძაფრი იყო, ჩემი პირველი რეაქცია გულწრფელად არ მახსოვს. ესე გამოვიდა, რომ პირდაპირ მითხრეს, "უი, შვილო, კიბო გაქვსო". 40-მდე ქიმიოთერაპია გავიკეთე და დღესაც ჩემი ყოველდღიურობა კლინიკებთან ასოცირდება", - ჰყვება 27 წლის სოფო.

ოსტეოსარკომა, ძვლის კიბო, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონ ადამიანს მაინც უვლინდება, მაინც იშვიათ დაავადებად ითვლება. კიბოს უჯრედები ყველაზე ხშირად ფეხისა და მკლავის ძვლებზე ჩნდება. ოსტეოსარკომის დროს, კიბოს უჯრედები ბლოკავენ სიგნალებს სხვა უჯრედებს შორის და ამის შედეგად წარმოქმნილი ოსტეოკლასტები ჯანსაღ ძვლებს ანადგურებენ, რაც სიმსივნის ზრდას იწვევს.

როცა სოფო ექიმთან მივიდა, ეგონა, რომ გაციებული იყო, არადა კიბოს დიაგნოზი მესამე სტადიაზე დაისვა.

სოფოს აქტიური მკურნალობა 2-3 წელი გაგრძელდა, საქართველოში დაიწყო და ისრაელში გადაინაცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩაიტარა უამრავი ანალიზი, სხვადასხვა სახის გამოკვლევა, დაუსრულებელი გახდა ქიმიოთერაპიები, ქიმიოთერაპიისა და ოპერაციისგან გამოწვეული ტკივილები.

"როდესაც პირველად თმები დავკარგე, ბალიშზე თავს ვერ ვდებდი, ვდებდი და ისევ ვიღებდი, რადგან ვგრძნობდი, რომ რაღაც სხვანაირი ვიყავი. ამის გადმოცემა შეუძლებელია. პირველად გავაცნობიერე, რომ ის არ ვარ და რაღაც ცუდი ხდება".

მარცხენა მკლავზე ონკოპროთეზი ისრაელში გაუკეთეს. ოპერაცია და შემდგომ რეაბილიტაცია იმდენად რთული იყო, ძლივს გაიარა. აუტანელ ტკივილებს მხოლოდ ძლიერი ნარკოტიკებით უყუჩებდნენ და ისე მოხდა, რომ სოფო გარკვეული პერიოდი ნარკოდამოკიდებული გახდა.

"მე, რა თქმა უნდა, ჩემი დიაგნოზის გამო გავხდი ნარკოდამოკიდებული, რადგან ამხელა ძვლის დაკარგვა ძალიან დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული და რომ არა ის ნარკოტიკები, ორგანიზმი ტკივილებს ვერ გაუძლებდა. მახსოვს კადრები, ისრაელის ქუჩაში როგორ მიყურებდნენ, თავს საცოდავ ადამიანად აღვიქვამდი", - იხსენებს სოფო.

ამ დროს ერთადერთი, რაც შველოდა, იმ ადამიანების გაცნობა იყო, რომლებმაც იგივე გზა გაიარეს და გადარჩნენ. მაგალითად, უნდოდა ისეთ ქალებთან ლაპარაკი, რომლებსაც ქიმიოთერაპიის შემდეგ თმები ისევ ამოუვიდათ.

დღეს, როცა სოფო უკვე ჯანმრთელია, ავადმყოფობიდან გამოჯანმრთლებამდე ბევრი ძველი მეგობარი დაკარგა და ახალი შეიძინა, თანამოაზრეებთან ერთად კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია დააფუძნა და ონკოლოგიურ პაციენტებსა და მათ ეხმარება, ვისაც მომავალში სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ.

"ონკოლაინ ჯორჯიიას" მიზანი კიბოს სკრინინგის პოპულარიზაცია, ჯანმრთელობის უფლებების დაცვა, ონკოლოგიურ სექტორში ხარვეზების გამოვლენა და ადვოკატირებაა. გარდა ამისა, შეიქმნა ონკოსაინფორმაციო ფეისბუკჯგუფი ონკო კლუბი სოფოსთან, სადაც ამ დროისათვის 5400-მდე ადამიანია გაერთიანებული. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ამხნევებენ, ცვლიან ინფორმაციას და ჩუქნიან მედიკამენტებს.

"ძალიან მიჭირს სოციალიზაცია, რაც არ უნდა არ მეტყობოდეს ჩემი დაავადება. ხშირად, როცა იგებენ ჩემს დიაგნოზს, ასეთი დამოკიდებულება აქვთ. კარგი რა, შენ რა გეტყობა, რომ კიბო გაქვს. ყველას ვერ აუხსნი, რომ რომც არ მეტყობოდეს, ონკოპროთეზიანი ხელი მაქვს და მოძრაობა შეზღუდული. შშმ პირის სტატუსი მაქვს ცხოვრების ბოლომდე".

გვანცა და მისი სამი დიაგნოზი

გვანცა ტყემალაძე 34 წლისა. 2000 წელს 12 წლის იყო, როცა ჰოჯკინსის ლიმფომა დაუდგინდა. ჰოჯკინსის დაავადებისას კიბოს უჯრედები ორგანიზმში ლიმფური კვანძებით ვრცელდება. დაავადებას სხივური და ქიმიოთერაპიით მკურნალობენ.

გვანცაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ განიკურნა, მაგრამ წლების შემდეგ, 2014 წელს, როცა უკვე 26 წლის გახდა, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე გამოუვლინდა. ახალი დაავადება იმავე წელსვე ოპერაციითა და რადიაციული იოდით დაამარცხა. თუმცა 1 წლის წინ გვანცას ისევ დაუსვეს კიბოს დიაგნოზი.

"სტანდარტულ კონტროლზე აღმოვაჩინეთ ძუძუში პატარა ავთვისებიანი კვანძი, დასაწყის სტადიაშია. გამიმართლა იმაში, რომ ჰორმონდადებითია [პრეპარატულ მკურნალობას ექვემდებარება - რ.თ]. თავიდან ოჯახის წევრებს დავუმალე. დედაჩემს ოპერაციის დღეს გავაგებინე. მანამდე იმდენჯერ მყავდა ეს ხალხი ნანერვიულები, რომ მეთქი, რაღაც ეტაპს ავაშორებ. სულ დამალვას არ ვაპირებდი. დაზღვევას რადგან ველოდებოდი, მეთქი, 1-2 კვირა რატომ ინერვიულონ ტყუილად. ხომ არის, ცუდი და უარესი რომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, უარესისთვის არ გამიმეტა ღმერთმა და ცუდს როგორმე მოვერევით", - ამბობს 2 შვილის დედა და ამატებს, რომ არცერთ დიაგნოზს მისთვის ცხოვრების დღის წესრიგი რადიკალურად არ შეუცვლია. როცა დასხივებას იკეთებდა, სამსახურში დადიოდა, მაკდონალდსში მუშაობდა მაშინ.

"ძალით დამაწერინეს ბიულეტენი, წადი, ცოტა ხანი დაისვენეო. რატომღაც მეგონა, რომ სახლში ჯდომა ცუდად იმოქმედებდა ჩემზე. მე რომ ჩემს თავში ჩავკეტილიყავი, ბევრად უარესი აღმოჩნდებოდა. ამიტომ, მე თვითონ დავიწყე ჩემს დიაგნოზზე საუბარი და რადგან დაძაბულობა ჩემი მხრიდან არ მოდიოდა, მოეხსნათ მათაც", - ჰყვება გვანცა.

ნინო ხუჭუჭა თმებით

ნინო წიკლაურმა 2016 წელს მკერდში კვანძი პირველად თვითონ შენიშნა. ამის შემდეგ ექოსკოპია გადაიღო, მაგრამ ეს კვლევა დაავადების დასადგენად არასაკმარისი აღმოჩნდა. საჭირო იყო შემდეგი ეტაპები - ბიოფსია, მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ბევრი სხვა რამ, რაზეც უარი თქვა. იმ დროს ნინო 3 თვის ორსული იყო. ფეხმძიმედ ყოფნის გამო 5 თვე დაიკარგა. მე-8 თვეს საკეისრო კვეთა გაუკეთეს და ოპერაციის მერე სიცხეებიც დაეწყო. ბევრი ანალიზისა და კვლევის შემდეგ დაუსვეს დიაგნოზი - მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადია.

"დიაგნოზი რომ დამისვეს, ბავშვი თვეების მყავდა, ვერ გავაანალიზე, რადგან ბავშვისთვის მიხედვა იყო უფრო მნიშვნელოვანი. მკურნალობა მალევე დავიწყე, იყო ქიმიები, შემდეგ გაკეთდა ოპერაცია. ქიმიების პერიოდში არის ძალიან ძნელი, გცვივა თმა, მაგრამ ბავშვმა გადამატანინა", - ჰყვება 34 წლის ნინო.

ქიმიო-სხივურმა თერაპიებმა და ოპერაციამ შედეგი გამოიღო, ნინოს 5-წლიანი რემისია ჰქონდა. ყველაფერი კარგად იყო 2022 წლამდე. გასული წლის ნოემბერში მას კვლავ დაუდგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, ისევ მესამე სტადია.

"ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. შიში მქონდა, მაგრამ მეორე დიაგნოზს თითქოს უფრო ადვილად შევხვდი. მე ყოველთვის მაქვს იმედი, რომ დავამარცხებ. ვიცი, რომ ეს ახლაც ასე მოხდება. ახლა ვარ მკურნალობის ეტაპზე, დამრჩა 5 ქიმია და ვიცი, რომ გავიმარჯვებ აუცილებლად. საჭიროა მკერდის მოკვეთა, მაგრამ ესეც არ არის პრობლემა ჩემთვის, რადგან პირველ რიგში ჯანმრთელობაა ჩემი მიზანი. ამ დროს ადამიანი ხვდება თავისი ჯანმრთელობის, ყოველი დღის ფასს. ამ დიაგნოზის შემდეგ გებულობ, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია და უნდა დააფასო ადამიანმა. გაბრიელმა იცის ჩემი დიაგნოზი. 6 წლის არის ახლა. მამხნევებს ხოლმე, პარიკი ძალიან გიხდებაო და მეკითხება როდის ამომივა კულულა თმები, იმიტომ, რომ პირველზე ხუჭუჭა თმები ამომივიდა", - ჰყვება ნინო.

ხშირად ონკოლოგიური პაციენტების ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა არ იციან, რა უთხრან და როგორ გაამხნეონ მძიმე დაავადების მქონე ახლობლები. სოფო, გვანცა და ნინო თავიანთ გამოცდილებაზე ჰყვებიან.

"დამოკიდებულებები და მათი გააზრება გამიჭირდა ყველაზე მეტად, თუნდაც კლინიკის კედლებში. გამიჭირდა ახლობლების, გარშემომყოფების, თუნდაც გამვლელების მზერის გადახარშვა, როცა იგებდნენ, რომ მქონდა კიბო. ამ სიტყვის ხსენებაზეც რაღაც ძალიან შემაშფოთებელი რეაქცია აქვთ. ჩემი დაავადება ჩემთვის იყო მაგალითად ის, რომ ადამიანს სიცხე აქვს და არ შეიძლება სიცხე ძალიან დიდხანს გქონდეს, ის აუცილებლად გაგივლის. მეც ამ დამოკიდებულებით ვიყავი. საწყის ეტაპზე ვბრაზდებოდი ხოლმე, როცა მეუბნებოდნენ, კაი, რა კიბო, ღმერთმა დაგიფაროს და უი, მართლა კიბო? და უი, შენ ის გოგო ხარ, კიბო რომ გაქვს? სულ მინდოდა ხოლმე, ჩამოვმსხდარიყავით და ამეხსნა, რომ ნებისმიერი მძიმეც კი შეგვიძლია გადავაქციოთ მსუბუქად", - ამბობს სოფო.

"ზოგი არ უფიქრდება და ცუდად გამოსდით. მაგალითად, გეტყვიან, ჩემს მეგობარს ჰქონდა და დაიღუპა. ან, ვაიმე, რა ცუდია… მწუხარება არ უნდა გამოთქვა. პირიქით, უნდა გაამხნეო და იმედი და სტიმული მისცე", - ამბობს ნინო.

"ერთხელ ოთახში შევდიოდი და შემთხვევით გავიგონე: ნეტა ამის შემდეგ რა დაემართება", - იხსენებს გვანცა.

სამივე თანხმდება, რომ კიბოს დიაგნოზის დამალვა არ შეიძლება და ექიმმა სწორი ფორმით პაციენტს თავისი დიაგნოზი აუცილებლად უნდა უთხრას.

"ისრაელში ყველაფერს პირდაპირ გეუბნებიან. საქართველოში ჯერ კიდევ ფიქრობენ, დაგიმალონ თუ ნელ-ნელა შეგაპარონ. პაციენტმა თავისი დიაგნოზი უნდა გაიგოს და რაღაცების გამარტივება და ასე დამალვა არ არის სწორი. ნებისმიერი დაავადება მაინც ჩვენი ასატანი და გასაძლებია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ", - ამბობს სოფო.

"ორივე ჯერზე პირდაპირ მითხრა ექიმმა. უხეშად არ უნდა აჯახო, მაგრამ უნდა აუხსნა, რა ეტაპები ექნება გასავლელი და რომ ის ყველაფერს გადალახავს", - ამბობს ნინო.

ეს სამივე ქალი მაგალითია მათთვის, ვინც დღეს კიბოს ებრძვის და მიუხედავად იმისა, რომ თითოეულს სხვადასხვა ისტორია აქვს, სამივე ამბობს, რომ ყოველ ჯერზე დროული სკრინინგი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

კიბოს სკრინინგის პროგრამა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოზე კვლევებს აფინანსებს. სკრინინგი უფასოა და არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება.

40-70 წლის ასაკის ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა და ის 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ასაკის ქალებში. ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი უფასოდ 50-70 წლის ასაკის ქალებსა და კაცებს 2 წელიწადში ერთხელ უტარდებათ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ 116001 ან 1505 ან ეწვიეთ ფეისბუკის გვერდს "კიბოს სკრინინგი - Cancer Screening".

კიბოს სკრინინგის შესახებ ინფორმაციას სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე გაეცანით აქ.







"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Lipatov Sound заявил о выходе нового трека “Red City”

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ


Российские туристы встретились с таджикскими строителями в Новой Зеландии и были удивлены их жизни и ответами на вопросы

Создание сайта. Создание сайта с нуля. Создание веб сайта.

ТОП-10 продуктов, необходимых для здоровья щитовидной железы

Сотрудники отеля Yalta Intourist поздравили ветеранов с Днём Великой Победы


Boeing passenger ‘DIES in horror turbulence’ on flight from London sparking emergency landing in latest airline tragedy

Precision in Motion: Exploring Baltic Bearing Company-Riga

Move over Harry Kane and Jude Bellingham the real England champ is a 15 yr old SUBBUTEO star

UFC plans to be ‘flexible’ in next broadcast rights deal, including potential end to traditional PPV


До четырех полос расширят участок трассы Р-132 Золотое кольцо во Владимирской области к юбилею Суздаля

Сотрудник Дубненского отдела вневедомственной охраны Главного управления Росгвардии по Московской области встретился с учащимися МОУ СОШ №1

Принцеса на горошине.

Страхование грузов: как «Грузовичкоф» защищает клиентов от убытков 


В App Store и Google Play появилась игра The Seven Deadly Sins: IDLE от Netmarble

Five new Steam games you probably missed (May 20, 2024)

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Helldivers 2 studio wants to slow down the pace of updates: 'We feel a slightly lower cadence overall will benefit both us, you, and the game'


Estischool - Школа за британською програмою


Топ 3 лучших спектакля июня

«Лето. Москва. Шавасана» — в Москве пройдёт Международная Конференция Йога Журнала

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: в чем отличие химических фильтров от физических

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.


Синоптик рассказал о погоде в России летом 2024 года

Capital Group не имеет отношения к участку, где сносят кинотеатр «Брест»

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

«СВЯТОЙ ЛЕНИН» УЛУЧШАЕТ ЗАКОНЫ, управляет патентами и улучшает командное планирование в целях учёта интереса всего народа.


В ТиНАО будет построено 10 детских садов и 11 поликлиник — Мэр Москвы

Депутат Мособлдумы Барсуков принял участие в слушаниях по аграрным вопросам

Нутрициолог Кузина рассказала, стоит ли отказываться от молочных продуктов после 50 лет

Следователи СКР пойдут под суд по обвинению в рекордных взятках


Теннисиста Медведева выбили из топ-4 ATP

Рахимова на отказе соперницы вышла в четвертьфинал турнира в Рабате

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый

Почеттино может возглавить «МЮ», Надаль думает о продолжении карьеры. Главное к утру


Следователя СКР обвиняют в получении взяток в биткойнах и миллионах долларов

В ТиНАО будет построено 10 детских садов и 11 поликлиник — Мэр Москвы

В Пензе дети открыли купальный сезон у фонтана на Московской

Сегодня множество смоленских предпринимателей останутся без холодной воды


Музыкальные новости

Неизданный концертный альбом Луи Армстронга представят на лейбле Verve Records

Ольга Бузова приехала в тульский пединститут

В Иллюзионе пройдет ретроспектива «Персона: Булат Окуджава»

Будет выпущен неизданный концертный альбом Луи Армстронга


Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о компенсации части затрат на путевки в оздоровительные лагеря в рамках нацпроекта «Семья»

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: в чем отличие химических фильтров от физических

«Лето. Москва. Шавасана» — в Москве пройдёт Международная Конференция Йога Журнала

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения


Кадыров заявил, что встретился с Путиным в Москве и пригласил его в Чечню

Кадыров встретился с Путиным в Москве и пригласил его в Чечню

Июньские дни духовности: Православные праздники месяца от ясновидящей Галины Янко

Легенда "Спартака" Ловчев: немного перестал уважать Галицкого за отставку Ивича


Собянин: В Москве не станут запрещать движение электросамокатов по тротуарам

В Москве прошли следственные действия по адресу журнала "Компания"

«Швабе» демонстрирует на ЦИПР-2024 инновационные решения для оптимизации дорожного движения

Шины FORZA прошли первые этапы тестирования на российских дорогах


Кадыров встретился с Путиным в Москве и пригласил его в Чечню

Кадыров пригласил Путина посетить Чечню

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения

Кадыров заявил, что встретился с Путиным в Москве и пригласил его в Чечню


Немоляева находится в тяжёлом состоянии под наблюдением врачей

Шизофрения и болезнь Альцгеймера: симптомом какой болезни может стать потеря обоняния

Коронавирус FLiRT выявили в России



Вкусно и безопасно: гастроэнтеролог Садыков назвал 5 продуктов, снижающих холестерин

Реанимационное оборудование «Швабе» позволяет лечить новорожденных массой от 500 граммов

Цифра дня: сколько диагнозов поставил ИИ-помощник для врачей от Сбера

Пациенты больницы принял участие в фестивале


Зеленский пожаловался, что западная помощь опаздывает


ЦСКА и МФТИ заключил соглашение о сотрудничестве

Две бронзы выиграли забайкалки на международных соревнованиях по киокусинкай «Moscow Cup 2024»

Гонки на яхтах и практики лидеров рынка: предприниматели Татарстана станут участниками образовательной регаты в Москве

В Нижнем Тагиле прошел десятый благотворительный забег ЕВРАЗа и городской спортивный праздник «Дай пять!»



Собянин: в ТиНАО будет построено 10 детских садов и 11 поликлиник

Собянин пригласил москвичей и гостей столицы на фестиваль «Рыбная неделя»

Собянин: В ТиНАО в программу реновации включили 268 домов

Собянин исключил запрет для самокатчиков ездить по тротуарам в Москве


Более 600 деревьев высадили в дендропарке Ногинска

АО «Транснефть – Дружба» провело экологические акции

Подмосковным УФАС выявлен сговор на торгах в сфере ЖКХ

Станислав Кондрашов Telf AG: Китай стремиться к экологически чистому производству


Торжественная церемония вручения паспортов школьникам прошла в Чехове

Сегодня множество смоленских предпринимателей останутся без холодной воды

Незаконное здание ликвидируют в районе Нагатино-Садовники

Глава Хакасии отправился с рабочей поездкой в Москву


Общее дело: в новом сезоне волонтеры продолжат работу по сохранению объектов культурного наследия в Архангельской области

Беспроводной сканер штрих-кодов SAOTRON P05i промышленного класса

«Северная красота» пусков Плесецка

Сергей Собянин. Неделя мэра


Выставка славянских истоков «В бессмертье уходит всеведенье литер простых»

Книжная тематическая полка « Русский писатель марийской земли»

Массовая драка произошла на одной из улиц Симферополя

Премию Фета получил поэт из Югры


«Так Владивосток вошел в культурное сознание западного человека»

По программе реновации 190 жителей Бабушкиного района переедут в новостройку

В ТиНАО будет построено 10 детских садов и 11 поликлиник — Мэр Москвы

Шесть человек погибли и еще один пострадал при пожаре в жилом доме в Истре, возбуждено уголовное дело














СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *