Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 04.01.2023

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში მოკლული და დაჭრილია 260-მდე რუსი სამხედრო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 18 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა. ასევე, 85-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 8 და ლუგანსკის ოლქის 2 დასახლებულ პუნქტთან. სარდლობის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების... Читать дальше...

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერი ვერ აირჩია

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი მოწვევის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც ბოლო არჩევნების შედეგად უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, ვერ შეძლო პირველივე სხდომაზე აერჩია ახალი სპიკერი. ბოლო ასი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა. პირველ სხდომაზე, რომელიც 3 იანვარს ჩატარდა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ სამიდან ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო სპიკერად არჩევისთვის საჭირო 218 ხმა. მას მხარი არ დაუჭირეს ულტრა-კონსერვატორმა თანაპარტიელებმა. ბოლო, მესამე კენჭისყრისას მაკკარტის 202 რესპუბლიკელის ხმა ერგო. Читать дальше...

ვალერი მელაძემ რუსეთში გამოწვეულ აღშფოთებას უპასუხა

Radiotavisupleba.ge 

მომღერალმა ვალერი მელაძემ ინსტაგრამით უპასუხა უკრაინის მხარდამჭერი სიტყვების გამო რუსეთში გამოწვეულ აღშფოთებას. მელაძე წერს, რომ ათი თვეა, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად ცხოვრობს სიმძიმის და მწუხარების გრძნობით, რადგან მის საყვარელ ხალხებს შორის კონფლიქტია და ადამიანები იღუპებიან. ვალერი მელაძე აცხადებს, რომ არ შეუძლია და არ სურს, რომ ვინმე სძულდეს, არ ცდილობს არავის გულის მოგებას და მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ახლობელ ხალხებს შორის თანხმობა დამყარდეს. რუსეთის დუმის და ფედერაციის... Читать дальше...

რუსეთმა შეცვალა მაკეევკაში დაღუპულთა რიცხვი - 89

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 89 რუსი სამხედრო. ამის შესახებ წუხელ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მანამდე მას დადასტურებული ჰქონდა 63 სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი სევრიუკოვის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ. რუსი გენერლის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა პოლკის მეთაურის მოადგილე... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს: ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს!

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს! ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა

News.ge 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი მშობლები, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძე ძალიან მორწმუნეები იყვნენ. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი ...

მარადიული შვეიკი, ანუ იდიოტის ტრიუმფი - ასი წლის გარდაიცვალა იაროსლავ ჰაშეკი

Radiotavisupleba.ge 

​1923 წლის 3 იანვარს, ასი წლის წინ, ისე რომ 40 წელსაც ვერ მიაღწია, გარდაიცვალა იაროსლავ ჰაშეკი, ჩეხი მწერალი, ავტორი რომანისა „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომის დროს.“  ამ რომანზე, ისევე, როგორც ავტორზე, თან უამრავი რამ ვიცით, თან პრაქტიკულად არაფერი.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *