Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 08.01.2023

ვაკარჩუკი სააკაშვილს: „არ დაკარგოთ იმედი, რომ მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან“

Radiotavisupleba.ge 

უკრაინული როკჯგუფის Океан Ельзи-ის სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. „ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას.  პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ. მე არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. Читать дальше...

ლოტკინზე ლიფტის ჩავარდნისას დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

Radiotavisupleba.ge 

ლოტკინის დასახლებაში მდებარე კერძო სახლის ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული 3 ადამიანიდან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის შედარებით მძიმე. სამივე ამ დრომდე საავადმტოში რჩება.  როგორც ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა ლევან ბესელიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, პაციენტებს მოტეხილი აქვთ მკერდის ძვალი და დაჟეჟილი ფილტვები. ორიდან ერთ-ერთი პაციენტი, მისი ახლობლების მოთხოვნით, სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მეორეს კი ადალაშვილის კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობენ. მესამე პაციენტი ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. Читать дальше...

bpn.ge: საქართველოში ხორბლის იმპორტი 56%-ით შემცირდა – რუსეთი კი პროდუქტის ექსპორტს ისევ აძვირებს

News.ge 

რუსეთი, რომელიც საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორია, მარცვლეულის ექსპორტს ისევ აძვირებს. გადასახადი 11 იანვრიდან ტონაზე მიმდინარე 4 160,9 რუბლიდან 4,766.30 რუბლამდე (57-დან 65 დოლარამდე) გაიზრდება. საექსპორტო გადასახადი, წინა მაჩვენებელთან შედარებით, 14,5%-ით მოიმატებს. ახალი გადასახადი 17 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, რაც ქვეყნებს მის იმპორტს უძვირებს. შესაბამისად, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ...

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-პარიზის და პარიზი-ქუთაისის რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

News.ge 

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-პარიზის და პარიზი-ქუთაისის რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „გვინდა გამოვხატოთ გულწრფელი მწუხარება დღევანდელი შემთხვევის გამო. ავიაკომპანია ვიზეარისთვის მგზავრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენმა კოლეგებმა ყველაფერი სცადეს მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად, სანამ საქმეში პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ასევე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მგზავრებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. Читать дальше...

სვიატოსლავ ვაკარჩუკი მიხეილ სააკაშვილს: ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია …

News.ge 

ცნობილმა უკრაინელმა მუსიკოსმა, ჯგუფ „ოკეან ელზის“ ლიდერმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამამხნევებელი წერილი გაუგზავნა. „ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ. მე არ ვამბობ „გამაგრდით“, რადგან თქვენ ...

უკრაინა შობის შემდეგ რუსული დაბომბვების შესახები იტყობინება

Radiotavisupleba.ge 

კვირას, 8 იანვარს, ღამით, რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ მერეფას ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 50 წლის ადგილობრივი მცხოვრები. ამბავი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა. ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა კი გაავრცელა ინფორმაცია გაეროს მისიის დაბომბვის შესახებ, რომელმაც, ქალაქ ორეხოვში ჰუმანიტარული დახმარება მიიტანა. დონეცკის ოლქის ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა შვიდი სარაკეტო შეტევა განახორციელეს კრამატორსკზე და ორიც კონსტანტინოვკაზე. Читать дальше...

რუსული ძალები ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას თავს დაესხნენ

News.ge 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული “საშობაო ცეცხლის შეწყვეტის” მიუხედავად, რუსული ძალები შაბათს, 7 იანვარს, ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა. „აგრესორი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ სროლისგან თავს შეიკავებდა, თავს დაესხა გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორიხივში ჩაიტანა“, – აღნიშნა სტარუხმა. უკრაინული მედიის ...

თოვლმა გზებზე მოძრაობა შეაფერხა - ნახეთ, სად რა შეზღუდვებია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სურამი - საქასრიას მონაკვეთზე გზა გაწმენდილია და ამ დროისთვის იქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. უწყების ცნობით, თოვის და ქარბუქის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. უხვი ნალექი მოვიდა ზემო აჭარაშიც, ხულოში. Читать дальше...



ევროკავშირი ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეპ ბორელის განცხადებით,  ევროკავშირი აღშფოთებულია ირანში ორი დემონსტრანტის, სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებული მოჰამედ მეჰდი ქარამისა და სეიედ მოჰამად ჰოსეინის  სიკვდილის დასჯით და მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მომიტინგეების სიკვდილით დასჯა. ბორელი აცხადებს, რომ  აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯა ირანის ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის კიდევ ერთი ნიშანია. Читать дальше...

პოდოლიაკი: ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი... პირადად ჩამოვალ და წამოვიყვან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ითხოვს უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაცემას. ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის უკრაინის მოქალაქის გადაცემას უკრაინისთვის, მაშინ ის მესამე ქვეყანაში უნდა გაგზავნონ მკურნალობის კურსის ჩასატარებლად. მიხაილო პოდოლიაკმა ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, იულია ლატინინას გადაცემაში საუბრისას ასევე თქვა, რომ სააკაშვილის უკრაინისთვის... Читать дальше...

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა მიხალკოვს, კირკოროვს, სიმონიანსა და კიდევ 116 რუს საზოგადო მოღვაწეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 119 რუს საზოგადო მოღვაწეს სანქციები დაუწესდა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, მხატვარი ევგენი პეტროსიანი, პოლიტოლოგი ალექსანდრე დუგინი, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს "რუსეთი დღეს" ხელმძღვანელები მარგარიტა სიმონიანი და დმიტრი კისელიოვი, ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა, მსახიობები დიმიტრი დიუჟევი, დიმიტრი ხარატიანი, მიხაილ გალუსტიანი, მომღერალი ლოლიტა მილავსკაია და ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი. Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევ-პეჩორის ლავრა არასოდეს გახდება სხვისი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში შობის დღესასწაული მიულოცა მათ, ვინც ამ დღეს 7 იანვარს აღნიშნავს და თქვა, რომ მოხარულია იმის გამო, თუ რამდენი ადამიანი, მათ შორის, მებრძოლი დაესწრო ღვთისმსახურებას კიევ-პეჩორის მონასტერში, სადაც უკრაინისთვისაც ილოცეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ლავრაში გაისმა და კვლავაც გაჟღერდება გულწრფელი ლოცვა უკრაინისთვის და რომ ეს ლავრა არასოდეს გახდება სხვისი. უკრაინის დამოუკიდებლობა ყველა ასპექტში უნდა იყოს ძლიერი და ასეც იქნება. Читать дальше...

ბელარუსის ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში შეიძლება მალე მობილიზაცია დაიწყოს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ხელისუფლებამ შესაძლოა, უკვე მოკლე ხანში დაიწყოს მობილიზაცია რუსეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მიზნით უკრაინის წინააღმდეგ ომში. ასეთი შეშფოთება გამოთქვა ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაველ ლატუშკომ. შაბათს გამოქვეყნდა ფრაგმენტები ლატუშკოს ინტერვიუდან, რომელიც მან მედიაჯგუფ „Redaktionsnetzwerk Deutschland-ს“ მისცა. პოლიტიკოსის თქმით, ბელარუსში უკვე პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა მობილიზაციისთვის. ლატუშკო, მინსკში წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა უმეტესობა აიძულეს... Читать дальше...

Wizz Air-მა მგზავრის გარდაცვალების გამო ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის რეისი გააუქმა

Radiotavisupleba.ge 

ავიაკომპანია Wizz Air-მა „გულწრფელი მწუხარება“ გამოხატა 7 იანვრის ინციდენტის გამო, როცა მისმა კოლეგებმა მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, „სანამ საქმეში პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა“. თავის განცხადებაში ავიაკომპანია ბოდიშს უხდის იმ მგზავრებს, რომელთა „მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა“ და იტყობინება, რომ ქუთაისი-პარიზის რეისის განხორციელების „დროს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო, დღეს დაგეგმილი ფრენები ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისი გაუქმებულია“. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *