Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 13.01.2023

ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა დე ფაქტო უკვე გახდა ნატოს წევრი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ფაქტობრივად უკვე შეუერთდა ნატოს, თუმცა ფორმალურად არ არის ალიანსის წევრი. „უკრაინა, როგორც ქვეყანა, და უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს წევრები გახდნენ. დე ფაქტო, და არა დე იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დე იურე გავხდებით ნატოს წევრები“, - თქვა რეზნიკოვმა. ის არ დაეთანხმა იმას, რომ ასეთი გამონათქვამები შეიძლება არაერთმნიშვნელოვნად მიიჩნიონ არა მხოლოდ რუსეთში... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდადებული შეიწყალა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, 13 იანვარს, 9 მსჯავრდადებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ისინი სრულად გათავისუფლდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. შეწყალებული მსჯავრდადებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. შეწყალების საკითხზე დამატებითი დეტალები უცნობია.

ფეხბურთის მოლოდინით...

Radiotavisupleba.ge 

ჩვენი მიმომხილველი გია ცანავა გვიამბობს ახალი სეზონისა და საიუბილეო დღეებისათვის ბათუმის დინამოს, აჭარის დედაქალაქის მზადების შესახებ, გაიხსენებს მიხეილ მესხის სახელთან დაკავშირებულ ერთ ეპიზოდს;

რუსმა როკ მუსიკოსმა, ბორის გრებენშიკოვმა საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაურიცხა

News.ge 

რუსმა როკ მუსიკოსმა, ბორის გრებენშიკოვმა საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაურიცხა. “ბერლინში ვუკრავდი, ბრანდერბურგის კარიბჭესთან მქონდა კონცერტი და ამ ღონისძიებამ 12 მილიონი (არ არის მითითებული ფულის ერთეული) მოაგროვა, რომელიც უკრაინას გადავურიცხე. რუსეთი ბარბაროსულად, ურჩხულივით, უხამსად თავს დაესხა უკრაინას. მეტი არაფერია სათქმელი. მე არასდროს, არასდროს მყოლია ფაშისტი მეგობრები. ისინი ფსიქიკურად დაავადებულები არიან, მაგრამ მათ აქვთ ...

გერმანიის პარლამენტი გეგმავს იეზიდების გენოციდის აღიარებას

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის პარლამენტის - ბუნდესტაგის - მმართველი კოალიცია ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატების და ქრისტიან-სოციალური პარტიის კავშირთან ერთად გეგმავს გენოციდად აღიაროს ერაყში ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ დანაშაული იეზიდების მიმართ. კენჭისყრა გაიმართება მომავალ ხუთშაბათს. განაცხადში ნათქვამია, რომ 2014 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხუთი ათასამდე იეზიდი ქალი და კაცი აწამა და სასტიკად დახოცა. „ისლამური სახელმწიფოს“ მიზანი იყო „იეზიდთა თემის მთლიანად მოსპობა“, - წერია დოკუმენტში. ამჟამად გერმანიაში 200 ათასამდე იეზიდი ცხოვრობს. Читать дальше...

კრემლში დაიწყეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება

Radiotavisupleba.ge 

კრემლში დაიწყეს მზადება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2024 წელს უნდა გაიმართოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეები ვარაუდობენ, რომ არჩევნები, ომის მიუხედავად, დადგენილ ვადებში - მომავალი წლის მარტში - გაიმართება და რომ მასში მონაწილეობას მიიღებს ვლადიმირ პუტინი. ამის შესახებ „კომერსანტი“ იტყობინება კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. კრემლი რომ არჩევნებში პუტინის მონაწილეობას გეგმავს, ამის შესახებ „ვიორსტკიც“ იტყობინება. 2020 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე პუტინს საშუალება აქვს... Читать дальше...

უკრაინა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობას, რომ სოლედარს სრულად აკონტროლებენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 13 იანვარს, გამოაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი რუსეთის სრულ კონტროლქვეშაა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის სიტყვებით, სოლედარის გათავისუფლება გუშინ საღამოს დასრულდა. კონაშენკოვის თანახმად, სოლედარზე სრული კონტროლი მნიშვნელოვანია დონეცკის მიმართულებით წარმატებული შეტევის გასაგრძელებლად, უკრაინელი სამხედროებისთვის მომარაგების გზების მოსაჭრელად სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ არტიომოვსკში და მისი ბლოკირებისთვის. Читать дальше...

თაზო დათუნაშვილი: საათივით აწყობილ საჯარო მოხელეებს პრემიერმა „დამსახურებული“ 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო, რითაც ქვეყანა 320 მილიონი ლარით აზარალა

News.ge 

პარტია “ლელოს“ ინფორმაციით, საქართველო, ევროპაში პირველ ადგილზეა უქმე დღეების რაოდენობით წელიწადში 15 დასვენების დღით (მაგალითად, ნიდერლანდებში 7 დღეა, ბელორუსში კი – 9). ინფორმაციის თანახმად, „ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილის განცხადებით, პრემიერის დადგენილებით, საახალწლოდ დამატებით უქმე დღეების გამოცხადებით, საქართველოს ბიუჯეტიდან დღეში 80 მილიონი ლარი გაიფლანგა. „ძველით“ ახალი წელიც დგება და ამ უსაშველო კალენდარულმა გაუგებრობამ გამახსენა, რომ ამ ...



ვლადიმერ პუტინი: სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა უნდა იგრძნონ, რომ ქვეყანა მათთანაა

News.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა „სპეცოპერაციაში“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მნიშვნელობას არა მხოლოდ მათი ახლობლების, არამედ სახელმწიფოს მხრიდან. „რა თქმა უნდა, როცა ადამიანი იმყოფება იმ პირობებში, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყურადღება არა მხოლოდ ახლობლების მხრიდან არის მნიშვნელოვანი, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც. ხელისუფლება არის ადამიანის ქმედებებში მოტივაციის საკვანძო მომენტი“, – განაცხადა პუტინმა. სამხედრო პერსონალისა და ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის პროცესი დღეიდან დაიწყება და შედეგები 30 იანვარს გახდება ცნობილი

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნინო კვიტაიშვილი განმარტავს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების პროცესი მთლიანად ფარული იქნება და შედეგებს საზოგადოება 30 იანვარს, დილით გაეცნობა, როდესაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს, დილის 10:00 სთ-დან დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. „დღეს დაიწყება თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი. ამ მიზნით „ფეისბუქის“ ჩვენ ...

იაპონიაში ყოფილი პრემიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს, პროკურორებმა ბრალი წაუყენეს. დასავლეთ იაპონიის ქალაქ, ნარას სასამართლოს თანახმად, მას ბრალი ედება მკვლელობაში და იარაღის შენახვის კანონის დარღვევაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს სიკვდილით დასჯა ემუქრება. აბეს შარშან ივლისში, ნარაში კამპანიის დროს ესროლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილმა თქვა, რომ მისი სამიზნე აბე იყო, რადგან მას ჰქონდა კავშირი ეკლესიასთან, რომელიც... Читать дальше...

ჩეხეთი ახალ პრეზიდენტს ირჩევს

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში 13 და 14 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის. გამოკითხვების მიხედვით და ანალიტიკოსთა უმეტესობის აზრით, მეორე ტურისთვის რეალური ბრძოლა წარიმართება სამ კანდიდატს შორის: ესენი არიან გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი, ეკონომისტი დანუშე ნერუდოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში. ბაბიში ახლა უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მილიარდერია. ამ კვირაში ჩეხეთის სასამართლომ ის ევროკავშირის სუბსიდიის გარშემო თაღლითობის საქმეში გაამართლა. სასამართლოს განაჩენი... Читать дальше...

აშშ-ის პრეზიდენტის ბინაში კვლავ იპოვეს საიდუმლო დოკუმენტები

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთ-ერთ სახლში კონფიდენციალური დოკუმენტების კიდევ ერთი შეკვრის ნახვის შემდეგ, აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა მერიკ გარლანდმა საგანგებო გამომძიებელი დანიშნა. ბაიდენის ადვოკატებმა და თვითონ პრეზიდენტმა მანამდე აღიარეს, რომ დოკუმენტების კიდევ ერთი შეკვრაა ნაპოვნი. ბაიდენის მრჩეველმა რიჩარდ საუერმა გამოთქვა რწმენა, რომ საფუძვლიანი კვლევა დაადგენს, რომ დოკუმენტები შემთხვევით აღმოჩნდა სხვაგან და პრეზიდენტმა ისინი ნახვისთანავე გადასცა სახელმწიფო არქივს. გასულ დღეებში ბაიდენის... Читать дальше...

სტიქიის გამო აბაშაში ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო

Radiotavisupleba.ge 

სამეგრელოში მესამე დღეა, ძლიერი ქარით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. სტიქიამ განსაკუთრებით რეგიონის 5 მუნიციპალიტეტი: აბაშა, ხობი, სენაკი, ფოთი და ზუგდიდი დააზარალა. გვიან ღამით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში ერთი ოჯახის ევაკუაციაც გახდა საჭირო. დოლიძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი, იყო შენობის დანგრევის საფრთხე, რის გამოც მერიამ ისინი დროებით სასტუმროში გადაიყვანა. „6 სული ვართ ოჯახში... მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ისინი შეშინებული იყვნენ...წუხელ შიფერი ცვიოდა სახურავიდან. Читать дальше...

ძლიერი ქარის გამო სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. "გუშინ გვიან საღამოს ენერგო-პრო ჯორჯიამ შეძლო აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა დღეს დილით კვლავ გაუარესდა ამინდი და სამეგრელოს, იმერეთის და გურიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვით მიეწოდება. Читать дальше...

იაგო ხვიჩია: …ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება და ამაში მას ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან

News.ge 

„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის სია“ არ შედგება. როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ამ რაღაცაში“ დროს კარგავს, მაგრამ მას წარმატებებს უსურვებს. „არ მჯერა, რომ „მაგნიტსკის სია“ გამოვა. სია არ შედგება – ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის“ მიერ. მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ. NGO-ებს კი ...

2022 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32,8%-ით გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32,8%-ით გაიზარდა. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებელი. 2022 წელს არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 043 მლნ. აშშ დოლარი იყო: ექსპორტი - 5 592,8 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი - 13 450,1 მლნ. აშშ დოლარი. 2022 წლის მონაცემები უსწრებს როგორც გასული წლის, ასევე პანდემიამდე არსებულ მონაცემებს. საგარეო ვაჭრობის მონაცემები წლების მიხედვით ასეთი იყო: 2021 წელი - 14 342,4 მლნ. Читать дальше...

უკრაინა აპირებს „მშვიდობის სამიტი“ გაეროს შტაბ-ბინაში ჩაატაროს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ხელისუფლება აპირებს, „მშვიდობის სამიტი“ გაეროს შტაბ-ბინაში გამართოს 24 თებერვალს - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე. „მშვიდობის სამიტის“ ჩატარების იდეით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუს“ თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოგდარმა მიაწოდა. დიპლომატის თქმით, უკრაინა მშვიდობისთვის მზადაა და ზელენსკიმ 10 პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელთა საფუძველზეც ქვეყანა შესაძლოა, მშვიდობიან შეთანხმებას დათანხმდეს. ამასთან, იანვრის... Читать дальше...

დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი: რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ქონება უნდა ჩამოერთვათ

News.ge 

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ქონება ჩამოერთვათ. „ცოტა ხნის წინ, ზოგიერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიჩნია, რომ შესაძლებელია, შეურაცხყოფა მიაყენოს რუსეთს, მის მოსახლეობას, ჯარისკაცებს და ოფიცრებს, ღიად დაუჭიროს მხარი ბოროტმოქმედებს, ნაცისტებს და მკვლელებს. მათი მიზანი ნათელია – მოიპოვონ კეთილგანწყობა და შეეცადონ, შეინარჩუნონ თავიანთი კეთილდღეობა საზღვარგარეთ. რუსეთის ფედერაციის ...

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ს საქართველოს მიმართ ვასალური დამოკიდებულება აქვს

News.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ს საქართველოს მიმართ „ვასალური დამოკიდებულება“ აქვს. მაჭარაშვილის თქმით, უკრაინა საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის მიერ დელეგირებული უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, მაჭარაშვილი ასკვნის, რომ ცხადია ისიც, თუ რომელი ქვეყანაა იმ „მიზნის წყარო, რასაც ჰქვია მეორე ფრონტი საქართველოში“. „კასიანივმა პრაქტიკულად ის აღიარა, რომ ისინი სარგებლობენ ამერიკის მიერ დელეგირებული უფლებით საქართველოში. ეს არის აქ ...

ხაჭაპურიძე: „მაგნიტსკის სია“ ნახა მიხეილ სააკაშვილმა და ახლა ამერიკაში ვაგზავნით – სიას მსუსხავი ეფექტი ექნება

News.ge 

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, „მაგნიტსკის სიაზე“ მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ მიერ შედგენილი სია ამერიკელ ადვოკატს და საზღვარგარეთ მომუშავე ჯგუფს უნდა გაეგზავნოს. ადვოკატის შეფასებით „მაგნიტსკის სიას“ მსუსხავი ეფექტი ექნება. „სია ნახა მიხეილ სააკაშვილმა, ახლა ეს იგზავნება ამერიკაში ამერიკელ ადვოკატთან და იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ და საბოლოო ვარიანტს მიიღებს ეს ...

ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინა ნატო-ს დე ფაქტო წევრი გახდა

News.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ფორმალურად ჯერ ნატო-ს წევრი არაა, ქვეყანა, ფაქტობრივად, უკვე შეუერთდა ალიანსს. „უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები გახდნენ ნატო-ს წევრები – დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. რადგან ჩვენ გვაქვს იარაღი და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ ნატო-ს დე იურე წევრებიც ...

დუმის სპიკერი მოითხოვს რუსეთიდან წასული "არამზადების" ქონების კონფისკაციას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ უნდა მიიღონ „კანონი არამზადებისთვის“ და ქონება ჩამოართვან რუსეთიდან წასულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ. ვოლოდინი ტელეგრამზე წერს, რომ ბოლო დროს, ზოგიერთი თანამოქალაქე შეურაცხყოფას აყენებს რუსეთს, მის მცხოვრებთ, ჯარისკაცებს და ოფიცრებს, ღიად უჭერს მხარს „ბოროტმოქმედებს, ნაცისტებს და მკვლელებს“ და ასე ცდილობს "საზღვარგარეთ კეთილდღეობის შენარჩუნებას". დუმის სპიკერის თანახმად, რუსეთის კანონმდებლობით, მსგავსი განცხადებები შესაძლოა... Читать дальше...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე მოგლიჯა - არის მსხვერპლი

Radiotavisupleba.ge 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესაში უბედური შემთხვევა მოხდა. ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და მანქანას დაეცა. შემთხვევა 13 იანვრის დილით მოხდა. ამ დროს მანქანაში ოთხი ადამიანი იჯდა - ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამმა პაციენტმა უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე.

სსფ: 2023 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე იქნება

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის(სსფ) შეფასებით, 2023 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის იქნება კიდევ ერთი მძიმე წელი და ინფლაცია შენარჩუნდება. მიუხედავად ამისა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აპირებენ გლობალური ეკონომიკური ზრდის არსებული საპროგნოზო მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში შეამცირა 2.9%-დან 2.7%-მდე. Reuters-ის ინფორმაციით, 12 იანვარს, კრისტალინა გეორგიევამ ვაშინგტონში... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *