Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 16.01.2023

დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა

News.ge 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 45 წლის კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოები თანაცხოვრების დროს ფარულად გადაუღო, დაშორების შემდეგ კი გაუვრცელა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. “1977 წელს დაბადებული ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, ქ.თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. მას შემდეგ რაც წყვილი ...

შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 იანვრის განკარგულებით, სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს. ზელენსკიმ გაიზიარა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადება პერსონალური, სპეციალური ეკონომიკური შემზღუდავი ზომების (სანქციების) შესახებ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შესახებ. სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას და სხვა ზომებს. Читать дальше...

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი: შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით – ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს, ვიმედოვნებთ, პროცესი სწრაფად დასრულდება

News.ge 

საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ საქართველოში ყველა პატიმრის ყველა უფლება იყოს დაცული, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრებისას შეეხო თუ არა პოლიტპატიმრების თემას“. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მას და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან ღია და გულწრფელი საუბრები აქვთ. „ჩვენ გვაქვს ძალიან ღია, გულწრფელი საუბრები და ჩვენ ...

74 წლის ასაკში გარდაიცვალა გავლენიანი უნგრელი ფილოსოფოსი და ოპოზიციონერი გაშპარ მიკლოშ ტამაში

Radiotavisupleba.ge 

15 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა გავლენიანი უნგრელი მოაზროვნე და ოპოზიციონერი გაშპარ მიკლოშ ტამაში. ტამაშს თანამედროვე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოაზროვნედ მიიჩნევდნენ. განათლება მას ფილოსოფიაში ჰქონდა მიღებული, იყო რამდენიმე აკადემიური ნაშრომის ავტორი. ამავდროულად მისი ბიოგრაფია მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების პოლიტიკურ ისტორიასთან. გაშპარ ტამაში დაიბადა რუმინეთის ქალაქ კლუჟში და 1978 წელს საცხოვრებლად გადავიდა უნგრეთში... Читать дальше...

კატარის სკანდალის შემდეგ ბრიუსელი ლობირების წესებს შეცვლის

Radiotavisupleba.ge 

2022 წლის დეკემბერში ბრიუსელში პოლიციამ დააკავა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ბრალს სდებენ კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში.

ბუბა კიკაბიძე ქსენია სობჩაკს: თუ ზელენსკი დათანხმდება მოლაპარაკებებს, ამან შეიძლება პუტინი სიკვდილისგან იხსნას (ვიდეო)

News.ge 

გარდაცვალებამდე, რამდენიმე კვირით ადრე,  ბუბა კიკაბიძემ ინტერვიუ მისცა ქსენია სობჩაკს  YouTube შოუსთვის “Cution: Sobchak”. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა.  სამოქალაქო პანაშვიდები ქაშვეთის ეკლესიაში სამშაბათსა და ოთხშაბათს (17 – 18 იანვარს) გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პროდიუსერი რატი აბზიანიძე ავრცელებს. გამოსვენება კი ხუთშაბათს, 19 იანვარს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მოხდება. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს ...

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6738 ლარი გახდა

News.ge 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6738 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6738 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8949 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9039 ლარს შეადგენდა. ...

ბელარუსში დაიწყო აქტივისტ ანდჟეი პაჩობუტის სასამართლო

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც ასამართლებენ პოლონურ-ბელარუსული თემის ცნობილ წარმომადგენელს, აქტივისტ ანდჟეი პაჩობუტს - ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის კრიტიკის გამო, მას 12 წლამდე ემუქრება პატიმრობა. განსასჯელის ოჯახის წევრის თანახმად, 16 იანვარს პროცესზე დაუშვეს პაჩობუტის რამდენიმე ახლო ნათესავი და აქტივისტი, რამდენიმე პირი კი დერეფანში იცდიდა. მოგვიანებით, პროკურორის თხოვნით, პროცესი დაიხურა და დამსწრეებიც დერეფანში გაიყვანეს. პაჩობუტი - რომელიც ამავდროულად... Читать дальше...



ყველაზე იოლად გადამდები: აი, რა უნდა იცოდეთ "ომიკრონ XBB.1.5"-ზე იგივე „კრაკენზე“

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის ერთ-ერთი ბოლო ქვევარიანტი, რომელიც მსოფლიოში უსწრაფესად ვრცელდება, "ომიკრონ XBB.1.5."-ა. ზოგი მას „კრაკენით“ (Kraken)- ლეგენდარული გიგანტური ზღვის ურჩხულის სახელით მოიხსენიებს. ბოლო ინფორმაციით, ამ ქვეშტამის ყველაზე მეტი შემთხვევა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. XBB.1.5, კორონავირუსის სხვა ქვეშტამების მსგავსად, მუტაციის შედეგად წარმოქმნილი ქვევარიანტია და მას დღეს უწოდებენ „ომიკრონის ყველაზე გადამდებ ვარიანტს“. სიფრთხილესაც ეს იწვევს - მისი გავრცელების სისწრაფე. „რაც უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება ვირუსით... Читать дальше...

თამარ ონიანი - "ICC-ს შეექმნა პრობლემები ოკუპირებულ ტერიტორიაზე წვდომის და იქ მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით"

Radiotavisupleba.ge 

"2008 წლის ომის კონტექსტში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ეპიზოდი არ ყოფილა დანაშულების, მაგრამ მხოლოდ ამ ეპიზოდთან დაკაშირებით მოახერხა სასამართლოს პროკურორის ოფისმა იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომელსაც ექნება პერსპექტივა სასამართლოზე" - ამბობს თამარ ონიანი, საია-ს თავმჯდომარის მოადგილე.

40-მდე გაიზარდა დნეპრში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თანახმად, 40-მდე გაიზარდა 14 იანვარს ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის 3 ბავშვია. მაშველების ინფორმაციით, 16 იანვრის 13:00 საათის მონაცემებით, 39 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათგან 6 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან -14 ბავშვი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი პირი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე მასირებული შეტევისას... Читать дальше...

იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

News.ge 

იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica იტყობინება. “გარდაიცვალა ჯინა ლოლობრიჯიდა, იტალიური კინოს დიდი გმირი. ის 95 წლის იყო”, – ნათქვამია შეტყობინებაში. ჯინა ლოლობრიჯიდა დაბადებითვე იყო “განწირული” პოპულარობისათვის და ამის საბუთად თუნდაც იმ ფაქტის მოყვანა შეიძლება, რომ 1930 წელს 3 წლის ჯინა (იტალიის პროვინცია აბრუძანას ქალაქ სუბიაჯოს მკვიდრი) იტალიის ...

დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა

Radiotavisupleba.ge 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 45 წლის კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოები თანაცხოვრების დროს ფარულად გადაუღო, დაშორების შემდეგ კი გაუვრცელა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. "1977 წელს დაბადებული ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, ქ.თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. მას შემდეგ რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით... Читать дальше...

ლაშა ბუღაძე: აეროფობია და მარადიული კინოგმირი

News.ge 

საიტი radiotavisupleba.ge აქვეყნებს მწერლის, ლაშა ბუღაძის წერილს: “აეროფობია და მარადიული კინოგმირი”, რომელსაც News.ge უცვლელად გთავაზობთ: ესაა ფრაგმენტი რამდენიმე წლის წინ დაწერილი ჩანახატიდან, სადაც იმ ამბებს აღვწერდი, რომელიც საქართველოს სტუმრობას უძღოდა წინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მაგრამ უდროობისა თუ მოვლენათა სიუხვის გამო, ვერა და ვერ მოვუყარე ამბებს თავი, ერთადერთი ამ ეპიზოდის დაბეჭდვა გადავწყვიტე, რადგან მისი გმირი – ...

გიორგი კახიანი: სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული

News.ge 

სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული – ამის იქეთ აღარ წავალ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი კახიანმა გააკეთა. მისივე თქმით, თუკი რისკები არსებობს, სახელმწიფო და მისი შესაბამისი სამსახურები სათანადო ზომებს მიიღებს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს ...

ვალერი გელბახიანი: ერთ ნაწილში მადლობას ვეტყვი „ხალხის ძალას“, რომ ეს არის არაპირდაპირი გზით ხელისუფლებისკენ მიმართვა, მიხეილ სააკაშვილი დროზე გაუშვან, თუ არ უნდათ მისი სიკვდილი დაჰბრალდეთ

News.ge 

ერთ ნაწილში მადლობას ვეტყვი „ხალხის ძალას“, რომ ეს არის არაპირდაპირი გზით ხელისუფლებისკენ მიმართვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დროზე გაუშვან, თუ არ უნდათ, რომ დაჰბრალდეთ მისი სიკვდილი, ამაში მათ ვეთანხმები, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა “ხალხის ძალის” განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ის პროცედურა, რაც ახლა მიმდინარეობს, სააკაშვილის ფიზიკური მოსპობისაკენ არის მიმართული. „რაც შეეხება იმას, რომ ...

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში გაიხსნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

Radiotavisupleba.ge 

16 იანვარს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში გაიხსნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, წელს მასში რუსეთის არცერთი წარმომადგენელი არ მონაწილეობს. „უკრაინაში ომმა და ოსტრაკიზმმა, რომელიც გამოუცხადეს რუსეთს დასავლეთში, სრულიად შეუშალა ხელი ოლიგარქების მონაწილეობას“, - ნათქვამია ცნობაში. ფორუმზე არ იქნებიან არც ჩინელი ბიზნესმენები. ამის ფონია ქვეყანაში COVID-19-ის მზარდი ეპიდემია და ბაზრების ვარდნა. ამასთან, ფორუმზე გამოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰე. Читать дальше...

იტალიაში დააკავეს სიცილიური მაფიის მეთაური, რომელიც 30 წელი იძებნებოდა

Radiotavisupleba.ge 

იტალიაში დააკავეს მატეო მესინა დენარო, რომელიც მაფიოზური დაჯგუფება Cosa Nostra-ს ხელმძღვანელად ითვლებოდა. ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით. მაფიის თავკაცი დააკავეს სიცილიის დედაქალაქ პალერმოში მდებარე კერძო კლინიკაში, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. სპეცოპერაციაში მონაწილეობდა სპეციალური ჯგუფის რამდენიმე ათეული მებრძოლი, რომელთა ნაწილი კლინიკის სხვა პაციენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. დენარო დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას. მას დაუსწრებლად... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. "ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი ღარიბაშვილის დელეგაციის წევრები არიან ვიცე-პრემიერი... Читать дальше...

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი გადადგა მას შემდეგ, რაც მას მუდმივად აკრიტიკებდნენ სამხედრო მოდერნიზაციისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით. 16 იანვარს ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გადადგომის თხოვნით მიმართა კანცლერ ოლაფ შოლცს. ლამბრეხტის თქმით, „თვეების განმავლობაში ჩემს პიროვნებაზე მედიის ფოკუსი“ ხელს უშლიდა ფაქტობრივ დებატებს შეიარაღებული ძალებისა და გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ. ლამბრეხტმა, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წევრია... Читать дальше...

სააპელაციომ ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირა, გამორიცხა ჯგუფური ძალადობა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს. ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, მის თანმხლებ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე მოძალადეებს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა 16 იანვარს გამოაცხადა. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ბრალდებულები დავით კუტალაძე... Читать дальше...

ვიქტორ მედვედჩუკი: ჯობია, უკრაინა იყოს "კიდევ ერთი რუსეთი"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსმა ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელსაც ახლახან ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა და უმაღლესი რადის დეპუტატობა, პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შესახებ. კრემლის მხარდამჭერ რუსულ გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ხელს აწერს მედვედჩუკი, ლიდერი უკრაინაში ამჟამად აკრძალული პარტიისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, უკრაინაში ომის გაჩაღებას აბრალებს დასავლეთს და კონფლიქტში ფაქტობრივად რუსეთის მხარეს დგება. Читать дальше...

ცხინვალში ხელყუმბარის აფეთქება, შესაძლოა, მიმართული ყოფილიყო ჰააგის მიერ ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ხელყუმბარა ცხინვალში14 იანვარს, საღამოს, ძმები გუბაევების ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქდა. რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აფეთქების შედეგად დაზიანდა სახლთან გაჩერებული სამი მანქანა, ნამსხვრევებმა კი ორი ბინის ფანჯრები ჩაამსხვრია. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არ ახმაურებენ და აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. ამასთან, როგორც ჟურნალისტი არზუ მამედოვა იტყობინება... Читать дальше...

DRI ლევან ბერძენიშვილის საქმეზე: მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია

Radiotavisupleba.ge 

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს, რომ მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია. ასე ეხმიანება ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ყვარელში 15 იანვარს მომხდარ შემთხვევას, როცა ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძეზე ლექციის წაკითხვის საშუალება. "ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს, შეკრებილებს შორის შენიშნეს საჯარო მოხელეები, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლების მისამართით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების... Читать дальше...

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინი

News.ge 

დეკემბერში საგარეო ვაჭრობის ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ექსპორტის მაღალი ზრდის აღდგენაა. ასევე, პოზიტიურია, რომ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სებ-ის წმინდა სავალუტო რეზერვები. ამასთან, წლის განმავლობაში ლარის კურსზე არა მხოლოდ შემოდინებებისა და სავალუტო რეზერვების დონე, არამედ ლარის საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით და ასევე, ინფლაციის მოლოდინი იმოქმედებს. საშუალო კურსის მხრივ, საყურადღებოა, რომ ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *