Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 20.01.2023

ვოლოდიმირ ზელენსკი: დადგა დრო, დაიცვათ უკრაინა და მისი თავისუფლება

Radiotavisupleba.ge 

„უკრაინას თქვენგან სჭირდება მეტი მძიმე ტექნიკა და შეიარაღება, რათა წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას. დადგა დრო, რომ დაიცვათ უკრაინა და მისი თავისუფლება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაწყებული საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის მონაწილეებისადმი თავის ვიდეომიმართვაში. შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილ ამ ჯგუფში 50-ზე მეტი ქვეყანა შედის. 20 იანვრის სხდომაზე, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს... Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა ვაჭრობის დრო არ არის

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას ტანკებზე გადაწყვეტილების გაჭიანურების გამო უსაყვედურა. მისი თქმით, ახლა ვაჭრობის დრო არ არის. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ არ იზიარებს გერმანიის სურვილს, ფოკუსირება მოახდინოს სხვა ქვეყნებზე სამხედრო მარაგებთან დაკავშირებით. „ახლა არ არის ვაჭრობის დრო, არამედ გადარჩენის დროა. ჩვენ უნდა გადავრჩეთ“, – თქვა ზელენსკიმ. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაშინ, როცა დასავლეთი 6 თვის ...

დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი: საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები სრულად უნდა აღდგეს

News.ge 

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ორ ქვეყანას შორის ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას. „უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს საქართველოსთან არა მხოლოდ... Читать дальше...

ექიმი: საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებიდან „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში მოთავსებული 4 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო სამის – სტაბილური

News.ge 

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებიდან “ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში მკურნალობას 4 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კლინიკის ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სამიდან ერთ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელ ამბულატორიაში ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და იგეგმება კლინიკიდან გაწერა. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, რომელიც 21 წლის არის, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად ...

ფინეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის მთავრობამ უკრაინისათვის 400 მილიონი ევროს (434 მილიონი დოლარი) მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 20 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და 590 მილიონ ევროს მიაღწევს. ამასთან, ფინეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დახმარების კომპლექტში არ იქნება Leopard 2-ის მარკის ტანკები. მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, გერმანია ჯერჯერობით... Читать дальше...

თვითმხილველი: სასწრაფომ მიცვალებული მიატოვა, ვერ მოხერხდებოდა მათი გამოყვანა, პირდაპირ უმიზნებდა ადამიანებს

News.ge 

„სასწრაფომ მიცვალებული მიატოვა, იმიტომ რომ ვერ მოხერხდებოდა მათი გამოყვანა“, – ამის შესახებ საგარეჯოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, რომელიც  მომხდარს გადაურჩა. მისი თქმით, ყველას მიმართულებით ისროდა გამიზნულად. „მიცვალებულებთან ვიყავით მისული და ჩვენი მიმართულებითაც დაიწყო სროლა, თავის გადარჩენის მიზნით უკან გამოვიქეცით, სხვა გზა არ იყო. როდესაც დაინახა ხალხი ჩოჩქოლებდა და შეიკრიბა, ყველას მიმართულებით ისროდა უკვე. ის უმიზეზოდ ...

კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს

News.ge 

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილების, მათ შორის პოლიციელის ოჯახის წევრებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძიმარს უცხადებს. როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. „შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ... Читать дальше...



გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებს

News.ge 

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებს. „20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერი საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ის წუხელ ღამით სროლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"... Читать дальше...

პარლამენტის თავმჯდომარე უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უსამძიმრებს საგარეჯოში სროლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საქართველოს მოსახლეობას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. Читать дальше...

პრეზიდენტი უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს საგარეჯოში სროლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი განცხადება "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს", - წერია განცხადებაში. Читать дальше...

საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია

Radiotavisupleba.ge 

​წუხელ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი 37 წლის ოთარ ღვინაშვილია. ის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი იყო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. "ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი... Читать дальше...

კრიტიკულად მძიმეა საგარეჯოში დაჭრილი 21 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა

Radiotavisupleba.ge 

ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა. ინფორმაცია მედიას საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორმა მამუკა ოტიაშვილმა მიაწოდა. "21 წლის პაციენტს, რომელიც კრიტიკულად მძიმეა, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა მუცლის ღრუსა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში - დაზიანებულია არტერია და ვენა, რომელიც აღვადგინეთ. ამ ეტაპზე განაგრძობს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - თქვა კლინიკის დირექტორმა. Читать дальше...

მედია: აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი უკრაინაში გასულ კვირას საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

News.ge 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი გასულ კვირას კიევში იმყოფებოდა, ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები აქვს შეერთებულ შტატებს გაზაფხულზე რუსეთის საბრძოლო გეგმებთან დაკავშირებით, – ინფორმაციას მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. „დირექტორი ბერნსი გაემგზავრა კიევში, სადაც შეხვდა კოლეგებს უკრაინის დაზვერვიდან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის და გააძლიერა ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ...

იოჰანეს ჰანი: კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ

News.ge 

კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, – ამის შესახებ ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განიხილეს. „ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ, ადგილობრივად და გლობალურად მიმდინარე... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 9 სარაკეტო და 23 საავიაციო დარტყმა და 80-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაცხრილა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებული პუნქტები. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისევ მაღალია სამოქალაქო ობიექტებზე საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე. Читать дальше...

BBC: ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენებენ, მას პატიმრობა ემუქრება

News.ge 

მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით ბრალს არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენებენ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრალს ასევე წაუყენებენ იარაღის სპეციალისტს, ჰანა გუტიერეს რიდს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოლდუინსა და რიდს 18 თვემდე პატიმრობა და 5000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება ემუქრებათ. პროკურორების თქმით, შემთხვევას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. „მსახიობსა ...

ვახტანგ გომელაური საგარეჯოზე: სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო

News.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო პირია და მან სამსახური 2021 წელს დატოვა. “ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს. 2006 წლიდან მუშაობდა, 21 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს, რომ 21 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა, ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში, როგორც დაგვიდასტურეს”.- თქვა გომელაურმა. მინისტრმა ...

ვახტანგ გომელაური: ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს

News.ge 

საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგარეჯოში მომხდარის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. შს მინისტრის თქმით, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი. „ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული ...

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საგარეჯოში, 5 ადამიანის მკვლელობის ადგილზე

Radiotavisupleba.ge 

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საგარეჯოში, სადაც წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ყოფილმა სამხედრომ საცხოვრებელი სახლის აივნიდან ეზოში მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის ადგილზე მისული პოლიციელებიდან ერთ-ერთი. დაჭრილია 5 ადამიანი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან ჯერჯერობით არავის უშვებენ. აკრძალულია ტერიტორიაზე შესვლაც. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ, რომელმაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე... Читать дальше...

ადგილობრივები: პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა

News.ge 

რატომ გაიმეტა ყოფილმა სამხედრომ, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა 4 მეზობელი და 1 პოლიციელი სასიკვდილოდ, რის შემდეგაც თავი მოიკლა – ამასთან დაკავშირებით ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. ისინი ამბობენ, რომ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. ადგილზე მისულებს კი რამდენიმე ადამიანი დახვდათ გარდაცვლილი. როგორც ერთ-ერთი დაჭრილის დედა ამბობს, მისი შვილი ადგილზე სროლის ხმაზე გავიდა, სადაც მეზობლები ...

ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 6 ადამიანი მოკლა

News.ge 

თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 6 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია. ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. იყო ყოფილი სამხედრო იყო და ნამყოფია ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა. რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური ...

ადგილობრივების ინფორმაციით, ყოფილ სამხედროს, რომელმაც საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გახსნა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა

News.ge 

ადგილობრივების ინფორმაციით, ყოფილ სამხედროს, რომელმაც საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გახსნა, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მეზობლები საუბრისას აცხადებენ – მათი ინფორმაციით, მამაკაცი შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა. „თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *