Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 22.01.2023

თბილისში, უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა – მოქალაქეებმა მშვიდობის ხიდზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს

News.ge 

თბილისში, მშვიდობის ხიდზე უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქცია უკრაინის მოქალაქეების ორგანიზებით ჩატარდა და დღეს მსგავსი პერფორმანსი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და უკრაინის მხარდასაჭერი ბანერები გაშალეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიხაილო პუიანინმა განაცხადა, უკრაინის მოქალაქეების გარდა, დღევანდელ აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რისთვისაც მან ...

„ხალხი ფეხზეა, ცხედარს აქ არ მოვასვენებინებთო“ – გაურკვეველია, სად გადაასვენებენ ყოფილ სამხედროს

News.ge 

ნოდარ ათუაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გადაასვენებენ ყოფილ სამხედროს. „ვითომ იყო საუბარი, რომ აქ უნდა გადმოესვენებინათ, მაგრამ ხალხი გამოვიდა წუხელ და „არაო“. ხალხმა დააყენა ეს საკითხი. ქალბატონი ძალიან წნეხის ქვეშ ჰყავდა, სცემდა, აწამებდა. მეზობლებს ყველას ესმოდათ, მაგრამ ისეთი პიროვნება იყო, ყველას ეშინოდა. პირადად მე არ შემხვედრია, მაგრამ აგრესიული რომ იყო ყველასთვის, ეგ ...

კალიფორნიაში, მონტერეის პარკში სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა

News.ge 

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა იმ ადგილის სიახლოვეს მოხდა, სადაც ადამიანები ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ. ინციდენტი შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:20 საათზე მოხდა. ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი მამაკაცია. უცნობია, არის თუ არა ეჭვმიტანილი დაკავებული.

მსოფლიოს ათეულობით ქალაქში გაიმართა აქციები ნავალნისა და სხვა რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად

Radiotavisupleba.ge 

ამ დღეებში მსოფლიოს ათეულობით ქალაქში იმართება აქციები პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისა და სხვა რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. აქციები ტარდება რუსეთის საელჩოებთან ან ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. მათი მონაწილეები - ძირითადად რუსეთის მოქალაქეები - გამოდიან ასევე ომის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ უკრაინას. 17 იანვარს ორი წელი შესრულდა იმ მომენტიდან, როცა ნავალნი დააკავეს რუსეთში მისი დაბრუნების შემდეგ. ამის მერე ოპოზიციონერი ჯერ ე.წ. „ივ როშეს“ საქმის გამო მოათავსეს კოლონიაში... Читать дальше...

ბელარუსში მუსიკალური ჯგუფი "ექსტრემისტულ ფორმირებად" გამოაცხადეს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ) „ექსტრემისტულ ფორმირებად“ გამოაცხადა მუსიკალური ჯგუფი „Tor Band“, გომელის ოლქიდან. ამის შესახებ წერს ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაცია "Вясна". „ექსტრემისტთა“ რეესტრში შეიყვანეს ჯგუფის ყველა წევრი: დმიტრი გოლოვაჩი, მეუღლესთან ერთად, ევგენი ბურლო და ანდრეი იარემჩიკი. "Вясна"-ს ინფორმაციით, „Tor Band“-ის წევრები, მეუღლეებთან ერთად, 28 ოქტომბერს ქალაქ როგაჩევში დააკავეს. დეკემბრის ბოლოს ვრცელდებოდა ცნობები, რომ მუსიკოსები კვლავ იზოლატორში იყვნენ და მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. Читать дальше...

დუმის სპიკერი დასავლეთს "მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიით“ ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი დასავლეთის ქვეყნებს „გლობალური კატასტროფითა“ და „განადგურებით“ ემუქრება, თანამედროვე იარაღის უკრაინისთვის მიწოდების მასშტაბების გაზრდის საპასუხოდ. „კონგრესის წევრებმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ და ევროპის სხვა პარლამენტებმა უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე“, - დაწერა ვოლოდინმა კვირას, 22 იანვარს, ტელეგრამარხზე. მისი სიტყვებით, „თუკი ვაშინგტონი და ნატოს ქვეყნები მიაწვდიან შეიარაღებას [უკრაინას], რომელიც გამოყენებული... Читать дальше...

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ: მოლდოვა უკრაინის გამარჯვებას ელის, რათა დნესტრისპირეთის მშვიდობიან დეოკუპაციაზე მუშაობა გააგრძელოს

News.ge 

მოლდოვა უკრაინის გამარჯვებას ელის, რათა დნესტრისპირეთის მშვიდობიან დეოკუპაციაზე მუშაობა გააგრძელოს, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ Vocea Basarabiei-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ყველას იმედი გვაქვს და გვსურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, რათა ჩვენ შევძლოთ მუშაობის გაგრძელება ქვეყნის მშვიდობიან რეინტეგრაციაზე და რუსი სამხედროების გაყვანაზე მუშაობა, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე, მშვიდობიანი ...

ქუთაისში შუა ხნის ქალს სავარაუდოდ საკუთარი უფროსი ემუქრება – „ლიკვიდაციას მოგიწყობ საავადმყოფოშიო“

News.ge 

ქუთაისში შუა ხნის ქალი სავარაუდოდ, საკუთარი უფროსისგან ტერორის მსხვერპლი გახდა. შპს „ბალასტის“ მფლობელს, რომელსაც არარსებული ინფორმაციით, ქალი ოფისის დამლაგებლად არალეგალურად ჰყავდა დასაქმებული, თანამშრომელს ქურდობა დააბრალა. სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა გადაწყვიტა, რომ უფროსის ძაღლი, რომელიც კომპანიის უფროსმა სასტიკად სცემა, გადაერჩინა. ქალმა სოციალური ქსელით მოუწოდა სპეციალურ ორგანოებს ამ ფაქტისთვის ყურადღება მიექციათ. აღნიშნული ფაქტის გავრცელების შემდეგ, კომპანიის დირექტორი გათავისუფლებულ... Читать дальше...



პრიგოჟინმა თეთრ სახლს წერილი მისწერა: ძვირფასო ბატონო კირბი, გთხოვთ, განმარტოთ …

News.ge 

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თეთრ სახლს წერილი მისწერა, იმის გასარკვევად თუ „რა დანაშაულები ჩაიდინეს მისმა მებრძოლებმა“. „ძვირფასო ბატონო კირბი, გთხოვთ, განმარტოთ, რა დანაშაული ჩაიდინა ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიამ?“ – წერს პრიგოჟინი ჯონ კირბის მისამართით გაგზავნილ წერილში. 20 იანვარს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო ...

ექიმი: თავდასხმისას დაშავებულთაგან ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

News.ge 

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მესამე, 24 წლის მამაკაცი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უკეთესია. „ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დილისათვის დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკიდურესად მძიმედ არის... Читать дальше...

მედია: იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტს განიხილავს

News.ge 

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა თებერვალში უკრაინაში ვიზიტს და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია რამდენიმე სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის (G7)“ თავმჯდომარე ქვეყანას, სურს აჩვენოს, რომ აპირებს უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინაში კიშიდას შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით... Читать дальше...

ISW: უკრაინა იოლად ვერ დათმობდა ბახმუტს

Radiotavisupleba.ge 

ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ქალაქ ბახმუტის დასაცავად უკრაინული არმიის ძალისხმევა სავარაუდოდ სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიის დაცვა უკრაინას შესაძლოა მართლაც ართმევს ძალებს, რომლებიც მას შემდგომი კონტრშეტევისთვის ესაჭიროება; მაგრამ „უკრაინას საფასურის გადახდა მოუწევდა იმ შემთხვევაშიც, თუკი რუსეთის ჯარს უფლებას მისცემდა იოლად აეღო ბახმუტი“. „ბახმუტს, თავისთავად, არა აქვს ოპერატიული ან სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ... Читать дальше...

რეზნიკოვი: დავიწყებთ უკრაინული ეკიპაჟების წვრთნას გერმანული ტანკებისთვის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები გერმანული Leopard-2-ის ტიპის ტანკების მართვას პოლონეთში შეისწავლიან. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის გარღვევა და პროცესი დაიწყება ტანკების გადაცემაზე მიღებული უარის მიუხედავად. „ქვეყნებს, რომლებსაც უკვე აქვთ Leopard-2-ები, შეუძლიათ დაიწყონ ჩვენი სამხედროების სწავლება. ამით დავიწყებთ და უფრო წინაც წავალთ. ვიმედოვნებ, რომ გერმანია მიბაძავს მათ, გამართავს შიდა კონსულტაციებს და მიიღებს... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *