Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 24.01.2023

თანამდებობა დატოვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ

Radiotavisupleba.ge 

თანამდებობიდან გადადგა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შეიარაღებული ძალების ზურგის მომარაგებაზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა რეზნიკოვმა შაპოვალოვის გადადგომას მხარი დაუჭირა. სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა გადაწყვეტილება მიიღო, რათა კვების მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის ფონზე ხელი არ შეუშალოს არმიის სტაბილურ უზრუნველყოფას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად... Читать дальше...

სერ ლოურენს ფრიდმანი: “უკრაინელებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ, ვიდრე რუსებს”

Radiotavisupleba.ge 

“ეს ომი რუსეთს კარგს არაფერს მოუტანს. ვერცერთ თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწიეს და ამ ყველაფერმა რუსეთი უკან, წარსულში გადაისროლა... ძალიან ბევრ რუსს ეს კარგად აქვს გაცნობიერებული, მაგრამ აქ ერთგვარი აგონიის ეფექტია. “ - ეუბნება რადიო თავისუფლებას სერ ლოურენს დავიდ ფრიდმანი.

კინორეჟისორ გიორგი დანელიას “თბილისური მოგონება”

News.ge 

კინორეჟისორ გიორგი დანელიას “თბილისური მოგონება” თბილისში ვარ, ხვალ, მოსკოვში უნდა ვიყო, უსიკვდილოდ. სადიპლომო გამოცდა მაქვს სარეჟისოროზე. მივედი ავია სალაროებში და ბილეთები არ არის. ვაჩვენე ჩემი “მოსფილმის” საბუთი, ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა ვიყო მოსკოვში. რა აღარ მოვიგონე, რომ ჩავარდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაღება და მსგავსი ტყუილები, შედიან მდგომარეობაში, მაგრამ მპასუხობენ- ვერაფრით დაგეხმარებით, სამწუხაროდ, არაა ბილეთებიო. წავედი ...

რუსეთის საზღვრის ავტომობილით გადაკვეთის მსურველებს გამგზავრების თარიღის დაჯავშნა მოუწევთ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომლებიც რუსეთის საზღვრის მანქანით გადაკვეთისას თარიღისა და დროის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადება ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ევგენი მოსკვიჩოვმა წარადგინა. „რუსეთში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები გავრცელდება როგორც რუსეთის მოქალაქეების, ისე უცხოელების კუთვნილ ავტომანქანებზე. ამის შესახებ სააგენტო "ტასსი" იტყობინება. კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა სახელმწიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში. Читать дальше...

თიბისი USAID-თან და Savvy – სთან თანამშრომლობთ აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის განვითარების მიმართულებით ვორქშოფებს გამართავს

News.ge 

24-25-26 იანვარს, ქ. ბათუმში, თიბისის სათაო ოფისში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთათვის სამუშაო სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება. ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს თიბისი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და საკონსულტაციო ჯგუფ Savvy – სთან თანამშრომლობით ახორციელებს. USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს თიბისისთან საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების მიზნით. თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი ...

დააკავეს პირი, რომელიც 10 ადამიანს ფულის სანაცვლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვას დაჰპირდა - პროკურატურა

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ათ ადამიანს ატყუებდა, რომ ფულის სანაცვლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დაეხმარებოდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. გამოძიება მას თაღლითობას ედავება, დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს... Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: ლუგანსკში  სასტიკი ბრძოლები გრძელდება, ოკუპანტებმა დამატებით რაზმები შემოიყვანეს

News.ge 

„ლუგანსკში  სასტიკი ბრძოლები გრძელდება, ოკუპანტებმა დამატებით რაზმები შემოიყვანეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ბრძოლაში სისუსტეს არ გამოიჩენს. „სამხედრო მაღალჩინოსნებმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მომაწოდეს. რამდენიმე მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება. სასტიკი ბრძოლები გრძელდება ძირითადი ოპერატიული მიმართულებებით, განსაკუთრებით დონბასში. დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება. სამხრეთისთვის ბრძოლა გრძელდება. უკრაინა სისუსტეს არ გამოიჩენს. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო დამატებითი წინ გადადგმული ნაბიჯი... Читать дальше...



ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილო ტიმოშენკო პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „წარდგენილი განცხადების შესაბამისად, კირილო ტიმოშენკო გათავისუფლდეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში. შეგახსენებთ, მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

კალიფორნიაში ისევ მასობრივი მკვლელობა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ერთ დღეში ორი მკვლელობა მოხდა ამერიკის კალიფორნიის შტატში. ქალაქ ჰაფ-მუნ-ბეიში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა 7 ადამიანი მოკლა, 1 მძიმედ დაჭრა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ, პოლიციას თავად ჩაბარდა. ის 67 წლის ადგილობრივი მკვიდრი ჩჟაო ჩუნლია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. CNN-ის ცნობით, რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 1 ადამიანია მოკლული და 7 დაჭრილი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 22 იანვარს 11 ადამიანი მოკლეს კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეი-პარკში. Читать дальше...

ტიმოშენკომ დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა

Radiotavisupleba.ge 

კირილო ტიმოშენკომ დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა. მან დღეს, 24 იანვარს, ტელეგრამზე გამოაქვეყნა თანამდებობიდან წასვლის განცხადება, რომელიც 23 იანვრითაა დათარიღებული. ტიმოშენკო გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს და „ნდობისა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის“ მადლობას უხდის პრეზიდენტ ზელენსკის. ასევე, მადლობას უხდის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და ქალაქების მერებს, შეიარაღებულ ძალებს და ზოგადად, უკრაინელებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: ლუგანსკის ოლქში შეიმჩნევა რუსული ძალების პირადი შემადგენლობის შემცირება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 10 დღეა ლუგანსკის ოლქის ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში შეიმჩნევა რუსეთის სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის შემცირება. უკრაინის გენშტაბის თანახმად, პრაქტიკად იქცა, რომ წინა ხაზზე ძირითადად, მობილიზებულებს უშვებენ, რეგულარული ჯარების სამხედროები კი, ყველა საშუალებით ცდილობენ ზურგში დარჩენას. უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, ლუგანსკის საოკუპაციო ადმინისტრაციამ დაიწყო ქალაქიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების მეორე კორპუსის სამხედროთა ოჯახების ევაკუაცია რუსეთის ტერიტორიაზე. Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტსა და კიდევ 10 დასახლებულ პუნქტთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 9 სარაკეტო დარტყმა ხარკოვის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების დასახლებულ პუნქტებზე. ასევე, 27 საავიაციო დარტყმა და 79 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაცხრილა ლუგანსკის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებული პუნქტები. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, ქვეყნის... Читать дальше...

უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის ეკლესიის 20-ზე მეტ წარმომადგენელს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 20-ზე მეტ წარმომადგენელს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს. კიევის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პატრიარქ კირილეს ძმისშვილი მიხაილ გუნდიაევი, რომელიც რუსეთის წარმომადგენელია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რუსეთის ეკლესიის სინოდის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე, კლინის, ეკატერინბურგის, პერმის და ვლადიმირის და სუზდალის მიტროპოლიტები... Читать дальше...

მედიის ცნობით, თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანმა

Radiotavisupleba.ge 

თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს და მინისტრთა კაბინეტის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით. წყაროთა თანახმად, ტიმოშენკოს ნაცვლად პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ დანიშნავენ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას. გამოცემის ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებიც. Читать дальше...

უკრაინელ მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს - გამონაკლისი მივლინებაა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის პერიოდში, სახელმწიფო მოხელეები უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლას შეძლებენ მხოლოდ სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი ბრძანებულება 23 იანვარს გამოსცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს ინფორმაციით, სახელმწიფო მოხელეებს მივლინებების გარდა საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს მას შემდეგ, რაც სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა უსაფრთხოების... Читать дальше...

გაეროს წარმომადგენელი: არის მტკიცებულება უკრაინაში ბავშვების მიმართ ჩადენილ ომის დანაშაულებზე

Radiotavisupleba.ge 

გაეროს მიერ ახლახან დაარსებული, უკრაინის საკითხთა შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთი დამოუკიდებელი წევრი ამბობს, რომ გამომძიებლებმა მოიპოვეს ომის დანაშაულთა მტკიცებულებები, მათ შორის სექსუალური შინაარსის დანაშაულებისა ბავშვების მიმართ, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში - და რომ დანაშაულთა "უდიდესი უმრავლესობა" რუსეთის სამხედროების მიერაა ჩადენილი.  რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურთან ინტერვიუში სამი გამომძიებლიდან ერთ-ერთმა, იასმინკა ჯუმჰურმა 23 იანვარს თქვა, რომ უკრაინაში... Читать дальше...

ერდოანი შვედეთს: სტოკჰოლმში აქციების შემდეგ, ნუ გექნებათ ნატოში გაწევრიანების საკითხში თურქეთის მხარდაჭერის მოლოდინი

Radiotavisupleba.ge 

შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს მის სწრაფვას ნატოში, მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან გაიმართა აქცია, რომელზეც ყურანის ასლი დაწვეს - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 23 იანვარს.  სტოკჰოლმში აქციები შაბათ-კვირას გაიმართა, თურქეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილის წინააღმდეგ. ამ აქციებმა, რომლებზეც ყურანის ასლი დაწვეს, კიდევ უფრო მეტად გააღრმავა დაძაბულობა თურქეთთან, რომლის მხარდაჭერაც შვედეთს ალიანსში გაწევრიანებისთვის ესაჭიროება. Читать дальше...

მედვედევი: უკრაინაში მიზნების მიღწევა მნიშვნელოვანია, რათა მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობა და სიცოცხლის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ

News.ge 

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს აცხადებს, რომ უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის მიზნების მისაღწევად მთელი რუსეთი უნდა გაერთიანდეს. მისივე თქმით, უკრაინის ომში წარმატება მოქალაქეთა „კეთილდღეობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო“. „ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიის ძალიან რთულ, შეიძლება ითქვას, გარდამტეხ მომენტში. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია ფედერალური, რეგიონალური და მუნიციპალური ...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს შეხვდა

News.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ტინი კოქსმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „აღინიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების მიმართულებით გაწეულ პროგრესს. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *