Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 06.11.2023

თბილისი გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას და დოთიაშვილის გადმოცემას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით გამართული საგანგებო შეხვედრა დასრულდა. თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა: გატაცებული 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა. როგორც შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, დოთიაშვილი არის „ოქროს მოწმე. „დასრულდა საგანგებო შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. Читать дальше...

ზელენსკი ამბობს, რომ ომის დროს არჩევნებზე ლაპარაკი "უპასუხისმგებლობაა"

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "უპასუხისმგებლობა" უწოდა საყოველთაო არჩევნების ჩატარებაზე ლაპარაკს ომის პირობებში - რითიც მიანიშნა, რომ არჩევნები, რომელიც წესით გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, შესაძლოა გადაიდოს. "ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის დროს, როცა ამდენი გამოწვევაა, სრულიად უპასუხისმგებლო იქნება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებთან ასეთი არასერიოზული მიმართება" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს გამოსვლაში. "უნდა დავინახოთ, რომ ახლა თავდაცვის დროა, ბრძოლის დრო, რომელზეც დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მისი ხალხის ბედი... ვფიქრობ... Читать дальше...

კიევთან აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ზალუჟნის თანაშემწე

Radiotavisupleba.ge 

6 ნოემბერს აფეთქების შედეგად დაიღულა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის მაიორი გენარი ჩასტიაკოვი - იუწყება თავად ზალუჟნი ტელეგრამით. ზალუჟნი წერს, რომ ჩასტიაკოვი დაიღუპა "ტრაგიკულ გარემოებებში, თავის დაბადების დღეზე, ოჯახურ წრეში". ზალუჟნის თქმით, აფეთქდა ჩასტიაკოვის მიერ დაბადების დღეზე მიღებული ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც ჩასტიაკოვმა შინ მიიტანა. თავისი მრჩევლის და მეგობრის სიკვდილს ზალუჟნი უწოდებს "გამოუხატავ ტკივილს და მძიმე დანაკარგს" როგორც პირადად მისთვის... Читать дальше...

იტალია ალბანეთში გახსნის ზღვით ჩასული მიგრანტების მიმღებ ცენტრებს

Radiotavisupleba.ge 

იტალია აპირებს ალბანეთში ააშენოს საზღვაო გზით ჩასული მიგრანტების მიმღები ცენტრები - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ 6 ნოემბერს, როცა ისაუბრა თავის გეგმაზე შემცირდეს მიგრანტთა რაოდენობა, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. მელონის თქმით, ალბანეთის ცენტრები 2024 წლის გაზაფხულზე გაიხსნება და მათში პირველ ეტაპზე განთავსდება 3000-მდე ადამიანი. მელონის განცხადებით, იტალიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ ცენტრებს წელიწადში 36 000-მდე მიგრანტის მიღების საშუალება ექნება. 2023 წელს... Читать дальше...

გაერო აცხადებს, რომ ისრაელისა და "ჰამასის" ომს ემსხვერპლა მისი 88 თანამშრომელი

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ჰუმანიტარული მიმართულების 88 თანამშრომელი დაიღუპა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში - განაცხადეს გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებმა და გამოვიდნენ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით. "თითქმის ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო თვალს ადევნებს ისრაელსა და პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სიტუაციას, თავზარდაცემული და შეძრწუნებული ადამიანთა სიცოცხლის განადგურებით და ნგრევით" - განაცხადეს გაეროს უწყებების, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და იუნისეფის ხელმძღვანელებმა 5 ნოემბერს. Читать дальше...

ჯაღმაიძის შეფასებით, მლეთის ტაძარის შესახებ სიუჟეტებმა კირბალთანაც გაამძაფრა საფრთხეები

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ლომისის ეკლესიის ნიშთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზმა გაიხსენა საკუთარი განცხადება და კვლავ გააკრიტიკა კირბალის მთაზე, ეკლესიის ნიშთან საქართველოს დროშის აღმართვა, რასაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ტაძრის შესასვლელის აჭედვა მოჰყვა. „ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის... Читать дальше...

EUMM-ი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქის მკვლელობას განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში. ის ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. მისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ. როგორც განცხადებაში არის აღნიშნული, EUMM ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.  „ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ... Читать дальше...



კირბალთან მოკლული თამაზ გინტური გორის საკრებულოს წევრის ძმაა

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის შესასვლელი ამ წუთებში პოლიციას აქვს გადაკეტილი. მედიას სოფლის ცენტრსა და საოკუპაციო ხაზთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. იქვე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. სოფელში შევიდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური არის გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმა. Читать дальше...

კნინობითი ბოროტება. ეკატერინა მარგოლისი – სენტიმენტალურობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ მცირე საქმეების თეორიასა და დიდ ბოროტებას შორის უშუალო კავშირზე. არაერთხელ შემიმჩნევია (და დარწმუნებული ვარ თქვენც, ყურადღებიანმა მკითხველებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმაც შეამჩნიეთ), რომ ყველაზე კაციჭამიურ კომენტარებს ტოვებენ დეიდები ან ყმაწვილქალები, რომელთა გვერდები სოციალურ ქსელებში დამშვენებულია ფისოებით, ყვავილებითა და "სიკეთისა და პოზიტივის სხივებით." და ეს შემთხვევითი არ არის. სენტიმენტალურობა ადამიანურობის ანტონიმია. სენტიმენტალურობა მხოლოდ სხეულის ზედაპირული ემოციური რეაქციაა... Читать дальше...

გაეროს უწყებები ერთიანი მოწოდებით გამოდიან ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

გაეროს რამდენიმე მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელებმა ორშაბათს ერთიანი მოწოდება გამოთქვეს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის დამყარების შესახებ, იმ ფონზე, როცა ისრაელი აძლიერებს საჰაერო შეტევებს უკვე თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში. მოწოდების 18 ხელმომწერს შორის არიან ვოლკერ ტურკი, ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისარი, ტედროს ადანომ ღებრეისუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მარტინ გრიფიტი, გაეროს დახმარების ხელმძღვანელი. "მთელი მოსახლეობა ალყაშია მოქცეული და თავდასხმის ქვეშაა... Читать дальше...

კადიროვი აცხადებს, რომ "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლების ჯგუფი მის ძალებთან ერთად გადის წვრთნას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის ავტორიტარი ლიდერი, რამზან კადიროვი 6 ნოემბერს ტელეგრამით წერს, რომ გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლების ჯგუფი ჩეჩნეთში გადის წვრთნას მის ძალებთან ერთად. კადიროვს არ დაუკონკრეტებია რამდენი ყოფილი "ვაგნერელი" მონაწილეობს წვრთნებში. "ვაგნერის" მებრძოლებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ მძიმე ბრძოლებში მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში. "ვაგნერის" დამაარსებელი და ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი აგვისტოში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მანამდე, ივნისში, პრიგოჟინი... Читать дальше...

უკრაინა ევროკავშირისგან მიმდინარე კვირაში დადებით ანგარიშს ელოდება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მაღალჩინოსანმა 6 ნოემბერს გამოაცხადა, რომ კიევი ევროკავშირისგან მიმდინარე კვირაში "დადებით" შეფასებას ელის მისი პროგრესისა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, და რომ მან ყველა საჭირო რეფორმა განახორციელა. ამ განცხადებებით ვიცე-პრემიერი ოლჰა სტეფანიშინა "როიტერსთან" გამოვიდა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის კომისია 8 ნოემბერს გამოსაქვეყნებლად ამზადებს ანგარიშს, რომელიც, კიევის იმედით, ბლოკის წევრებს რეკომენდაციას მისცემს დეკემბერში უკრაინასთან გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკების დასაწყებად. Читать дальше...

ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. მისი შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობა ოკუპაციის მძიმე შედეგებზე მეტყველებს.  პრემიერმა საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.  „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე. Читать дальше...

დასამცირებლად კაცს კაბა ჩააცვეს და ვიდეო გადაუღეს - რა მოხდა კახეთის სოფელში

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი ადამიანი დააკავეს. გამოძიება მათ თანასოფლელის დამცირებას, პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. პროკურატურამ სამივე მათგანს ბრალდება უკვე წარუდგინა. გურჯაანის სასამართლომ კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირები სოფელში „დავების მომგვარებელი ჯგუფის“ სახელით არის ცნობილი. ამას რამდენიმე წყარო გვიდასტურებს. შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა. დაკავებულებმა სოფლის მოსახლეობის ნაწილის თანდასწრებით, 29 წლის მამაკაცს კაბით ქუჩა-ქუჩა სიარული აიძულეს.

პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმას უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი „ტვიტერი") გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებას ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად აფასებს.  „ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს  უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები... Читать дальше...

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სროლა მსხვერპლით და საქართველოს მოქალაქის გატაცებით დასრულდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე. „6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო... Читать дальше...

ოდესაზე რუსეთის იერიშის შემდეგ უკრაინამ გამოაცხადა მასშტაბური საჰაერო განგაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ 6 ნოემბერს მასშტაბური საჰაერო განგაში გამოაცხადა და მოქალაქეებს მიმართა თხოვნით თავშესაფრებში წავიდნენ, რადგან შესაძლოა რუსეთმა კვლავ განახორციელოს დარტყმები. განგაში გამოცხადდა ადგილობრივი დროით შუადღისას, მას მერე, რაც რუსეთმა ერთი დღით ადრე რაკეტებით და დრონებით დარტყმები მიაყენა ოდესას, უკრაინის შავი ზღვის მთავარ პორტს, რასაც მოჰყვა სულ მცირე რვა ადამიანის დაჭრა, დაზიანდა ცნობილი მუზეუმი და საცხოვრებელი სახლები ქალაქის ისტორიულ ცენტრში, დრონების ნამსხვრევებისგან ხანძარი გაჩნდა მარცვლეულის საწყობში. Читать дальше...

ღარიბაშვილი: ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.  პრემიერმა მათ მიმართა, რომ ვიზიტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის განმსაზღვრელ მომენტში შედგა. „ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისადმი თქვენი მხარდაჭერის თვალსაჩინო დადასტურება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  მთავრობის თავმჯდომარე ელის, რომ 8 ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ დადებით შეფასებას გამოაქვეყნებს. Читать дальше...

მხოლოდ ჭორები... არ ვიცით, რა ელით ჩვენს შვილებს - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების მიმართვა

Radiotavisupleba.ge 

„ამ ბავშვების თერაპიის გარეშე დატოვება, იცი, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს მომატებულ ობსესიას, ქცევის გართულებას, თვითდაზიანებას, ოჯახის წევრების დაზიანებას, სოციალიზაციის დარღვევას“, - მიხსნის მარი კორკოტაძე, აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის დედა და აქტივისტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში მსხვერპლის რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

Radiotavisupleba.ge 

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელთან ომის შედეგად პალესტინელთა მსხვერპლის რიცხვმა გადააჭარბა 10 000-ს ადამიანს. 6 ნოემბერს გავრცელებული ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს სიმძიმეს ბრძოლისა, რომელიც სწრაფად გადაიქცა ყველაზე სისხლიან ომად ისრაელის 75 წლის წინ დაარსების შემდეგ. ომმა იფეთქა 7 ოქტომბერს, როცა "ჰამასის" ექსტრემისტებმა ღაზიდან ისრაელზე მიიტანეს შეტევა, დახოცეს 1400-ზე მეტი ადამიანი და მძევლად აიყვანეს 240-მდე პირი. ისრაელმა ამას უპასუხა ძლიერი საჰაერო იერიშებით... Читать дальше...

"თუ სურს რუსეთი და ძალაუფლება შეინარჩუნოს, ომი უნდა გააგრძელოს" - ზიგარი პუტინზე, ზელენსკიზე, იმპერიულ სიბრმავეზე

Radiotavisupleba.ge 

„დღეს რასაც ვხედავთ, ამას ომის ნორმალიზაცია ჰქვია - ომს თვალი შევაჩვიეთ. და ეს მარტო იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი დაშინებულია და ურჩევნიათ თავი დაიბრმავონ და ისე მოიქცნენ, თითქოს არაფერი ხდება; ნაწილობრივ აქ დასავლეთის პასუხისმგებლობაცაა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რუსი ავტორი და ჟურნალისტი, მიხაილ ზიგარი. რაში ხედავს ის დასავლეთის პასუხისმგებლობას, რას ფიქრობს კოლექტიურ დანაშაულსა და სასჯელზე თანამედროვე რუსეთში და რატომ დატოვა რუსეთი - ზიგარი ვაჟა თავბერიძეს ნიუ-იორკიდან ელაპარაკა. Საუბარი მათ 2022 წლის 24 თებერვლით დაიწყეს... Читать дальше...

კრემლი თავს არიდებს პირდაპირ განაცხადოს გადაწყვიტა თუ არა პუტინმა კენჭისყრა 2024 წელს

Radiotavisupleba.ge 

კრემლმა 6 ნოემბერს არც დაადასტურა და არც უარყო ცნობა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა კენჭი იყაროს 2024 წლის მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში - კრემლმა მხოლოდ ის თქვა, რომ პუტინს ამ საკითხზე ჯერ "განცხადება არ გაუკეთებია". მანამდე სააგენტო როიტერსმა გაავრცელა ცნობა, რომელშიც რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ პუტინმა მიიღო კენჭისყრის გადაწყვეტილება - რის შედეგადაც ის, შესაძლოა, ხელისუფლებაში დარჩეს სულ მცირე 2030 წლამდე. ამ ცნობის პასუხად, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *