Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 15.11.2023

IRI: 73%-ის აზრით, რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში ჩაატარა, ასახავს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებას. შეკითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს პასუხობს. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, როგორც IRI აცხადებს, ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში... Читать дальше...

IRI-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა: „ქართული ოცნება" 25%, ენმ - 13%

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები, რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (პირველი არჩევანი) ყველაზე მეტი მოქალაქის აარჩევანი მმართველი პარტიაა. მეორე ადგილს კი „ნაციონალური მოძრაობა იკავებს".  25% - ქართული ოცნება 13% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - მიხეილ სააკაშვილი 4% - „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია 3% - „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე. 1% - „ხალხის ძალა“. Читать дальше...

ტოვებს თუ არა სომხეთი რუსეთის ორბიტას?

Radiotavisupleba.ge 

ერევანმა ჯერ წარმომადგენელი გაიწვია რუსეთის ლიდერობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუხო), 13 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს ამ ორგანიზაციის მომდევნო სამიტში, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართება.

ავღანელების მასობრივი დეპორტაცია მეზობელი ქვეყნებიდან უკან, თალიბანის „ისლამურ საამიროში“

Radiotavisupleba.ge 

ირანი და პაკისტანი, ასევე თურქეთი, ამ ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ მილიონობით ავღანელს უკან სამშობლოში აბრუნებენ.

უფასო რუსული დენი ფასიანი გახდა - აფხაზეთი „ბნელი ზამთრის“ საფრთხის წინაშე

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი აღარ აპირებს უსასყიდლოდ მიაწოდოს სოხუმს ელექტროენერგია, რომლის იმპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში.

დანიგანი „ტრენინგების საქმეში" USAID-ის შესაძლო მონაწილეობაზე: იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა პირველ ინტერვიუში, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მისცა, „ტრენინგების საქმის" შესახებ შეკითხვას უპასუხა. დიპლომატი „რევოლუციურ სცენართან" USAID-ის დაკავშირებას სასაცილოდ მიიჩნევს.  „თუკი თქვენი შეკითხვა სწორად გავიგე, დავიწყებ წინაპირობით, რომელიც იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს - არა იმაზე, რაც თქვენ თქვით, არამედ რაც სხვებმა თქვეს USAID-ის ჩართულობაზე", - თქვა მან.  ელჩმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გააკეთა აქცენტი. Читать дальше...

საფრანგეთი: პალესტინელმა ხალხმა არ უნდა გადაიხადოს საზღაური „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის

Radiotavisupleba.ge 

პალესტინელმა მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს საზღაური იმ ბოროტმოქმედებებისთვის, რაც დაჯგუფება „ჰამასმა“ ჩაიდინა ისრაელის წინააღმდეგ, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა ალ-შიფის საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო.   „არ შეიძლება პალესტინის მოსახლეობის იძულება, ზღოს ‘ჰამასის’ ბოროტმოქმედებები, მით უმეტეს, დაუცველმა, დაჭრილმა და ავადმყოფმა ადამიანებმა, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებმა, რომლებიც მამაცურად განაგრძობენ თავიანთ... Читать дальше...



ინტერვიუ ლაზარე გრიგორიადისთან: საბოლოო ჯამში, მჩაგვრელთა მჩაგვრელი ვარ 

Radiotavisupleba.ge 

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო ფინალურ ეტაპზე გადადის. 7-9 მარტის აქციების მონაწილის წინააღმდეგ ბრალდებას 12 მოწმის დაკითხვა აქვს დარჩენილი, დაცვის მხარეს - 3. ამ საქმეში პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ლაზარე გრიგორიადისმა აქციებისას სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა და პოლიციის მანქანა დაწვა. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პატიმრობის მეშვიდე თვეს, ოქტომბრის ბოლოს რადიო თავისუფლებამ ლაზარე გრიგორიადისს გლდანის ციხეში 15 კითხვა გაუგზავნა. Читать дальше...

დარია ტრეპოვამ სასამართლოზე არ აღიარა ბრალი ბლოგერ ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის საქმეში

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგში დაიწყო სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის აპრილში ქალაქის კაფეში მომხდარი აფეთქების საქმეზე, რასაც მოჰყვა ომის მომხრე ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის სიკვდილი. გამოძიება აფეთქებას ტერაქტად აფასებს. ბრალდებულმა დარია ტრეპოვამ არ აღიარა ტერორისტული თავდასხმა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო მოხმარებაში ბრალდებები. მან დანაშაული აღიარა მხოლოდ საბუთების გაყალბების მუხლში, იუწყება „ფონტანკა“ სასამართლო დარბაზიდან. სასამართლოში საბრალდებო დასკვნა წაიკითხეს. გამომძიებლების თქმით, ტრეპოვამ კაფეში შეიტანა ფიგურა... Читать дальше...

ფრანგული იარაღი სომხეთს საქართველოს გავლით - რა შეიცვალა?

Radiotavisupleba.ge 

სომხეთს, რომელიც ყარაბაღის მეორე ომში მარცხის შემდეგ სამხედრო შეიარაღების აღდგენასაა შეჭიდებული, საფრანგეთმა 24 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი გაუგზავნა - საქართველოს გავლით. ამან  აზერბაიჯანი, რომელიც მუდმივად გმობს სომხეთის შეიარაღების მცდელობებს, გააღიზიანა.

ზაკო, დაჩი, ნიკოლოზი და იოანე - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების პირველი ინიექცია

Radiotavisupleba.ge 

14 წლის ზაკო, 13 წლის დაჩი, 14 წლის ნიკოლოზი და 4 წლის იოანე ის მოზარდები არიან, რომლებმაც საქართველოში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის ახალი ისტორიის წერა დაიწყეს.

რობინ დანიგანი "ტრეინინგების საქმესა" და "გლობალური ომის პარტიაზე": სასაცილოა...

Radiotavisupleba.ge 

„ნატოს სჭირდება დაინახოს სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯებს დემოკრატიის განსამტკიცებლად“ - განაცხადა რობინ დანიგანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში. პირველ ინტერვიუში ის ლაპარაკობს აგრეთვე: ოკუპაციაზე, უსაფრთხოებაზე, სანქციებზე, არჩევნებზე.

"დილის საუბრები": "რონდელის მსოფლიო რადარი"

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერების შეხვედრამდელი აქცენტები, ჯოზეფ ბაიდენისა და სი ძინ პინის პრიორიტეტები და კონტექსტი, - ამ სამიტს ეხება რუბრიკის უდიდესი ნაწილი. მოისმენთ აგრეთვე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ანალიზს რონდელის ფონდის უფროსი მკვლევრის, ბუკა პეტრიაშვილისგან.

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოიწონა

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ოთხშაბათს მიიღო წინადადება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის შემოღების შესახებ. შეთავაზებულ ზომებს შორისაა ემბარგო რუსული ალმასებით ვაჭრობაზე. წარდგენილი პაკეტის მიღებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მისი დაგზავნის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters-ი. ევროკავშირი არ ასახელებს წარდგენილი ზომების სრულ სიას. მაგრამ ადრე რამდენიმე მათგანი ცნობილი გახდა მსოფლიო მედიისთვის. მაგალითად, გამოცემა Politico წერს... Читать дальше...

იური კობალაძე МГИМО-დან გაუშვეს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГИМО) საერთაშორისო ჟურნალისტიკის  ფაკულტეტის დეკანის  მოადგილე  იური კობალაძე უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ და რაც მან ლექციის წასაკითხად მიიწვია  უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე ტელეწამყვანი ივან ურგანტი. ინფორმაციას ტელეგრამის არხები "Осторожно, Москва" და "Абзац"  წყაროებზე, მათ შორის, სტუდენტბზე დაყრდნობით ავრელებენ. კობალაძის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ „Медуза“-მ  შეამჩნია, რომ... Читать дальше...

„თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ" - ხიდაშელი ამბობს, რომ რაჭის სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქართულ მედიას მიაწოდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, ის საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. კომპანიის თანახმად, ხიდაშელის გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება „სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს". „ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის... Читать дальше...

ყველაფერი, რაც 5G ინტერნეტზე უნდა იცოდე: რატომ არის საჭირო, როდის და ვისთვის იქნება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში “მეხუთე თაობის” ინტერნეტი ინერგება. 5G უახლესი და უსწრაფესი მობილური ინტერნეტია, რომლის შესაძლებლობები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაფერზე, რაც შეიძლება საქართველოში მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვას უკავშირდებოდეს.

ადამ კადიროვს მეშვიდე ორდენი მიანიჭეს - ამჯერად ისლამის დაცვისთვის

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა, ადამმა, მიიღო კიდევ ერთი ჯილდო - პირველი ხარისხის ორდენი „ისლამის რელიგიის მსახურებისთვის“. ეს ადამ კადიროვის მეშვიდე ჯილდოა ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში. მას ორდენი გადასცა ჩეჩნეთის მუფთმა, სალახ მეჟიევმა, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ყველა მუფთისა და „სხვა ქვეყნების გამოჩენილი რელიგიური მოღვაწეების“ თანდასწრებით, - განაცხადა ჩეჩნეთის პრესის მინისტრმა ახმედ დუდაევმა. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა კონფერენციაზე სულიერი და მორალური ფასეულობების შესახებ. Читать дальше...

ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია. ოფიციალური ცნობით, ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა... Читать дальше...

ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას მეთანის ემისიის შემცირების ზომებზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას მეთანის ემისიის შემცირების ზომებზე, ერთ-ერთი მთავარი სათბურის აირისა, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას. მეთანის დაახლოებით 60% ატმოსფეროში ხვდება ადამიანის საქმიანობის შედეგად, ამ რაოდენობის მესამედი მოდის ენერგეტიკულ სექტორზე. 2021 წლიდან 149 ქვეყანამ დადო პირობა, რომ 2030 წლისთვის მეთანის ემისიებს მთლიანობაში 30%-ით შეამცირებს. ევროკავშირის შეთანხმება ავალდებულებს ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის კომპანიებს, რეგულარულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთი... Читать дальше...

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და მისი სამი თანამოაზრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებით. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია Civil Rights Defenders-ი იტყობინება. დაკავების ორდერი მოჰყვა ორი თავდასხმის სისხლის სამართლის გამოძიებას, რომლებიც დაკავშირებულია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან 2013 წლის აგვისტოში ქალაქ დუმასა და აღმოსავლეთ ღუტის რეგიონში. მაშინ ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *