Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 09.11.2023

ზელენსკიმ ხელი მოაწერა 90 დღით საომარ მდგომარეობას, გენერალურ მობილიზაციას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს საომარ მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გაგრძელებას. ამის ფონზე რუსეთმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე. „უზენაეს რადას“ 8 ნოემბერს მიღებული კანონები აგრძელებს საომარ მდგომარეობას და საერთო მობილიზაციას 2024 წლის 14 თებერვლამდე. საომარი მდგომარეობა უკრაინაში შემოღებულ იქნა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღეს. პარალელურად გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. Читать дальше...

ილია მეორე: ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას

Radiotavisupleba.ge 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე განცხადებით გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. პატრიარქი იმედოვნებს, რომ საქართველო ღირებულ წვლილს შეიტანს დიდი ევროპული ოჯახის წინსვლაში. „ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. წლების განმავლობაში ევროკომისართა... Читать дальше...

ხერსონის დეოკუპაცია: უკრაინის დიდი წარმატება, რომელიც ჯერჯერობით ბოლოა

Radiotavisupleba.ge 

9 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების იმდროინდელმა სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, უკრაინის არმიის თითქმის ორთვიანი მძლავრი შეტევების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს „არამარტივი გადაწყვეტილების“ მიღება - ქალაქ ხერსონის ჩაბარება და იქ მყოფი დაჯგუფების მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაყვანა შესთავაზა. იმ თათბირზე ხერსონის ბედი გადაწყდა. 11 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში შევიდნენ. Читать дальше...

თეთრი სახლი: ისრაელელები დათანხმდნენ ცეცხლის ოთხი საათით შეწყვეტას, რათა ადამიანებს ღაზის დატოვების საშუალება მისცენ

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი დათანხმდა 9 ნოემბრიდან ღაზის ჩრდილოეთში საბრძოლო ოპერაციების შეჩერებას დღეში ოთხი საათით, - განაცხადა თეთრმა სახლმა. ეს პირველი ასეთი ნიშანია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომში, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რეგიონული კონფლიქტის შიში გააჩინა. სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, ეს პაუზები საშუალებას მისცემს ხალხს, გაიქცნენ ორი ჰუმანიტარული დერეფნით, რაც ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯებია. "ისრაელელებმა ჩვენ გვითხრეს, რომ პაუზის... Читать дальше...

გაათავისუფლეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გატაცებული ლევან დოთიაშვილი

Radiotavisupleba.ge 

6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთში გადასცა საქართველოს სამართალდამცველებს. გათავისუფლების შემდეგ ლევან დოთიაშვილმა მედიასთან დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა. „ცუდად ვარ და ხვალ გაგესაუბრებით", - უთხრა მან ჟურნალისტებს. დოთიაშვილს სახეზე დაზიანების კვალი აღენიშნება. ამ საკითხზე ერგნეთში ილაპარაკა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. „გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება. Читать дальше...

აშშ კონფლიქტის შემდეგ ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაციას არ ეთანხმება - თეთრი სახლი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი არ ეთანხმება ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ოკუპაციას კონფლიქტის შემდეგ. Reuters-ის სააგენტოს მოჰყავს 9 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის ნათქვამი, რომ აშშ და ისრაელი მეგობრები არიან და ყველა ცალკეულ საკითხზე თანხმობა არ უნდა ჰქონდეთ.



ომი ნიუანსების გარეშე

Radiotavisupleba.ge 

7 ოქტომბრის ტერაქტების შემდეგ მსოფლიოს ქალაქები ერთმანეთს ეჯიბრებიან ანტისემიტიზმში: სინაგოგების დაბომბვა მოლოტოვის კოქტეილით (გერმანია), ებრაული სასაფლაოების შებღალვა (ავსტრია), ებრაელთა დაჭრა (საფრანგეთი), ცემა-ტყეპა ფატალური შედეგით (აშშ) და ა.შ. ყველაფერთან ერთად გულსატკენი ის არის, რომ ეს პოგრომები ხდება ბროლის ღამის (1938 წლის 9-10 ნოემბერი) 85 წლის თავზე. მოკლედ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ანტისემიტები ტოლობის ნიშანს სვამენ ისრაელის პოლიტიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ებრაელებს შორის. Читать дальше...

„ისლამური ჯიჰადი“ მზადაა გაათავისუფლოს ორი ისრაელელი მძევალი

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ის სააგენტო ავრცელებს ცნობას, რომ ღაზაში მოქმედი „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებული ფრთა მზადაა გაათავისუფლოს ორი ისრაელელი მძევალი, ქალი და ბიჭი, ჰუმანიტარული და სამედიცინო მიზეზების გამო. ამის შესახებ განცხადება ჩანაწერის სახით გააკეთა „ალ-ყუდსის ბრიგადების“ წარმომადგენელმა 9 ნოემბერს. მისივე თქმით, გათავისუფლება მოხდება შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ. 7 ოქტომბერს ისრაელში შეჭრისას მძევლად იქნა აყვანილი დაახლოებით 240 მძევალი, ისრაელის და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები. მას შემდეგ... Читать дальше...

აშშ-ის და ისრაელის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები კატარში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) და ისრაელის საგარეო დაზვერვის უწყების - „მოსადის“ ხელმძღვანელებმა 9 ნოემბერს შეხვედრა გამართეს კატარში, დოჰაში, სადაც იყინი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოელაპარაკნენ. Reuters-ის ცნობით, CIA-ის დირექტორის, უილიამ ბერნსის, "მოსადის" ხელმძღვანელის, დავიდ ბარნეას და მასპინძლის კატარის პრემიერის, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვედრა გაიმართა მას მერე, რაც კატარელ შუამავლებს წინა დღით მოლაპარაკება ჰქონდათ რადიკალური დაჯგუფების, „ჰამასის“ პოლიტიკური... Читать дальше...

"მყიფე მშვიდობა", მკვლელობა კირბალის ეკლესიასთან და ზღვარი სიფრთხილესა და შეგუებას შორის

Radiotavisupleba.ge 

კირბალის ლომისის ეკლესია საოკუპაციო ხაზის მიღმაა დარჩენილი. ამ გამყოფ ხაზს ცხინვალი საზღვარს უწოდებს და მას რუსეთის "ეფესბე" იცავს. ლომისაში თანასოფლელებთან ერთად ასული 58 წლის თამაზ გინტური 6 ნოემბერს ე.წ. მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს - გაიტაცეს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს 9 ნოემბერს გაათავისუფლებენ

Radiotavisupleba.ge 

ოსური „სახელმწიფო" საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, რომ 6 ნოემბერს გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ხუთშაბათს, 9 ნოემბერს გაათავისუფლებენ. დე ფაქტო „კაგებე" კვლავ აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯგუფმა „დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი, გაუწია მესაზღვრეებს წინააღმდეგობა, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას". განცხადებაში განმარტებულია, დოთიაშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები. „იმის გათვალისწინებით... Читать дальше...

ისრაელის ელჩი ილია მეორეს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. „საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა განმავლობაში არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთანავე, ქ-ნმა ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ", - ვკითხულობთ ცნობაში. Читать дальше...

ღარიბაშვილმა მაკრონი საქართველოში მოიწვია - პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში, მშვიდობის ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელისეს სასახლეში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ილაპარაკეს  ევროკომისიის რეკომენდაციაზე, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. „საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე ცნობით... Читать дальше...

ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე: ევროკავშირი ცდილობს პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაიტანოს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ნოემბერს რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე. როგორც ბრიფინგზე განაცხადა ზახაროვამ, ევროკავშირი ხელმძღვანელობს პოლიტიზებული და ცრუ შეფასებებით და რუსეთს ადანაშაულებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში. „გაკვირვებული ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით, იქ იგნორირებულია ოსური მხარის მიერ მიცემული აშკარა ფაქტები და დეტალური განმარტებები. Читать дальше...

ესპანეთში სოციალისტები და კატალონიელი სეპარატისტები სამთავრო კოალიციაზე თანხმდებიან

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთის მედია იტყობინება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ სამთავრობო კოალიციის შექმნისთვის მოლაპარაკებისას შესაბამის შეთანხმებას მიაღწია კატალონიელი სეპარატისტების პარტია „ერთად კატალონიასთან“. შეთანხმებას გამოეხმაურა კატალონიელი სეპარატისტების ხელმძღვანელი კარლეს პიუჩდემონი, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს. მან განაცხადა, რომ სოციალისტებთან შეთანხმება ესპანეთსა და კატალონიას შორის ისტორიული კონფლიქტის მოგვარების დასაწყისია. ივლისში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ... Читать дальше...

Это не по-европейски – президента Грузии вновь обвинили в нарушение Конституции

ИА «Новости-Грузия» 

Европейцам будет непонятно, что в этот исторический момент европейской интеграции политический представитель страны высокого ранга нарушает Конституцию, заявил вице-спикер парламента

კირბალში ჩავიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები

Radiotavisupleba.ge 

სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებმა. თამაზ გინტურს შაბათს, 11 ნოემბერს, დაკრძალავენ. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არ შეიძლება, საქართველო ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობდეს. „მივუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს. პატრიოტი ადამიანი დავკარგეთ... ის მთელი სოფლისთვის, მთელი ამ უბნისთვის თვალისჩინივით, ყველა მას პატივს სცემდა და ყველას ყურადღებას აქცევდა. Читать дальше...

შსს-ს გამოძიების მიხედვით, რუსმა აქტივისტმა, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საქართველოში გაუჩინარებული რუსეთის მოქალაქის რაფაელ შეპელევთან დაკავშირებით. უწყების ცნობით შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე,  თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. შსს გამოძიების ფარგელბში მიღებული ინფორმაციის საფუძლევზე ამბობს, რომ შეპელევმა თავისი ნებით  გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი.  "შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ... Читать дальше...

მაკრონი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთში ამჟამინდელი საომარი დაპირისპირების მონაწილეებს მოუწოდა, შესაძლებელი გახადონ ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, რათა მოხერხდეს განსაცდელში მყოფი ადამიანების დახმარება. ღაზის სექტორის გარშემო პარიზში მიმდინარე მიმდინარე კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა ასევე, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა და დასძინა, რომ საფრანგეთი ას მილიონ ევროს გაიღებს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის. მაკრონის თქმით, სამოქალაქო მოსახლეობა დაცულ უნდა იქნეს. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *