Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 28.11.2023

სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ის მოელის, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის ჯარების შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებლის წინააღმდეგობისა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ვაშინგტონის მხრიდან კიევის დახმარებას.    სტოლტენბერგმა ეს განცხადება 28 ნოემბერს გააკეთა ალიანსის 31 წევრი ქვეყნის შეხვედრაზე. მისი თქმით, ნატოს წევრებმა უკრაინას უპრეცედენტო დონის სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა. Читать дальше...

მინისტრის განმარტებით, დისტანციურად სწავლა ჯარისგან თავის არიდების საშუალება ვერ იქნება

Radiotavisupleba.ge 

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ილაპარაკა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. ოპოზიცია დაინტერესდა, დისტანციური პროგრამების სტუდენტებს, რატომ არ გადაუვადებენ ჯარში გაწვევას, მაშინ, როდესაც ამას სხვა სტუდენტები შეძლებენ. ოპონენტებს ამილახვარმა უპასუხა, რომ დისტანციურად სწავლა გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ახალი მიმართულება და ამიტომ საჭიროა, ცვლილებების მიღება. „რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას... Читать дальше...

ისრაელი და "ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე იტყობინებიან

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმია იტყობინება. ისრაელის სამხედროთა ცნობით, ორ სხვადასხვა ადგილას სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ისრაელის ჯარების სიახლოვეს. ერთ-ერთ ინციდენტში სამხედროებს სროლა დაუწყეს და მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ისრაელის არმიას არ გადაუკვეთია ზავის ვადებში შეთანხმებული საზღვრები, აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. Читать дальше...

ამილახვრის თქმით, დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხებოდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ვალების ჩამოწერის პროგრამიდან გამომდინარე, 2023 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 4000-მდე სტუდენტმა მყისიერად აღიდგინა სტატუსი და სასწავლო პროცესს დაუბრუნდა. გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2-3 თვეში ყველა უნივერსიტეტს ჩაერიცხება განსაზღვრული თანხა. 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერის (განულების)... Читать дальше...

ოკუპირებულ ტერიტორიაზე 15 ოქტომბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს 

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ წნელისში 15 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ვასიკო ქენქაძე დე ფაქტო სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. 27 ნოემბერს ქენქაძე ახალგორის ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის [ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ] 322-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) დანაშაულის ჩადენაში და 50 000 რუსული რუბლით დააჯარიმა. როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა... Читать дальше...

ირანმა შეათანხმა რუსეთისგან ნაყიდი გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების მიღების ვადები

Radiotavisupleba.ge 

ირანის ხელისუფლებამ შეათანხმა რუსეთში ნაყიდი სამხედრო ტექნიკის ირანში ჩატანის ვადები. ამის შესახებ სააგენტო „Tasnim“-ს უთხრა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალმა მაჰდი ფარაჰიმ. ეს მოსკოვის მიერ თეირანისთვის შეიარაღების ოფიციალურად მიწოდების პირველი შემთხვევაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ირანმა მიიღო მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები Su-35, მოიერიშე ვერტმფრენები Mi-28 და სასწავლო-სამხედრო თვითმფრინავები Yak-130. სექტემბრის დასაწყისში იტყობინებოდნენ, რომ ეს უკანასკნელები უკვე ჩაიტანეს ირანში. Читать дальше...



კაბუს გირაო - მოსამართლის გზავნილი ქალებს და "დაფასებული ხოტბა-დიდება"

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, ქალზე ძალადობასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ბრალდებით დაკავებულ მომღერალს, კაბუს (კახა აბუაშვილი), 27 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით ნაცვლად პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობისა, 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი კაბუ ამ თანხას გადაიხდის, ის საპატიმროს დატოვებს. მართალია, საქმე ამით არ სრულდება, გამოძიება გრძელდება, სასამართლოს სხდომები ორ თვეში განახლდება და თუკი კაბუს წაყენებული ბრალი დაუმტკიცდება, მას ერთიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება... Читать дальше...

ფინეთი ხურავს რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს

Radiotavisupleba.ge 

ფინეთი ხურავს რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, რათა შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებლების შედინება რუსეთის ტერიტორიიდან, განაცხადა ფინეთის მთავრობამ სამშაბათს. გადაწყვეტილება ოთხშაბათს ღამით, 30 ნოემბერს შედის ძალაში. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რატანენმა დააზუსტა, რომ თავშესაფრის მიღების თაობაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება ნავსადგურებსა და აეროპორტებში. როგორც პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა პრესკონფერენციაზე, ხელისუფლებას სურს შეაჩეროს... Читать дальше...

„ბოლო სახლი“ მოხუცთათვის: როგორი უნდა იყოს ის?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ბევრი ეძებს თავისი ოჯახის ხანდაზმული წევრის ან ახლობლისთვის ადგილს, სადაც მას „ღირსეულად მოუვლიან“. თუმცა, ასეთი ადგილის პოვნა რთულია. ხანდახან - შეუძლებელიც.

„რუსეთი არასოდეს ყოფილა ჩემი სამშობლო!“ - ინტერვიუ უკრაინის მხარეს მებრძოლ დაღესტნელთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ცხოვრების ექვსი წლის განმავლობაში, დაღესტნელი აჰმად აჰმედოვი ცნობილი გახდა, როგორც კიკბოქსინგის მწვრთნელი - ის ხელმძღვანელობს უკრაინის კიკბოქსინგის ფედერაციას, გარდა ამისა, როგორც მოხალისე ჯარისკაცი, აჰმედოვი ჩართულია უკრაინის დაცვაში რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან.

ბალტიის ქვეყნები და უკრაინა ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებენ მასზე ლავროვის დასწრების გამო

Radiotavisupleba.ge 

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება. ამას იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“ ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. „დიდად ვწუხვართ გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ... Читать дальше...

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ადასტურებს ბუდანოვის ცოლის მოწამვლას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ოფიციალურად დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ცოლის, მარიანა ბუდანოვას მძიმე მეტალებით მოწამვლის შესახებ. დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ მედიით გავრცელებული ცნობები სიმართლეა. იუსოვის თანახმად, მარიანა ბუდანოვა მძიმე მეტალებით მოწამვლის გამო გადის მკურნალობის კურსს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ... Читать дальше...

Осенний фестиваль "Гандагана": новая традиция курортного Батуми – фото

ИА «Новости-Грузия» 

В Батуми состоялся осенний фестиваль сельскохозяйственной продукции и товаров местного производства "Гандагана". Смотрите в фотоленте Sputnik Грузия снимки с мероприятия

ვაზისუბანში ბეტონმზიდმა კაცს გადაუარა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მეოთხე მიკროში კაცს ბეტონმზიდმა მანქანამ გადაუარა. დაახლოებით 65 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჯერ არის ცნობილი დააკავეს თუ არა მძღოლი. დამატებითი ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში მასალა განახლდება.

დავით ხიდაშელის კომპანიას რაჭაში სამონადირეო ლიცენზია გაუუქმეს

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას, შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას", გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაუუქმა. განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ შესაბამისი ლიცენზია ძალადაკარგულია. "კომპანიის "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი... Читать дальше...

მოსკოვის სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ორი თვით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ ორი თვით, 2024 წლის 30 იანვრამდე, გაუგრძელა პატიმრობა ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს, რომელიც საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება ჯაშუშობის ბრალდებით. ამის შესახებ იტყობინება მოსკოვის საერთო იურისდიქციის სასამართლოების პრესსამსახური. მთლიანობაში გერშკოვიჩს წინასწარ დაკავებაში 10 თვის განმავლობაში მოუწევს ყოფნა. ევან გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავეს ეკატერინბურგში. მომდევნო დღეს მოსკოვის სასამართლომ ის საგამოძიებო იზოლატორში გაგზავნა. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *