Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 27.11.2023

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ასიათასობით ადამიანი სიბნელესა და სიცივეში დარჩა ძლიერი ქარიშხლის გამო

Radiotavisupleba.ge 

ქარბუქმა, თოვლმა და ძლიერმა ქარმა დიდი ზარალი მიაყენა ბოლო ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. შავი ზღვიდან მომავალ ძლიერ ციკლონს მოჰყვა თოვა, რომელმაც მოსკოვის ჩრდილოეთამდე მიაღწია და რომელსაც რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა ცენტრმა უწოდა "ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რაც კი ყოფილა ნოემბრის ბოლოს". უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი და რუმინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა ქარიშხლის შედეგად... Читать дальше...

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დრო გახანგრძლივდა - გაათავისუფლეს კიდევ 11 მძევალი

Radiotavisupleba.ge 

კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, ისრაელსა და აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ შორის ომში ჰუმანიტარული პაუზის შესახებ, კიდევ ორი დღით გაგრძელდება. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. „ჰამასმა“ დაუდასტურა შეთანხმების გაგრძელება. ოფიციალური დადასტურება ისრაელის მხრიდან ჯერ არ ყოფილა. აშშ-ის მთავრობა მიესალმა შეთანხმებას, ესაა საუკეთესო გზა, რათა გათავისუფლებული იქნეს მეტი მძევალი, განაცხადა აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

ფინეთის პრემიერი: ფინეთი რუსეთიდან თავშესაფრის მეტი მაძიებლის ჩამოსვლას ელის

Radiotavisupleba.ge 

ფინეთი მოელის, რომ თავშესაფრის მეტი მაძიებელი ჩავა იქ რუსეთის საზღვრის გავლით და ქვეყანა აპირებს შემდგომი ზომების მიღებას მათი ნაკადის შესაჩერებლად მას შემდეგ, რაც ყველა შესასვლელ პუნქტს დაკეტავს, ერთის გარდა. "სხვადასხვა წყაროების სადაზვერვო ინფორმაცია გვაცნობებს, რომ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მოიწევენ", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ. Reuters-ის თანახმად, ნოემბერში, თავშესაფრის დაახლოებით 900 მაძიებელი, სხვათა შორის, ავღანეთიდან, კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან... Читать дальше...

სერგეი რიაბკოვი: ეუთოს სხდომაზე ლავროვი-ბლინკენის მოლაპარაკება არ გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა არ შედგება ჩრდილოეთ მაკედონიაში ამ კვირაში, იტყობინება 27 ნოემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასს-ი," რომელსაც მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის სიტყვები. ვაშინგტონს არ მოუთხოვია შეხვედრა და "შეხვედრაც არ იქნება", განაცხადა რიაბკოვმა. Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ლავროვმა ადრე განაცხადა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის... Читать дальше...

ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა მას მერე რაც ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი

Radiotavisupleba.ge 

სოციალური ქსელის, X-ის მფლობელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ისრაელში ჩავიდა. ის შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ეწვია ღაზის სექტორის მოსაზღვრე არეალს, კიბუც კფარ-აზას, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა 7 ოქტომბერს აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ მხრიდან.       სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანან ნეთანიაჰუ და მასკი ჯავშანჟილეტებით და ათვალიერებენ თავდასხმის არეალს. მასკი გაესაუბრა ასევე მძევლების ნათესავებს. Читать дальше...

კატარი: "ჰამასსა" და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ორი დღით გახანგრძლივდება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომში ჰუმანიტარული პაუზა კიდევ ორი დღითგაგრძელდება. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. „ჰამასის“ სპიკერმა Reuters-ს დაუდასტურა შეთანხმების გაგრძელება. ოფიციალური დადასტურება ისრაელის მხრიდან ჯერ არ ყოფილა. წინა შეთანხმებით, პაუზა 28 ნოემბერს, ღამით უნდა დასრულებულიყო. ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება საშუალებას იძლევა გაათავისუფლონ 7 ოქტომბრის თავდასხმის... Читать дальше...

Какой будет экономика Грузии в 2027 году?

ИА «Новости-Грузия» 

Решить проблему безработицы и занятости, а также экономического роста удалось благодаря правильной политике, проводимой правительством, заявил премьер



ნატოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი „დიდი დანაკარგს“ განიცდის უკრაინისგან

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა 27 ნოემბერს, რომ რუსეთი უკრაინისგან კვლავაც დიდ დანაკარგს განიცდის მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ვერ ახერხებს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას. „ცხადია, ჩვენ გვსურს, რომ მათ გაათავისუფლონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რაც შეიძლება მალე, მაგრამ ამის მიუხედავად, რომ ფრონტის ხაზი არ დაძრულა, უკრაინელებმა შეძლეს რუსი დამპყრობლებისთვის დიდი დანაკლისი მიეყენებინათ,“- თქვა სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ამის შესახებ განაცხადა მას მერე... Читать дальше...

თბილისის საქალაქო სასამართლომ კაბუს გირაო შეუფარდა

Radiotavisupleba.ge 

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მომღერალს და მსახიობს, კაბუს (კახა აბუაშვილს) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 10 000 ლარი შეუფარდა. თანხის გადახდის შემდეგ კაბუ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით სანაძემ კახა აბუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვა. ხოლო, ალტერნატივის სახით შუამდგომლობა დააყენა გირაოს, 5 000 ლარის შეფარდების შესახებ. პროკურორი კი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. Читать дальше...

Human Rights Watch-ი: ოქტომბერში ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება გამოიწვია რაკეტის გაშვებისას შეცდომამ

Radiotavisupleba.ge 

ოქტომბრის შუა რიცხვებში ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება, უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის გამოკვლევით, ალბათ გამოიწვია რაკეტის გაშვებისას დაშვებულმა შეცდომამ. უშუალოდ აფეთქება გამოიწვია სარაკეტო მასალამ, რომელსაც ჩვეულებრივ პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფები იყენებენ, აცხადებს Human Rights Watch-ი, რომელმაც ფოტო, ვიდეო, თანამგზავრებით გადაღებული სურათები და ასევე თვითმხილველების და ექსპერტების მონათხრობი გაანალიზა. 17 ოქტომბრის აფეთქებას ალ-აჰლის საავადმყოფოსთან, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა... Читать дальше...

ფაშინიანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს - რას ამბობენ სოხუმსა და ცხინვალში?

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ნათქვამს, რომ სომხეთი „ერთმნიშვნელოვნად და სრულად“ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მწვავედ შეხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სოხუმელმა ლიდერებმა ფაშინიანს შეახსენეს, რომ „აფხაზეთში 42 000 სომეხი ცხოვრობს“.

ჟოზეპ ბორელს ღაზაში ცეცხლის „ხანგრძლივად" შეწყვეტა სურს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ღაზის სექტორში მოქმედი დროებითი ზავის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა.   ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული დაჯგუფება) შორის მიმდინარე ომის პირობებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის ვადა 28 ნოემბერს სრულდება. ოთხდღიანი ზავის პერიოდში მიმდინარეობს "ჰამასის" მძევლების და ისრაელის საპატიმროში მყოფი პალესტინელების გაცვლა, ასევე რეგიონში შედის ჰუმანიტარული დახმარება. Читать дальше...

Назван приоритет бюджета Грузии на 2024 год

ИА «Новости-Грузия» 

Развитие инфраструктуры для Грузии приобрело особое значение на фоне приобретения страной роли альтернативного пути между Европой и Азией

მელია გაუშვეს თუ წავიდა? - რას ამბობენ "ნაციონალურ მოძრაობაში"

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადების მიხედვით, ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "არ წარმოადგენს პარტიას". ახლა მთავარი კითხვაა, დატოვა თუ დაატოვებინეს ყოფილ თავმჯდომარეს პარტია. "სამარცხვინო" საქციელი და "არაკაცობა" უკვე უწოდეს მელიას თანაგუნდელებმა პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას „ფორმულის“ ღამის ეთერში. კერძოდ, ხაბეიშვილმა თქვა, რომ მისი წინამორბედი "არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით". თავმჯდომარის ამ კომენტარის შემდეგ... Читать дальше...

ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ეუთოს სხდომაზე მასთან შეხვედრა ისურვა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას ეუთოს შეხვედრაში, თუ ბულგარეთი  რუსეთის დელეგაციისთვის საჰაერო სივრცეს გახსნის. სხდომა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ტარდება. ლავროვის თქმითვე, დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ მასთან შეხვედრა ითხოვა. Reuters-ის ცნობით, ლავროვმა განაცხადა, რომ ის ჩრდილოეთმა მაკედონიამ მიიწვია ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ... Читать дальше...

პუტინის (შეწყალებული) კანიბალები რუსეთის არმიაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ხელისუფლებამ, ომში მონაწილეობის მიზნით, პატიმრობიდან გაათავისუფლა დენის გორინი, სერიული მკვლელი და კანიბალი, რომელიც მეორე სასჯელს იხდიდა მკვლელობისა და გვამის წაბილწვისათვის.

შოვში სტიქიიდან 118-ე დღესაც გრძელდება ძებნის სამუშაოები - აცხადებენ შსს-ში

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება შოვში სტიქიის დროს დაკარგული ერთი ადამიანის ცხედრის სამძებრო სამუშაოები. კურორტზე ღვარცოფული მოვლენების განვითარებიდან 118 დღე გავიდა. სტიქიამ 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. "გრძელდება საძიებო სამუშაოები ერთი პირის მიმართ როგორც ცოცხალი ძალით, ისე ტექნიკით. არ შეჩერებულა ძებნის ღონისძიება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. Читать дальше...

აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში არასრულწლოვანის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას, მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე, არსებითი განხილვის მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა. დაკავებულს მანამდე ბრალი წარდგენილი ჰქონდა რამდენიმე მუხლით: მათ შორის ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ გენდერული ნიშნით განზრახ მკვლელობის, არასრულწლოვანის... Читать дальше...

ქალს დანის ტარი ჩაარტყა და ხელი გაარტყა - პროკურატურამ კაბუს ბრალი წაუყენა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურამ ქალზე ძალადობისთვის ბრალი წაუყენა მომღერალ კაბუს - კახა აბუაშვილს. იგი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა ბრალდებული. "გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს - თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა... ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია", - წერია პროკურატურის განცხადებაში. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *