Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 22.11.2023

ფინეთმა გადაწყვიტა, რუსეთის საზღვარზე ერთის გარდა ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახუროს

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დახუროს ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთთან საზღვარზე, გარდა ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ერთისა. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ხვალ, ხუთშაბათს, წინადადება მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. ფუნქციონირებას მხოლოდ „რაია-იოსეპის“ საგუშაგო გააგრძელებს (რუსეთის მხარეს - ლოტა). ის მურმანსკიდან 240 კილომეტრზე მდებარეობს. დარჩენილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, 24 ნოემბერს ღამით დაიკეტება მინიმუმ 23 დეკემბრამდე. Читать дальше...

სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „მაიდანი 3“. რას გეგმავს მოსკოვი უკრაინაში?

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის „ევრომაიდნის“ დაწყების 10 წლისთავის წინა დღეებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს კვლავინდებურად სურს მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება, რისთვისაც წლის ბოლოს იგეგმება სპეციალური ოპერაცია კოდური სახელწოდებით „მაიდანი 3“.

სააკაშვილის და ენმ-ის მანიფესტი: სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 11 პუნქტი - 23 ნოემბრის მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ - ამ სახელწოდებით ენმ-მ და მისმა დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტი გამოაქვეყნეს. „ვარდების რევოლუციიდან" 20 წლის თავზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. 11-პუნქტიან მანიფესტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და... Читать дальше...

BBC: ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხუთშაბათს 10 საათზე ამოქმედდება

Radiotavisupleba.ge 

როგორც BBC იტყობინება, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომლის თაობაზეც მხარეები წუხელ შეთანხმდნენ, ხუთშაბათს დაიწყება ადგილობრივი დროით 10 საათზე (12 საათი თბილისის დროით). ეს ინფორმაცია სხვა წყაროებითაც დასტურდება. „ჰამასის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მუსა აბუ მარზუკმა ტელეარხ Al Jazeera-ს განუცხადა, რომ სწორედ ამ დროს არის მოსალოდნელი საბრძოლო მოქმედებებში პაუზის დაწყება პირველი მძევლების გათავისუფლების წინ. როგორც Reuters უთხრა წყარომ ეგვიპტის უშიშროების ძალებში... Читать дальше...

უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო დახმარების მორიგი ტრანში 1,5 მლრდ ევროს ოდენობით

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირმა უკრაინას გამოუყო მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა. „ევროპის მხრიდან დაფინანსება ხელს უწყობს უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობას და სახელმწიფო სამსახურებს რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ. დღეს გამოვყოფთ ახალ 1,5 მილიარდ ევროს. უკრაინის მიმართ ჩვენმა დახმარებამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია. კიდევ უფრო მეტი იქნება.“ დაწერა მან სოცქსელ X-ში. უკრაინამ ევროკავშირისგან დახმარების წინა ტრანში ოქტომბერში მიიღო. Читать дальше...

ცხინვალში დაასაფლავეს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული მებრძოლი

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს ადგილობრივი მცხოვრები ვლადიკ თედეევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, თედეევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განთავსებული რუსეთის საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზის მოსამსახურე იყო და ცხინვალიდან გაიწვიეს საბრძოლველად უკრაინაში. ისიც ცნობილია, რომ თედეევი მანამდე დაჭრილი იყო და სახლშიც დაბრუნდა, მაგრამ საბრძოლველად ისევ წავიდა. მის დასაფლავებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი დაესწრო... Читать дальше...

მთელი ქვეყანა გადაქცეულია ერთ დიდ უკონტროლო სამშენებლო ობიექტად - რას ემსხვერპლა 15 წლის ბიჭი

Radiotavisupleba.ge 

ბოძი საგზაო ნიშნებით, რომელსაც 21 ნოემბერს, ორთაჭალაში, გორგასლისა და კალანდაძის კვეთაზე სატვირთო მანქანა დაეჯახა და მოტეხა, რამდენიმე საათში განაახლეს. მის გარშემო ცემენტი ჯერაც არ შემშრალა. იმ ხის ძირში, რომელსაც 21 ნოემბერს, ორთაჭალაში, სატვირთო მანქანა დაეჯახა, ჯერ ისევ ყრია მომტვრეული ტოტები.   - ხედავ ხო იმ ხეს, რა დღეშია? ბოძი ახალი დადგეს და აღარაფერი ეტყობა. აი, მანდ იდგა ის ბავშვიც. მანდ დაეჯახა სატვირთო მანქანა, - მეუბნება ადგილობრივ საცხობში მომუშავე ქალი და ხელით მანიშნებს კალანდაძისა და გორგასლის კვეთისკენ... Читать дальше...



გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტი რეზოლუციას იღებს - რა წერია შეჯერებულ პროექტში

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტი 23 ნოემბერს უყრის კენჭს რეზოლუციას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადდა.

ირანის „პროქსები“ და პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში იარაღის წარმოებას აფართოებენ

Radiotavisupleba.ge 

ირანის სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში, არსებითად, ძველ ანდაზას ამართლებს: მიეცით თქვენს „პროქსებს“ და პარტნიორებს იარაღი და ისინი ბრძოლას კიდევ ერთი დღით გააგრძელებენ. მაგრამ, ასწავლეთ მათ იარაღის კეთება და თქვენ შეძლებთ აიძულოთ ისინი, მუდამ ებრძოლონ თქვენს მტრებს.

ყაზბეგის მერი უარყოფს, რომ „კამარა ჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეს სცემა

Radiotavisupleba.ge 

ინფორმაციას, რომელიც გაავრცელა საინიციატივო ჯგუფმა „ახალგაზრდული კოალიცია ხევის თვითმმართველობისთვის", ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა. მან უარყო, რომ სცემა მოქალაქეს, რომელიც მდინარე თერგზე „კამარა ჰესის" მშენებლობას ეწინააღმდეგება. ამასთან, მერი აცხადებს, რომ არ ლობირებს კერძო კომპანიებს და არც მოქალაქეებზე ახდენს ზეწოლას. „მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს ვლობირებ და თანამშრომლებს ვაიძულებ... Читать дальше...

შსს: მარტის აქციებზე დაშავებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს მიმართეს, არ შეიწყალოს გრიგორიადისი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, არ შეიწყალოს მათზე ძალადობაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი. პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციას თან ერთვის პოლიციელების წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხელმომწერი ორი სამართალდამცავია. "დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება"... Читать дальше...

Human Rights Watch-მა ჩინეთს ბრალი დასდო მეჩეთების დახურვასა და განადგურებაში

Radiotavisupleba.ge 

Human Rights Watch-ის (HRW) განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლება სისტემატურად ხურავს და ანადგურებს მეჩეთებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს იმ რეგიონების „გაჩინურებას“, სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. HRW-ის ცნობით, ნინსია-ჰუეისა და განსუს პროვინციებში ბოლო წლებში ბევრი მეჩეთი დაიხურა, განადგურდა ან სხვადასხვა ინსტანციას გადაეცა საერო გამოყენებისთვის. HRW-ის ჩინეთის დირექტორმა მაია ვონგმა ამას უწოდა რელიგიური თავისუფლების... Читать дальше...

კიევი: „სკვითების ოქროს“ კოლექცია ნიდერლანდიდან უკრაინაში დაბრუნდება

Radiotavisupleba.ge 

„სკვითების ოქროს“ კოლექცია ნიდერლანდიდან უკრაინაში დაბრუნდება. ამის შესახებ უკრაინის კულტურის სამინისტრო იტყობინება. უკრაინის კულტურის სამინისტრო და ალარდ პირსონის მუზეუმი შეთანხმდნენ ყირიმის ოთხი მუზეუმის ექსპონატების დაბრუნებაზე. ორ ათასზე მეტი ნივთის კოლექცია გამოიფინა გამოფენაზე „ყირიმი - ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები“, რომელიც ამსტერდამში ჩატარდა 2014 წლის თებერვლიდან აგვისტომდე. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა კოლექციის მისთვის დაბრუნებას, უკრაინამ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა. Читать дальше...

სემ ოლტმენი დაბრუნდება OpenAI-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე

Radiotavisupleba.ge 

სემ ოლტმენი დაბრუნდება ჩეტბოტ ChatGPT-ისა და გამოსახულების გენერატორ DALL-E-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. კომპანიაში განაცხადეს, რომ „პრინციპული შეთანხმების მიღწევა“ მოახერხეს გენერალური დირექტორის პოსტზე ოლტმენის დაბრუნების თაობაზე. OpenAI-ში ასევე აღადგენენ დირექტორთა საბჭოს თავდაპირველ შემადგენლობას, მას ბრეტ ტეილორი უხელმძღვანელებს. სემ ოლტმენმა, რომელმაც ადრე გამოაცხადა, რომ Microsoft-ში გადადის სამუშაოდ, დაადასტურა OpenAI-ში დაბრუნება. „მე მიყვარს OpenAI და ყველაფერი... Читать дальше...

Роль знаковых личностей в улучшении грузино-российских отношений - эксперт

ИА «Новости-Грузия» 

Для улучшения грузино-российских отношений лучше всего использовать нарративы, связанные с людьми, личностями, персоналиями, считает политолог, старший научный сотрудник Института государства и права АН РУз Равшан Назаров.

სომხეთი მიანიშნებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის აღდგენის მზაობაზე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიანიშნა მზაობაზე, ხელახლა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში აზერბაიჯანთან. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს ბაქო ერევანთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის წინადადებით გამოვიდა. აზერბაიჯანის თანახმად, მოლაპარაკება უნდა შედგეს ორივე მხარისთვის მისაღებ ადგილზე, მათ შორის ორი სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ. აზერბაიჯანის წინადადების პასუხად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 ნოემბერს აცხადებს, რომ ერევანი მზადაა აღადგინოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა იმ პირობით... Читать дальше...

18-მეტრიანი ავტობუსი გლდანში, დიღომში, ვაკესა და ორთაჭალაში ივლის

Radiotavisupleba.ge 

ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში წლის ბოლოს უნდა შემოვიდეს, თავდაპირველად მხოლოდ 4 ხაზზე იმოძრავებს. ინფორმაცია მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე: N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს; N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის... Читать дальше...

აზერბაიჯანი გამოდის სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკების წინადადებით

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანი გამოვიდა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის წინადადებით, ორივე მხარისთვის მისაღებ ადგილას, მათ შორის ორი სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ. "აზერბაიჯანი მზადაა პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებისთვის სომხეთთან, სამშვიდობო შეთანხმების ადრე დასრულების მიზნით", - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს. "ჩვენ გვწამს, რომ ორმა ქვეყანამ ერთად უნდა გადაწყვიტოს თავიანთი ურთიერთობის მომავალი", - ვკითხულობთ განცხადებაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *