Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июнь
2022

Новости за 07.06.2022

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი: არ მეს­მის, რას ნიშ­ნავს რუ­სე­თის დამ­ცი­რე­ბა… 8 წელ­ზე მე­ტია ისი­ნი ჩვენს ხალ­ხს კლა­ვენ, რაზე ვსა­უბ­რობთ?

News.ge 

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტი­ნის შეც­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად რუ­სე­თი არ უნდა და­ამ­ცი­რონ. ზე­ლენ­სკის თქმით, არ ეს­მის, რა ნიშ­ნავს რუ­სე­თის დამ­ცი­რე­ბა. რო­გორც ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლებს კლა­ვენ, შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნა არ აპი­რებს არა­ვის დამ­ცი­რე­ბას, არა­მედ იგი­ვე ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით უპა­სუ­ხებს. “არ მეს­მის, რას ნიშ­ნავს რუ­სე­თის დამ­ცი­რე­ბა, რაზე ვსა­უბ­რობთ? Читать дальше...

პუტინი დასავლურ ყულფსა და ჩინურ მაშველ რგოლს შორის

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა უკან მოიტოვა ასდღიანი ეტაპი, გამორჩეული ფრონტზე განცდილი წარუმატებლობებითა და რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული მასშტაბური ზიანით. გარდა იმისა, რომ მცირდება რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (პატარავდება ეკონომიკა), რუსეთმა პირველად ვერ შეასრულა ობლიგაციებთან დაკავშირებული ვალდებულებები ანუ დაუშვა დეფოლტი - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ის შეფასებით, რუსეთის მთავრობამ გადააცილა საგარეო ვალის გარკვეული ნაწილის გადახდის ვადას. შექმნილ უმძიმეს ვითარებაში... Читать дальше...

საგურამოს სათავე ნაგებობაზე სტიქიით გამოწვეული მოვლენების გამო თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა

Radiotavisupleba.ge 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება საგურამოს სათავე ნაგებობაზე სტიქიით გამოწვეული მოვლენების გამო. როგორც კომპანია აცხადებს, დღეს, 7 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია, მათ შორის, დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საგურამოს სათავე  ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, წყლის მიწოდება აღდგება 8 ივნისს, 12:00 საათზე.  გაეცანით ქუჩების ჩამონათვალს... Читать дальше...

სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებისთვის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაიწყო ორდღიანი ვიზიტი თურქეთში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე. მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრშია უსაფრთხო დერეფნების გახსნა უკრაინის მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის. თურქეთი გამოვიდა წინადადებით, ესკორტი გააყოლოს გემებს უკრაინის პორტებიდან, რომლებიც დაბლოკილია ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრის შედეგად. ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები... Читать дальше...

ხათუნა ხოფერია: ქალბატონო სალომე! ზედმეტი აქტიურობა გამოგდით. გვესმის, რომ დავალება გაქვთ შესასრულებელი…დაოკდით

News.ge 

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. „ქალბატონო სალომე! ზედმეტი აქტიურობა გამოგდით. გვესმის, რომ დავალება გაქვთ შესასრულებელი. ისიც ვიცით, რომ ვალდებულებები მოგყვებათ წარსული ცხოვრებიდან, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას ისაუბროთ ქართველი ხალხის სახელით. არ ხართ თქვენ ჩვენი არჩეული! არ გაქვთ თქვენ პრეზიდენტისთვის ასე რიგად საჭირო ავტორიტეტი. არც ნდობას ...

ერგნეთის 107-ე შეხვედრა - პატიმრების გათავისუფლების და „ბორდერზაციის“ შეჩერების მოთხოვნა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში თითქმის 6 საათი გრძელდებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 107-ე შეხვედრა.

"კაზაკების მხარე". რატომ გაუქმდა კირკოროვის კონცერტი სტავროპოლში

Radiotavisupleba.ge 

​სტავროპოლის მხარეში მომღერალ ფილიპ კირკოროვის კონცერტი გაუქმდა. ოფიციალურ მიზეზად მორწმუნეების შელახული გრძნობები დასახელდა. ბოლო წლებში ამ მიზეზით  ჩრდილოეთ კავკასიაში არაერთხელ გაუქმდა სხვადასხვა ღონისძიება. ახლა ტრადიციონალისტთა უკმაყოფილებას უკრაინასთან ომის გამო დაძაბულობაც დაემატა.

მოთვინიერება თუ უფლებამოსილებების გამიჯვნა? - ელჩებზე უარი საკონსტიტუციო სასამართლოში

Radiotavisupleba.ge 

„ოცნების“ განცხადებით, ელჩების დანიშვნა-გათავისუფლებაში მას პრეზიდენტი ხელს ისე უშლიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გახდა სარჩელის შეტანა საჭირო, ახლა სასამართლომ უნდა განუმარტოს სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი უფლებამოსილება მხოლოდ სიმბოლურია და მთავრობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს.



კოკა მორგოშია: მამუკა მდინარაძემ ჯობია, ის მოიკითხოს …

News.ge 

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, კოკა მორგოშიამ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ მამუკა მდინარაძე მისი ადვოკატი იყო, თუმცა, ახლა მასთან ყოველგვარ ურთიერთობას უარჰყოფს და “ტვ პირველთან” ამბობს: “ახლა არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მამუკა მდინარაძესთან. ის ფაქტი, რომ მდინარაძე  ახლა მთავრობაშია, ეს 5 ივლისის დამსახურებაა და კიდევ, მამუკა მდინარაძემ ჯობია, ის მოიკითხოს, ნაცებში უფრო მეტია ნაცი, თუ მასთან ,,ოცნებაში“. შეგახსენებთ,  ...

მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მიმართავს: კანდიდატის სტატუსი ახლა უნდა იქნეს მინიჭებული, დეტალების დრო არ არის

News.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მიმართავს: დღეს მე წარმოვადგენ როგორც პრეზიდენტ ზელენსკის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეს, ისე ადამიანს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიულ და ევრო-ატლანტიკურ სვლას. ასე რომ, მე დღეს ვარ უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსი. დღეს ჩემი მეორე სამშობლო უკრაინა იბრძვის ყოველი ჩვენგანისთვის. ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინელების გვერდით და ბევრმა მათგანმა ...

რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი ECHR-ის დადგენილებების შეუსრულებლობაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უფლებას იძლევა, არ შესრულდეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს (ECHR) დადგენილებები, რომლებიც 2022 წლის 15 მარტის შემდეგაა მიღებული. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის პრესსამსახური იტყობინება. გადაწყვეტილება ახსნეს რუსეთის გარიცხვით ევროპის საბჭოდან. რუსეთს ორგანიზაცია მარტში დაატოვებინეს უკრაინაში შეჭრის გამო. ECHR-ის დადგენილებების მიხედვით, ფულადი ანაზღაურებების გადახდა მხოლოდ რუბლებში მოხდება რუსეთის ბანკების ანგარიშებზე. Читать дальше...

მანჯგალაძე: პრეზიდენტს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა – საერთოდ გამოგკეტავთ სახლში

News.ge 

პრეზიდენტს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა – საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა. პაატა მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეუძლიათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „დაუღრიალონ.“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით... Читать дальше...

თეა წულუკიანი: პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში ელჩების დანიშვნის შესახებ სიტყვა არ ეთქმის

News.ge 

კულტურის მინისტრისა და ვიცეპრემიერის, თეა წულუკიანის თქმით, როდესაც საქართველოს მთავრობა ელჩობის ან დიპლომატიური მისების ხელმძღვანელობის კანდიდატებს პრეზიდენტს წარუდგენს, მისი ხელმოწერა “წმინდა სიმბოლურია”. წულუკიანი ამბობს, რომ არსებულ მოდელში პრეზიდენტს ელჩების დანიშვნის შესახებ “სიტყვა არ ეთქმის”. “კონსტიტუცია არის მკაფიო და ცალსახა, რომ პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში არ ეთქმის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება უკეთესი რომელ ქვეყანაში თავისი ...

როგორ ვებრძოლოთ კვებით აშლილობას

News.ge 

კვებითი აშლილობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას განსხვავებული სიმპტომატიკა და ჩვენებები ახასიათებს. არსებობს რამდენიმე ფორმა, ანორექსია, ბულემია და ჭარბი კვების დარღვევა. მითია ის, რომ კვებითი აშლილობა მხოლოდ გამხდარ ადამიანებს ახასიათებთ, ეს შეიძლება ნებისმიერი ფორმის და წონის მქონე ინდივიდს დაემართოს. არ შეიძლება ამ ფაქტის უგულებელყოფა და იმის თქმა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან კვებითი ...

5 ყველაზე უცნაური ობიექტი სამყაროში

News.ge 

მისტიკური რადიოსიგნალები 2007 წლიდან მოყოლებული მკვლევარები იღებენ ულტრაძლიერ, ულტრანათელ რადიოსიგნალებს, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე მილიწამის ხანგრძლივობა ახასიათებს. ამ იდუმალ ციმციმებს სწრაფი რადიო აფეთქებები უწოდეს, თუმცა ისინი უცხო ცივილიზაციებიდან არ მოდიან. როგორც ჩანს მილიარდობით სინათლის წლის მანძილიდან ჩნდებიან. ბირთვული პასტა ასე უწოდებენ სამყაროში ყველაზე ძლიერ ნივთიერებას, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენებისგან წარმოიქმნება. ამ პროცესისთვის 10 მილიარდჯერ მეტი ძალაა ...

მითი თუ რეალობა – საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია

News.ge 

ზოგიერთი ჩვენგანი საუზმედ ტოსტს და ფინჯან ჩაის მიირთმევს, ვიღაც მხოლოდ ბანანს და ვაშლს გაიყოლებს გზად, სხვამ შეიძლება საერთოდ უარი თქვათ დილით საკვების მიღებაზე დატვირთული გრაფიკის გამო. ბევრი ადამიანისთვის დღის ეს ნაწილი პრიორიტეტული არ არის, რადგან თვლის, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს უნდა დაუთმოს დრო ან საერთოდ ვერ გრძნობს შიმშილს, თუმცა რა ხდება რეალურად ამ დროს ჩვენს ...

„დე, აღარ წახვიდე 24-საათიანზე, გთხოვ“, - ექთნები ბრძოლას იწყებენ

Radiotavisupleba.ge 

სამუშაო დღის ბოლოა. ია კლინიკიდან გამოდის. „კამილიელების სამედიცინო ცენტრში“ დღეს რვასაათიანი სამუშაო დღე ჰქონდა. სახლში შედარებით ადრე მივა და ღამესაც შვილებთან ერთად გაათენებს. სამაგიეროდ, გუშინ დილით დაასრულა 24-საათიანი მორიგეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 38 წლის ია ხელაძე ექთანია. ორ სამსახურში უწევს მუშაობა, რომ თვის ბოლოს 1000 ლარამდე მოაგროვოს. იას ორი შვილი ჰყავს - 14 წლის თემო და 11 წლის ანი. ის მარტოხელა დედაა. კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებს. კვირაში ორჯერ 24-საათიან მორიგეობაზე მიდის კლინიკაში. Читать дальше...

სამხედრო პროკურატურა: უკრაინაში საომრად 600 ახალწვეული გაგზავნეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორმა არტურ ეგიევმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში გაიგზავნა 600 ახალწვეული. მისი თქმით, ამისთვის პასუხისგებაში არის მიცემული 12 ოფიცერი. პროკურორი ემყარება დასავლეთის სამხედრო ოლქის სამეთვალყურეო მონაცემებს. მისი სიტყვებით, ყველა ახალწვეული, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოხვდა, უკან დააბრუნეს. პროკურორს არ უხსენებია ამ სამხედროთა შორის სიკვდილის ან დაჭრის შემთხვევების შესახებ. კონკრეტულად რა სახით აგებენ პასუხს ოფიცრები... Читать дальше...

ფოტორეპორტაჟი: იდუმალი ხანძრების ალში გახვეული რუსეთის ქალაქები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ბოლო დროს გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა უკრაინაში ომს უკავშირდებოდეს. 24 თებერვლის შემდეგ გაჩენილი ხანძრების შედეგად, რომელთა ამსახველი ფოტოები აქ შევაგროვეთ, დაზიანდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გარდა აქ ასახული ხანძრებისა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, მედია რამდენჯერმე იუწყებოდა რუსეთის სამხედრო კომისარიატებში ცეცხლის განზრახ გაჩენის შემთხვევებზე.

Proud Boys-ის ხუთ ლიდერს კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში დასდეს ბრალი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაცია Proud Boys-ის ხუთ ლიდერს 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში დასდო ბრალი. ეს პროკურატურის პირველი განცხადებაა იმის შესახებ, რომ დაჯგუფება ცდილობდა, ძალით შეეშალა ხელი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემისთვის. ბრალდების დამძიმების შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იტყობინება. იმ დღეს კაპიტოლიუმში მიმდინარეობდა კონგრესის სხდომა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დასამტკიცებლად. სხდომის დროს შენობაში შეიჭრა ამერიკელთა ბრბო... Читать дальше...

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე 80 ხმით (9-ის წინააღმდეგ) აირჩია. თურნავას კანდიდატურა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. ნათია თურნავას კანდიდატურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა განიხილეს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. საბჭოში აქამდე ორი პოზიცია ვაკანტური იყო. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *