Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июнь
2022

Новости за 26.06.2022

„დიდი შვიდეული“ 2027 წლისთვის განვითარებად ქვეყნებისთვის 600 მილიარდ ევროს გამოყოფს

Radiotavisupleba.ge 

"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები, რომლებიც ორდღიან სამიტს მართავენ გერმანიაში, 2027 წლისთვის აპირებენ 600 მილიარდი ევროს გამოყოფას განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მრავალ ტრილიონ დოლარიანი პროექტისთვის სახელწოდებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წინააღმდეგობის გაწევას. ამ თანხიდან 200 მილიარდი დოლარი აშშ-ზე მოდის, რომელიც სხვადასხვა ფონდებიდან გამოყოფს თანხას. ბავარიაში, ელმაუს სასახლეში შეკრებილი ყველა ლიდერი შეშფოთებულია... Читать дальше...

ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჭაბუკ ნიჩბოსანთა ნაკრების წევრმა ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე, ბოლო ორ დღეში ორი ოქროს მედალი მოიპოვა. 25 ივნისს ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი შეჯიბრებაში, ათასმეტრიან დისტანციაზე გაცურვაში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. 26-ში კი უკვე ორასმეტრიან დისტანციაზე აჯობა ყველა მეტოქეს და კიდევ ერთხელ ავიდა კვარცხლბეკზე. ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატს ბუდაპეშტი მასპინძლობს. ათას მეტრზე გაცურვაში, ალექსანდრე წივწივაძე შეჯიბრებაში ჩაება, როგორც ევროპის მოქმედი ჩემპიონი. Читать дальше...

მარნეულში აივნების ჩამონგრევას ორი ქალი ემსხვერპლა, ერთი მათგანი ფეხმძიმედ იყო

Radiotavisupleba.ge 

მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა და ორი ბავშვი დაშავდა. თვითმხილველთა განცხადებით, 26 ივნისს, საღამოს ნარიმანოვის ქუჩაზე შენობის ბოლო, მეხუთე სართულის აივანი იმ დროს ჩამოინგრა, როცა მის ქვეშ, მეოთხე სართულის აივანზე იმყოფებოდა შუა ხნის ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.  ნანგრევებში მოყვა იქვე, ეზოში მყოფი ფეხმძიმე ქალიც. ის მძიმედ დაშავდა, რომელიც მოგვიანებით თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა. დაშავდა ეზოში მყოფი ორი ბავშვი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს... Читать дальше...

რუსეთში ერთკაციან აქციაზე კაცი ბავშვის ნახატის გამო დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

კრასნოიარსკის პოლიციამ დააკავა ადგილობრივი მკვიდრი ალექსანდრ კაპუსტინი, რომლიც ФСБ-ს შენობასთან მიტინგს მარტო მართავდა. ბავშვის ნახატზე, რომელიც მან ამობეჭდა და ხელში ეჭირა, გამოსახული იყო მზე, დედამიწა, მშვიდობის მტრედები და იყო ასევე წარწერა - „უთხარი ფაშიზმს არა“.   მანამდე, ეს ნახატი მონაწილეობდა კონკურში თემაზე - „არა ომს“, რომელიც 1 ივნისს ჩატარდა რუსეთის გენერალური პროკურატურის ციმბირის ფედერალური ოლქის სამმართველოს ორგანიზებით. ამ ინფორმაციას  „Сибирь.Реалии“ ავრცელებს "ОВД-Инфо"-ზე დაყრდნობით. Читать дальше...

სად ახერ­ხებს პუ­ტი­ნი “კრემ­ლის სტრე­სის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას”

News.ge 

ექ­ვსი წლის წინ, რუ­სულ­მა ტე­ლე­არ­ხმა “დოჟდ­მა” გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სე­თის კა­რე­ლი­ის რე­გი­ო­ნის ტყე­ებ­ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბას, რო­მელ­საც არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი “მე­თევ­ზის ქოხს“ უწო­დებ­დნენ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­კუთ­რე­ბა იყო. თა­ვად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იქ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის კომ­პლექსს “პუ­ტი­ნის აგა­რა­კად” მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ და სხვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ფლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად... Читать дальше...

ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

News.ge 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 27 ივნისს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული. გასული პროცესი კლინიკა “ვივამედში” უნდა ჩატარებულიყო, სადაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი და პროკურორები მივიდნენ, თუმცა, სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დასწრება ვერ შეძლო. სავარაუდოდ, ხვალინდელი სხდომაც, ისევე როგორც დანარჩენები, გადაიდება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის... Читать дальше...



თურქეთმა დაიწყო ახალი წყალქვეშა ნავის, STM5000-ის მშენებლობა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს უფროსი, ისმაილ დემირი ტვიტერზე წერს, რომ მაღალტექნოლოგური სისტემების ახალი წყალქვეშა ნავის მშენებლობა „ისტორიული“ მოვლენაა თურქეთის ეროვნული „წყალქვეშა თავგადასავლისთვის“. ოფიციალური ინფორმაციით, STM500 აღჭურვილი იქნება მოწინავე საბრძოლო სისტემებით ისეთი „ტაქტიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, როგორიც არის დაზვერვა, სპეცდანიშნულების რაზმის დახმარება, წყალქვეშა ომი. იტყობინებიან, რომ წყალქვეშა ნავი თავისუფლად იმუშავებს როგორც ღია ზღვაში, ასევე წყლის დაბალი დონის პირობებში. Читать дальше...

მარნეულში კორპუსის აივანი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

News.ge 

მარნეულში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია ერთი პირი. News.ge დეტალებს შსს-ში არკვვევს.

უცხოპლანეტელების შესაძლო სიგნალი

News.ge 

ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მოხსენება იმის შესახებ, რომ უზარმაზარმა ჩინურმა ტელესკოპმა, რომელსაც “ცის თვალს” უწოდებენ, სიგნალი მიიღო უცხო ცივილიზაციისგან. შემდეგში კი ეს მოხსენება წაშალეს. პეკინის უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს “რამდენიმე შემთხვევა და ტექნოლოგიური კვალი, რაც შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებთან იყოს დაკავშირებული”, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ოფიციალურ გაზეთში “Science and Technology Daily” გამოქვეყნდა. მკვლევარები ...

აუცილებელი ჩვევები ჯანსაღი ცხოვრებისთვის

News.ge 

“ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება ადამიანს აჯამრთელებს, ამდიდრებს და აბრძენებს”, – ბენჯამინ ფრანკლინი. მართლაც, თუ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას ჯანსაღი ჩვევებით შევავსებთ, მაშინ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დღეში 7 საათის განმავლობაში უნდა გეძინოთ, რათა მეტად პროდუქტიულები იყოთ და უკეთესად იაზროვნოთ. გაღვიძებიდან 15 წუთის განმავლობაში არ შეამოწმოთ ტელეფონი და სოციალური მედია. ნაცვლად ამისა, განიტვირთეთ, მოძებნეთ მშვიდი ადგილი ...

ქეით მიდლტონმა სამხედრო ფორმა მოირგო

News.ge 

კემბრიჯის ჰერცოგინია შეიარაღებული ძალების საწვრთნელ აკადემიას ესტუმრა. ვიზიტი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავად შედგა. ქეითმა რამდენიმე სამხედრო აქტივობაშიც მიიღო მონაწილეობა. “დღეს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო დღეა, უილიამს და მე გვსურს პატივი მივაგოთ ყველა იმ მამაც კაცსა თუ ქალს, წარსულსა თუ აწმყოში, ვინც ჩვენს არმიას ემსახურა ზღვაზე, მიწასა და ჰაერში, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში”, ...

ანდრეი ერმაკი: „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევზე რუსეთის თავდასხმას უნდა უპასუხონ

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთის მიერ კიევის წინაღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას უნდა უპასუხონ და მის წინააღმდეგ უფრო აგრესიული სანქციები უნდა დააწესონ. „„დიდი შვიდეულის“ სამიტმა კიევის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებს უნდა უპასუხოს. სანქციები უფრო აგრესიული უნდა იყოს. ოქროს იმპორტზე ემბარგო კარგია, მაგრამ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგოა საჭირო“, – წერს ერმაკი ...

პარტიზანები კოლაბორაციონისტების დევნას განაგრძობენ - უკრაინის მედია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელმა პარტიზანებმა ხერსონის ოლქში ააფეთქეს ადგილობრივი მკვიდრის, ირინა მახნევას ავტომობილი, რომელიც საქმიანობს რუსეთის მიერ დანიშნულ მმართველობით ორგანოში და ჩაბარებული აქვს კულტურისა და განათლების მიმართულება. ამის შესახებ ოტყობინება „უნიანი“, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივნის, სერგეი ბრატჩუკის ინფორმაციაზე დაყრდნობით. შემთხვევა კახოვკაში მოხდა. რუსეთის მედია წერს, რომ ავტომანქანა მანამდე აფეთქდა, ვიდრე ქალი მასში ჩაჯდომას მოასწრებდა. უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში პარტიზანები... Читать дальше...

შარლ მიშელი: მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი ეს ქვეყნები საჭირო რეფორმებს განახორციელებენ

News.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ეს ქვეყნები საჭირო რეფორმებს განახორციელებენ. „ეს ომი ახალ ფორმას სძენს ევროკავშირსაც. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენს უკანასკნელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მივანიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, ...

New York Times: უკრაინაში მუშაობს აშშ-ის CIA-ს და ნატოს ქვეყნების სპეცდანიშნულების ნაწილების ინსტრუქტორების ქსელი

Radiotavisupleba.ge 

გაზეთი New York Times-ი, აშშ-ის და ევროპის კავშირის პოლიტიკურ წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინაში მუშაობს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) და ნატოს ქვეყნების სპეცდანიშნულების ნაწილების ინსტრუქტორების ქსელი. ინსტრუქტორები ნატოს ბაზებზეც იმყოფებიან უკრაინის გარეთ. კომანდოსები, როგორც გაზეთის წყაროები ამტკიცებენ, კოორდინირებას უწევენ უცხოეთიდან სამხედრო დახმარების ნაკადს უკრაინაში და უკრაინის სამხედროებს აწვდიან სადაზვერვო მასალას, რაც შეიარაღებითა და აღჭურვილობით... Читать дальше...

ჯონსონი თვლის, რომ „დიდმა შვიდეულმა“ ჩინეთთან ბიზნესის კეთებასა და ფასეულობების დაცვაში წონასწორობა შეიძლება მოძებნოს

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ის სააგენტოს თანახმად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ფიქრობს, რომ შესაძლებელია წონასწორობის მოძებნა საერთო ფასეულობების დაცვასა და ჩინეთთან ბიზნესის კეთებას შორის. ჯონსონმა ეს განაცხადა 26 ივნისს, როცა ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ლიდერები გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მართავენ. „ჩინეთი არის ჩვენი ცხოვრების გიგანტური ფაქტი. თითოეული აქ შეკრებილი ქვეყანა უზარმაზარ ბიზნესშია ჩართული ჩინეთთან. საკითხავი ისაა, შევძლებთ თუ არა ამის კეთების გაგრძელებას,“ - უთხრა ბრიტანეთის... Читать дальше...

სკოლის შემდეგ ჯართან კონტრაქტი - რუსეთის დუმა ახალ კანონპროექტს განიხილავს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დუმაში განხილული საკანონმდებლო ცვლილების მიხედით, შეიარაღებულ ძალებს საშუალება ეძლევა კონტრაქტი გაუფორმოს იმ პირებსაც, რომლებსაც მანამდე არა აქვთ გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური. მოელიან, რომ კონტრაქტების გაფორმება შესაძლებელი იქნება მაშინვე, როცა პირი სრულწლოვანი გახდება. ეს შესაძლებელს გახდის, რომ საკონტრაქტო სამსახური შესთავაზონ 18 წლის ახალგაზრდებს, მალევე, სკოლის დამთავრების შემდეგ. მანამდე ამის გაკეთება დაშვებული იყო, სულ ცოტა, 3-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის, ანდა საშუალო პროფესიული განათლების მიღების შემდეგ. Читать дальше...

ლიეტუვის პრეზიდენტი: კალინინგრადის მიმართ შეზღუდვები აუცილებლად განხორციელდება

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოვალეა და გაატარებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის საქონლის მიმართ მოსკოვის მძაფრი რიტორიკის ფონზე, რომელიც ეხებოდა ვილნიუსის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის ოლქის მიმართ. ნაუსედა გამოვიდა მოწოდებით, „სასწრაფოდ“ გაიმართოს კონსულტაციები ევროპის კომისიასთან ლიეტუვის საერთაშორისო ვალდებულებების და ინტერესების დაცვის მიზნით უკრაინის „აგრესორის“ წინააღმდეგ სანქციების პირობებში. ამ კვირაში რუსეთმა ევროკავშირის წარგზავნილი გამოიძახა... Читать дальше...

„ისტორიულ ზონაში ქვას ქვაზე არ დატოვებენ“ - რა საფრთხეს ხედავენ ბათუმის გამო მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიციირებული თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებული ვერსიით მიიღო ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 24 ივნისს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძვლად დასახელებულია ბათუმში, მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟის აუცილებლობა და დეველოპერული კომპანიების მონაწილეობით, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით მათი შეცვლა. ამ ეტაპზე საუბარია 118 ავარიულ სახლზე. განსხვავებით კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისგან... Читать дальше...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთისგან კვლავ მთლიანად მოწყვეტილია

Radiotavisupleba.ge 

მეორე დღეა, როკის გვირაბთან ახლოს, გზა კვლავ ჩაკეტილია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზის გახსნა სტიქიის შედეგად ჩამოწოლილი ქვისა და ტალახის მასის გამო ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. "დილიდან ბურონის დასახლების მონაკვეთზე, როკის  გვირაბის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, მიმდინარეობს სამუშაოები მაგისტრალის გასასუფთავებლად. ჩამოცვენილი კლდეების, ქვებისა  და ღვარცოფისგან. ჯერჯერობით არ არის პროგნოზი... Читать дальше...

უკრაინის საჰაერო ძალები: კიევს რუსეთმა მაღალი სიზუსტის რაკეტები კასპიის რეგიონიდან დაუშინა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ კიევს რუსეთმა რაკეტები კასპიის ზღვის რაიონიდან ესროლა. უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა უკრაინული ტელემარათონის - „ფრიდომის“ ეთერში. მისი ინფორმაციით, რუსეთმა კიევს მის ხელთ არსებული ყველაზე მაღალი სიზუსტისა და ფასის რაკეტები ესროლა. მისივე ინფორმაციით, რუსეთმა ამისათვის სტრატეგიული ავიაცია გამოიყენა. „რაკეტები, რომლებსაც გვესვრიან, ეს არის - Х-101. მას ფრენა შეუძლია 5500 კილომეტრზე. Читать дальше...

რუსეთმა დარტყმა მიაყენა საწვრთნელ ცენტრებს უკრაინის სამ რეგიონში, უფრო ადრე - კიევის საცხოვრებელ უბანს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო Reurets-ი იტყობინება, რომ რუსეთმა „მაღალი სიზუსტის“ იარაღი გამოიყენა და დარტყმა მიაყენა უკრაინის არმიის საწრთნელ ცენტრებს ჩერნიგნოვში, ჟიტომირსა და ლვოვში. 26 ივნისის დილით რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა უკრაინის დედაქალაქ კიევის საცხოვრებელ არეალს, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი. შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს თანახმად, არის ერთი დაღუპული, არიან დაშავებულები, სულ მცირე ხუთი ადამიანი, ნანგრევებში მოყოლილია ხალხი.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *