Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июнь
2022

Новости за 20.06.2022

Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა საქართველოში აღარ შემოუშვეს

Radiotavisupleba.ge 

Pussy Riot-ის წევრ ოლგა ბორისოვას დღეს, 20 ივნისს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა და რადიო თავისუფლებასაც ესაუბრა. აქტივისტის თქმით, ის Pussy Riot-ის ევროპული ტურნედან ბრუნდებოდა. თბილისის აეროპორტში მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს. "მარტიდან საქართველოში ვცხოვრობ. ტურნეს დამთავრების შემდეგ ამსტერდამიდან თურქეთის გავლით სახლში ვბრუნდებოდი. თბილისში რომ ჩამოვფრინდი, შემოწმებისას ქალმა ჩემი პასპორტის თვალიერება დაიწყო... Читать дальше...

უკრაინამ აკრძალა პუტინის მეგობრის, მედვედჩუკის პრორუსული პარტია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სასამართლომ აკრძალა პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა, პარტია "სიცოცხლისთვის", (OPZZh) რომელსაც ხელმძღვანელობს  კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსი, პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი.  ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამის შესახებ 20 ივნისს განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ - განცხადების თანახმად, პარტიის ქონების კონფისკაციას სახელმწიფო ხაზინა განახორციელებს.   მედვედჩუკი უკრაინის სამართალდამცველებმა აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან შინაპატიმრობის პირობები დაარღვია და რუსეთში გაქცევა სცადა. Читать дальше...

აქცია „შინ ევროპისკენ" დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობა გამართეს აქციის „შინ ევროპისკენ" მონაწილეებმა. აქციის დასასრულს მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებზე ხელმოწერები დატოვეს. სამოქალაქო მოძრაობამ "სირცხვილია", რომელმაც 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია "შინ ევროპისკენ" გამართა, კიდევ ერთ შეკრება დააანონსა. მოძრაობის ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები თბილისში, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე უნდა შეიკრიბონ 24 ივნისსაც, როცა ცნობილი გახდება ევროკავშირის... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: მინდა დადებითად შევაფასო ის განცხადება, რომელიც დღეს პრემიერის მხრიდან გაკეთდა – იგივეს ვერ ვიტყვი ზოგიერთ პარტიულ განცხადებაზე

News.ge 

მინდა მივმართო ხელისუფლებას და დადებითად შევაფასო ის განცხადება, რომელიც დღეს პრემიერის მხრიდან გაკეთდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს. ზურაბიშვილის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებას აქვს ის მიმართულება, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. „ეს არის სწორი და ის მიმართულება... Читать дальше...

კუბილიუსი: საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის წევრებს

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის წევრმა, ევრონესტის თანათავმჯდომარემ, ლიეტუვის ორგზის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მიმართა. როგორც ის აცხადებს, საქართველოს სჭირდება არა ფასადური, არამედ ნამდვილი დემოკრატია. „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს, როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს შიგნით. Читать дальше...

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ

News.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისათვის, როგორც ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია, არამედ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთვისაც. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის სპიკერმა ბერტალან ჰავასიმ განაცხადა. ორბანმა ევროსაბჭოს სხდომის წინ ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან ერთად ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე... Читать дальше...

მანიფესტი – ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!

News.ge 

მოძრაობა სირცხვილიამ 24 ივნისს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მორიგი აქცია დააანონსა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე – სახელწოდებით შინ ევროპისკენ – მოძრაობამ მანიფესტი წარადგინა და ახალი სახალხო მოძრაობის დაარსების შესახებ განაცხადა. News.ge მანიფესტის ტექსტს სრულად გთავაზობთ: დადგა დრო, დიდი ხნის წინ გაკეთებული ჩვენი ისტორიული არჩევანი ერთად დავიცვათ. რამდენიმე თაობაში ერთს ერგება უდიდესი პასუხისმგებლობა, კიდევ... Читать дальше...

დეოლიგარქიზაცია - საშვი ევროკავშირში?  რა ხდება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, საქართველოს დეოლიგარქციზაციაც მოეთხოვება. ოლიგარქიასთან ბრძოლა უნდა გააგრძელონ უკრაინამ და მოლდოვამ, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.



იუწყებიან დაჭრილებზე ოდესის რეგიონზე მიტანილი საჰაერო იერიშების შემდეგ, რუსეთი შვიდ დაკარგულზე აცხადებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სამხრეთში, საპორტო ქალაქ ოდესაში და მის გარშემო 20 ივნისს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაიჭრნენ ადამიანები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა - აცხადებს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  მაქსიმ მარჩენკო ტელეგრამით წერს, რომ რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობდა ღამით და დღის განმავლობაში. მანამდე, სამხრეთის საოპერაციო შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა 20 ივნისის შუადღეს 14 რაკეტა ისროლეს რეგიონში, ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებდა ცნობას... Читать дальше...

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას

Radiotavisupleba.ge 

ჩეხი ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას (მწვანეების ჯგუფი/European Free Alliance​) ვიდეომიმართვა მოისმინეს თბილისში, პარლამენტის წინ, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე. გრეგოროვა მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. „მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არა მხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. Читать дальше...

„We are Europe“ – ევროკავშირისადმი მიმართვა

News.ge 

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს. მიმართვისას აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ მობილური ტელეფონები ანთებული ფარნებით და პლაკატები წარწერით: „We are Europe“. მიმართვის ბოლოს შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი. „ევროპული საბჭოს ძვირფასო წევრებო, ვინაიდან თქვენ აპირებთ გადაწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ, ქართველი ხალხის წარმომადგენლებმა, გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ევროპული ...

"სირცხვილია" 24 ივნისს პარლამენტთან კიდევ ერთ აქციას გამართავს

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია", რომელმაც დღეს, 20 ივნისს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია "შინ ევროპისკენ" გამართა, კიდევ ერთ შეკრებას აანონსებს. მოძრაობის ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე უნდა შეკრიბონ 24 ივნისსაც, როცა ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. "2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. Читать дальше...

როგორ მიაწერა ირანის ტელეარხმა ისრაელის საწინააღმდეგო გამონათქვამი კრიშტიანუ რონალდუს

Radiotavisupleba.ge 

ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა აჟიოტაჟი გამოიწვია მას შემდეგ, რაც ეთერში გაავრცელა ცრუ განცხადებები ფეხბურთის პორტუგალიელი  ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ვითომდა ანტიისრაელური შეხედულებების შესახებ. შეთხზული სიუჟეტი ეთერში გავიდა ირანსა და მის რეგიონულ მტერს, ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

შარლ მიშელი: ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია

News.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. შარლ მიშელი სოციალურ ქსელში მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. „ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია. გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”,-... Читать дальше...

მამუკა მდინარაძე: სად არის კრიზისი? უნდათ წარმოაჩინონ, რომ რაღაც ხდება

News.ge 

ტექნიკურ თუ დროებითი თანხმობის მთავრობაზე ლაპარაკი არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა, სახელმწიფო არ ჩამოიშლება, რადგან სახელმწიფო შედგა, უამრავი რეფორმა გატარდა, – ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საჭიროა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს. მდინარაძის თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში ნეგატიური აზრის გამძაფრებას ემსახურება. Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ შეგვიძლია აღვდგეთ ფერფლიდან, აგრესორი სახელმწიფო კი იგივე დარჩება

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მიგრაციული კრიზისი ევროპაში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ომით, ბოლო კრიზისი უნდა იყოს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის ფორუმის გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ – ამაში ეჭვი არ მეპარება, არა მხოლოდ აღვადგინოთ ნორმალური ცხოვრების პირობები, სადაც რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ დაეტოვებინათ ...

პავილიონისი: მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა. ლიეტუველი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალები უნდა დაუბრუნდნენ „შარლ მიშელის შეთანხმებას" და საჭირო არის საზოგადოების კონსოლიდაცია.  „ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რელომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. Читать дальше...

ბორელი: ევროპული საბჭოს მიერ სამი ქვეყნისთვის გაგზავნილი სიგნალი ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც უნდა გაისმას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა ორშაბათს, 20 ივნისს, ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ სიგნალი, რომელსაც ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიმართულებით გაუშვებს, უფრო ფართოდაც უნდა გაისმას.  "იცით, რომ ევროპულმა საბჭომ მიმდინარე კვირაში უნდა გაგზავნოს სიგნალი, რომ ვიწყებთ მზადებას ამ სამი ქვეყნის [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს მძლავრი სიგნალია. Читать дальше...

"მივმართოთ რისხვა ოლიგარქიული მმართველობისკენ" - 20 ივნისის მანიფესტი

Radiotavisupleba.ge 

სამოქალქო მოძრაობა "სირცხვილია", რომელიც დღეს, 20 ივნისს ევროინტეგრაციის აქციის ორგანიზატორია, მანიფესტს ავრცელებს. მანიფესტის ტექსტი აქციის მონაწილეებს შოთა დიღმელაშვილმა წაიკითხა. მთავარი აქცენტები მანიფესტიდან: ევროკავშირისკენ გზაზე მთავარი დაბრკოლება "ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარი პრობლემა ეღობება. ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი". ახალი მოძრაობის დაფუძნება "2022 წლის 24... Читать дальше...

ანა ფოტიგა: ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე „შინ ევროპისკენ" მოისმინეს პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიმართვა. მან ილაპარაკა ქართველი ხალხის პროევროპულობის შესახებ.  „ჩემს ქართველ სტაჟიორ ირინასთან ერთად მინდა მოგმართოთ ამ აქციაზე, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპელია", - თქვა ანა ფოტიგამ. ევროპარლამენტარის თქმით, ქართველი... Читать дальше...

დიღმელაშვილი: თუ ხელისუფლება დაარღვევს კონსტიტუციას, ხალხს უფლება აქვს, უთხრას რომ არალეგიტიმურია

Radiotavisupleba.ge 

აქცია "შინ ევროპისკენ" აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერი შეკრებილ მონაწილეებს ახსენებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს წაიკითხა კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი. "საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს დაახლოება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. ის, რაც გააფუჭა საქართველოს ხელისუფლებამ... Читать дальше...

აქცია „შინ ევროპისკენ" - ფოტოები საქართველოს ქალაქებიდან

Radiotavisupleba.ge 

20 ივნისს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართა აქცია „შინ ევროპისკენ". თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი - აქციებში მონაწილეობდნენ სტუდენტები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები.

რასა იუკნევიჩიენე: ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზე არის საუბარი

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის წევრმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარემ რასა იუკნევიჩიენემ თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. ის აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება „დეოლიგარქიზაცია". „საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა ლიდერის სტატუსი [„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის]. ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით. შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ხელიდან იქნა გაშვებული. ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიული პროცესების... Читать дальше...

რატომ დაამცირა ტოყაევმა პუტინი?

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა 17 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთ პლენარულ შეხვედრაზე, რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად მონაწილეობდა, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აპირებს როგორც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევას, ასევე ე.წ. კვაზისახელმწიფოების, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას. ყაზახეთის ლიდერის ამგვარმა ხისტმა განცხადებამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ვლადიმირ პუტინი არ გააოცა. Читать дальше...

ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია - მიშელი

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად იწვევს. "ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. პარალელურად, გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას ჰუმანიტარული, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური კუთხით", - წერს მიშელი ტვიტერზე. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *