Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июнь
2022

Новости за 16.06.2022

კობახიძე მაკრონის  განცხადებაზე: ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვაში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის. Читать дальше...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ინტერნეტის გარეშე დარჩა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. დე ფაქტო რესპუბლიკაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტსადენი რუსეთის ფედერაციიდან შედის. სადენი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დასახლებების, ალაგირსა და ზარამაგს შორის დაზიანდა. სააგენტო „რეს"-ის ცნობით, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. „იუგ-ტელეკომის“ გენერალურმა დირექტორმა ერნა ჯიოევამ სააგენტოს განუცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. „სპეციალისტები ამჟამად ადგილზე მუშაობენ და ინტერნეტის სადენი ჰაერში გაჰყავთ, აქამდე ის მიწაში იყო გაყვანილი... Читать дальше...

ნიდერლანდში დააკავეს რუსეთის დაზვერვის ოფიცერი. იგი ცდილობდა სტაჟიორად მოწყობას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდის გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა (AIVD) გამოაცხადა, რომ დააკავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟიორის სამუშაოს მიღებას ცდილობდა. ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია. AIVD-ის ხელმძღვანელის ერიკ აკერბუმის თქმით, მისი ნამდვილი სახელია სერგეი ვლადიმიროვიჩ ჩერკასოვი. ნიდერლანდში შესვლა მას სურდა ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელით. ჩერკასოვი, AIVD-ის თანახმად, აპირებდა სტაჟირებას ჰააგის სისხლის... Читать дальше...

კობახიძის თქმით, 2018 წელს ზურაბიშვილი წინასწარ გააფრთხილეს „აგვისტოს ომზე“ განცხადება არ გაეკეთებინა

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია გაიხსენა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაახასიათა სალომე ზურაბიშვილის მოქმედება საარჩევნო კამპანიის დროს და აღნიშნა რომ გაფრთხილების მიუხედავად, კანდიდატის რანგში მან გააკეთა ომთან დაკავშირებული განცხადება.    „ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. არ გვიჯერებდა მაშინაც. როდესაც კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმართვა. Читать дальше...

უკრაინის დაზვერვამ "ყირიმის ხიდის"დეტალური ტექნიკური დოკუმენტაცია მოიპოვა. მოსკოვი აცხადებს, რომ ხიდს საფრთხე არ ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებმა მოიპოვეს ქერჩის სრუტეზე გამავალი "ყირიმის ხიდის" მშენებლობის დეტალური ტექნიკური დოკუმენტაცია. ეს ცნობა საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ყირიმის ხიდს "უკრაინული სამხედრო გეგმის ნომერი პირველი სამიზნე" უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა დიმიტრი მარჩენკომ. გენერალმა ხიდს "რეზერვების გადასროლის გზა" უწოდა და თქვა, რომ საჭიროა მათ ეს გზა „მოვუჭრათო“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა... Читать дальше...

კობახიძე: სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, რიყეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართული შეკრების შესახებ ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში. როგორც ის ამბობს, აქციაზე მოქალათა მცირე რაოდენობის მისვლა მოსალოდნელი იყო. „რაც ვთქვით, რამდენიმე დღის წინ გამართლდა. ვთქვით, რომ მოუმზადებელი იყო აქცია. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყვნენ: პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. Читать дальше...

ნინო ლომჯარია: …ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები

News.ge 

საშიშროება დავინახე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად, მაღალმა პოლიტიკურმა პირებმა საჯაროდ, დაუფარავად და პირდაპირ გაავრცელეს სკეპტიკური გზავნილები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ. გვითხრეს, რომ შესაძლოა მმართველ წრეებში განიხილებოდეს საკითხი, რომ ქვეყანამ საერთოდაც გადახედოს მის მისწრაფებებს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის... Читать дальше...

ბრიტანეთი უკრაინას დამატებით კიდევ 20 ერთეულ შორსმსროლელ ჰაუბიცას გადასცემს

Radiotavisupleba.ge 

დიდმა ბრიტანეთმა ბელგიური იარაღის კომპანიისგან შეიძინა და შეაკეთა 20-ზე მეტი შორმსროლელი M109 მოდელის თვითმავალი ჰაუბიცა, რომელსაც ის უკრაინას გაუგზავნის. "ჩვენ განვათავსებთ ოცზე მეტ 155 მილიმეტრიან თვითმავალ ჰაუბიცას, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე შევიძინეთ, ჩვენ გავარემონტეთ ისინი და ისინი დაიწყებენ უკრაინაში ჩასვლას. მათ სროლის გაცილებით გრძელი დიაპაზონი აქვთ, ვიდრე 152 მილიმეტრიანებს",-განუცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ტელეკომპანია Sky News-ს. მისი თქმით, რუსეთი აღემატება უკრაინას... Читать дальше...



ჰუბერტ ქნირში: ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ

News.ge 

ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს საღამო მთლიანად ევროპას ეძღვნება და მნიშვნელოვანია, მოხდეს პროგრესი ევროპულ გზაზე. ,,ეს საღამო ევროპას შეეხება. სხვა რამ ამ საღამოს არ არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მთავრობის შეკრება. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე. ...

გიორგი მარგველაშვილი: ნარატივი: „ომი გინდათ?!“ არის აბსურდული, რადგან ომი პუტინის გარდა, არავის უნდა მსოფლიოში

News.ge 

როდესაც მთელი თაობები შესწირე თავისუფლებისთვის ბრძოლას, როდესაც შენი ქვეყანა იყო მედროშე თავისუფლებისთვის ბრძოლის, მაშინ, როდესაც არის საბოლოო დიდი გამარჯვების წინა მოლოდინი, შეუძლებელია, რომ შენ არ მიიღო ის, რაც შენ გეკუთვნის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას წარმოებული პოლიტიკა, განპირობებული იყოს სიფრთხილით და ომის ...

მედვედევმა „ბაყაყების, ლივერის ძეხვებისა და მაკარონის თაყვანისმცემლები" უწოდა კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, აგდებული კილოთი მოიხსენია უკრაინაში 6 ივნისს ჩასული გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერები და მათ ვიზიტს არაფრისმომცემი უწოდა. "აი უყვართ ბაყაყების, ლივერის ძეხვისა და მაკარონის ევროპელ თაყვანისმცემლებს კიევის მონახულება. სარგებელი - ნულია. კვლავ დაჰპირდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ძველ ჰაუბიცებს, გადაჰკრეს ჰორილკა და მატარებლით, როგორც ასი წლის წინ, შინისკენ გაეშურებიან. ყველაფერი კარგია. Читать дальше...

რიყეზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით გამართული აქცია დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

ბაქოში ხანმოკლე ვიზიტიდან დაბრუნებული პრეზიდენტი ზურაბიშვილი რიყეზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, რომლის ინიციატორი თავად იყო. შეკრებაზე პრეზიდენტმა თავდაპირველად ყურადღება ჟურნალისტებთან არაერთი რეპლიკის გაცვლით მიიქცია. საბოლოოდ გაირკვა, რომ ზურაბიშვილი მთავარ სათქმელს მოგვიანებით, მედიასთან კომენტარში იტყოდა. „სამწუხაროდ, ჩვენ დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. არეულობა [შეკრებაზე] ცოტა არ იყოს უხერხულიც არის“, - თქვა პრეზიდენტმა და მედიის ქცევაზე მიანიშნა. Читать дальше...

მაკრონი კიევში: უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც კიევში ხუთშაბათს, 16 ივნისს იმყოფებოდნენ, მხარი დაუჭირეს იდეას, დაუყოვნებლივ მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკრონის გარდა, კიევში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. "ოთხივე ჩვენგანი მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის უშუალო სტატუსს"... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ გეგმავს 20 ივნისის აქციაზე მისვლას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ მივა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც 20 ივნისს გაიმართება პარლამენტის შენობის წინ. თუმცა პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ მიესალმება ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებულ ყველა შეკრებას. პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა ასევე მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც დღეს, 16 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო. "მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე... სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა..." - თქვა ზურაბიშვილმა... Читать дальше...

ზურაბიშვილი რიყეზე მიმდინარე აქციაზე: დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში, რიყეზე მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან თავისი მთავარი გზავნილის შესახებ ილაპარაკა. „მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ვართ, რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოხატონ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. Читать дальше...

დავით არახამიას თქმით, დონბასში დაჭრილებისა და დახოცილების სახით უკრაინა ყოველდღე 1000-მდე ჯარისკაცს კარგავს

Radiotavisupleba.ge 

დონბასში ყოველდღიურად 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ან იჭრება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობაში 200-დან 500-მდეა. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტისას უკრაინის ვერხოვნა რადაში მმართველი ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა. არახამიას თქმით, დანაკარგის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მაისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა... Читать дальше...

პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე: პასუხი გაცემულია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას "მთავარი არის" გენერალური დირექტორის შეწყალებასთან დაკავშირებით. ევროპის მოედანზე, სადაც მისი ორგანიზებით აქცია იმართება, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პასუხი უკვე გაცემულია. "პასუხი გაცემულია ამ საკითხზე... არ არის საჭირო, რომ გავიმეორო... მე არავინ მომიწოდებს რეზოლუციით. პრეზიდენტის დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ არავის შეუძლია მოუწოდოს... რაც უფრო მეტი მოწოდება და ზეწოლაა, ეს არ უწყობს ხელს, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს [ვეტო]... გადაწყვეტილებები... Читать дальше...

დასრულდა ზელენსკის შეხვედრა შოლცთან, მაკრონთან, დრაგისთან და იოჰანისთან. კიევი აცხადებს, რომ „უკრაინას ურყევ მხარდაჭერას“ დაჰპირდნენ

Radiotavisupleba.ge 

დასრულდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. მას ამ შეხვედრის შედეგებზე ჟურნალისტებისთვის დეტალურად არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას საერთაშორისო კოალიციის სტაბილური მხარდაჭერა აქვს. "ჩვენ სახელმწიფოთა ლიდერებს გადავეცით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინადადებების სრული პაკეტი... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე "ვივამედში" გასვლითი სხდომა გადაიდო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გასვლითი სხდომა, რომელიც კლინიკა "ვივამედში" უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ინფორმაცია ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ მიაწოდა. სხდომას ვერ დაესწრნენ ჟურნალისტები. "დღეს სხდომაზე გამოიკითხნენ ექიმები. მათ სასამართლოს მიაწოდეს [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია... მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ გაცემულ დოკუმენტში ტრანსპორტირების პრობლემა დასახელებული არ იყო და ის გულისხმობდა ჩვენების მიცემასა და პროცესში ადეკვატური მონაწილეობას"... Читать дальше...

იმედი მაქვს კულტურის მინისტრი თავის ადგილს იპოვის და წავა - ინტერვიუ კურატორ ლიკა მამაცაშვილთან

Radiotavisupleba.ge 

3 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმიდან (“ქარვასლა”) გაათავისუფლეს კურატორი ლიკა მამაცაშვილი. კულტურის სამინისტროსთვის ეს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესის ნაწილია. ბოლო სამ თვეში მუზეუმის ათამდე თანამშრომელი 3 თვიან დროებით კონტრაქტზე გადაიყვანეს, რამდენიმეს პოზიცია შეუცვალეს.

იენს სტოლტენბერგი: ვიმსჯელეთ, თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად და როგორ გავაძლიეროთ შემდგომში საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობა

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 16 ივნისს კვლავ გაიმეორა, რომ ალიანსის მინისტერიალზე მოკავშირეებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩარევის წინაშე დაუცველები არიან. "მე შევხვდი გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელიც გუშინ საღამოს გამართულ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. მოკავშირეებმა და პირადად მე ხაზი გავუსვით როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობას იმ მოკავშირეებისთვის... Читать дальше...

ეროვნული ბანკი კატეგორიულად უარყოფს სანქცირებული პირების მიერ საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომელიც ეხება რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების და კომპანიების მიერ საქართველოს საბანკო სისტემის გამოყენებას. „ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. Читать дальше...

„უთხარით შვილებს“ - რა სათქმელი აქვთ ქალებს?

Radiotavisupleba.ge 

„სხეულის ავტონომია ზუსტად ვიცი, რა არის, მაგრამ არასდროს მქონია იმის ბედნიერება, რომ მე მომეპოვებინა და მე მქონოდა კონტროლი ჩემს სხეულზე“. „ხალხს ცხოვრება ენგრევა ხოლმე ერთი გამოცდილების გამო, იძულებითი ქორწინება, არასასურველი ორსულობები, დანგრეული ოჯახები...“ „48 წლის განმავლობაში მუდმივად თან მდევს ეს გრძნობა, საკუთარი სხეულის სირცხვილის გრძნობა. ... ალბათ არ მაქვს ბოლომდე გათავისებული სხეულის ავტონომია, თავს თავისუფალ ადამიანად ვთვლი, მაგრამ არის კი ეს თავისუფლება, როცა არ გრძნობ თავს კომფორტულად... Читать дальше...

სასამართლომ ნავალნის თანამებრძოლ კირა იარმიშს თავისუფლების შეზღუდვა რეალური ვადით შეუცვალა

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის პრესმდივან კირა იარმიშს ე.წ. სანიტარულ საქმეზე გამოტანილი განაჩენი - თავისუფლების შეზღუდვა კოლონიაში სასჯელის რეალური ვადით შეუცვალა. ამის შესახებ იარმიშმა თავის ტვიტერში დაწერა. სასამართლოში შუამდგომლობა ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შეიტანა. გასულ ზაფხულს იარმიშმა რუსეთი დატოვა "სანიტარული საქმის" განაჩენის შემდეგ. სასამართლომ ნავალნის მომხრეების აქციების შესახებ სოციალურ ქსელებში მისი პოსტები სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევის წაქეზებად მიიჩნია. Читать дальше...

შსს განმარტავს, რატომ არ შემოუშვა რუსი აქტივისტი საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

რუსი აქტივისტის, ინსა ლანდერის (ოგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვას) საქართველოში არშემოშვების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს მისთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძველს. უწყების თანახმად, ინსა ლანდერი (ოგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვა) საქართველოში არ შემოუშვეს კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის კვეთაზე უარს ისეთ შემთხვევებში, როცა პირის ქვეყანაში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *