Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июнь
2022

Новости за 28.06.2022

ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი ნახევარფინალი მოიგეს

Radiotavisupleba.ge 

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში ფინალისტები გამოვლინდნენ და ამ ხუთიდან სამში ოქროს მედლისთვის საქართველოს ნაკრების წევრები იბრძოლებენ. წინასწარი ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები წაუგებლად ჩაამთავრეს დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ), ნიკა ბროლაძემ (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82 კგ). ფინალები კი 29 თებერვალს შედგება, თბილისის დროით 20:00 საათიდან. ხაჩიძე ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის სომეხ სურენ აღაჯანიანს დაუპირისპირდება. Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეოთხე დღეა ვერ იხსნება. ამის მიზეზი გზაზე ჩამოწოლილი მიწის და ქვის მასაა. დე ფაქტო რესპუბლიკის საგზაო სამსახურებმა გზაზე ტალახისა და ქვის მასების გაწმენდის სამუშაოები სამშაბათს შუადღით ისევ შეაჩერეს, - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. მათი თქმით, ამის მიზეზი კვლავ ამინდის გაუარესება გახდა. „მთაში ამინდი გაუარესდა, საგზაო სამსახურები დილიდან მუშაობენ ამიერკავკასიის... Читать дальше...

თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღებას

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიისტომ განაცხადა, რომ თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღებას. ნიისტოს თქმით, გარღვევა მოხდა, როცა 28 ივნისს სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც მხარეები აცხადებენ, რომ მზად არიან, „სრული მხარდაჭერა აღმოუჩინონ [ძალისხმევას] ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ მუქარის წინააღმდეგ“. ნიისტო, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მადრიდში შეხვდნენ ერთმანეთს ნატოს სამიტის პირველ დღეს. Читать дальше...

ყაველაშვილი: გვექნება თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნება" დატოვა, ამბობს, რომ ხვალ უფრო მეტი საკითხის შესახებ მიაწოდებს საზოგადოებას ინფორმაციას. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნებიდან" წასვლა, უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ სიმართლე ილაპარაკოს. „ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება". არის საკითხები... Читать дальше...

ინტერვიუ გიორგი ქადაგიძესთან: - გამარჯვების რწმენა ნახევარ გამარჯვებას უდრის

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სათავეში უდგას საპროტესტო მოძრაობას, “შინ ევროპისკენ.” მოძრაობის მოთხოვნა 3 ივლისამდე პრემიერ-მინისტრის გადადგომაა იმის გამო, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

ხუნდაძე: პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით [„ქართულ ოცნებასთან"], გარდა ერთისა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ერთადერთი საკითხი დაასახელა, რომელზეც მმართველ პარტიასთან უთანხმოება აქვს. „ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ჩემი პოლიტიკური ასაკი ზუსტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პარტიის ასაკს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს; პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით... Читать дальше...

თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები ჰომოფობიური ბანერებით მზიურის კაფესთან მივიდნენ - კაფეში ცისარტყელას დროშა კიდია

Radiotavisupleba.ge 

ჰომოფობიური განწყობების მქონე ულტარანაციონალისტები მას შემდეგ რაც თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნა კლუბ ხიდთან გააპროტესტეს, მზიურის კაფესთან მივიდნენ საპროტესტო ბანერებით, სადაც პრაიდის მხარდასაჭერად ცისარტყელას დროშაა გამოფენილი. ფერადი დროშა ლგბტქ თემის და მათი მხარდამჭერების სიმბოლოა. კაფის ადმინისტრაცია დროშის ჩამოხსნას არ აპირებს. მზიურის კაფესთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც. გურამ ფალავანდიშვილმა მხარდამჭერებთან ერთად და სასულიერო პირებმა დღეს ჰომოფობიური აქცია გამართეს კლუბ ხიდთანაც... Читать дальше...

სოზარ სუბარმა „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც „ქართული ოცნება“ დატოვა, გადაწყვეტილების მიზეზებზე „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა. „რთული პერიოდი დგას დღეს რეგიონში ზოგადად და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომლებიც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, ამის პირდაპირი მცდელობები იყო, იყო არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი რამაც შეუძლია აგვაცილოს ეს საფრთხე, არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. Читать дальше...



ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, მას აღრმავებს - ინტერვიუ ანდრიუს კუბილიუსთან

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, "ამერიკის ხმა" გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს. აქამდე ტრიოში მყოფი საქართველო კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს აქვს შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისთვის ქვეყანამ 12-პუნქტიანი მოთხოვნები უნდა შეასრულოს. ევროსაბჭო ქვეყნის პროგრესს 6 თვეში, 2022 წლის ბოლოს გადახედავს. რატომ ვერ მიიღო საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი? Читать дальше...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

News.ge 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა. გარდა ამისა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები 100-ზე მეტ სამიზნეს დაუწესა. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს. აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, სანქციები 70 ორგანიზაციას შეეხება, რომელთაგან ბევრი რუსეთის თავდაცვისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, ასევე სანქციები დაუწესდება 29 ადამიანს. „რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიზანში ამოღება შეამცირებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობებს და კიდევ უფრო ხელს ...

მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

News.ge 

ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი, იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომ გინდოდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ამით უპასუხა აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მოთხოვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. „ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი... Читать дальше...

შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

News.ge 

შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს უსწორდება, ვიდეომასალაში ჩანს, რომ ოთხი შვილის მამას ბაღში ჯერ სასტიკად სცემს, შემდეგ უფრო მძიმე დანაშაულს ჩადის. კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მძიმე სცენას შეიცავს. წყარო: “TV პირველი”

მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

News.ge 

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.... Читать дальше...

ბულგარეთი რუსეთის დიპლომატიური მისიების 70 დიპლომატსა და ტექნიკურ პერსონალს აძევებს

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთი რუსეთის საელჩოს 70 დიპლომატსა და ტექნიკურ პერსონალს აძევებს ქვეყნიდან. ამის შესახებ ტასი იტყობინება რუსეთის დიპლომატიურ მისიაზე დაყრდნობით. ბულგარეთი ასევე ქვეყანას ატოვებინებს რუსეთის ფედერაციის მრჩეველ-დესპანს ვოსკრესენსკის, გენერალურ კონსულებს ვარნასა და რუსეთში, კულტურულ-საინფორმაციო ცენტრის დირექტორს. ქალაქ რუსეში რუსეთის გენერალური საკონსულოდან გააძევებენ ყველა დიპლომატსა და ტექპერსონალს. საელჩომ დააზუსტა, რომ ვარნაში გენერალური საკონსულო დიპლომატების გაძევების გამო პრაქტიკულად თანამშრომლების გარეშე დარჩა. Читать дальше...

მდინარაძის განცხადებით, სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე „ქართულ ოცნებას" ტოვებენ

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას სამი დეპუტატი ტოვებს. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, ეს დეპუტატები არიან სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე. „მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, - თქვა მდინარაძემ. მდინარაძემ... Читать дальше...

როგორია საქართველოს "ევროპული პერსპექტივა": რეფორმები თუ მრავალწლიანი ლოდინი?

Radiotavisupleba.ge 

„ევროპის კარი ღიაა. ახლა ჯერი საქართველოზეა”, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 24 ივნისს, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ არა კანდიდატის სტატუსი.

მამუკა მამულაშვილი: დღესდღეობით ფაქტობრივად მთელ ფრონტის ხაზზე ვართ განლაგებული

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დასაცავად მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი უცხოური დანაყოფი, „ქართული ლეგიონი“, რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

12 პირობა და 6 თვე ევროკავშირისკენ - შეძლებს (თუ ვერ) საქართველო შანსის გამოყენებას?

Radiotavisupleba.ge 

ოპონენტებს არ სჯერათ, რომ ხელისუფლება შეასრულებს „ძალიან მნიშვნელოვან 6 თვეში“ ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, რადგან პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, მას ყველა რეფორმისა და ცვლილების გატარება დღემდეც შეეძლო.

ინტერვიუ გიორგი ქადაგიძესთან: გამარჯვების რწმენა ნახევარ გამარჯვებას უდრის

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სათავეში უდგას საპროტესტო მოძრაობას, “შინ ევროპისკენ.” მოძრაობის მოთხოვნა 3 ივლისამდე პრემიერ-მინისტრის გადადგომაა იმის გამო, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით. მთავრობის გადადგომის შემდეგ მოძრაობა გეგმავს ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომლის მიზანიც ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება. პრემიერ-მინისტრი ამ მოთხოვნას ჯერ საჯარო განცხადებით ჯერ არ გამოხმაურებია... Читать дальше...

თბილისში, „პრაიდ კვირეულის" კინოჩვენებას ელჩები ესწრებიან

Radiotavisupleba.ge 

„პრაიდ კვირეულის" ფარგლებში თბილისში დახურული კინოჩვენება მიმდინარეობს. ღონისძებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის არიან: აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ისრაელის ელჩი რან გიდორი, ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩი ბაჰია თაზიბლი და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი. „პრაიდ კვირეულის" პირველ დღეს ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმს „სველი ქვიშას" აჩვენებენ. Читать дальше...

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის - თინა კანდელაკს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ისინი შეეხება ათობით ადამიანსა და კომპანიას, მათ შორის „ბანკ მოსკვის“, გაერთიანებულ ავიასამშენებლო კორპორაციას, „როსტეხს“, „კამაზს“, „ტუპოლევს“ და სხვა თავდაცვით საწარმოს. გარდა ამისა, შეზღუდვებში მოყვა ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და მისი ოჯახის წევრები. მთლიანობაში სიაში შევიდა 45 კომპანია და 29 ფიზიკური პირი. აშშ ასევე აკრძალვას აწესებს რუსეთიდან ოქროს იმპორტზე. Читать дальше...

სახლი რომელიც როკ-ენ-როლის მეფეს ეკუთვნოდა – ელვის პრესლის სასახლე

News.ge 

44 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ლეგენდა გარდაიცვალა, თუმცა მისი თაყვანისმცემლები მემფისში “გრეისლენდის” სანახავად ჯერ კიდევ აქტიურად მიეგმზავრებიან. ელვისი ამ მდიდრულ სახლში 1957 წელს დასახლდა და გარდაცვალებამდე, 1977 წლამდე, ცხოვრობდა. 1982 წლიდან ადგილი მუზეუმად გადაკეთდა და დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონამდე სტუმარს ითვლის. ბილეთის ფასი ზრდასრული ადამიანებისთვის 77$-იდან იწყება. წყარო: insider.com

“რაც შეიძლება დიდი საპრიზო ფონდი უნდა მოვიგო უიმბლდონზე”, – უკრაინელი ჩოგბურთელი ანჰელინა კალინინა

News.ge 

უკრაინელი ჩოგბურთელი, რომლის მშობლიური სახლიც რუსული აგრესიის შედეგად დაიბომბა, ამბობს, რომ უიმბლდონის ტურნირზე დიდი საპრიზო ფონდის მოგება სურს, რათა თავის ქვეყანას და ომში დაზარალებულებს დაეხმაროს. კალინინამ ორშაბათს ტურნირის მეორე რაუნდში უნგრელი ანა ბონდარი დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ მან აღნიშნა, რომ მისი მშობლების საცხოვრებელი ირპინში რუსულმა სამხედრო ძალებმა დაანგრიეს. “რთულია, მოახდინო კონცენტრირება, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, ...

მსოფლიოს 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობი

News.ge 

დუეინ ჯონსონი – 87.5 მილიონი დოლარი რაიან რეინოლდსი – 71.5 მილიონი დოლარი მარკ უოლბერგი – 58 მილიონი დოლარი ბენ აფლეკი – 55 მილიონი დოლარი ვინ დიზელი – 54 მილიონი დოლარი  წყარო: globehour.com

დეგნანი: ახლა საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო არაა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში უპასუხა შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის მქონე გემის შესვლას და ამ კონტექსტში უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით არახამიას განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. კელი დეგნანის განმარტებით, ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *