Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июнь
2022

Новости за 19.06.2022

ემანუელ მაკრონის კოალიციამ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცამ „ერთად“ უმრავლესობა დაკარგა ეროვნული ასამბლეის არჩევნებში, რომელიც კვირას გაიმართა. ამას მეტყველებს ხმების დათვლის წინასწარი შედეგები, რომელსაც გაზეთი Le Figaro აქვეყნებს. ემანუელ მაკრონის მომხრეებს ექნებათ მინიმუმ 205 და მაქსიმუმ 235 მანდატი, უმრავლესობისთვის კი 289 ადგილია საჭირო. მეორე ადგილზეა მემარცხენე პარტიების კოალიცია ჟან-ლიუკ მელანშონის ლიდერობით - 70-190 მანდატი. მესამე ადგილზეა მარინ ლე პენის ნაციონალური გაერთიანება. ის 75-დან 95-მდე ადილს მოიპოვებს. Читать дальше...

ზურა ხაჩიძე: ამ ადამიანის სიკეთეს თუ ვერ ხედავ რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის შენი ადგილი ჩემს მეგობრებში არ არის!

News.ge 

“ამ ადამიანის სიკეთეს თუ ვერ ხედავ რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის შენი ადგილი ჩემს მეგობრებში არ არის! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ბიძინა ყველაფრისთვის! “უმადურობამ ანგელოზი ეშმაკად აქცია”” – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი, “ქუჩის ბიჭები”-ს წევრი ზურა ხაჩიძე.

„მედია ევროპული არჩევანის დასაცავად“ - შვიდი მედიასაშუალების ერთობლივი ეთერი რუსთაველიდან

Radiotavisupleba.ge 

„მედია ევროპული არჩევანის დასაცავად“ - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, შვიდი მედიასაშუალების გაერთიანებული ეთერი მიმდინარეობს. ერთობლივი გადაცემის პირდაპირ ეთერს გადასცემენ ტელეკომპანიები „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“ და ონლაინ-მედია პლატფორმები „ნეტგაზეთი“, „ონ.ჯი“ და „პუბლიკა“. "ქართული მედია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იდგა ყოველთვის აქ, რუსთაველზე. ის აშუქებდა მოვლენებს, ის გიყვებოდათ იმას, რაც ხდებოდა მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. ის გიყვებოდათ სამი წლის წინაც... Читать дальше...

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი მსოფლიოში

News.ge 

სოფია ვერგარა – 43 მილიონი დოლარი ანჯელინა ჯოლი – 35.5 მილიონი დოლარი გალ გადოტი – 31.5 მილიონი დოლარი მელისა მაკარტი – 25 მილიონი დოლარი მერილ სტრიპი – 24 მილიონი დოლარი წყარო: globehour.com

პროდუქტები რომლებიც გონებრივ განვითარებას და მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს

News.ge 

საკვები, რომლებსაც ვიღებთ ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი განვითარების პროცესში. სწორედ მათზეა დამოკიდებული გულის, ფილტვების, გონებისა და სხვა სასიცოცხლო ორგანოების ჯანსაღი ფუნქციონირება. არსებობს პროდუქტები, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. თევზი მოცვი კურკუმა ბროკოლი გოგრის თესლი შავი შოკოლადი თხილი ფორთოხალი კვერცხი მწვანე ჩაი წყარო: healthline.com

ეკა ნიჟარაძე: ამტკიცებენ, ოპოზიციას უნდა ომში ჩაგვითრიოსო, – აბა, სად არის ოპოზიცია? “ნაცების” საფრთხობელად გამოყვანაც აღარ გამოსდით

News.ge 

“ნუთუ, ასეთ საქართველოს ვაშენებდით?!” – გულისტკივილით გვითხრა მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ, რომელთან ინტერვიუ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე შეკითხვით დავიწყეთ: – ყველამ იცის, რომ ქართველი ხელოვანების და მეცნიერების უმეტესობა წლების განმავლობაში მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობდა. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რას გრძნობენ ეს ადამიანები: ისინი ჩამოაშორეს საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს. კიდევ უფრო სავალალოა, რომ ისინი იმ მიზერულ შემოსავალსაც კარგავენ, რაც ...

“ქალი პარკებში ინახავდა ხორცს, რომელსაც მატლები ესეოდა” – სანზონაში, ბინაში აღმოჩენილი გახრწნილი ხორცის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

News.ge 

სამართალდამცავებმა სანზონაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბინა 18 ივნისს დაილუქა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ბინიდან ამოღებული ხორცი კი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. კორპუსის მცხოვრებლებმა სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ისინი უსიამოვნო სუნმა შეაწუხა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლები ამბობენ, რომ ბინაში, საიდანაც სამართალდამცავებმა გახრწნილი ხორცი ამოიღეს, შუა ხნის ქალი ...



უკრაინის რადამ, ხმათა უმრავლესობით, მიიღო კანონი, რითაც მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული მუსიკა იკრძალება

News.ge 

უკრაინის უმაღლესმა რადამ, ხმათა უმრავლესობით, კანონპროექტი მიიღო, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, მედიასა და ტრანსპორტში. ასევე რადამ გაზარდა უკრაინული მუსიკის კვოტა რადიოსადგურებისა და ტელეარხების ეთერში. კანონი კრძალავს ნაწარმოებების (მათ შორის მუსიკალური კლიპების) საჯარო შესრულებას და ტრანსლირებას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ, ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ. დოკუმენტის თანახმად, ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ...

გამოაშკარავდა სირიის შესახებ დეზინფორმატორთა ქსელი, რომელსაც რუსეთი უჭერდა მხარს

Radiotavisupleba.ge 

სტრატეგიული დიალოგის საერთაშორისო ინსტიტუტმა (ISD) გამოაქვეყნა ანგარიში დეზინფორმატორთა ქსელის შესახებ, რომლებიც, დოკუმენტის თანახმად, ინტერნეტში 2015 წლიდან ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას სირიაში არსებული ვითარების შესახებ. გამოვლინდა 28 ავტორი, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ინსტიტუტის ინფორმაციით, სადეზინფორმაციო კამპანიას ხელს უწყობდა რუსეთის ხელისუფლება, ძირითადად სირიასა და დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოების მეშვეობით. სირიაში სამოქალაქო მღელვარება 2011 წელს დაიწყო, მაგრამ დეზინფორმატორთა ქსელი ამუშავდა 2015 წელს... Читать дальше...

სანზონაში, ბინაში აღმოჩენილი გახრწნილი ხორცის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

სამართალდამცავებმა სანზონაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს.   როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბინა 18 ივნისს დაილუქა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ბინიდან ამოღებული ხორცი კი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. კორპუსის მცხოვრებლებმა სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ისინი უსიამოვნო სუნმა შეაწუხა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლები ამბობენ, რომ ბინაში, საიდანაც სამართალდამცავებმა გახრწნილი ხორცი ამოიღეს, შუა ხნის ქალი ცხოვრობს. Читать дальше...

ყაზახეთი ბირთვული იარაღის აკრძალვას ითხოვს უკრაინაში ომის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის ფონზე ყაზახეთმა მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის ბირთვული იარაღის მფლობელებს, მოუწოდა, შეიმუშაონ გეგმა ამ იარაღის სრული ლიკვიდაციისთვის 2045 წლისთვის, როცა გაერო ასი წლისთავს აღნიშნავს. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ განაცხადა სტატიაში, რომელიც უკავშირდება ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების შეხვედრას ვენაში. თავისი ინიციატივის აქტუალურობას მინისტრი ასაბუთებს კონფლიქტით უკრაინაში. „ამჟამინდელი სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში, ბირთვული... Читать дальше...

უკრაინა კრძალავს რუსულ მუსიკას საზოგადოებრივ ადგილებსა და მედიაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე მათ ტრანსლირებას მედიასა და ტრანსპორტში. უკრაინის რადამ ასევე გაზარდა კვოტა რადიოსადგურებსა და ტელეარხებზე უკრაინული მუსიკის ტრანსლირების შესახებ. კანონპროექტის თანახმად, იკრძალება რუსული მუსიკალური ნაწარმოებების, მათ შორის მუსიკალური კლიპების საჯარო შესრულება და მაუწყებლობა იმ არტისტების მიერ, რომლებსაც 1991 წლის შემდეგ ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა. ნორმის დარღვევის შემთხვევაში... Читать дальше...

გენშტაბის უფროსი: ბრიტანეთი მზად უნდა იყოს ევროპაში დიდი ომისთვის

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა, გენერალმა პატრიკ სანდერსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ბრიტანეთის არმია მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის. მისი სიტყვებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მთელი ევროპისთვის გახდა „საფრთხის ახალი ეპოქის“ დასაწყისი. საანდერსმა აღნიშნა, რომ ადრე ბრიტანეთის არმიის ამოცანა იყო თავად დიდი ბრიტანეთის დაცვა, მაგრამ თუკი რუსეთთან დაპირისპირება გამწვავდება, ბრიტანეთის არმია მზად უნდა იყოს ევროპის კონტინენტზე საბრძოლველადაც მოკავშირეებთან ერთად. Читать дальше...

კახეთში 16 ივნისის სტიქიის შედეგად 2300 ჰექტარზე მეტი ფართობი დაისეტყვა

Radiotavisupleba.ge 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალურმა კომისიამ 16 ივნისს სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაითვალა. კომისიის ინფორმაციით, 2375 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო სავარგულზე გაშენებული ხეხილი, ვაზი და ერთწლიანი კულტურები განადგურდა, საიდანაც მხოლოდ მხოლოდ 214 ჰექტარი ტერიტორია იყო დაზღვეული. 16 ივნისის საღამოს ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის სოფლებში, ახაშენში, ველისციხეში და ჩუმლაყში ვენახები, ატმის და გარგარის ბაღები, ბოსტნეული, ასევე ერთწლიანი კულტურები გაანადგურა.  ატმის კრეფა მეხილეებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. Читать дальше...

ქუთაისში 16 ივნისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

16 ივნისს ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 ივნისს ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1979 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ... Читать дальше...

კიევის თანახმად, რუსეთი ცდილობს, ხარკოვი კვლავ აქციოს „ფრონტისპირა ქალაქად“

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ თქვა, რომ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით გაზრდილია რისკი, ვინაიდან რუსეთი ცდილობს, ხარკოვი კვლავ აქციოს „ფრონტისპირა ქალაქად“. დენისენკომ ეს 19 ივნისს განაცხადა უკრაინის ეროვნული ტელევიზიით გამოსვლაში. მისი თქმით, მტერი ცდილობს, მიუახლოვდეს ხარკოვს, რათა სცადოს მისი არტილერიით დაბომბვა. 24 თებერვლამდე, სანამ უკრაინაში რუსეთის ჯარები შეიჭრებოდნენ, ძირითადად რუსულენოვან ხარკოვში 1,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. Читать дальше...

გიგი გიგიაძე: …მაგრამ ხელისუფლებას არ ჰყავს ისეთი პარტნიორი, რომელიც ამ პოზიციას დაიცავს

News.ge 

არ მაქვს იმედი, რომ ევროსაბჭო ევროკომისიის გადაწყვეტილებას შეცვლის, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება იგივე დარჩება და ჩვენ დავშორდებით „ასოცირებულ ტრიოს“. ეს არის ნეგატიური და ძალიან არასასურველი განვითარება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო რამდენიმე წლის წინ ითვლებოდა „ასოცირებული ტრიოს“ მოწინავე ქვეყნად, – ასე აფასებს დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ექსპერტი გიგი გიგიაძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ...

გორში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

Radiotavisupleba.ge 

გორში, ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირავის ორი ყუთიდან ფული მოიპარა და უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვით მიღებულ თანხას. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაზა შათირიშვილი: ივანიშვილის მიმართ ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა…

News.ge 

ივანიშვილის მიმართ ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა, შეაჩეროს შვეიცარიულ ბანკზე შეტევა, – ამის შესახებ აღნიშნულია ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებაში. „ყურადღებით ვადევნებ თვალყურს „კრედიტ სუისისა“ და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობას, რომლის დარეგულირებასაც კარგი პირი ჯერაც არ უჩანს. საზოგადოებას ზუსტად 10 დღის წინ, 17 მაისს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფრით ამერიკელებს ორი კურდღლის მოკვლა უნდათ – ერთი მხრივ, ეს არის ...

გერმანია საგანგებო ზომებს შემოიღებს გაზის მოხმარების შესამცირებლად

Radiotavisupleba.ge 

უკანასკნელ ხანებში რუსეთიდან გაზის იმპორტის საგრძნობი შემცირების ფონზე გერმანიას გადაწყვეტილი აქვს, შემოიღოს ახალი საგანგებო ზომები გაზის მოხმარების შესაზღუდად და ენერგიის სხვა წყაროებზე გადასასვლელად. DPA-ს ცნობით, ამის შესახებ განაცხადა გფრ-ს ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. კერძოდ, უნდა შემცირდეს გაზის გამოყენება მრეწველობაში და ელექტროენერგიის საწარმოებლად. პრიორიტეტი უნდა იყოს გაზის საცავების შევსება, რათა ქვეყანა გაზით უზრუნველყოფილი იყოს ზამთარში. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს... Читать дальше...

ბერნარ-ანრი ლევი გმირი ზელენსკისა და მცირე პუტინის შესახებ - ინტერვიუ

Radiotavisupleba.ge 

„ჯერ კიდევ 2008 წელს ვწერდი, რომ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა შეგვეყვანა ნატოში. სკანდალია, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა... ...მაგრამ... დღეს - უკრაინა. ახლა ჯობს, ჯერ უკრაინით დავიწყოთ“- ეუბნება ფრანგი ინტელექტუალი, პოლიტიკური ფილოსოფოსი და ავტორი ბერნარ-ანრი ლევი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე მას უკრაინაში ომზე, ევროპის ანტი-მიუნხენზე, ზელენსკისა და პუტინის გამოცდებზე და საქართველოს პოლიტიკურ გეოგრაფიაზე ვაშინგტონიდან ესაუბრა. რადიო თავისუფლება: თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, უკვე ყველაფერი დაგვიანებული იქნება... Читать дальше...

ბორის ჯონსონმა უკრაინის დახმარების ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 ივნისს Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მზადება და თქვა, რომ საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგია კიევის დასახმარებლად რუსეთთან დაპირისპირებაში. ის გამოვიდა ოთხპუნქტიანი გეგმით, რომელსაც, მისი აზრით, უნდა მისდიონ დასავლეთის ქვეყნებმა, რათა დაეხმარონ უკრაინას, საკუთარი პირობებით მიაღწიოს მშვიდობას. მთავარი მიზეზი, რატომაც არის საჭირო უკრაინის მხარდაჭერა მიუხედავად ამასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სხვა პრობლემებისა... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *