Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июнь
2022

Новости за 15.06.2022

რუსი მღვდელი ციხეში: "ვინ მოხვდება ჯოჯოხეთში, ვინ - სამოთხეში?"

Radiotavisupleba.ge 

„ჩემი საყვარელი ქვეყანა იქცევა აბსოლუტურად არაქრისტიანულად, არაადამიანურად, ფაქტობრივად. აკეთებს იმავეს, რასაც ნაცისტური გერმანია აკეთებდა 1930-40-იან წლებში“, - ეს სიტყვები ეკუთვნის ნოვოსიბირსკელ მღვდელმონაზონს იოანე კურმოიაროვს, რომელიც 7 ივნისს სანქტ-პეტერბურგის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების მუხლით. მღვდელმონაზონი იოანე სანქტ-პეტერბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორ „კრესტიში“ მოათავსეს, თუმცა, როგორც სასულიერო პირის ადვოკატმა ლეონიდ კრიკუნმა თქვა... Читать дальше...

რასა იუკნევიჩიენე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: პუტინი ფიქრობს და ლაპარაკობს იგივენაირად

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიენე „ტვიტერზე" გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას „ევროპულის სახალხო პარტიის" (EPP) შესახებ. „პუტინი ფიქრობს და ლაპარაკობს იგივენაირად", - წერს ევროპარლამენტარი ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ. ირაკლი კობახიძემ 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების... Читать дальше...

რასა იუკნევიჩიენე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება: პუტინიც იგივენაირად ფიქრობს

News.ge 

ევროპარლამანტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, რასა იუკნევიჩიენე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. “პუტინიც იგივენაირად ფიქრობს და ლაპარაკობს”. – დაწერა იუკნევიჩიენემ. ევროპარლამენტარი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა: “EPP არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” არიან წარმოდგენილი. EPP-სთვის ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში – ...

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, შალვა ხაჭაპურიძე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდეს

News.ge 

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, შალვა ხაჭაპურიძე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდეს. ხაჭაპურიძემ ფორმულას უთხრა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, საქმეში ჯერ ჩართული არ არის. მისი თქმით, მოლაპარაკებებს მიხეილ სააკაშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან აწარმოებს. ექსპრეზიდენტს ხაჭაპურიძე პირადად შეხვდა. “რაღაცას ველოდები, ექსპერტიზის საკითხები მაინტერესებს, ა.შ. რომ მოკიდო საქმეს ხელი, ჯერ უნდა შეისწავლო, მტკიცებულებები, რასთან გაქვს საქმე, რა მასალებია და ა.შ. სერიოზული ...

ირაკლი კობახიძე: კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის

News.ge 

როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია – კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ფრონტის გახსნის სურვილი აქვს, კობახიძე ამბობს, რომ ეს არ იცის, თუმცა „ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შეიძლება ვინმემ ამაში ჩაითრიოს“. „იმიტომაა მთავრობა, პარლამენტი და ხალხმა ...

ნიკოლოზ ვაშაკიძე: თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ან არ ხედავს ქვეყნის მთავარ პრობლემას არაფორმალური მმართველობის სახით …

News.ge 

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ნათლად მეტყველებს, რომ საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისია და თავად პრეზიდენტიც ამ კრიზისის განუყოფელი ნაწილია. ქალბატონი ზურაბიშვილის ამოცანა – თან წარმოჩინდეს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, პროევროპულ ფიგურად და თან შეინარჩუნოს ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა, პრაქტიკულად შეუსრულებადია და, ცხადია, ამან მძიმე დაღი დაასვა მის გამოსვლას, – ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის... Читать дальше...

პეტრო პოროშენკო: მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ

News.ge 

მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს. ამგვარ სიტუაციაში, რა საკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას, – ამის შესახებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მან ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში, მე ვიცი, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ვუჭერ მხარს, ...

თინა ხიდაშელი: ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გვარამია – დღეს მას აქვს შანსი პირდაპირ შედეგი დააყენოს

News.ge 

ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გვარამია – დღეს მას აქვს შანსი პირდაპირ შედეგი დააყენოს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია გამოჩნდეს სალომე ზურაბიშვილის პოზიციონირება. „სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია. როდესაც ის საუბრობდა იმ არასწორ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, მათ შორის ახსენა ინსპექტორის შესახებ კანონი და მის გარშემო განვითარებული... Читать дальше...



ოსტინი: მოხარული ვარ მივესალმო ეკვადორს, საქართველოს და მოლდოვას, რომლებიც შეუერთდნენ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას

News.ge 

მოლდოვა, საქართველო და ეკვადორი შეუერთდნენ შტაბის უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრას რამშტეინის ფორმატში, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას უკავშირდება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან 45-ზე მეტმა მოკავშირემ და პარტნიორმა მთელი მსოფლიოდან გაუწია სამხედრო დახმარება უკრაინას. ეს ასახავს გლობალურ აღშფოთებას რუსული არაპროვოცირებული აგრესიის მიმართ და ასახავს გლობალურ გადაწყვეტილებას ...

ფარდები და პოლიტიკა - პრეზიდენტი ვისკენ და ვის წინააღმდეგ?

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები და 16 ივნისს შეკრების ინიციატივა, - მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, ბრიუსელში “გაფუჭებული საქმის”გამოსწორებისა და ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებისკენ იყო მიმართული, - ჯერჯერობით საწინააღმდეგო მიზანს აღწევს.

აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის შეიარაღების ახალ პარტიას უგზავნის

Radiotavisupleba.ge 

15 ივნისს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პარტიას უგზავნის. ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა კიევი დასავლეთის ქვეყნებისგან დაჟინებით ითხოვს მეტ სამხედრო დახმარებას დონბასის რეგიონში რუსეთის ჯარების იერიშის ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინა სატელეფონო საუბრისას, რომ აშშ დაეხმარება მას. აშშ კვლავაც მზადაა, დაეხმაროს უკრაინელ ადამიანებს, „რომელთა სიცოცხლე ომმა გაგლიჯა,“ ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. Читать дальше...

მაკრონი: ევროკავშირში მოლდოვის წევრობა პირობებთან იქნება დაკავშირებული

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის შანსებზე, გახდეს ევროკავშირის წევრი, ალბათ გავლენას მოახდენს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და არეულობა, რომელიც დაითესა რეგიონში, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, სადაც ის პრეზიდენტ მაია სანდუ მასპინძლობს. მისი თქმით, მოლდოვას ალბათ არ ექნებოდა გაწევრიანების შანსები, ვითარება რომ ნორმალური ყოფილიყო. მაგრამ მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია გავლენას ახდენს საკითხების შეფასებაზე. ამავე დროს, მაკრონმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება... Читать дальше...

დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მოსკოვში კონსულტაციები გამართა

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში გაიმართა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა ოკუპირებული რეგიონის და რუსეთის გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე, - 14 ივნისს გამართული შეხვედრის შესახებ იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური. „შეხვედრის შედეგების შესახებ ცხინვალში გაიმართება პრესკონფერენცია. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის მიერ ასევე გაკეთდება ერთობლივი განცხადება", - აღნიშნავენ პრესსამსახურში. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. Читать дальше...

მაკრონის იდეა და სტოლტენბერგის დაპირება მოახლოებული სამიტების წინ

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელის სამიტამდე  8 დღით ადრე, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ ვის მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის  სტატუსს ევროპული საბჭო. იქნებიან ეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა -  ე.წ. ასოცირებული ტრიო - სამივე ერთად? გამოარჩევენ საქართველოს? რას იტყვიან სტატუსის მომლოდინე ბალკანეთის ქვეყნებზე?

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის ბაღები დაისეტყვა

Radiotavisupleba.ge 

სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი სოფელ ჩუმლაყშია, სადაც ატმის ბაღების ნაწილი დაისეტყვა. ფერმერების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მოსავლის ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია და ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ, 16 მაისს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.

ევროკავშირმა იმსჯელა "ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის" საფრანგეთისეულ ხედვაზე

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის ხედვა ახალი „ეროპული პოლიტიკური თანამგობრობისა“ მოიცავს ევროპის კავშირის ძირითადი ქვეყნების კავშირს იმ სახელმწფოებთან, რომლებიც არ არიან ევროკავშრის წევრები. ეს, მისი აზრით, მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას გააძლიერებს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე. დოკუმენტი, რომელზეც ევროკავშირის ელჩები მსჯელობდნენ 15 ივნისს და რომელიც მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, გამოქვეყნდა ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიების ფონზე, მიენიჭოს თუ არა საქართველოს, მოლდოვასა... Читать дальше...

კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად საჯარო სკოლა დაიტბორა

Radiotavisupleba.ge 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლა დაიტბორა. წყალმა დაფარა შენობის ეზო, სარდაფი, საპირფარეშოები და დამხმარე სათავსოები. ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლის დატბორვა გამოიწვია სოფელში მდებარე ტბებიდან დიდი რაოდენობით წყლის გადმოსვლამ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასევე გაწმენდილი არ არის სანიაღვრე არხებიც, რის შედეგადაც, მილებმა წყალი ვერ გაატარა და დაიტბორა სოფლის შიდა გზებიც. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ღლიღვაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვიან. Читать дальше...

ალექსეი ნავალნი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან, რომელშიც პირველ ვადას იხდიან პატიმრები, გადაიყვანეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ვლადიმირის ოლქის ქალაქ მელეხოვოში. ამის შესახებ ნავალნიმ 15 ივნისს განაცხადა სოციალურ ქსელებში. ამჟამად ის კარანტინში იმყოფება. ახალ კოლონიაში ის 14 ივნისს გადაიყვანეს. 2021 წელს ნავალნის პირობითი პატიმრობა რეალურით შეუცვალეს „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით და ვლადიმირის ოლქში, პოკროვის ნომერ 2 კოლონიაში გაგზავნეს. მარტში მოსკოვის ლეფორტოვოს... Читать дальше...

მარხვა ცხოვრების ბოლომდე - გაიცანით, ქართველი ვეგანები

Radiotavisupleba.ge 

ვეგანებისთვის მხოლოდ მცენარეებით კვება მთავარი გზაა ცხოველების წამებისგან დასაცავად. ახლა ოცამდე ახალგაზრდა ცდილობს, გაზარდოს თბილისელების მგრძნობელობა ფერმებში ფარულად გადაღებული სასტიკი ვიდეოების ქუჩაში ჩვენებით.

სააკაშვილი: ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ეხმაურება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ბრიუსელში მისაღებ გადაწყვეტილებას. ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო კანდიდატუს სტატუსს მიიღებს, თუმცა დათქმების გრძელი სიით.   „არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი... Читать дальше...

ყველაზე გემოვნებიანი ქალი ჰოლივუდში – შეუდარებელი ბლეიკ ლაივლი

News.ge 

ბლეიკ ლაივლიმ საერთაშორისო პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც თინეიჯერულ დრამაში “ჭორიკანა” ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. სერენა ვან დერ ვუდსენის პერსონაჟიც მსახიობის მსგავსად სტილისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ იქცა. 2005 წლიდან მოყოლებული ბლეიკის ყოველი გამოჩენა საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. ვარკვლავი მსახიობ რაიან რეოლონდსზეა დაქორწინებული. მათ სამი შვილი ჰყავთ და ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია, არა მხოლოდ ბლეიკის შთამბეჭდავი გარეგნობის ...

10 საზაფხულო ფილმი რომელიც განტვირთვაში დაგეხმარებათ

News.ge 

კარგი ფილმის ყურება ნებისმიერ სეზონზე სასიამოვნოა, თუმცა არსებობს ესთეტიკა, რომელიც ზაფხულს უხდება. ასეთებია მაგალითად: მამა მია! სულელი ჩარლის ანგელოზები ბრეოლინი ბინძური ცეკვები პატარა მის ბედნიერება ხაფანგი მშობლებისთვის მეფე რიჩარდი დაივიწყე სარა მარშალი ვიკი, კრისტინა, ბარსელონა წყარო: townandcountrymag.com

თეთრი კედები – ის რაც ვარსკვლავებს აერთიანებს

News.ge 

სპორტული ფეხსაცმელი ის გამონაკლისია, რაც ერთდროულად მოდურიც არის და კომფორტულიც. არჩევანი ძალიან დიდია, თუმცა არსებობს “კლასიკური” ვარიანტებიც, რომლებსაც სუპერმოდელები, მსახიობები და სამეფო ოჯახის წევრებიც კი ატარებენ. “Superga”-ს ბრენდის კედები განსაკუთრებით ქეით მიდლტონს უყვარს. ბოლოს ჰერცოგინიამ აღნიშნული ფეხსაცმელი  ბელიზში მაიას უძველესი ნანგრევების ტურის დროს მოირგო. თუმცა არც ემილი რათაკოვსკი, პერის ჰილტონი, პრიანკა ჩოპრა და არიანა გრანდე ...

შალვა პაპუაშვილი ფინეთის პრემიერ-მინისტრს, სანა მარინს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ფინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა პრემიერ-მინისტრ სანა მარინს. როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, პაპუაშვილმა ილაპარაკა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის გაერთიანების წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. „შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა 2008 წელს - საქართველოში და 2014 წელს - უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა", - ვკითხულობთ ოფიციალურ ცნობაში. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *