Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июль
2022

Новости за 04.07.2022

ლუგანსკის დაკავების შემდეგ, პუტინმა რუსეთის სამხედროებს უბრძანა შეტევა გააგრძელონ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის არმიას უბრძანა გააგრძელოს შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაზე - მას მერე, რაც კრემლის ძალებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს ლუგანსკის რეგიონი. პუტინმა 4 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა უნდა გააგრძელონ მოქმედება "უკვე დამტკიცებული გეგმის" შესაბამისად და თქვა, რომ მათ წინ უნდა წაიწიონ მთელ რეგიონში, "როგორც ეს ლუგანსკში მოხდა".  3 ივლისს, გვიან უკრაინის ძალები გავიდნენ ინტენსიური დაბომბვით გაჩანაგებული ქალაქ ლისიჩანსკიდან, რამაც რუსეთს საშუალება მისცა გამოეცხადებინა... Читать дальше...

სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

News.ge 

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი აცხადებენ, რომ ევროკავშირში დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ. დეპუტატები წერენ, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესასრულებლად ქართული ოცნების მიერ წარდგენილი გეგმა საბაბსაც არ ტოვებს საკითხის შესახებ მათი გულგრილობის შესახებ სასაუბროდ. “აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის ...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის ახალი სპორტის სასახლე სენსაციური გამარჯვებით გახსნა. ქართველმა კალათბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლეს და დამატებით ტაიმში მოუგეს, ანგარიშით 82:76. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 67:67. ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეზე უკეთ ითამაშეს და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის წინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რატი ანდრონიკაშვილი იყო.

უკან დახევა საბედისწერო შედეგების თავიდან ასაცილებლად

Radiotavisupleba.ge 

3 ივლისს, საღამოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ "მძიმე ბრძოლების შემდეგ", უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს ლისიჩანსკი, ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდი ქალაქი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება 2014 წლიდან აკონტროლებდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

News.ge 

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან საქართველოს ნაკრები სანაძის სამქულიანით დაწინაურდა, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოახერხა და მეტოქე წინ გავიდა. ამის შემდეგ გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით საქრთველოს ...

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული, თელავის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი გამართლდა

Radiotavisupleba.ge 

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. გრემელაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იყო ბრალდებული.  განაჩენის თანახმად, მიხეილ გრემელაშვილს გამოძიების მიერ ბრალად შერაცხილი, ოჯახის წევრებზე ძალადობა, მუქარა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, არ ჩაუდენია. „თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, ჩემს უდანაშაულობაში. ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ”, - განაცხადა გრემელაშვილმა. Читать дальше...

თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

News.ge 

მივმართავ ყველა ოპოზიციური პარტიას, რომ გვერდზე გადადონ, თუ რაიმე სრულიად გულწრფელი წუხილები აქვთ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე – „შინ ევროპისკენ“ საუბრისას განაცხადა. თინა ხიდაშელის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში შეიძლება იყოს ძალიან კარგი დამხმარე, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ ...



მოსკოვის უნივერსიტეტში სტუდენტები ისწავლიან "წინააღმდეგობის გაწევას ფერადი რევოლუციებისთვის"

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) პოლიტოლოგიის ფაკულტეტმა დაიწყო სტუდენტების მიღება სამაგისტრო პროგრამაზე "თანამედროვე საინფორმაციო, ჰიბრიდული, სავაჭრო ომებისა და ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის" სფეროში. ეს გამოცხადებულია ფაკულტეტის ვებსაიტზე, პროგრამაზე სწავლა ფასიანი იქნება.  როგორც აღწერაში წერია, პროგრამის მიზანია იმგვარი სპეციალისტების მომზადების უზრუნველყოფა, რომლებსაც ექნებათ უნარი "დაგეგმონ და განახორციელონ ოპერაციები საინფორმაციო... Читать дальше...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

News.ge 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები „ამაყი“, რომელიც ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას. ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: აქვს თუ ...

მედია: “ჩემი ცოლის დაქალები” ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში აღარ გავა

News.ge 

სატელევიზიო შოუ “ჩემი ცოლის დაქალები” ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში აღარ გავა – ამის შესახებ “მიქსმეტრონომს” წყარომ განუცხადა. ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა სერიალის ჩვენება რომელიმე სხვა ქართულ არხზე.

დე ფაქტო საგარეო უწყებამ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არალეგიტიმურად გამოაცხადა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ  4 ივლისს გაავრცელა განცხადება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერების გაცემას ეხება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება საერთაშორისო სამართლის ასეთ შერჩევით გამოყენებას, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს არა აგრესორი ქვეყნის, არამედ აგრესიით დაზარალებული მხარის წარმომადგენლების წინააღმდეგ. Читать дальше...

ევროპაში ნატოს უმაღლეს სარდლობას უხელმძღვანელებს ამერიკელი გენერალი და რუსეთის საკითხების ექსპერტი

Radiotavisupleba.ge 

ევროპაში ნატოს უმარლესი სარდლობის (SACEUR) ხელმძღვანელის პოსტი ჩაიბარა ამერიკელმა გენერალმა, კრისტოფერ კავოლიმ, რომელიც რუსულ ენაზე ლაპარაკობს და იელის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფლობს რუსეთის კვლევების სფეროში.  4 ივლის, ცერემონიულ გამოსვლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ კავოლი ამ თანამდებობაზე მუშაობას იწყებს "ევროპაში სასტიკი კონფლიქტის დაბრუნების" პერიოდში.  კავოლი ცვლის ამერიკელ გენერალ ტოდ ვოლტერსს.  სტოლტენბერგმა ისაუბრა კავოლის როლზე ევროპაში აშშ-ის სამხედროთა კონტინგენტის ზრდის პროცესში... Читать дальше...

NAEC-ი ერთიანი ეროვნული გამოცდების პოლიტიზებას დაუშვებლად მიიჩნევს

Radiotavisupleba.ge 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) განცხადებას ავრცელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.  4 ივლისს, გამოცდის შემდეგ ერთ-ერთმა აბიტურიენტმა „მთავარ არხს" უთხრა: „ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა მოვიდა „ამაყი". თავგანწირვაზე იყო, როგორ შეიძლება ადამიანმა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინოს რთულ პერიოდშიც კი, როცა მარცხისთვის შეიძლება იყოს განწირული მისი ეს ქმედება". შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს... Читать дальше...

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით რუსთავის მეტალურგიული საწარმოს სორტული საამქროს თანამშრომლები გაიფიცნენ

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავის ფოლადის" ასამდე თანამშრომელი, სორტულ საამქროში დასაქმებულები ხელფასის 30 პროცენტით გაზრდას და ე.წ. მე-13 ხელფასის დაწესებას მოითხოვენ. მათი საშუალო ხელფასი 800-900 ლარია. სორტულ საამქროში სამშენებლო არმატურა მზადდება. გაფიცვის გამო საამქრო გაჩერებულია. ერთ-ერთმა გაფიცულმა სერგო მარიამიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გაფიცვა გაგრძელდება ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ვაფრთხილებდით ქარხნის ხელმძღვანელობას, რომ გავიფიცებოდით, თუ ხელფასებს არ მოგვიმატებდნენ. ასე რომ, ჩვენი... Читать дальше...

კობახიძე ზურაბიშვილზე: წყენა გამოხატა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა

News.ge 

როგორც ჩანს, ამით მან გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე სერიოზულ კომენტარს მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა, მაგალითად, ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ, ჩაეკითხოთ, აი, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა, ეს არის წყენა იმის გამო, ...

ამოწყვეტილი ოჯახი და ღამე ამოთხრილი მიცვალებული - აფხაზეთში ნესტორ ლაკობას მუზეუმს აღადგენენ

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის კულტურის მინისტრმა დაურ კობემ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აპირებენ აღადგინონ ნესტორ ლაკობას მუზეუმი, რომელიც სოხუმში, ლაკობას N32-ში მდებარეობს. უკვე სამი ათეული წელია, რაც აქ ორსართულიანი სახლის ნაცვლად ცარიელი კედლები დგას.

უშუქოდ და უიმედოდ - მიტოვებულები შატილში

Radiotavisupleba.ge 

უკვე ერთი კვირა და ერთი დღეა, რაც შატილი უშუქოდაა დარჩენილი. ჰესი, რომელიც სოფელს ელექტროენერგიით ამარაგებს, ისევ დაზიანდა. ჯერ არავინ იცის, როდის აინთება სოფელში სინათლე. შატილში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი, მარგარეტ დაიაური და გიორგი ჭინჭარაული, თითქის ყოველდღე ითხოვენ დახმარებას სოციალურ ქსელში და მთავრობას მოუწოდებენ, შატილს მოხედონ - ხან დანგრეული კოშკების გადარჩენაზე წერენ გულისტკივილით, ხან უშუქობასა და ჩაშლილ ტურისტულ სეზონზე, ხან ადიდებული მდინარისგან წაღებულ საფეხმავლო ხიდზე ჰყვებიან... Читать дальше...

უკრაინის ლიდერების თქმით, ქვეყნის რეკონსტრუქციის სამეტაპიან გეგმას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ლიდერებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მათი ომით გაჩანაგებული ქვეყნის სამეტაპიან რეკონსტრუქციას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება, რუსეთის მხრიდან ქვეყანაში შეჭრის და ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევის შემდეგ. 4 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის გახსნისას, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მონაწილეებს უთხრა, რომ, კიევის პოზიციით, რეკონსტრუქციის თანხის დიდი ნაწილი რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონება უნდა იყოს. Читать дальше...

პროკურატურა გაასაჩივრებს „თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრის საქმეზე ბრალდებულთა განაჩენს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც ნაწილობრივ გამართლდა „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და დევნის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი - ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი. პროკურატურა აცხადებს, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმის დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსია ასეთია: „2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს... Читать дальше...

ფოტო: ომი და მეგობრობა ევროკავშირის დროშასთან

Radiotavisupleba.ge 

“ევ-რო-პა, ევ-რო-პა..” - სკანდირებენ ბავშვები პარლამენტის წინ, 3 ივლისის აქციაზე. ცეკვავენ და თან ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს აფრიალებენ. გუშინ ლურჯი ვარსკვლავებიანი დროშა ანტიდასავლურმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაწვეს და ზედ მიაფურთხეს კიდეც, დღეს შეკრებილი ხალხისთვის კი ის თავისუფლებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. 3 ივლისს სამოქალაქო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” რუსთაველის გამზირზე უკვე მესამედ შეკრიბა ხალხი. მას მერე, რაც უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხი დადგა... Читать дальше...

GTUC: გერმანიაში მარწყვის საკრეფად წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა სასამართლო მოიგეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს, რომ 2021 წელს გერმანიაში საქართველოდან წასულმა მოქალაქეებმა გერმანელ დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევა სასამართლოში დაუმტკიცეს და ისინი კომპენსაციას მიიღებენ. საუბარია სულ 18 ქართველზე, რომელიც სეზონურ სამუშაოზე გასული წლის გაზაფხულზე წავიდნენ ქვეყნიდან. "დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. Читать дальше...

ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - „არანაირი კომისიების შექმნა და კომისიებში მუშაობა არ სჭირდება ქვეყანას"

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში დასრულდა ოპოზიციური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენელთა შეხვედრა. მათ განიხილეს ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობა, რომელთა შესრულება წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია. შეხვედრა დავით უსუფაშვილის, პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს" ლიდერის კაბინეტში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ „ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად კომისიების შექმნა საჭირო არ არის. „კობახიძემ წარმოადგინა დროის გაყვანის და ფუჭად დაკარგვის გეგმა... Читать дальше...

,,ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ საჩუქარი გემის პირველ მექანიკოს ქალს

News.ge 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გემის პირველი ქართველი ქალი მექანიკოსის, მარიამ გურგენიშვილის სწავლის საფასურს წელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დაფარავს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე გადაეცა. „გემის მექანიკოსობის გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მივიღე. მიხარია, რომ ზუსტად ერთ წელში ამ მიმართულების პროფესიული დიპლომიც მექნება. ჩემთვის ქალისა და კაცის პროფესიები არ არსებობს და ამის დამტკიცებას ყოველდღიური საქმიანობით ...

„საშინელი სიკვდილით დაიხოცებიან“ - რუსი ჯარისკაცები ჩერნობილში თევზაობდნენ

Radiotavisupleba.ge 

24 თებერვალს, ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს, რუსულმა ჯარმა ჩერნობილის ატომური სადგური აიღო და იქ მყოფნი ტყვედ აიყვანა. სადგურის თანამშრომლები ხედავდნენ, როგორ თხრიდნენ რუსი ჯარისკაცები სანგრებს რადიაციით დაბინძურებულ ზონაში, მდინარეში კი თევზს იჭერდნენ.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *