Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июль
2022

Новости за 16.07.2022

სოსო გოგაშვილს ბრალს 17 ივლისს წარუდგენენ

News.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ, 17 ივლისს წარუდგენენ. ყოფილ მაღალჩინოსანს დღეს ე.წ. მოდული შენობაში მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდნენ. ადვოკატების თქმით, სოსო გოგაშვილი სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს და ის დოკუმენტებს, რომლის გავრცელებასაც აპირებდა, უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ...

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ გაუძლო რუსეთის სასტიკ დარტყმებს

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე მოხერხდა 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. მისი თქმით, თანდათანობით გათავისუფლდება ამ დროისთვის ოკუპირებული სხვა რაიონებიც. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „უკრაინამ გაუძლო რუსეთის სასტიკ დარტყმებს. ჩვენ უკვე შევძელით იმ ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება, რომელიც ოკუპირებული იყო 24 თებერვლის შემდეგ. თანდათანობით გავათავისუფლებთ ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებსაც, რომლებიც ახლა ოკუპირებულია“,- განაცხადა... Читать дальше...

თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

დღეს თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის ორმხრივი შეხვედრა. მაისში დუშანბეში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობით. დღევანდელ შეხვედრას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. თბილისში გამართული შეხვედრის კომენტირებისას დარჩიაშვილმა ტვიტერში დაწერა: „ძალიან ვამაყობ იმით, რომ თბილისი გახდა... Читать дальше...

“მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ მთას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭოს” – თუშეთში პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა (ფოტოები)

News.ge 

“გვინ­და, რომ და­ვამ­კვიდ­როთ მთის კვი­რე­უ­ლი, იმის­თვის, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ი­მარ­თოს მთა­ში მთის კვი­რე­უ­ლი და აღ­ვნიშ­ნოთ ჩვე­ნი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ა­მა­ყე, მთის დღე­ე­ბი”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ომა­ლო­ში, მთის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი მე­უღ­ლეს­თან, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით... Читать дальше...

უკრაინამ დასავლეთის მსხვილ ბანკებს სამხედრო დანაშაულების ხელშეწყობაში დასდო ბრალი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მთავრობამ ამერიკისა და ევროპის დიდი ბანკებისგან მოითხოვა, შეწყვიტონ თანამშრომლობა კომპანიებთან, რომლებიც რუსეთის ნავთობის ექსპორტთან არიან დაკავშირებული. როგორც გაზეთი Financial Times-ი წერს, უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ოლეჰ უსტენკომ შესაბამისი წერილები გაუგზავნა ამერიკის ბანკებს JPMorgan Chase-სა და Citigroup-ს, ბრიტანეთის HSBC-სა და საფრანგეთის ბანკ Credit Agricole-ს. ამ წერილებში ნათქვამი იყო, რომ იმ კომპანიებისთვის კრედიტების მიცემით, რომლებიც რუსეთის ნავთობის მიწოდებას ახორციელებენ, ბანკები „ახანგრძლივებენ“ ომს. Читать дальше...

ადვოკატი: როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია

News.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებულ სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლის გამოქვეყნებასაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში აპირებს, საზღვარგარეთ, “საიმედო ხელშია”. ჩინჩალაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, არჩევნების გაყალბებას ეხება. „მისი პირველი გზავნილი არის ოჯახის მიმართ, რომ თავს გრძნობს კარგად, მხნედ და არის ბრძოლისუნარიან განწყობაზე. რაც შეეხება დაკავების მოტივებს, როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი... Читать дальше...

ადვოკატი: დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სანდო ხელშია

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი არჩევნების გაყალბების საკითხზე დოკუმენტების გასაჯაროებას აპირებდა და ის დაკავებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. ადვოკატი გოგაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. "როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას და ეს საქმიანობა ეხება გაყალბების საკითხებს. Читать дальше...



მედია: სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების აღკვეთის მიზნით, ზომების გაძლიერების განკარგულება გასცა

News.ge 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შეიარაღებულ ძალებს დაავალა, გაზარდონ ოპერაციები ყველა მიმართულებით, რათა დონბასის რეგიონსა და სხვა ტერიტორიებზე თავდასხმები აღიკვეთოს, – ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შოიგუ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა და არსებული მდგომარეობა განიხილა. „მინისტრმა გასცა საჭირო მითითებები ჯგუფების მოქმედებების შემდგომი გაზრდისთვის ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე, რათა გამოირიცხოს კიევის რეჟიმის მიერ მასიური... Читать дальше...

სასარგებლო შესაძლოა სასურველიც იყოს – ჯანსაღი კვების დადებითი თვისებები

News.ge 

ჯანსაღი კვება ადამიანის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მასზეა დამოკიდებული როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობა, პროდუქტიულობა, აზროვნება და შესაძლოა მომავალიც კი, რადგან განწყობას შინაგანი ჰარმონია და სიჯანსაღე ქმნის, რაც სწორედ ჩვენი ყოველდღიური ქცევებით და ჩვევებით განისაზღვრება. ხშირად ჯანსაღ ცხოვრების წესზე უარს ვამბობთ. მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, დატვირთული გრაფიკი, ცხოვრებისეული პრობლემები, სტრესული სიტუაციები ან უბრალოდ მავნე ჩვევების ...

ოსკარი გამოგონებისთვის და რევოლუციური იდეები – ჰედი ლამარის გამაოგნებელი ამბავი

News.ge 

ჰოლივუდის ავსტრიელი კინოვარსკვლავი და გამომგონებელი, რომელიც ისტორიაში არა უბრალოდ მომაჯადოვებელი გარეგნობის, არამედ ბრწყინვალე გონების წყალობით შევიდა. მსახიობი ვენაში დაიბადა და თავდაპირველად მისი სახელი ჰედვიგ ევა მარია კიესლერი იყო, თუმცა ლონდონში გამგზავრების შემდეგ შეიცვალა და ჰედი ლამარი გახდა. გვარი მუნჯი კინოს ვარსკვლავის ბარბარა ლა მარის საპატივცემულოდ აირჩია. ჰოლივუდის ფილმებში ჰედი, უმეტესად, მაცდურ ლამაზმანს განასახიერებდა. მას ისეთ ...

მეცნიერებმა მსოფლიოს უდიდესი მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს

News.ge 

არქეოლოგებმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს. 9.5 ბალის სიმძლავრის რყევა, რომელმაც გამოიწვია 5000 მილის სიგრძის (8000 კილომეტრი) ცუნამი და აიძულა მოსახლეობა 1000 წლის განმავლობაში მიეტოვებინათ ახლომდებარე სანაპიროები. გიგანტური მიწისძვრის დამადასტურებელი მტკიცებულება აღმოაჩინეს საზღვაო და სანაპირო საგნებში, როგორიცაა ზღვის საბადოები, ლოდები, კენჭები და ქვიშა, რაც წარმოიქმნება სანაპირო რეგიონებში. ასევე საზღვაო ქანები და ჭურვები, რომლებიც ...

ბაიდენი: აშშ არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის, რუსეთის ან ირანის დომინირებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ არ შეწყვეტს ახლო აღმოსავლეთში აქტიურ ყოფნას, რათა არ დაუშვას რეგიონში რუსეთის, ჩინეთის ან ირანის დომინირება. ამის შესახებ შაბათს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთში, სპარსეთის ყურის ლიდერთა სამიტზე გამოსვლისას, იტყობინება The Washington Post-ი. „ჩვენ არ წავალთ და არ დავტოვებთ ვაკუუმს, რომელსაც შეავსებენ ჩინეთი, რუსეთი ან ირანი. შეერთებული შტატები აპირებს, ახლო აღმოსავლეთში აქტიურად ჩართული პარტნიორი იყოს,“ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას შეასუსტებს. Читать дальше...

ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები 23:14 დაამარცხეს

News.ge 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში პორტუგალია 23:14 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. შეგახსენებთ, 10 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში იტალია 28:19 დაამარცხა.

სან­დრო შე­ლია: პრე­სის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: აქ წე­რია ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მინ­დო­და გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით

News.ge 

პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია და ბიზ­ნეს­მე­ნი შე­ლია და­შორ­დნენ, რის თა­ო­ბა­ზეც სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­ლი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ისი­ნი ათი წელი იყ­ვნენ ქორ­წი­ნე­ბა­ში. სან­დრო შე­ლია: “ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო,იმის­თვის, რომ არ გავ­რცელ­დეს ჭო­რე­ბი და მით­ქმა-მოთ­ქმა, სჯობს მე თვი­თონ ვიქ­ნე­ბი პირ­ვე­ლა­დი წყა­რო და გა­გი­ზი­ა­რებთ, რომ ორი­ო­დე თვეა, რაც მე და თათი დავ­შორ­დით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გეს­მით, რო­გო­რი მძი­მე იქ­ნე­ბო­და ამ 10 წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის... Читать дальше...

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მომ­ღე­რალ გრე­გო­რი ლეფსვე­რი­ძეს (ლეპ­სი) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა

News.ge 

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მომ­ღე­რალ გრე­გო­რი ლეფსვე­რი­ძეს (ლეპ­სი) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. გან­კარ­გუ­ლე­ბის ტექ­სტში, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია იუ­რი­დი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­იტ­ზე, ნათ­ქვა­მია, რომ სიმ­ღე­რა “Рюмки водки на столе”-ს ავ­ტორ­მა სა­პა­ტიო წო­დე­ბა პოპ-არ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მი­ი­ღო. “პოპ-არ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, გრი­გო­რი ლეფსვე­რი­ძეს მი­ე­ნი­ჭოს რუ­სე­თის... Читать дальше...

ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ნავთობის მიწოდების ზრდას ელის

News.ge 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ნავთობის მიწოდების ზრდას ელის, რაც საწვავის ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. საუდის არაბეთში ვიზიტის მთავარი თემები ირანის საფრთხე, ისრაელთან ურთიერთობების დათბობა და ნავთობის მოპოვების გაზრდაა. ბაიდენი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრინცსაც ესაუბრა. ჯო ბაიდენის ვიზიტს არ მოჰყოლია წარმოების ...

კარლ ჰარცელი საუბრობს, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პასუხობს კითხვას, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც 12 პუნქტიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოუწევს. დეოლიგარქიზაციის აღმოფხვარზე მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. "ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანია გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მსგავსი პრიორიტეტი განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვასთვის... Читать дальше...

მეუფე იაკობი სოსო გოგაშვილის მეუღლის განცხადებაზე: ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია

News.ge 

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უარყოფს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გოგაშვილთნ მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ ისაუბრა. „შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ...

აშშ: რუსეთის დელეგაცია ირანში იმყოფებოდა სამხედრო დრონების შესასწავლად

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დელეგაცია უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ ესტუმრა ირანის აეროდრომს, რათა შეესწავლა სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატები. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველზე, ჯეიკ სალივანზე დაყრდნობით. საქმე ეხება დრონებს, Shahed-191-სა და Shahed-129-ს, რომლებსაც რამდენიმე მაღალი სიზუსტის რაკეტის ტარება შეუძლიათ. „ჩვენ მოგვეპოვება ინფორმაცია, რომ ირანის მთავრობა აპირებს, რუსეთს მიაწოდოს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ... Читать дальше...

გუდაურში პარაპლანით მფრინავი ტურისტი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ტურისტია. შემთხვევა დღეს, 16 ივლისს მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ხევიდან ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის გუდაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანეს.

ჩრდილოეთმა მაკედონიამ მხარი დაუჭირა საფრანგეთის გეგმას, რაც გზას ხსნის ევროკავშირის წევრობისკენ

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ მაკედონიის კანონმდებლებმა სამდღიანი დებატების შემდეგ 16 ივლისს მხარი დაუჭირეს საფრანგეთის წინადადებას, რომლის მიზანია, ბულგარეთმა მოხსნას ვეტო და გზა გაეხსნას მოლაპარაკებების დაწყებას ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. კომპრომისით გათვალისწინებულია, რომ მაკედონიამ ცვლილებები შეიტანოს თავის კონსტიტუციაში და ცნოს ბულგარული უმცირესობა. მაგრამ სკოპიესა და სოფიას შორის დაპირისპირებაში არსებული სხვა საკითხები ჯერაც გადასაჭრელია. როგორც იტყობინებიან, კვლავაც ღიად რჩება ბულგარეთის მიერ მაკედონიური ენის ცნობის საკითხი. Читать дальше...

ჯო ბაიდენი ახლოაღმოსავლელ ლიდერებს ხვდება ისრაელისა და ირანის შესახებ სამსჯელოდ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაგრძობს თავის ტურნეს ახლო აღმოსავლეთში. 16 ივლისს ის არაბული ქვეყნების ლიდერებთან ერთად ითათბირებს რეგიონის სარაკეტო და თავდაცვით შესაძლებლობებზე. როგორც აშშ-ის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენელმა განაცხადა, ბაიდენი, რომელიც ისრაელიდან ჩავიდა საუდის არაბეთში, შეეცდება ხელი შეუწყოს ისრაელის ინტეგრაციას ახალ დაჯგუფებაში, რომელსაც ამოძრავებს საერთო შეშფოთება ირანისა და მისი მოქმედებების თაობაზე. აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წყაროს თანახმად, როგორც მოსალოდნელია... Читать дальше...

გია ხუხაშვილი: გოგაშვილის დაკითხვას რომ აზრი არა აქვს, გასაგებია

News.ge 

“გოგაშვილის დაკითხვას რომ აზრი არა აქვს, გასაგებია. ყველა მისი დანაშაული ერთობლივი დანაშაულია და ისედაც კარგად იციან. ასე რომ, მას ახლა კი არ კითხავენ, საქმეს ურჩევენ. შეიძლება ჩაცუცქულებიც არიან…” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *