Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июль
2022

Новости за 20.07.2022

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდა

News.ge 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდა, რაც რუსული ოქროს ექსპორტს, ისევე როგორც რუს ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს შეეხება. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. ეს ევროგაერთიანების მიერ ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტია, რომლითაც რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის აქტივები გაიყინება. ამასთან, „შავ სიას“ კიდევ რამდენიმე პირის სახელი და გვარიც დაემატება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ...

ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი - ევროპარლამენტარების ჩამოსვლა დაძაბულ ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის დელეგაცია პირველად ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც  "ქართულმა ოცნებამ"  ევროპარლამენტის რეზოლუციას "შეურაცხმყოფელი" და „ჩალის ფასის“ მქონე,  ხოლო თავად ევროპელ დეპუტატებს - საქართველოს ომში ჩართვის მსურველები და „კრიმინალთა მფარველები“ უწოდა.

დათო მაღრაძე: ქვეყნის სიკვდილის ფასად რომელიმე სტრუქტურაში გაწევრებისთვის რაიმე სტატუსი ღირს?

News.ge 

ქვეყნის სიკვდილის ფასად რომელიმე სტრუქტურაში გაწევრებისთვის რაიმე სტატუსი ღირს? რისთვის, იმიტომ, რომ ევროკავშირში შემდეგ ჩვენი შესანდობარი თქვან თუ რატომ? ხომ ვიცით, რომ საქართველო უკრაინა არ არის, არც შესაძლებლობებით, არც სიძლიერით, ფართობით, ამდენს ვერ ავიტანთ. ჩვენ ევროპისკენ იმიტომ ვისწრაფვით, რომ მასთან ვითანამშრომლოთ და არა დავიხოცოთ – ამბობს პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ევროკავშირის ...

როგორ მიჰყვება უკან რუსეთის ეკონომიკა რუსეთის ჯარს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მთავრობაში ბოლო ერთი კვირის საკადრო გადანაცვლებები და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ათეულობით კანონში შეტანილი ცვლილებების ანალიზი, პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ რუსეთი და მისი ეკონომიკა ე.წ. სამხედრო რელსებზე გადადის. რუსეთის ყველა მოქალაქე და რუსეთში რეგისტირებული ყველა საწარმო, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული იქნება გაითვალისწინოს სახელმწიფოს ინტერესები და მისი საჭიროებები. მრეწველობისა და სახალხო მეურნეობის მთელი დარგები ასევე გადაეწყობა 2022... Читать дальше...

სამხარაძის თქმით, „ოცნების" დეპუტატებს არ უთქვამთ, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" დეპუტატებს არასდროს უთქვამთ, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.  „სად მოგისმენიათ რომელიმე განცხადება ჩემი, გინდაც ჩემი თანაგუნდელების, რომ დასავლეთი ცდილობს ამას, ასეთი ფორმულირებით? გარკვეული ძალები სხვა რამეა. ამომიღეთ ერთი ციტატა "ქართული ოცნების" დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. მომიტანეთ ეს ციტატა, ვერ ნახავთ ვერც ერთ ასეთ განცხადებას. Читать дальше...

გიორგი გახარია: კატეგორიულად ვგმობ საქართველოს მთავრობის მიერ ელჩების ბულინგს

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი ხელისუფლების ყოფილი ლიდერი მთავრობას ელჩების ბულინგში ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ლიდერების კომენტარებს გიორგი გახარია “ტვიტერში” აფასებს. “აშშ-ის ელჩის შემდეგ საქართველოს მმართველი პარტია ახლა თავს დაესხა ევროკავშირის ელჩს. კატეგორიულად ვგმობ საქართველოს მთავრობის მიერ ელჩების ბულინგს. მიმაჩნია, რომ შეთანხმებული თავდასხმა ჩვენი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეების წინააღმდეგ და ფარული მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ”, – წერს ...

bpn.ge: საქართველოში კვერცხის იმპორტი 614%-ით გაიზარდა, ფასი კი გაძვირდა

News.ge 

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში კვერცხის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ 614.7 ტონა კვერცხი იყიდა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე, 86 ტონაზე, თითქმის 614%-ით მეტია. რაც შეეხება საიმპორტო ღირებულებას, კვერცხის შემოტანაზე ქვეყანამ 2.33 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. გამოდის, რომ ერთი ტონა კვერცხის საშუალო ფასი წელს 3.78 ...

ოლენა ზელენსკა კონგრესში: ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს

News.ge 

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესის დეპუტატებს სიტყვით მიმართა. გამოსვლისას პირველმა ლედიმ შეერთებულ შტატებს საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გაგზავნა სთხოვა. „სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება და მოგმართავთ ყველას სახელით, ვინც დაიღუპნენ, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, მათ სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები და კარგად არიან და ვინც ელოდება ოჯახების დაბრუნებას ფრონტიდან. ...



გია ხუხაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო სპეცოპერაცია ამერიკის ელჩის გაწვევის

News.ge 

ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. გია ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პოლიტიკური სოციოპათია. „წარმოუდგენელი თავხედობაა, უზრდელობაში არიან გადასული უკვე პირდაპირ გეტყვით. არ შეიძლება, წარმოუდგენელი რაღაც ხდება, კრიტიკაც გამიგია, ყველაფერი, მაგრამ ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო სპეცოპერაცია ამერიკის ელჩის გაწვევის. ეს ჩანს... Читать дальше...

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის წარმოამდგენლებს შეხვდნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული პარლამენტის დელეგაციის წევრები პარლამენტის სპიკერს და კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. ოფიციალური ცნობით, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში... Читать дальше...

გაირკვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ორი კანდიდატი

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა გამართეს საბოლოო კენჭისყრა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ორი პრეტენდენტი დატოვეს. ხმების უმრავლესობა მოაგროვა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა: მას თემთა პალატის 137-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 113 ხმით მეორე ადგილზეა საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი. ზაფხულის მიწურულს ეროვნულ დონეზე გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც გაირკვევა კონსერვატორების მომავალი ლიდერი. მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა ბრიტანელი, ვინც კონსერვატიული პარტიის წევრია. მათი რაოდენობა 200 ათასამდეა. Читать дальше...

რუსეთმა მუქარას უმატა, უკრაინამ - კონტრშეტევას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინისათვის რამდენიმე ერთეული ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემამ, რამდენიმე დღეში იმდენად გააძლიერა უკრაინის არმიის თავდაცვითი პოტენციალი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ღიად დაიმუქრა „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანების შეცვლით, თუ დასავლეთი კვლავ გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას. ამ განცხადების ფონია უკრაინის არმიის მიერ სავარაუდოდ სწორედ HIMARS-ის რაკეტების ზემოქმედებით ხერსონის რაიონში, დნეპრზე მდებარე 1,4-კილომეტრიანი სტრატეგიული ხიდის მწყობრიდან გამოყვანა... Читать дальше...

თალაკვაძე: ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ …

News.ge 

ევროპარლამენტარებთან ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ პროგრესით, მიღწევებით, რაც საქართველოს ბოლო წლებში ჰქონდა, ევროკავშირს შეეძლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიეღო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ის გადაწყვეტილება, რაც იყო მიღებული... Читать дальше...

მეგი გოგიტიძე მოსკოვში იმღერებს, ხოლო ბათუმში, კლუბ Sector 26 ვერა

News.ge 

ინფორმაცია ამის შესახებ მომღერლის რუსულენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კონცერტის ბილეთები უკვე სხვადასხვა რუსულ საიტზე იყიდება. რუსული ვებგვერდების მიხედვით, გოგიტიძის კონცერტზე ბილეთის ფასი 1 500-დან 5 000 რუბლამდეა, რაც დაახლოებით 80-დან 270 ლარამდეა. მოსკოვში ჩასვლამდე გოგიტიძეს კონცერტები აქვს დაანონსებული ბათუმშიც, კლუბ სექტორ 26-ში. გოგიტიძეს 14 ივლისს ფეისბუქზე გამოქვეყნებული აქვს ვიდეო, რომელშიც რუსულად მღერის. ის წერს, რომ იმღერებს ყელა ენაზე, ყველა ქვეყანაში, ...

ოლენა ზელენსკა კონგრესში: "დაგვეხმარეთ უკრაინელების წინააღმდეგ ამ ტერორის შეჩერებაში"

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კონგრესში გაიმართა შეხვედრა უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან, რომელიც რამდენიმე დღეა ვაშინგტონში იმყოფება. ოლენა ზელენსკა კონგრესის წევრებს წარუდგინა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ. უკრაინის პირველ ლედის მან უთხრა, რომ აშშ-ის კონგრესის წევრები „უკრაინელი ხალხის დიდი მხარდამჭერები და თქვენი და თქვენი ქმრის მხურვალე თაყვანისმცემლები არიან“. თავის გამოსვლაში ოლენა ზელენსკამ დიდი მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის. „რუსეთი გვკლავს, ამერიკა კი გვიფარავს,“ თქვა მან. Читать дальше...

3 დღე-ღამე მარტო ოკეანეში - გაქცევა საბჭოთა კავშირიდან

Radiotavisupleba.ge 

1936 წლის 17 ივლისს დაიბადა ადამიანი, რომელმაც მოახერხა სსრკ-სა და დასავლეთს შორის აღმართული რკინის ფარდის გახვრეტა ალბათ ყველაზე წარმოუდგენელი გზით. სლავა კურილოვმა თითქმის შეუძლებელი შეძლო. სამი დღე-ღამე ძილის, წყლისა და საკვების გარეშე მარტო მიცურავდა ოკეანეში. თითქმის ასი კილომეტრის გადალახვის შემდეგ მიაღწია ფილიპინების კუნძულ სიარგაოს, რათა ახალი ცხოვრება დაეწყო... დაიწყო კიდეც, რომელიც 25 წელი გაგრძელდა და სულ სხვა წყლებში დასრულდა. 1998 წლის 29 იანვარს კურილოვი დაიხრჩო კინერეტის ტბაში, რომელიც ისრაელში მდებარეობს. Читать дальше...

პაპუაშვილი პარლამენტის მუშაობის საკითხზე ზურაბიშვილს პასუხობს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესრულების საკითხზე საქართველოს პარლამენტის და განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობის მუშაობის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხდებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.  პარლამენტის სპიკერის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.  „მსურს, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას... Читать дальше...

მარილისგან აგებული ტაძარი – კოლუმბიის მიწისქვეშა საოცრება

News.ge 

სამყარო მართლაც საოცრებებითაა სავსე. ზოგჯერ ისეთ უცნაურ ფაქტებს აღმოვაჩენთ, რომელთა დაჯერებაც კი გვიჭირს. რამდენად გამაოგნებლადაც არ უნდა ჟღერდეს, დედამიწაზე არსებობს ტაძარი, რომელიც მთლიანად მარილისგანაა აგებული და იგი კოლუმბიის მიწის ქვეშ მდებარეობს, უფრო ზუსტად კი, ზიპაკირაში, კუნდინამარკას დეპარტამენტში. ქალაქი აღიარებულია, როგორც ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი უძველესი ადამიანთა დასახლება. კოლუმბიაში არსებული მარილის საბადოები დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ ...

ნაადრევი ქორწინება, ბრძოლა სიმსივნესთან და ვარსკვლავური კარიერა – სოფია ვერგარა

News.ge 

კოლუმბიელი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი, რომელმაც უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა სერიალიდან Modern Family. სოფია ვერგარა 2013-2020 წლებში ამერიკული ტელევიზიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი იყო. ვარსკვლავი ცნობილი 1990-იან წლების ბოლოს გახდა, ორი ესპანურენოვანი სატელევიზიო შოუს წამყვანობით, ხოლო 2000-იანი წლებიდან წარმატებით მოღვაწეობს ჰოლოვუდში. სოფია ვერგარა საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. სამი წლის განმავლობაში კოლუმბიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა და სურდა ...

უცნაური “გულისცემის” სიგნალი შორეული კოსმოსიდან

News.ge 

ასტრონომებმა აღმოაჩინეს იდუმალი რადიოსიგნალი, რომელიც რიტმულად პულსირებს, როგორც “გულისცემა” და იგი კოსმოსის ღრმა სივრციდან მოდის. სიგნალი, სახელად FRB 20191221A, არის სწრაფი რადიო გაელვება, რადიოტალღების ინტენსიურად ძლიერი ციმციმი და მომდინარეობს უცნობი წარმოშობის წერტილიდან. FRB-ების უმეტესობა მაქსიმუმ მხოლოდ რამდენიმე მილიწამის მანძილზე ძლებს, მაგრამ ეს უკანასკნელი გაცილებით გრძელია და დაახლოებით 3 წამის განმავლობაში გრძელდება. გარდა ამისა, ის აწარმოებს ...

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: სამწუხაროა ასეთი შეფასებები

News.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „მსურს, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას, თითქოს რიგგარეშე სესიის არგახსნა ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს. სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები კეთდება მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. Читать дальше...

ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინას კიდევ ოთხ HIMARS-ის სისტემას გადასცემს

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატები უკრაინას უახლოეს მომავალში მიაწვდის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელშიც შევა კიდევ 4 რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ი. ამის შესახებ 20 ივლისს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. ამგვარად უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემების საერთო რაოდენობა 16-ს მიაღწევს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, HIMARS-ი არის „მოწინავე სარაკეტო სისტემები, რომლებსაც უკრაინელები უკვე იყენებენ ძალზე ეფექტიანად და რომლებმაც უკვე საგრძნობლად შეცვალა სიტუაცია ბრძოლის ველზე“. Читать дальше...

წნორის მოხუცთა თავშესაფრიდან გადასვლაზე ბენეფიციართა ნაწილმა უარი თქვა

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ წნორის "ხანდაზმულთა სავანე ბეთელი“-დან ალტერნატიულ საცხოვრებელში 3 ხანდაზმული გაიყვანა.  თუმცა, ამ დროისთვის, ალტერნატიული საცხოვრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ადგილზე 19 ხანდაზმული დარჩა. ომბუდსმენი ყველას გაყვანას მოითხოვდა. სახალხო დამცველის აპარატში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად აცხადებენ, რომ  ბენეფიციართა უმრავლესობამ სხვაგან გადასვლაზე წერილობით განაცხადა უარი.  უარის მიზეზი მათთვის უცნობია. Читать дальше...

მოსაცდელი არის, მანქანა არა - უტრანსპორტო და უბავშვო წედისი

Radiotavisupleba.ge 

წედისი რაჭის სოფელია, მთის სოფელი, ონის მუნიციპალიტეტში შედის და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. ამ საზღვარს ახლა ზაფხულში ორმოცდაათი, ზამთარში კი ოციოდე ადამიანი „ამაგრებს“, ძირითადად მოხუცები. ახალგაზრდობა წედისიდან დიდი ხანია გაიკრიფა. სოფლიდან ცენტრში, ონამდე ჩასასვლელად პენსიონერებს 60 ლარის გადახდა უწევთ, ამბობენ, რომ მანქანა, რომელიც ადრე ემსახურებოდათ, კარგა ხანია თვალით არ უნახავთ. წედისში ოდესღაც სკოლაც იყო, ბაღიც და სხვა ყველაფერიც, ახლა ბავშვებიც აღარ არიან. Читать дальше...

სადამდე გაშლით ფეხს და საბანს - ანუ რა დაგიჯდებათ დასვენება ამ ზაფხულს

Radiotavisupleba.ge 

საკვებ პროდუქტზე, პირველადი მოხმარების ნივთებზე, წამლებზე, ბენზინზე და მოკლედ, გაზრდილი ფასები, ცხადია, პირდაპირ აისახა ზაფხულში, დასვენებისთვის გადადებულ ხარჯებზე. ის თანხა, რაც, საკმარისი იქნებოდა შარშან ან შარშან წინ, მაგალითად, ოთხსულიანი ოჯახის დასვენებისთვის ზღვაზე თუ მთაში, წელს აღარ გეყოფათ.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *