Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июль
2022

Новости за 17.07.2022

ზელენსკიმ მოხსნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვისა და გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. ბაკანოვის მოხსნის თაობაზე ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ეს კეთდება უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინარული წესდების 47-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი მოხსნას ითვალისწინებს „სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობისთვის (არასანდოდ შესრულებისთვის), რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანთა... Читать дальше...

დააკავეს ყოფილი ტელერედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა, რომელმაც მარტში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ იტყობინება მისი Telegram-ის არხი. იქვე გამოქვენებულია ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ოვსიანნიკოვა, რომელიც, როგორც ფოტოდან ჩანს, ველოსიპედით სეირნობდა მოსკოვის ოლქში, პოლიციის თანამშრომლებს მიჰყავთ. Telegram-ის არხის თანახმად, ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ასევე უცნობია მისი დაკავების მიზეზები. სამართალდამცავ... Читать дальше...

პროკურატურის მტკიცებით სოსო გოგაშვილის სახლიდან ამოიღეს საიდუმლო გრიფის დოკუმენტები და უკანონო იარაღი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურამ 17 ივლისს განაცხადა, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს ასევე აღმოაჩინეს პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და რამდენიმე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. სოსო გოგაშვილი მის სახლში 16 ივლისის დილას დააკავეს. Читать дальше...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე იმსჯელებს

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ივლისს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთისგან ოქროს შესყიდვაზე აკრძალვის დაწესება, რასაც, სავარაუდოდ, დაამტკიცებენ. ეს ზომა უკვე შემოიღო ევროკავშირის ზოგიერთმა საერთაშორისო პარტნიორმა. ევროკავშირმა ასევე შესაძლოა სანქციები დაუწესოს კერძო პირებს. „მოსკოვმა კვლავაც მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს თავისი აგრესიისთვის,“ განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს... Читать дальше...

სოსო გოგაშვილს ბრალი 3 მუხლით წაუყენეს, მათ შორისაა პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და გავრცელება

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს მისი ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის ცნობით ბრალი ოფიციალურად წაუყენეს სამი მუხლით. მათ შორისაა 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვა. „მას ედავებიან, რომ 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი“ - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა ინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი. ადვოკატის ცნობით, მეორე ეპიზოდი... Читать дальше...

ესპანეთში 360 ადამიანი გარდაიცვალა ანომალიური სიცხის გამო

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ცნობით, ანომალიური სიცხეების გამო ქვეყანაში უკვე 360 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილიანობის პიკი იყო პარასკევს, როცა სიცხის მიზეზით სიკვდილის 123 შემთხვევა აღირიცხა. ანომალიური ტემპერატურა სამხრეთ ევროპაში 8 ივლისიდან გრძელდება, ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ ცელსიუსით 45 გრადუსს მიაღწია. სიცხის ტალღა გავრცელდა პორტუგალიაზეც: პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7-13 ივლისს სიცხისგან გარდაიცვალა 238 ადამიანი, ძირითადად ხანდაზმულები და ქრონიკული ავადმყოფები. Читать дальше...

დღეს შესრულდა დონბასში მალაიზიის "ბოინგის" ჩამოგდების მე-8 წლისთავი

Radiotavisupleba.ge 

დღეს რვა წელი შესრულდა აღმოსავლეთ უკრაინის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან, რასაც სამასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა მან დონბასში განიცადა კატასტროფა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი - ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და გააძლიერა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების დახმარება. Читать дальше...



საბერძნეთში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა სერბეთიდან ბანგლადეშში

Radiotavisupleba.ge 

საბერძნეთის ჩრდილოეთში შაბათს ღამით ჩამოვარდა უკრაინის სატვირთო თვითმფრინავი An-12. მასში მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ყველანი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. თვითმფრინავი ეკუთვნოდა უკრაინის ავიაკომპანია „მერიდიანს“. თვითმფრინავს სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა სერბეთიდან ბანგლადეშში. სერბეთის თავდაცვის მინისტრის, ნებოისა სტეფანოვიჩის თქმით, კერძოდ თვითმფრინავში იყო აალებადი საარტილერიო ჭურვები. მთლიანობაში ტვირთი 11,5 ტონას შეადგენდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნა ვიდეოზეც აღბეჭდეს. Читать дальше...

რუსეთ-ლატვიის საზღვარზე 1250-მა სატვირთო მანქანამ მოიყარა თავი

Radiotavisupleba.ge 

ლატვიასა და რუსეთს შორის საზღვარზე 1250 სატვირთო მანქანა ელოდება რუსეთში შესვლას, იტყობინება სააგენტო BNS-ი ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. 17 ივლისს დილით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ტერეხოვოში რუსეთ-ლატვიის საზღვარზე 850-მდე სატვირთო მანქანამ მოიყარა თავი. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ გრებნევოში - კიდევ დაახლოებით 400-მა. ამ გამშვებ პუნქტებში ლოდინის დრო ექვს დღეს შეადგენს. ლატვიის საბაჟო პოსტის უფროსის მოადგილის, ირინა გოლუბევას თქმით, საზღვარზე შეფერხება იმითაა გამოწვეული... Читать дальше...

BBC: გერმანიამ ქვეყანა დაატოვებინა აზერბაიჯანის ექვს ოპოზიციონერ აქტივისტს

Radiotavisupleba.ge 

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიამ ქვეყანა დაატოვებინა აზერბაიჯანის ექვს ოპოზიციონერ აქტივისტს. ამის შესახებ BBC იტყობინება. ყველანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, მაგრამ მათ უარი უთხრეს. სამშობლოში ისინი დევნას განიცდიან ხელისუფლების კრიტიკისთვის. ოპოზიციონერების ნათესავები აზერბაიჯანში მათი დაპატიმრების შესახებ იტყობინებიან გერმანიიდან მათი დეპორტაციის შემდეგ. როგორც BBC-ის გამოძიებაშია ნათქვამი, 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში გერმანიამ თავშესაფარზე უარი უთხრა და დეპორტაცია გაუკეთა მუთალიმ ორუჯევს... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

News.ge 

“მივესალმები, რომ ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები. რაც არ უნდა დაადგინოს სასამართლომ, მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ ფაქტებს და სიტუაციას”,  აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

პაპუაშვილი: სააკაშვილის გულშემატკივარი იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ ის შეაგუოს, 6 წელი რაც აქვს მისჯილი მოიხადოს

News.ge 

“დღეს სააკაშვილის გულშემატკივარი იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ ის შეაგულიანოს და შეაგუოს, 6 წელი რაც აქვს მისჯილი მოიხადოს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ვიდეო იხილეთ აქ

მეუფე შიო: თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი – უფალი არასდროს აკლებდა და აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს

News.ge 

„ვევედროთ უფალს. შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა. მან მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცა. დღეს არის სულთმოფენობიდან მეხუთე კვირა და ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც მოთხრობილია... Читать дальше...

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უფრთხის უკრაინის არმიის იერიშს სამხრეთში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სამხედროებმა დაიწყეს უკრაინის სამხრეთში თავიანთი თავდაცვითი პოზიციების გაძლიერება და იქ დამატებითი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის შეყვანა. ეს ხდება უკრაინის პოლიტიკოსების უკანასკნელი განცხადებების ფონზე, რომ მიმდინარეობს მზადება იერიშისთვის და ქვეყნის სამხრეთი რეგიონების დეოკუპაციისთვის. ამის შესახებ ლაპარაკია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ბიულეტენში. „საქმე ეხება ცოცხალი ძალის, ტექნიკისა და თავდაცვითი მარაგის გადაადგილებას მარიუპოლს, ზაპოროჟიესა და ხერსონს შორის. Читать дальше...

პეტრო პოროშენკო: 298 უდანაშაულო სული გახდა პუტინის რეჟიმის უსაზღვრო ბოროტების მსხვერპლი

News.ge 

რუსეთის ძალების მიერ დონეცკის თავზე მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის MH17 -ის ჩამოგდებიდან დღეს 8 წელი შესრულდა, რასაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა. „აქვს თუ არა ბოროტებას რაიმე საზღვარი? 298 უდანაშაულო სული გახდა პუტინის რეჟიმის უსაზღვრო ბოროტების მსხვერპლი“, – დაწერა პოროშენკომ. მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების რვა წლისთავს გამოეხმაურა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი ვონგიც. მისი ...

თბილისის მერია უკრაინიდან ლტოლვილთა დახმარებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიამ 17 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეხმიანებიან მედიით გავრცელებულ „არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას“ უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით. მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ „თბილისის მერია უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებლების გარეშე ტოვებს და საკვებისთვის 1 ადამიანზე თვეში 45 ლარი გამოყვეს“. თბილისის მერიის ინფორმაციით მათ შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, რომელიც საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც საცხოვრებლით დახმარებას ითხოვდა... Читать дальше...

ადვოკატი: სოსო გოგაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილს სახის არესა და კიდურებზე დაზიანებები აღენიშნება. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კლიენტის სამედიცინო შემოწმებაზე გადაყვანა გუშინ ვერ მოხერხდა, თუმცა ექსპერტიზა შეიძლება დღეს ჩაუტარდეს. „სახის არეში საგრძნობლად შეიმჩნევა, რომ ლოყა აქვს შეშუპებული. ასევე, კიდურებზე აქვს დაზიანებები და ფეხებზე აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით. ფიზიკურად მოხდა დაზიანების ორჯერ მიყენება. Читать дальше...

უკრაინის გენშტაბის ცნობით ომის დაწყებიდან დღემდე 38 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა  17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში განცდილი დანაკარგების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტატისტიკას საორიენტაციო ხასიათი აქვს და ის შეიძლება ზუსტი არ იყოს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით ყველაზე დიდი დანაკარგი რუსეთის არმიამ ბოლო დღეებში, ბახმუტის მიმართულებით განიცადა. სულ კი, გენშტაბის ცნობით რუსეთმა 24 თებერვლიდან 17 ივლისამდე 38 300 რუსი ჯარისკაცი დაკარგა. ამას გარდა, მათი მტკიცებით... Читать дальше...

ირაკლი ფავლენიშვილი: მალე ევროპის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი განხორციელდეს

News.ge 

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მალე ევროპის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი განხორციელდეს. ფავლენიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერი იყო. „ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერის საკითხი. დღეს, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ევროპელი კოლეგებისთვისაც აქტუალურია მისი ტრანსფერის საკითხი. Читать дальше...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, კახა გოგოლს ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

News.ge 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი ფოთში, საკუთარ სახლში, გვიან ღამით გადაასვენეს. ქართველ მებრძოლს 19 ივლისს ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მის საცხოვრებელ სახლთან უკრაინისა და საქართველოს დროშებია გამოფენილი. ,,მას ჰქონდა დიდი სამხედრო გამოცდილება, 17 წლიდან აფხაზეთის ომში იბრძოდა. ოჯახს გაეპარა აფხაზეთის ომში, თვითონაც აფხაზეთიდან იყო. ამის შემდეგ იყო პარტიზანი, 2008 წელს აგვისტოს ომის მონაწილე, ახლა კი ...

საბერძნეთის ჩრდილოეთით სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

News.ge 

საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კავალასთან ახლოს სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მედიის ცნობით, “ანტონოვ-12”, რომელსაც უკრაინაში დაფუძნებული კომპანია მართავდა, სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, მაგრამ ზოგიერთი დაუდასტურებელი ცნობით, თვითმფრინავში შესაძლოა, რვა ადამიანი იმყოფებოდეს. საბერძნეთის სახელმწიფო მაუწყებელის ERT-ის ინფორმაციით, თვითმფრინავს 12-ტონიანი ტვირთი გადაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა კავალას აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა ძრავის პრობლემის გამო... Читать дальше...

ქობულეთში, სოფელ ხალაში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა

News.ge 

ქობულეთში, სოფელ ხალაში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა ნოდარ კახიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია, იგი თავად ჩაბარდა. “სათევზაოდ იყო წასული. გვიან ღამით, უკან დაბრუნებისას სპეციალური ნიღაბი ეკეთა. პარალელურად თანასოფლელი ამავე გზაზე გადაადგილდებოდა, სიბნელის გამო, ვერ მიხვდა, რომ ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცმა ხმა არ ...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა. „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი არის ყველაზე სწორი გზა აზერბაიჯანული და სომხური უთანხმოების გადასაჭრელად“ - დაწერა ბლინკენმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *