Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июль
2022

Новости за 24.07.2022

ზელენსკი: ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება

News.ge 

ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება. კვირა, როდესაც 28 ივლისს პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს საღამოს ვიდეომიმართვაში. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არასდროს დათმობენ დამოუკიდებლობას და ისინი არ გატყდებიან. “ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება. კვირა, როდესაც 28 ივლისს პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ასეთი სასტიკი ომის დროს – ...

დავით არახამია: მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით …

News.ge 

უკრაინული რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია Post Factum-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ის მზად არის დაეხმაროს საქართველოსა და ქართველ ლიდერებს ევროპის ლიდერებთან დაააკავშიროს. დავით არახამია ამბობს, რომ მზად არის მედიაციის პროცესში პირადად ჩაერთოს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობა აქვს, მთავარია, რომ პრორუსი არ იყოს. “ინსტიტუციურად საქართველო ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზადაა, მაგრამ ღრმად თუ ჩავიხედავთ, იქ ...

რომის პაპი კანადაში ჩავიდა, რათა ბოდიში მოუხადოს ინდიგენულ  მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის მხრიდან წარსულში ძალადობისთვის

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი, ფრანცისკე, 24 ივლისს, ჩავიდა კანადაში ხუთდღიან ვიზიტად. კათოლიკეთა მამამთავრის მიზანია, ბოდიში მოიხადოს იმ როლის გამო, რომელიც რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ითამაშა კანადის ინდიგენული ბავშვების მიმართ, რომლებიც ინტერნატებში მოათავსეს. ფრანცისკე ჩავიდა თავიდან ედმონტონში, დასავლეთის პროვინცია ალბერტაში. რომის პაპს შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო. პაპი ეწვევა კიდევ სამ ქალაქს, იტყობინება Reuters-ი. კანადაში კათოლიკურმა ეკლესიამ წარსულში, ათწლეულების განმავლობაში, ოჯახებს ჩამოაშორა ასი ათასზე მეტი ადგილობრივი ბავშვი... Читать дальше...

კადიროვი: სჭირდება თუ არა ეს უკრაინელ ხალხს? რა თქმა უნდა, არა. და დასავლეთს? სხვაგვარად როგორ!

News.ge 

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები ცდილობენ, აიძულონ რუსეთი „სპეცოპერაციიდან“ სრულმასშტაბიან ომზე გადავიდეს. „ევროპა განცხადებებითა და სამხედრო მხარდაჭერით ატარებს კონკრეტულ მიზანს – აიძულოს რუსეთი, გადავიდეს სრულმასშტაბიან ომზე ყველა სახის იარაღის გამოყენებით ფრონტის მთელ ხაზზე. სჭირდება თუ არა ეს უკრაინელ ხალხს? რა თქმა უნდა, არა. და დასავლეთს? სხვაგვარად როგორ!“, – წერს კადიროვი. კადიროვის თქმით, ...

რუსეთის არმიამ დარტყმა განახორციელა ხმელნიცკის რაიონში, ცეცხლი დაუშინა მიკოლაივსაც

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის არმიამ 24 ივლისის დილით დასავლეთ უკრაინაში ხმელნიცკის რაიონში განახორციელა საჰაერო იერიშები. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გამალიმ, განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა. ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ სამი რაკეტა ჩამოაგდო. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ მონაცემები ჯერ არ ვრცელდება. 24 ივლისის დილას, რუსეთის არმიამ ქალაქი მიკოლაივსაც დაუშინა ცეცხლი. წინასწარი მონაცემებით, სამიზნე საწყობები გახდა. ნიკოლაევის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის თქმით... Читать дальше...

ბორჯომთან გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომელშიც 14 მგზავრი იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.  როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ახალციხიდან, სამარშუტო ტაქსიში ავტოსაგზაო შემთხვევისას 14 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან 8 მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით ბორჯომის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე 6 მგზავრი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.  ჯეოჰოსპიტალის მენეჯერის ირაკლი დიასამიძის განმარტებით... Читать дальше...

საქართველოში გერმანიის ელჩის პოსტზე ჰუბერტ კნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ კნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. ის 2018 წლიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იყო გერმანიის ელჩი. ინფორმაციას საქართველოში ელჩად დანიშვნის შესახებ თავად დიპლომატი ავრცელებს ტვიტერის საშუალებით:  „რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს პეტერ ფიშერი.   პეტერ ფიშერი კარიერული დიპლომატია და გერმანიის საგარეო უწყებაში მუშაობს 1986 წლიდან. Читать дальше...



მეუფე შიო: ჩვენზე უფალი სნეულებებს უშვებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს …

News.ge 

ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, რწმენა გაძლიერებული უნდა გვქონდეს. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, დღეს წაკითხული სახარება იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი სულისთვის, რომ ეს ეპიზოდი ...

ედგარს რინკევიჩსი: ცარიელი საუბრის ნაცვლად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ

News.ge 

როდესაც უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, ჩვენ ცარიელი საუბრის ნაცვლად, მისი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი “ტვიტერის” გვერდზე წერს. მისივე თქმით, უკრაინაში ომის შესაჩერებლად მეტი HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და თანამედროვე იარაღია საჭირო. “5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. როდესაც უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, ჩვენ ცარიელი საუბრის ნაცვლად, მისი ...

ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მისი 17 გამოვლენილი ახლო კონტაქტიდან არცერთს არ აღმოაჩნდა კორონავირუსი, განაცხადა თეთრი სახლის კოორდინატორმა კოვიდის სფეროში, აშიშ ჯამ, 24 ივლისს. ბაიდენმა "გუშინ მშვენიერი დღე გაატარა, თავს კარგად გრძნობდა", - თქვა ჯამ ამერიკის მაუწყებელ ABC-თან საუბრისას. სხვა მაუწყებელს, CBS-ს, ჯამ უთხრა, რომ ბაიდენს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია აქვს. თეთრმა სახლმა 21 ივლისს განაცხადა, რომ ბაიდენს ჰქონდა მსუბუქი სიმპტომები. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს კოვიდი აღმოაჩნდა. Читать дальше...

ბორჯომში მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა

News.ge 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ახალციხე-თბილისის ე.წ. სამარშრუტო ტაქსიში 14-მდე ადამიანი იმყოფებოდა, არსებული ცნობით, არიან დაშავებულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაიას ჰიპოთეზა – პლანეტარული ინტელექტის თეორია

News.ge 

ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ცალკეულ პლანეტას შეუძლია განავითაროს ინტელექტი, თუმცა აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ანბანური ცოდნა ან რაიმე მსგავსი.  ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 7 თებერვალს International Journal of Astrobiology-ში, მკვლევართა ჯგუფი ამტკიცებს, რომ პლანეტა შეიძლება ჩაითვალოს ინტელექტუალურად, თუ ის ავლენს შემეცნების უნარს ანუ მას შეუძლია იმოქმედოს გარემოებებიდან გამომდინარე. ეს იმ შემთხვევაში, თუ ...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი თაფლობის თვეს პარიზში ატარებენ

News.ge 

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი სიყვარულის ქალაქში შენიშნეს. ახალდაქორწინებულები პაპარაცების ყურადღების ცენტრში შაბათს მოექცნენ. წყვილი თავდაპირველად 2002 წლიდან 2004 წლამდე ხვდებოდა. ურთიერთობა შარშან აღადგინეს და ნიშნობა აპრილში გამოაცხადეს, ხოლო გასულ შაბათს ღამით ლას-ვეგასში ფარულად იქორწინეს.  წყარო: people.com

ავსტრალიის სანაპიროზე უიშვიათესი თეთრი ვეშაპი გამოირიყა

News.ge 

16 ივლისს, როდესაც ადგილობრივი ავსტრალიელი მაცხოვრებელი პიტერ ქოულისი სანაპიროზე იმყოფებოდა, უჩვეულო შეფერილობის ცხოველის ნეშტს გადააწყდა. ეს შემთხვევა მალაკოტას მახლობლად მოხდა. როგორც დადასტურდა, ე.წ. კუზა, დაახლოებით, 33 ფუტი ანუ 10 მეტრი სიგრძის დედალი ვეშაპი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვეშაპს თეთრი შეფერილობა ჰქონდა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ იგი ალბინოსი არ ყოფილა. ვიქტორიას გარემოს დაცვის დეპარტამენტის, მიწის, წყლისა და ...

„გავიგუდეთ“– ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანასთან აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

„ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გვკლავს“,  „ეკოლოგია უალტერნატივოა“, „ღირსეული შრომისთვის“ - ამ შინაარსის ტრანფარანტებით გამართა აქცია ქუთაისში ნიკეას, სულხან – საბა ორბელიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მცხოვრებთა ნაწილმა  მეტალურგიულ ქარხნასთან. ისინი საწარმოო პროცესის შეჩერებას და საკვამურზე ფილტრების დაყენებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს ეკეთათ პირბადეები წარწერით „გავიგუდეთ!“  ქარხანასთან გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, საწარმოს  საკვამურიდან ამოსული შავი ბოლი გაუსაძლის პირობებს უქმნით, ჰაერის დაბინძურებაზე  კი მეტყველებს საშინელი სუნი... Читать дальше...

სერგეი ლავროვი: …მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული

News.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ საკითხთა ფართო სპექტრზე. ლავროვის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად საუბრობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებენ. „ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ...

კონგრესმენი სმიტი: უკრაინას შეუძლია მიიღოს 25-30 HIMARS-ი და მსგავსი სისტემები

Radiotavisupleba.ge 

აშშ-სა და მის მოკავშირეებს შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების 25-30 ერთეული და მათი მსგავსი ტექნიკა (MLRS). ამის შესახებ რადიო თავისუფლება/ რადიო თავისუფალ ევროპასთან ინტერვიუში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა ადამ სმიტმა განაცხადა. ის, კონგრესის სხვა წევრებთან ერთად, ეწვია კიევს და 23 ივლისს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა, დაადასტურა, რომ საუბარი იყო იარაღის... Читать дальше...

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილს მშობლებმა 108 000 ლარი აჩუქეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეს, დავით ნარიმანიშვილს 2021 წელს მშობლებმა 108 000 ლარი აჩუქეს. მოსამართლემ ეს თანხა ყოველწლიურ დეკლარაციაში მიუთითა. ეს თითქმის ორჯერ მეტია მოსამართლის წლიურ ხელფასზე. ამავე დეკლარაციის მიხედვით წლის განმავლობაში ხელფასის სახით 65 680 ლარი მიიღო.  დავით ნარიმანიშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომდე გურჯაანის სასამართლოში მუშაობდა, მშობლებისგან 2019 წლიდან მუდმივად იღებს საჩუქრად ფულს. Читать дальше...

გაგა ჩხეიძე: სამინისტრომ თბილისის კინოფესტივალი არ დააფინანსა, ეს ხარისხზე იმოქმედებს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი და კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, გაგა ჩხეიძე ფეისბუკით წერილს ავრცელებს. ის საუბრობს ფესტივალის ორგანიზების სირთულეებზე, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც სამინისტრომ უარი თქვა მის დაფინანსებაზე. გაგა ჩხეიძის თქმით, ეს არის ფესტივალის არსებობის განმავლობაში მეორე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს მის დაფინანსებაზე. პირველად ასეთი შემთხვევა 2011 წელს მოხდა, მაშინდელი კულტურის მინისტრის მინისტრის, ნიკა რურუას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, რაც... Читать дальше...

სოფელ კარბში სარწყავი წყლის გამო დაწყებული ჩხუბი, ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

გასულ კვირაში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, სარწყავი წყლის გამო დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა. მეზობლების დაპირისპირებაში სხეულის და თავის არეში დაზიანებები მიიღო 33 წლის ლევან გვიმრაძემ, რომელიც გორის საავადმყოფოში 17 ივლისს მძიმე მდგომარეობაში და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ახალგაზრდა კაცი კლინიკაში ყოფნის მე-7 დღეს გარდაიცვალა. პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ამავე სოფლის მცხოვრები, 70 წლამდე ქალი დააკავა. მას გამოძიება... Читать дальше...

ლავროვი აფრიკაში მოგზაურობს, რათა სურსათის და საწვავის ფასების ზრდის გამო შეშფოთება დაამშვიდოს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი 24 ივლისს ეწვია ეგვიპტეს აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობის პირველი ნაწილის ფარგლებში მოლაპარაკებისთვის. ის ჩავა ასევე ეთიოპიაში, უგანდაში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ლავროვი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუკრის შეხვდა. მოელიან, რომ ის ასევე შეხვდება არაბთა ლიგის გენერალურ მდივანს, აჰმედ აბულ გეითს და სიტყვით მიმართავს არაბული ლიგის მუდმივ წარმომადგენლებს. ლავროვი შეეცდება გააქარწყლოს შეშფოთება... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *