Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июль
2022

Новости за 19.07.2022

ვატო წერეთელი: ლექსო ლაშქარავას თემა იყო ის ყურში გადაჩურჩულება ანრი ოხანაშვილის მიმართ

Radiotavisupleba.ge 

„TV პირველის" ეთერში ამავე ტელეარხის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაიხსენა 30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების" დეპუტატებთან მომხდარი ინციდენტი. როგორც წერეთელმა თქვა, ოხანაშვილს „TV პირველის" გარდაცვილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საკითხზე ჩასჩურჩულა. „ლექსო ლაშქარავას თემა იყო ის ყურში გადაჩურჩულება ანრი ოხანაშვილის მიმართ, - თქვა წერეთელმა და განაგრძო, - ანრი ოხანაშვილი მე ვნახე, მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი. ჩვენ ამაზე სულ ვლაპარაკობთ, დღე არ გადის. მე მას [ანრი ოხანაშვილს] ვუთხარი... Читать дальше...

მნიშვნელოვანი ენერგო-მარშრუტი ევროკავშირისთვის - როგორ იყენებს შესაძლებლობებს ბაქო, თბილისი?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, უჩნდება შანსი ევროკავშირისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს. ბრიუსელი ევროპული დედაქალაქების რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან გამოხსნას ალტერნატიული წყაროების მოძიებით ცდილობს.

რა უთხრა ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს აშშ-ის საელჩოში

News.ge 

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი დღეს პირველად ამბობს, თუ რა უთხრა აშშ-ის საელჩოში “ქართული ოცნების” დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს ყურში, რის შემდეგაც მას ოცნების წევრები თავს დაესხნენ და საელჩოს ტერიტორიაზევე სცემეს. ვატო წერეთელი ამბობს, რომ მან მმართველი პარტიის ლიდერს უთხრა, რომ “ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზე იყო”. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. მოდიოდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების წლისთავი. ...

სტეფანე: არ არის ხუილო, ტერორისტი და ბავშვების მკვლელი? გგონიათ, რომ ჩემ გამო ომს დაიწყებს? თუ ასე გგონიათ, მაშინ არ არის კარგად თქვენი საქმე

News.ge 

“გგონიათ, რომ პუტინი ჩემ გამო ომს დაიწყებს? ვერც ხვდებით, რა დონის მდაბიო ხალხი ხართ, მანიაკ პუტინს რომ იცავთ საკუთარ ქვეყანაში” – მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. 12 ივლისს ბათუმში გამართულ კონცერტზე სტეფანე მღებრიშვილმა სიმღერა – Putin Khuylo შეასრულა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, ამ სიტყვების გამო ...

ვატო წერეთელი: აუცილებლად უნდა დაკითხოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე

Radiotavisupleba.ge 

გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა „TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი. მან ჩვენება მისცა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.   „პირველ რიგში მაინტერესებდა, მე, რომ შევიტანე პროკურატურაში [საჩივარი] ამის ნიადაგზე ვიყავი მოსული თუ უბრალოდ, როგორც გავიგე დღეს, ანრი ოხანაშვილსაც შეუტანია პროკურატურაში. თუმცა გავარკვიე, რომ გაუერთიანებიათ ეს საქმე და გაერთიანებული საქმის ამარა ვიყავი მოსული. პირველი მე ვიყავი მისული, როგორც ვიცი, ჯერ არც ანრი ოხანაშვილი, არც მგალობლიშვილი... Читать дальше...

„დავიღალე, სახლში მინდა“, - რატომ ამბობენ უარს რუსი სამხედროები უკრაინაში ომზე

Radiotavisupleba.ge 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამხედრო მეთაურობამ გარაჟში ჩაამწყვდია რუსეთის ქალაქ ულან-უდეში განლაგებული რუსეთის არმიის ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 11 ჯარისკაცი, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ბრძოლაზე და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პატაკები დაწერეს.

კადიროვი: რიგში პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი დგას

News.ge 

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, შექმნილია გრანდიოზული გეგმა ნატო-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის შესახებ, რომელთაგან პირველი, „კიევის აღების შემდეგ“, პოლონეთი იქნება. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია“ იუწყება. კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა თავის თანაშემწე – სპეცდანიშნულების რაზმის „ახმატის“ ლიდერთან, აფტი აუდინოვთან, რომელთანაც, კადიროვის თქმით, საბოლოდ შეხვედრა მოახერხა. „გეგმები გრანდიოზულია. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ნატოს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმა. რიგში პირველი, ...

მეორე საგარეო ვიზიტი ომის დაწყების შემდეგ. იყიდის პუტინი ირანულ დრონებს?

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინი თეირანში ირანისა და თურქეთის ლიდერებს ხვდება. მხარეები აცხადებენ, რომ ძირითადად სირიასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ილაპარაკებენ. მაგრამ თეთრი სახლის მტკიცებით, ეს ყველაფერი არ არის - რუსეთს ირანული სამხედრო დრონებიც უნდა.



ვატო წერეთელი: გამომძიებელი ძალიან ნორმალური ახალგაზრდა იყო. დანარჩენი ვნახოთ

News.ge 

ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ წერეთელმა ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც მასა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, სავარაუდო თვითმხილველი ირაკლი შოთაძეც იყო. „როგორც გავიგე პროკურატურაში განცხადება ანრი ოხანაშვილსაც შეუტანია. საქმე გაერთიანებულია... Читать дальше...

კელი დეგნანმა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის შესახებ შეკითხვას უპასუხა

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ შეკითხვას. აღსანიშნავია, რომ ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.  „ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა საქართველოსთან. ზოგჯერ არ ვეთანხმებით [ერთმანეთს]. ჩვენ გვჭირდება, ზოგჯერ შევძლოთ... Читать дальше...

კელი დეგნანი ყაველაშვილის განცხადებაზე: არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის

News.ge 

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებას არ იცნობს და მასზე ვერ ისაუბრებს. ელჩის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს „ჭორები“, რადგან არ იცის, რაზე საუბრობს, ის. „მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში, რაც ხდება და ეს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის ერთ-ერთი ...

“რუსეთს სანქციებს არ მოვუხსნით, სანამ პუტინი კრემლშია“ - კაილ პარკერი

Radiotavisupleba.ge 

“არ მგონია, რომ სრულად გვაქვს გააზრებული, რამდენად გამანადგურებელი იქნებოდა ჩვენთვის უკრაინის დამარცხება“ - ეუბნება “ჰელსინკის კომისიის” ადმინისტრაციის უფროსი, კაილ პარკერი რადიო თავისუფლებას. მოსკოვმა მას რუსეთში შესვლა 2016 წლიდან აუკრძალა. პარკერი, “მაგნიტსკის აქტის” - რუსეთის მაღალჩინოსნებზე დაწესებული ერთ-ერთი პირველი სანქციების ავტორი, ამბობს, რომ კრემლის მიერ სანქცირებულთა სიაში ყოფნა დიდი პატივია. ვაჟა თავბერიძე კაილ პარკერს რუსეთ-უკრაინის ომზე დასავლური დახმარებისა და სანქციების გავლენის... Читать дальше...

ირანის სასამართლომ ცნობილ კინორეჟისორ ჯაფარ ფანაჰის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

ირანის სასამართლომ ცნობილ კინორეჟისორს, ჯაფარ ფანაჰის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს 2010 წელს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერაში და „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდაში“. გასულ კვირაში ფანაჰი თეირანში დააპატიმრეს. სამშაბათს სასამართლომ დაადგინა, რომ კინორეჟისორმა უნდა მოიხადოს მისთვის ჯერ კიდევ 12 წლის წინ მისჯილი პატიმრობის ვადა. ფანაჰი ირანის მესამე კინორეჟისორია, რომელიც ამ თვეში დააპატიმრეს. 2009-2010 წლის ზამთარში, ირანში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. Читать дальше...

დეგნანი: ხალხი რეგიონში ძალიან ფოკუსირებულია მომავალზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. მედია დაინტერესდა საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე ელჩის პოზიციით. როგორც დიპლომატი ამბობს, მას თბილისში მიმდინარე პროცესებზე თვალი არ უდევნებია. „მე ვიყავი მესტიაში და ვსტუმრობდი საქართველოს ძალიან პოზიტიურ და შთამბეჭდავ ადგილებს და თვალი არ მიდევნებია რა ხდებოდა თბილისში. ყველაზე სასიამოვნო რაც რეგიონებში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, ის არის რომ თუ გინდა ნახო... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიაზე: თავისი შავი ფული მოიკითხოს…

News.ge 

“თავისი შავი ფული მოიკითხოს… თამამად ვამბობ, რომ ეკა ბესელია “ქართული ოცნებიდან” ზუსტად იმიტომ წავიდა, რომ შავი ფული ვერ აკეთა” – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ვიდეო იხილეთ აქ

ერთობლივი გამოჩენა განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

News.ge 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უმეტეს დროს დროს ნიუ-იორკში ატარებენ. ბოლო დროს სოციალურ მედიაში აქტიურად გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ წყვილი განქორწინების პირას არის, თუმცა ფაქტები სხვაგვარად მეტყველებენ. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ორშაბათს საღამოს ხელიხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. ეს იყო ნიუ-იორკში მათი ბოლო მოგზაურობის დროს. ჰარი და მეგანი ქვემო მანჰეტენის იტალიურ რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ და ძალიან ...

სიცხე რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს – ექსპერტების საგანგაშო პროგნოზი

News.ge 

“ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულამდე აიწევს, რაც ადამიანებს დიდ საფრთხეს შეუქმნის, დროა მსოფლიო უკეთ მოემზადოს”, – ასეთია ექსპერტების პროგნოზი. ექსტრემალურმა სიცხემ წელს ალყა შემოარტყა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს. ამჟამად, ევროპას ზაფხულის მესამე სიცხის ტალღა ემუქრება, რის გამოც არსებობს დამანგრეველი ტყის ხანძრების საშიშროება და ეს საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს. მხოლოდ კვირას, პორტუგალიაში და ესპანეთში 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ...

ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელმა დაიწყო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლა ევროკომისია და მოლაპარაკებებში მონაწილე ორი ქვეყნის გუნდები დაიწყებენ პირველ ეტაპს პროცესისა, რომლის ფარგლებშიც ალბანეთი და ჩრდილოეთი მაკედონია ევროკავშირის უფლებებსა და ვალდებულებებს გაეცნობიან. ალბანეთს 2014 წელს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩრდილოეთ მაკედონიას - 2005 წელს. Читать дальше...

"ის ამ საქმეზეც დაიწყებს ლაპარაკს" - ვინ რას ელის და ვის რა ელის გოგაშვილის დაკავების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში „ტერორისტებს მუსრი გაავლო“ და ახლა მას მოექცნენ „როგორც უკანასკნელ ტერორისტს“. იოსებ გოგაშვილმა მისი დაკავების „მთელი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ“ ფორმებზე ილაპარაკა 18 ივლისს, სასამართლოს სხდომაზე, სადაც წინასაწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

"საქართველო ხელგაშლილი ელოდება რუს მოჭადრაკეებს", - ბათუმში ჩემპიონატზე რუსეთის დელეგაცია ჩამოვა

Radiotavisupleba.ge 

8, 10 და 12 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის ბათუმში ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მოჭადრაკებიც იასპარეზებენ. რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, "რადგან ამ შეჯიბრის ორგანიზატორებმა რუსი მონაწილეების უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რუსეთის საჭადრაკო ფედერაცია საქართველოში ოფიციალური დელეგაციის გაგზავნას გეგმავს". "საქართველო ხელგაშლილი ელოდება რუს მოჭადრაკეებს",- ნათქვამია ფედერაციის ფეისბუკის პოსტში. "კარგი ამბავი ჩვენი შვილებისთვის!" - ასე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას ჭადრაკის რუსი დიდოსტატი სერგეი ზაგრებელნი ფეისბუკზე. Читать дальше...

ვლადიმირ პუტინი თეირანში მოლაპარაკებებს მართავს ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისთან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც სამშაბათს თეირანში ჩავიდა, მოლაპარაკებებს მართავს ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისთან. ეს 2022 წელს მათი მესამე შეხვედრაა. ორმა ლიდერმა ასევე ორჯერ ისაუბრა ტელეფონით. ამის შემდეგ დაგეგმილია პუტინის შეხვედრა ირანის სულიერ ლიდერთან და ხელმძღვანელთან, ალი ხამენეისთან. როგორც ადრე აღნიშნასაგარეო ურთიერთობების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, პუტინსა და ირანის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები... Читать дальше...

მე არ მინდა შვილის გაჩენა - გაბედავდი ამის თქმას?

Radiotavisupleba.ge 

ცოტა ხნის წინ, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც 43 წლისაა, დედა გახდა. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ბავშვი არ უნდოდა. შეიძლება იმიტომ, რომ ვფიქრობდი, თავს მწერლობას, კარიერას, მოგზაურობას, მოკლედ, მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვნიდა. თან დედობაზე, როგორც არჩევანზე და არა ვალდებულებაზე ბოლო დროს წაკითხულ ერთ საინტერესო სტატიაზეც ვფიქრობდი. იქ გადავეყარე ბრიტანელი ნობელიანტი მწერლის, დორის ლესინგის ციტატას : „ბავშვებთან ერთად ვერავინ წერს... ეს არ არის კარგი. ეს ჩვენი ჯვარიაო“. ამაზე დაფიქრებულმაც ვკითხე... Читать дальше...

პროკურატურის განმარტებით, ვატო წერეთლის საქმის გამოძიება აშშ-ის საელჩოდან ნოტის მიღების შემდეგ დაიწყო 

Radiotavisupleba.ge 

ამ წუთებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს „TV პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთლის გამოკითხვა. საქმე ეხება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს - ვატო წერეთელი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. გამოკითხვაზე შესვლამდე ვატო წერეთელმა თქვა: „პროკურატურას ნება აქვს თუ არა, მოუწევს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვერ შემოდებს თაროზე იმიტომ, რომ ეს კარგად უნდა ესმოდეს პროკურატურას, რომ ეს მოხდა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. Читать дальше...

ექთნის ტიკ-ტოკერი თანაშემწის ვიდეო - შეიცავდა გაუპატიურების მოწოდებას?

Radiotavisupleba.ge 

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექთნის თანაშემწეს, რომელმაც ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში რამდენიმე წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა ე.წ. ინსტრუქციით - როგორ უნდა „დაწვეს ქალი შენთან“ მისი სურვილის გარეშე, კლინიკის ადმინისტრაციამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და სამუშაოდ გამოსაცდელი ვადით დატოვა.

გვარამიას თქმით, მოსამართლემ პროცესი, 4 ოქტომბერს, საპროცესო ვადის დარღვევით დანიშნა 

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ შემდეგი სხდომის თარიღად 4 ოქტომბერი, 14:00 საათი დაასახელა. დაცვის მხარემ მოსამართლისგან მოითხოვა განმარტება, რატომ დაინიშნა სხდომა 2-თვიანი საპროცესო ვადის დარღვევით. მოსამართლესა და დაცვის მხარეს შორის დისკუსია რამდენიმე წუთს გაგრძელდა. - „უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აგვისტოში შვებულებებია და ჩვენ საკმაოდ არამყარი შემადგენლობა გვყავს. გარკვეული პერიოდი ერთდროულად ვერც გავდივართ... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *