Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Июль
2022

Новости за 05.07.2022

საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

News.ge 

საბერძნეთს 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს. მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი მეტსახელად “ობობა” 26 ივნისს დააკავეს. გამოცემის თანახმად, ქალმა ბერძენ მოხუცებს საძილე აბები, კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებები, მისცა და შემდეგ ძარცვავდა. ის უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, “ობობას” მონაწილეობით ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის ...

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

News.ge 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ინტერესი, დეკემბერში ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისივე განმარტებით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი ამოძრავებთ. „გარდა იმისა, რომ არსებობს ობიექტური ინტერესი, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ, როგორც ხელისუფლებას... Читать дальше...

კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

News.ge 

ევროკავშირის გადაწყვეტილება დეკემბერშიც პოლიტიკური იქნება და წინასწარ გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში ევროპული საბჭო, თუმცა შეგვიძლია, საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“ განაცხადა. მისი თქმით, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ ...

კობახიძე: თეორიულად დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე ილაპარაკა „პირველი არხის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ის ამბობს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ დაყენებული პირობების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. „გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ევროპული საბჭო, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ თორმეტივე პუნქტს ძალიან პირნათლად შევასრულებთ“, - განაცხადა კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

News.ge 

5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის თქმით, „ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ“. მისი თქმით, პრორუსული ჯგუფების აკრძალვა არის უკიდურესი გადაწყვეტილება, თუმცა შესაძლებელია საჭიროც გახდეს, მაგრამ მანამდე ყველამ თავისი წილი ...

დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

News.ge 

40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან ერთად, ხელი მოაწერეს ლუგანოს დეკლარაციას, რომელიც უკრაინის აღდგენის საგზაო რუკას ასახავს. მიღებული დეკლარაცია უკრაინას პოლიტიკურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს. დეკლარაცია აღდგენისა და განვითარების გეგმას ეფუძნება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ლუგანოს კონფერენციაზე წარადგინა. “სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებმა, მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა... Читать дальше...

გადადგა დიდი ბრიტანეთის ორი მინისტრი, ისინი უარს ამბობენ ბორის ჯონსონთან თანამშრომლობაზე

Radiotavisupleba.ge 

5 ივლისს გადადგა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ორი წევრი. მათ უარი თქვეს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან მუშაობის გაგრძელებაზე. ჯანდაცვის მინისტრ საჯიდ ჯავიდის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან დაკარგა მთავრობის მეთაურისადმი ნდობა. ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკის თქმით, ბრიტანეთის საზოგადოება მთავრობისგან მოელის „სწორ, კომპეტენტურ და სერიოზულ მუშაობას“. ორი მინისტრის გადადგომამდე ერთი კვირით ადრე პარტიული თანამდებობა დატოვა ჯონსონის კონსერვატიული პარტიის მაღალი რანგის ფუნქციონერმა, კრის პინჩერმა. ის ამხილეს იმაში... Читать дальше...



„ამ ომის მიზანი ომია“

Radiotavisupleba.ge 

რა მიზნები აქვს რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებულ ომს? -  ამ კითხვის ზუსტი პასუხი, როგორც ჩანს, უცნობია როგორც უკრაინისა და მისი მოკავშირეებისათვის, ასევე თვითონ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვისაც. ვლადიმირ პუტინის განცხადებების ტონი და შინაარსი არაერთხელ შეიცვალა ომის მსვლელობისას, სავარაუდოდ, ფრონტზე არსებული ვითარების შესაბამისად. თუ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი უკრაინის დენაციფიკაციასა და ხელისუფლების შეცვლის შესახებ საუბრობდა, ომის პირველი, წარუმატებელი ეტაპის დასრულების შემდეგ... Читать дальше...

რუსეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში თავს დაესხნენ სამხედრო ნაწილს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში, ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინციში სამი უცნობი პირი თავს დაესხა სამხედრო ნაწილს. ამის შესახებ იტყობინება რამდენიმე ადგილობრივი მედიასაშუალება, ასევე Telegram-ის არხები Baza და Mash. მედიის ცნობით, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იძებნება სამი უცნობი, ისინი შეიარაღებული არიან ავტომატებით და ნიღბები უკეთიათ. იტყობინებიან ასევე, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა. სხვა დეტალებს არ იუწყებიან. უცნობია ასევე თავდასხმის მოტივები. ქალაქ კლინცის სამხედრო ნაწილი №12721 მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან 45 კილომეტრზე. Читать дальше...

ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე საბჭოთა პროპაგანდისტული კინოფილმების ჩვენება მოეწყობა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში ზაფხულის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმების ღია ცის ქვეშ ჩვენება მოეწყობა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს ცხინვალის ადმინისტრაციის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა იგორ ტასოევმა განუცხადა. მისი თქმით, პროექტი 8 ივლისს 19:00 საათზე ცხინვალის თეატრალურ მოედანზე დაიწყება. ცხინვალში საცეკვაო საღამოების გამართვაც იყო დაგეგმილი, მაგრამ უკრაინაში ომის გამო, ორგანიზატორებმა მისი ჩატარება გადაიფიქრეს. „საცეკვაო საღამოების ნაცვლად კინოჩვენებები გაიმართება. Читать дальше...

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი გათავისუფლდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლომ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. 2020 წლის 27 იანვარს ერმაკოვს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი 2019 წელს დააკავეს, ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიდა. Читать дальше...

ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან - რას ნიშნავს გადასვლა “არათანმშრომლობის ეტაპზე”

Radiotavisupleba.ge 

იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მშვენიერაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სათავეში უდგას საპროტესტო მოძრაობას "შინ ევროპისკენ"!  მოძრაობის მიზანი მთავრობის შეცვლა, ეროვნული თანხმობის საფუძველზე დროებითი მთავრობის ფორმირება და ევროკავშირის მიერ დასახული იმ 12 ამოცანის შესრულებაა, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება. საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად 20 ივნისიდან ამ დრომდე თბილისში სამი მასშტაბური აქცია გაიმართა - ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რას აპირებს მომავალში მოძრაობა მიზნების მისაღწევად. Читать дальше...

ზურაბიშვილი 5 ივლისის შესახებ: ერთი წელი გავიდა და საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციებიდან ერთი წლის თავზე განცხადებას აქვეყნებს. „5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას"... Читать дальше...

სასამართლომ აკრძალა უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ქალაქ ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისს აკრძალა უკრაინის კომუნისტური პარტიის (უკპ) საქმიანობა და ამით დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი. უკრაინის კომპარტია რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში აკრძალული მე-15 პარტია არის. მასთან ერთად სამშაბათს აკრძალეს პარტია „ბედნიერი უკრაინა“, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს შეიქმნა. უკრაინის დამოუკიდებლობის პირველ წლებში უკპ ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ძალა იყო, მისი უცვლელი თავმჯდომარე პეტრო სიმონენკო... Читать дальше...

ჯვარი პირადი დაცვით - დადგმიდან ერთი წლის თავზე

Radiotavisupleba.ge 

ერთი წლის წინ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს, პარლამენტის წინ წმინდა ნინოს ჯვარი დადგეს. რამდენიმე დღეში „ალტ-ინფომ“ ჯვართან პარაკლისი გადაიხადა, პირდაპირ ეთერში. „ეს ჯვარი არის ჩვენი გამარჯვების სიმბოლო“, - თქვა იმავე დღეს „ქართული მარშის“ წევრმა ბექა ვარდოსანიძემ. მართლაც, უკანონოდ აღმართულმა რკინის კონსტრუქციამ „გაიმარჯვა“. მერიას ის არ მოუხსნია და დღეს მას პოლიცია პარლამენტთან ერთად იცავს. „... ჩვენგან ეგ ჯვარი აღიმართა იმის გამო, რომ კოლექტიური ნატა ფერაძეების მხრიდან დგებოდა ქვეყანაში საკითხი ისე... Читать дальше...

5 ივლისიდან ერთი წლის შემდეგ  

Radiotavisupleba.ge 

5 ივლისის ძალადობრივი აქციებიდან ერთი წლის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოდან ორი სარჩელი მიიღო წარმოებაში. სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა იმ პარტიის გასაუქმებლად, რომელიც ძალადობის ორგანიზატორებმა 2021 წლის მიწურულს დაარეგისტრირეს.

ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

News.ge 

რუსეთის პირველ არხზე გასული სიუჟეტი, რომლის ავტორი ჟურნალისტი რიმა ბერულავაა. საქართველოში ქართველმა მეცნიერებმა ხმამაღლა დაიწყეს საუბარი ლუგარის ლაბორატორიაში ხელოვნური ვირუსების გამოყვანაზე და ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ.

„მსხვერპლი გაცილებით დიდია“ - რა ვიცით ყარაყალპაკეთზე?

Radiotavisupleba.ge 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყარაყალპაკეთში, სადაც მოსახლეობა ავტონომიის შესანარჩუნებლად გამოდის, მსხვერპლი იმაზე მეტია, ვიდრე აცხადებენ. მოსახლეობის დარბევას, ოფიციალური ცნობებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა.   26 ივნისს უზბეკეთის მთავრობამ საჯარო განხილვისთვის გამოიტანა უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ყარაყალპაკეთის რესპუბლიკის აღწერიდან ქრებოდა სიტყვა „სუვერენული“, ასევე უქმდებოდა ავტონომიური რესპუბლიკის უფლება უზბეკეთისგან გამოყოფაზე. მას შემდეგ, რაც ხალხმა მასობრივად გამოხატა პროტესტი... Читать дальше...

ფინეთმა რუსეთის ათასამდე სატვირთო ვაგონი დააპატიმრა სანქციების გამო

Radiotavisupleba.ge 

ფინეთმა დააპატიმრა ათასამდე სატვირთო ვაგონი, რომლებიც ეკუთვნოდა ევროკავშირის სანქციების სიაში შესულ რუსულ კომპანიებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება ფინეთის სარკინიგზო ოპერატორ VR Transpoint-ზე დაყრდნობით. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სასამართლოს აღმასრულებლებმა ჯერ კიდევ ივნისში დააპატიმრეს 865 სარკინიგზო ვაგონი რუსეთიდან. მანამდე რამდენიმე ათეულ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას, მათ შორის სატრანსპორტო ფირმებს, გაუყინეს მთლიანობაში 82 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები. ეს ზომები მიღებულ იქნა სანქციების გამო... Читать дальше...

აშშ-ის თქმით, ირანმა ახალი პირობები წამოაყენა ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე

Radiotavisupleba.ge 

ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა რობერტ მელიმ განაცხადა, რომ ირანმა დამატებით წამოაყენა წინადადებები, რომლებიც არ არის კავშირში მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებთან. მისი თქმით, ამ წინადადებებით ირანი გამოვიდა დოჰაში, სადაც გაიმართა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდი. მელის თქმით, ირანის მოთხოვნებს „არაფერი აქვს საერთო ბირთვულ შეთანხმებასთან, იმასთან, რაც მათ ადრე სურდათ", - თქვა მან NPR-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. Читать дальше...

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უთვალთვალებდნენ და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უთვალთვალებდნენ აქციის, "შინ ევროპისკენ" ფარგლებში რეგიონებში გამართული შეხვედრების დროს. დეპუტატი საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, გამოიძიონ ეს საქმე. "ჩვენ შევამჩნიეთ როგორ ხორციელდებოდა ღია, აშკარა თვალთვალი პარლამენტის წევრის ანუ ჩემ მიმართ. მე ეს გადამოწმებული ინფორმაცია გადავუგზავნე საელჩოებს", - თქვა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე. მას სამართლებრივად არასამთავრობო ორგანიზაცია... Читать дальше...

ღარიბაშვილი: წყალტუბოში გასაყიდად გამოგვაქვს 14 სანატორიუმი

Radiotavisupleba.ge 

წყალტუბოში საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაცია გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მან თქვა, დამტკიცებულია წყალტუბოს გენერალური გეგმა და კურორტი ამ გეგმის მიხედვით განვითარდება. „ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. ეს იყო ჩვენი მმართველი პარტიის დაპირება“, - თქვა პრემიერმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ახლა გასაყიდად გამოდის 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს. Читать дальше...

ვინ არიან ლაიჯები, რომლებიც საქართველოში საუკუნეზე მეტია ცხოვრობენ

Radiotavisupleba.ge 

თბილისიდან 60 კილომეტრში, საგარეჯოს სოფელ გომბორში საუკუნეზე მეტია ცხოვრობს უნიკალური ხალხი, რომლებიც თავს ლაიჯებს უწოდებენ. ენათმეცნიერთა ვიწრო წრის გარდა საქართველოში თათურ-ლაიჯური ეთნიკური ჯგუფის არსებობა საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია. "გომბორში ერთი ადამიანი არ არის დარჩენილი ჩემი დეიდაშვილის და ჩემ გარდა, ვინც ლაიჯურად ლაპარაკობს. როცა ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენს ენაზე ვსაუბრობთ", - 89 წლის ეთერ ჯაფარ კიზი, როგორც საქართველოში მცხოვრები ყველა ლაიჯი, ქართულად მელაპარაკება და წუხს, რომ მის თვალწინ ილევა ის ხალხი... Читать дальше...

რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც პლაცდარმს სხვა ევროპული ქვეყნების ხელში ჩასაგდებად

News.ge 

რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც პლაცდარმს სხვა ევროპული ქვეყნების ხელში ჩასაგდებად და ამიტომ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს მთელი ევროპის გრძელვადიან უსაფრთხოებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-ის ორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე უმნიშვნელოვანესია ევროპის ერთიანობა. „ჩვენ გვჭირდება ევროპაში ისეთი ერთობა, რომელიც ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება. რა ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *