Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 17.01.2023

“ეს ომი დამთავრდება მაშინვე, როდესაც უკრაინელები მოსკოვს ამოიღებენ მიზანში“ - ფელშტინსკი 

Radiotavisupleba.ge 

“თუ უკრაინელები ვერ მოიგებენ ამ ომს, მაშინ ამ ომს წააგებს ევროპა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ამერიკის მოქალაქე, ცნობილი რუსი ისტორიკოსი და ავტორი, იური ფელშტინსკი. 2000-იანების დასაწყისში ფელშტინსკიმ, ალექსანდრ ლიტვინენკოსთან ერთად იმუშავა დოკუმენტურ ფილმსა და წიგნზე - “როგორ აფეთქებდა რუსეთს FSB". ლიტვინენკომ ამის გამო საკუთარი სიცოცხლით ზღო, და ფელშტინსკიზეც კარგა ხანს “ნადირობდნენ”. 2015 წელს კი, რუსეთის უკრაინაში პირველი შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, გამოსცა წიგნი - “უკრაინის აფეთქება... Читать дальше...

გერმანიის თავდაცვის მინისტრი გახდება სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბორის პისტორიუსი

Radiotavisupleba.ge 

გერმანელი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბორის პისტორიუსი, რომელიც ამჟამად ქვემო საქსონიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრია, გერმანიის ახალი თავდაცვის მინისტრი გახდება. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის 17 იანვრის განცხადებაში. „ძალიან მიხარია, რომ ბორის პისტორიუსის სახით ჩვენი ქვეყნის შესანიშნავი პოლიტიკოსი მოვიპოვე თავდაცვის მინისტრის პოსტისთვის“, - მოჰყავს პრესსპიკერ შტეფენ ზაიბერტს კანცლერ ოლაფ შოლცის სიტყვები. პისტორიუსის დანიშვნა მოჰყვა 16 იანვარს თავდაცვის მინისტრის... Читать дальше...

თანამდებობას ტოვებს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე, რომელიც წულუკიანის დროსაა დანიშნული

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი თანამდებობას ტოვებს. ის ამ პოსტზე კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, 2022 წლის მარტიდან მუშაობდა. "გენერალური დირექტორის მოადგილე მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებით, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში", - ეწერა 2022 წლის 15 მარტს კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც თეონა ჯაყელის დანიშვნის შესახებ იუწყებოდა.... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის

News.ge 

საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. “ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის... Читать дальше...

უკრაინამ ევროკავშირის 18-მილიარდიანი დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი, 3 მილიარდი ევრო მიიღო

News.ge 

უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. „მადლობელი ვარ ევროკავშირის და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის. უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე გამარჯვებისთვის“, – წერს ზელენსკი. ინფორმაციას უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს გადაცემასთან დაკავშირებით ევროკომისიაც ავრცელებს. „კომისიამ დღეს გადაიხადა ...

არესტოვიჩს დაუკმაყოფილეს გადადგომის შესახებ განცხადება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დააკმაყოფილა ოლექსი არესტოვიჩის განცხადება უშტატო მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ინფორმაცია გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა დაუდასტურა. მისი თქმით, პრეზიდენტის ოფისის აპარატის უფროსმა მარია ვიტუშოკმა არესტოვიჩის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 17 იანვარს, დაწერა.... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: Majid Al Futtaim-ს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ

News.ge 

სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰანი ვეისთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, Majid Al Futtaim-ს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები განიხილეს. Читать дальше...

ნათია მეზვრიშვილი: უკვე მეორე დღეა ბიძინას 9-იანი და “ოცნება” ტანდემში “ალტ-ინფოს” ქმედებას ამართლებს და განსხვავებული აზრის გამო ძალადობას ახალისებს

News.ge 

“”ოცნების” გზა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლიდან კლასიკურ მოძალადეობამდე უკვე მეორე დღეა ბიძინას 9-იანი და “ოცნება” ტანდემში “ალტ-ინფოს” ქმედებას ამართლებს და განსხვავებული აზრის გამო ძალადობას ახალისებს. იცით რატომ? იმიტომ, რომ 05-06 ივლისის ძალადობისთვის კობახიძის, ღარიბაშვილის და სხვებისთვის, რომლებიც ზუსტად ამას აკეთებდნენ მაშინ და “ალტ-ინფოს” ლიდერშიპისთვის, რომლებიც პირდაპირ ეთერიდან აორგანიზებდნენ ძალადობას, პროკურატურას დღემდე ძალადობის წახალისებისა და ორგანიზებისთვის ბრალი ...



რუსეთში განაგრძობს მოქმედებას პუტინის ბრძანებულება უკრაინაში ომისთვის მობილიზაციის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში განაგრძობს მოქმედებას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება უკრაინაში ომისთვის მობილიზაციის შესახებ. ეს ჩანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხიდან ფსკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატ არტურ გაიდუკის მიმართვაზე. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ოქტომბრის ბოლოს დასრულდა „თადარიგში მყოფი მოქალაქეებისთვის შეტყობინება და გაწვევა“. სამხედრო კომისარიატები კვლავაც აგრძელებენ არმიაში კონტრაქტორებისა და მოხალისეების შეგროვებას. ნოემბერში გაიდუკმა პუტინს მიმართა წინადადებით, გამოეცა ბრძანებულება მობილიზაციის დასრულების შესახებ. Читать дальше...

გურამ იმნაძე - "მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩართულები არიან მოჩვენებითი მართლმსაჯულების განხორციელებაში"

Radiotavisupleba.ge 

"აქცენტი კეთდება ერთ ინდივიდუალურ ძალადობრივ ინციდენტზე და მის ავტორზე ...და არავითარი ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება, რომ ამ ძალდობრივი პოგრომის ორგანიზატორების მიმართ სამართლებრივი შედეგი დადგეს" - ამბობს გურამ იმნაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი.

ვოლსკი: თუ დაიდება რეალური დოკუმენტები, რომ სააკაშვილს არადეკლარირებული ქონება და ფული აქვს, ვალდებულება არსებობს, რომ გამოძიება დაიწყოს და შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას

News.ge 

არავითარი საკვირველება არაა, რომ სააკაშვილს გააჩნდეს არადეკლარირებული ქონება, ისევე როგორც ფულადი რესურსები – თუ დოკუმენტები დაიდება, ვალდებულება არსებობს, რომ გამოძიება დაიწყოს და შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანიამ ლიზა იასკოს შვილს კიევის ცენტრში ბინა გადაუფორმა. Читать дальше...

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაკავებული პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

News.ge 

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს, ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის... Читать дальше...

არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განცხადება დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ინფორმაციას არესტოვიჩი ტელეგრამის არხით ავრცელებს. ხელნაწერი განცხადების ადრესატი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკია. „დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება, მსურს ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი, პრინციპული შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, – წერს არესტოვიჩი ტელეგრამში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „სერიოზული... Читать дальше...

ვოლსკის თქმით, ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩატარების მიზანი პროვოკაცია იყო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მმართველი პარტიის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ყვარელში ილია ჭავჭავაძის შესახებ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის ლექცია პროვოკაციისთვის დაიგეგმა.  პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ "დაგეგმილ პროვოკაციას" ადამიანების ჯგუფი "წამოეგო". "ლექციის ჩაშლას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არა მარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად... Читать дальше...

სერგეი შოიგუ: რუსეთის ჯარები მილიონ-ნახევარ ადამიანამდე უნდა გაიზარდოს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარების რაოდენობა მილიონ-ნახევრამდე უნდა გაიზარდოს სამი წლის განმავლობაში. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა თავის მოადგილეებთან, სარდლებთან და მეთაურებთან გამართულ თათბირზე, რომელიც არმიის რეფორმირებას ეძღვნებოდა. უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის ჯარში მილიონამდე სამხედროა. კიდევ დაახლოებით ორი მილიონი რეზერვშია. რეფორმების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო გეგმავს საარმიო კორპუსის შექმნას კარელიაში, ასევე ორი სტრატეგიული ტერიტორიული სამხედრო გაერთიანებისა - მოსკოვის ოლქსა და ლენინგრადის ოლქში. Читать дальше...

საქართველო მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD-სგან 55,6 მლნ ევროს მიიღებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ხელისუფლება თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 55,6 მლნ ევროს მიიღებს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა მოაწერეს. "პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით"... Читать дальше...

ნახიჩევანი - თალიბოვების საბრძანებელი - აზერბაიჯანის "ჩრდილოეთი კორეა"

Radiotavisupleba.ge 

თავისი მმართველობის 27 წლის განმავლობაში, თალიბოვმა შექმნა, როგორც ხალხი ამბობს, საკუთარი სამფლობელო, მამული ნახიჩევანის სახით, რომელიც დანარჩენ აზერბაიჯანს გამოყოფილია სომხეთის ვრცელი ტერიტორიით.

ანა ნაცვლიშვილი - "პროკურატურის პოზიცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დარჩეს ჩრდილში"

Radiotavisupleba.ge 

"ისინი, ვისაც წარედგინა ბრალი და საპატიმროში იმყოფებიან, არიან ყველაზე ნაკლებად დამნაშავეები, ღიად გეტყვით ამას. ისინი, ვინც მათ ზემოთ და მათ უკან დგანან, დაწყებული პრემიერმინისტრით, რომელმაც იმ დილით მისცა ყველაფერს მწვანე შუქი, არავინ შეხებია" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი, პარტია "ლელოს" წევრი.

5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა დნეპრში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დასრულებულად გამოაცხადა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ქალაქ დნეპრში, სარაკეტო დარტყმით დანგრეული საცხოვრებელი სახლის ადგილზე. ოფიციალური მონაცემებით, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა 44 ადამიანის, მათ შორის 5 ბავშვის სიცოცხლე. დაშავდა 79, მათგან 16 ბავშვი. მაშველებმა გადაარჩინეს 39 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 20 ადამიანი, მათგან 4 ბავშვი.  14 იანვარს, ქალაქ დნეპრზე რუსეთის მასირებული შეტევისას... Читать дальше...

ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის სამთავრობო არხ „ბელარუს 1-ის" თანახმად, ქვეყნის სპეცსამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას. სიუჟეტში ნათქვამია იყო, რომ 36 წლის ზირაქაშვილი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მაგრამ საქართველოში ჩასვლის შემდეგ ევროკავშირში შესვლა აეკრძალა, საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო. სიუჟეტის თანახმად, საქართველოში მყოფმა ზირაქაშვილმა გადაწყვიტა შესულიყო „ქართული ლეგიონის“ რიგებში და ებრძოლა უკრაინის მხარეს. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით... Читать дальше...

EUMM: ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ინციდენტისას არავინ დაშავებულა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტს. რადიო თავისუფლებას მისიაში უთხრეს, რომ ინციდენტის შედეგადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაფერი დაშავებიათ, „მათ იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“. ამ საკითხს ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე 110-ე შეხვედრაზე განიხილავენ. "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელმა... Читать дальше...

7-მდე გაიზარდა ბელგოროდში, სამხედრო ნაწილის განლაგებაში ხელყუმბარის აფეთქებისგან დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

7-მდე გაიზარდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სამხედრო ნაწილის განლაგებაში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, 14 იანვარს ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ ხელყუმბარა ააფეთქა, რასაც მოჰყვა საბრძოლო მასალის დეტონაცია და ძლიერი ხანძარი. აფეთქების შედეგად 3 სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა, 8 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო 16 ადამიანი დაშავდა. ჯერჯერობით კვლავ გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 ადამიანის ძებნა. რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, აფეთქებები 17 იანვარსაც მოხდა. Читать дальше...

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს საზღვართან "უკრაინის ჯაშუში" დააკავა

Radiotavisupleba.ge 

დსთ-ს წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ეჭვმიტანილია უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ცნობაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. ასევე არ არის ცნობილი, რა მიმართულებით გადაკვეთა მან „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი. უწყების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ „მამაკაცმა მობილურ მოწყობილობაში შენახული, Telegram მესენჯერში არსებული მიმოწერა წარმოადგინა... Читать дальше...

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი და ბელარუსი ოლიმპიური თამაშების მაუწყებელთა სიიდან ამოიღო

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2026-2032 წლებში ევროპის რეგიონში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების ყველა უფლება ევროპის სამაუწყებლო კავშირს (EBU) და Warner Bros. Discovery-ს (WBD) გადასცა, ხოლო რუსეთი და ბელარუსი არ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ოლიმპიადა იქნება ნაჩვენები. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. კერძოდ, EBU-მ და WBD-მა მიიღეს უფლება, აჩვენონ ზამთრის თამაშები მილანსა და კორტინე დ’ ამპეცოში (2026 წელის), ლოს-ანჯელესის... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *