Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 17.01.2023

44-მდე გაიზარდა დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ქალაქ დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, 44-მდე გაიზარდა საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 17 იანვრის შუადღემდე დადასტურებული იყო 41 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის სიკვდილი. 14 იანვარს, დნეპრზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის ნაწილი მთლიანად დაინგრა. 16 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნეა არა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები... Читать дальше...

ქალაქ სოლედარზე იერიშში მონაწილე "ვაგნერის" ქვედანაყოფს ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი მეთაურობდა - "დოსიე"

Radiotavisupleba.ge 

ცენტრმა „დოსიემ“ დაადგინა სოლედარზე იერიშში მონაწილე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა მეთაურის ვინაობა. იგი აღმოჩნდა როსტოვის ოლქში მცხოვრები, ადრე თაღლითობისთვის ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი. „ვაგნერის“პრესცენტრის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პროგოჟინმა ელიზაროვი საზოგადოებას გააცნო, როგორც „სოლედარის ოპერაციის სარდალი“ და დაახასიათა, როგორც გამოცდილი მეთაური, რომელმაც ქალაქი ორი კვირის განმავლობაში „წუწუნის გარეშე“ აიღო. Читать дальше...

არესტოვიჩმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განცხადება დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ინფორმაციას არესტოვიჩი ტელეგრამის არხით ავრცელებს. ხელნაწერი განცხადების ადრესატი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკია. „დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება, მსურს ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი, პრინციპული შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - წერს არესტოვიჩი ტელეგრამში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „სერიოზული შეცდომა“ უწოდა თავის განცხადებას... Читать дальше...

დეკემბერში რუსეთიდან $317 მლნ-ზე მეტი გადმოირიცხა - ეს რეკორდული მაჩვენებელია

Radiotavisupleba.ge 

2022 წლის დეკემბერში კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულის ოდენობა. წინასაახალწლოდ გზავნილების მოცულობა აღემატება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გადმორიცხული თანხების რეკორდულ მაჩვენებელსაც კი. განახლებული მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გასულ თვეში საქართველოში სულ 535,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა გადმოირიცხა, საიდანაც 317,3 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. დანარჩენი ქვეყნებიდან კი თითქმის 1,5-ჯერ ნაკლები, 218 მლნ აშშ დოლარია გადმოგზავნილი. Читать дальше...

კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს დნეპრში რაკეტით განადგურებული სახლის ნანგრევებში

Radiotavisupleba.ge 

41-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, დღეს, ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი, მეოთხე ბავშვის ცხედარი. დღეს დილამდე დადასტურებული იყო 40 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიკვდილი. ტიმოშენკოს ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა 79 ადამიანი, მათგან 16 ბავშვი. 14 იანვარს, უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს... Читать дальше...

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა დნეპრში გამოიყენა ხმელეთზე დაბალი სიზუსტით გამორჩეული რაკეტა

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს დიდი ალბათობით მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22. ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის მინიშნებას, რომ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია... Читать дальше...

ნიკოლოზ ბასილაშვილი AUSTRALIA OPEN-ს პირველ რაუნდში გამოეთიშა

News.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველ რაუნდში გამოეთიშა. საქართველოს პირველი ჩოგანი ტეილორ ფრიტცთან დამარცხდა. მსოფლიოს მეცხრე ჩოგანმა, ზედიზედ ორი სეტი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე სეტში გამარჯვება მოახერხა, თუმცა თამაში მეოთხე სეტში დასრულდა. ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი იყო. წყვილთა თანრიგში შეჯიბრს აგრძელებს ოქსანა კალაშნიკოვა. ჩოგბურთელი მეწყვილე ელიშა პარკსთან ერთად 18 იანვარს ითამაშებს. ნიკოლოზ ...

არესტოვიჩი დნიპროს ტრაგედიაზე ნათქვამისთვის ბოდიშს იხდის: სერიოზული შეცდომა დავუშვი

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიტანილ იერიშთან დაკავშირებული სიტყვების გამო ბოდიშს იხდის. “სერიოზული შეცდომა დავუშვი. ეს სერიოზული შეცდომაა, ასე უნდა კვალიფიცირდეს… დღეს მინდა მართლა მოვიხადო ბოდიში. ბოდიში მოვუხადო, პირველ რიგში, შემდეგ ადამიანებს: დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და ახლობლებს, დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებმაც ეს ტრაგედია პირადად განიცადეს, რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგეს და იციან, ...



საქართველოს სახალხო არტისტი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

News.ge 

პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. ჯ.ენესკუს სახელობის კონკურსზე ბუქარესტში (1970 წელი), ბ.სმეტანას სახ. კონკურსზე ჩეხოსლოვაკიაში (1974 წელი) და სიდნეის პირველ (1977 წელი) საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებებმა მას დიდი აღიარება მოუტანა. მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ რუსეთის, ბულგარეთის... Читать дальше...

მედიაკოალიცია 5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საგანგაშოდ მიიჩნევს

Radiotavisupleba.ge 

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" უარყოფითად აფასებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის გასამართლებული მსჯავრდადებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებას. მათი შეფასებით, აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. "საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია... მედიის... Читать дальше...

"ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს" - მიხეილ სააკაშვილს პროცესზე ფიზიკურად დასწრების რეკომენდაცია არ მისცეს

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 17 იანვარს, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ფიზიკურად დასწრების საშუალება არ მიეცა. სასამართლო მისი სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეს განიხილავს. მსჯავრდადებულის დასწრებაზე ოქმის ტექსტი მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა: " ჩვენ [პენიტენციური სამსახურის] მიერ მსჯავრდებულისთვის შეთავაზებულ იქნა დისტანციურად ჩართვა, რაზეც მან უარი განაცხადა და ითხოვს სასამართლოზე წარდგენას. მკურნალი ექიმის განმარტებით... Читать дальше...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუ "სპეცოპერაციის" ზონაში იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ იმყოფებოდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში, სადაც რუსული ჯარების დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ შტაბის ინსპექტირება ჩაატარა. მოსკოვი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუს არსებული ვითარება გააცნო დაჯგუფების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მურადოვმა და ანგარიში ჩააბარეს შენაერთების ხელმძღვანელებმა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის და ოთახში გადაღებული ვიდეოკადრების მიხედვით... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტსა და სოლედართან მოიგერიეს

News.ge 

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, მათ შორის: ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას დასახლებასთან, დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სპორნოეს, კრასნოპოლოვკას, სოლის, სოლედარის, ბელოგოროვკას, ბახმუტის, სევერნოიე, კამენკას... Читать дальше...

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის, განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ. ცენტრალურმა ხელისუფლებამ იცის დაკავებულის ვინაობა, სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. "გუშინ გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი, გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე... Читать дальше...

გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსები დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

News.ge 

გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსებ ბურჯანაძე დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მას სხეულის 44% აქვს დამწვარი და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. კელიაში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. მამა იოსები ვარაუდობდა, რომ შენობაში ადამიანი იმყოფებოდა და მის გადასარჩენად შევიდა, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო.

პაატა მანჯგალაძე: ე.წ. ხალხის ძალამ თქვა, რომ დასავლეთს უნდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია – ეს არის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

News.ge 

გუშინ, „ქართული ოცნების“ სპეციალურმა დანაყოფმა, ე.წ. ხალხის ძალამ თქვა, რომ დასავლეთს უნდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია – ეს არის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოში განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს. „გუშინ, „ქართული ოცნების“ სპეციალურმა დანაყოფმა, ე.წ. ხალხის ძალამ თქვა, რომ დასავლეთს უნდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია. ეს არის პრევენცია... Читать дальше...

სასამართლომ USA2GEORGIA-ს, კლიენტების სასარგებლოდ, დროებითი აკრძალვა დაუწესა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტვირთების გადამზიდ კომპანიას, USA2GEORGIA-ს, რომელსაც ამანათები აშშ-დან საქართველოში ჩამოაქვს, დროებითი აკრძალვა დაუწესა. როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კომპანიას კლიენტებთან დადებული ხელშეკრულების ერთი ნაწილის მოქმედება მის წინააღმდეგ დავის დასრულებამდე აკრძალული აქვს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის ნივთის საქართველოში ტრანსპორტირების საფასურს, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის (30 დღის) გასვლის შემდეგაც რჩება საკუთრების უფლება. Читать дальше...

თიბისი Tech Meetups – წლის პირველი ტესტირების ავტომატიზაციის ჰაკათონი

News.ge 

13 იანვარს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი tech meetup-ი გაიმართა. ჰაკათონი ტესტირების ავტომატიზაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული გამოწვევების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. გუნდებმა წარმოადგინეს თავისი იდეები და შექმნილი პირველადი ნიმუშები, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო გადაწყვეტები მიიღეს. “ჩვენს მიერ შექმნილი ინსტრუმენტები ემსახურება ორი მიმართულებით ეფექტურობის ამაღლებას. Читать дальше...

შესაძლებლობა სტუდენტებისთვის – “საქართველოს ბანკის” დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო

News.ge 

საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, წელს სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეშვიდე ნაკადის მიღება დაიწყო. საქართველოს ბანკი იწვევს III-IV კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, აირჩიონ მათ ინტერესებსა და მიზნებზე მორგებული 13 პროგრამიდან ერთ-ერთი, მიიღონ მონაწილეობა პროექტში და პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კარიერა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის გუნდში განაგრძონ. ...

Tegeta Approved – მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილების ახალი პორტალი

News.ge 

Tegeta Approved მეორადი ავტომობილების ციფრული გაყიდვების ინოვაციური პორტალია, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Pulsar-ის გუნდის კოლაბორაციით შეიქმნა. ახალი პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს და შეიძინოს მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილები. გარდა ამისა, ციფრულ პორტალზე არსებული მანქანების გაყიდვა და ჩანაცვლებაც შესაძლებელია. Tegeta Approved-ზე განთავსებული თითოეული ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია, სრულყოფილად არის შემოწმებული „თეგეტა მოტორსის“ ექსპერტების მიერ, შეფასებულია... Читать дальше...

ჩინეთის მოსახლეობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნის - ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობა 1.411 მილიარდი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 850 000-ით ნაკლებია. შობადობამ შეადგინა ყოველ 1000 ქალზე 6.77 ახალშობილი, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 1976 წლიდან ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია გარდაცვალებამ - ყოველ 1000 ადამიანზე 7.37 სიკვდილი. 2022 წელს ჩინეთში დაბადებულთა რიცხვი(9.56 მილიონი) ნაკლები იყო გარდაცვლილთა... Читать дальше...

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: "ვაგნერს" აქვს არა მნიშვნელოვანი წინსვლა, არამედ დანაკარგი

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ძალების ორ მესამედს იყენებს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში. BBC-ს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში „ვაგნერის“ მონაწილეობაზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს 16 იანვარს, პარლამენტში გამოსვლისას ჰკითხა ერთ-ერთმა დეპუტატმა. უოლესის ინფორმაციით, ბახმუტთან მოქმედებს „ვაგნერის“ საერთო შემადგენლობის ორი მესამედი, საიდანაც ორი მესამედი საპატიმროებიდანაა დაქირავებული. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად... Читать дальше...

უკრაინის დაზვერვის ცნობით, პუტინი გერასიმოვისგან მოითხოვს დონბასის მარტამდე დაპყრობას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად დანიშნული ვალერი გერასიმოვისგან მოითხოვს, რომ დონბასი 2023 წლის მარტამდე დაიპყრონ. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 16 იანვარს, ღამით განაცხადა ტელეარხ Freedom-ის ეთერში. იუსოვის თქმით, რუსეთს წინასწარ დასახული ვადები არაერთხელ შეუცვლია და ამჯერადაც არაფერი გამოუვა. 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. დაღუპულთა რიცხვს გენერალური შტაბი არ ასახელებს. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონში... Читать дальше...

რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებები იყო

Radiotavisupleba.ge 

აფეთქებები მოხდა რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. გამთენიისას ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბელგოროდში და ბელგოროდის რაიონში ამოქმედდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. გლადკოვის თანახმად, შესაბამისი სამსახურები ხმელეთზე შედეგებს აზუსტებენ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი და ნგრევა არ არის. ბოლო თვეებში, უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ოლქებიდან და ანექსირებული ყირიმიდან ხშირია ცნობები, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *